რატომ წააგეს “რესპუბლიკელებმა”

„მადლობა ყველას ვინც მხარი დამიჭირა“- საჯაროდ განაცხადა დამარცხებულმა დავით უსუფაშვილმა. მსგავსი საჯარო განცხადებები არჩევნების შემდეგ ნორმალურია. თუმცა „რესპუბლიკელებს“ საჯარო მადლობის გარდა შეეძლოთ თავისი თითოეული ამომრჩევლისთვის ხელიც ჩამოერთვათ- ეს დიდ დროს არ წაიღებდა.

ამაყმა პროევროპულმა პარტიამ ხმების 2%-ზე ნაკლები აიღო. სახელისუფლებო პარტიიდან ისევ ჩამოვერაფრისმქმნელდნენ.

დამარცხების მთავარი მიზეზი „რესპუბლიკურ“ პარტიაშია. წინასაარჩევნო პერიოდში გაურკვეველი იყო თუ ვინ უნდა ყოფილიყო მათი ამომრჩეველი.

მაილანდური ბუწიკების სიყვარულით „რესპუბლიკელებს“ ხმას არავინ მისცემს. ევროპის სიყვარული თუ საგარეო პოლიტიკა არჩენების ბედზე დიდ შედეგს ვერ ახდენს. ვერც საქართველოში და ვერც სხვაგან.

„რესპუბლიკელებს“ მხარი მოწყვლადმა ჯგუფებმაც არ დაუჭირეს. რესპუბლიკელებმა ძალიან თამამი ვიდეო რგოლი ჰომოფობიის წინააღმდეგ პარტიის საიტზეც კი არ გააზიარეს. ვიდეო არ გაუზიარებია არც პარტიის ლიდერებს. თინა ხიდაშელმა კი პარალელურ რეჟიმში დავით უსუფაშვილის ძველი განცხადება ამოქექა, სადაც ის გეი მერიჯს ეწინააღმდეგებოდა.

სამოქალაქო კოდექსში ქორწინების განმარტების შემქებნი, მაგრამ კონსტიტუციაში იმავეს არ მომწონებელი „რესპუბლიკელები,“ ცდილობდნენ ორ მოედანზე ეთამაშათ. ამით უმრავლესობის გულებს ვერ იგებდნენ, უმცირესობას კი მოტივაციას უკარგავდნენ, რომ მათი პარლამენტში მოხვედრისთვის ებრძოლათ.

„რესპუბლიკელების“ დამარცხების მიზეზიც სწორედ ეს მოზომილი და უმრავლესობის სასარგებლოდ დაბალანსებული პოლიტიკაა. პარტიაში ვერ მიხვდნენ, რომ მისი დასაყრდენი ძალა უმცირესობები იყო. სხვადასხვა უმცირესობები რომელთა ჯამიც 5%-ს დიდად სცდება.

პარტიას არ გაუკეთებია ხმამაღალი განცხადებები ბათუმში ახალი მეჩეთის აშენების საჭიროებაზე.

პარტიას არ მოუთხოვია საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის არსებული კონსტიტუციური შეთანხმების გაუქმება.

კათოლიკე თემს არ უგრძვნია რესპუბლიკელების გვერდზე დგომა, მიტაცებული ტაძრების დაბრუნების მცდელობაში.

უმრავლესობასთან რესპუბლიკელების კეკლუცობის დამადასტურებელი იყო, მათი მხრიდან ივანიშვილის მოზომილი კრიტიკაც. უკვე ოპოზიციაში წასულებიც ისე იქცეოდნენ, თითქოს ისევ ხელისუფლებაში იყვნენ.

კომპრომისებზე წასვლა პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია, მაგრამ გაუგებარია როდესაც ამ კომპრომისს საარჩევნო ხმა არ მოაქვს. სჯობს „რესპუბლიკელებმა“ თავიანთი რიტორიკა გაამკაცრონ, მითუმეტეს ეს პარლამენტს გარეთ დარჩენილ პარტიას ეპატიება. უმცირესობებმა უნდა ვიგრძნოთ რომ არა მხოლოდ გვიცავენ, არამედ ჩვენთვის იბრძვიან კიდეც. მხოლოდ ამ შემთხვევაში „რესპუბლიკელებს“ 2020 წლის არჩევნებში ბარიერის გადალახვა არ გაუჭირდებათ. იბრძოლეთ უმცირესობებისთვის. ჩვენ ვართ თქვენი მომავალი ელექტორატი.

Advertisements

ამერიკის მომავალ პრეზიდენტზე

12 რესპუბლიკელი და 3 დემოკრატი კამათობენ აბორტების აკრძალვაზე, გეი ქორწინებასა და არალეგალების ქვეყნიდან გაძევებაზე. კამათში გამარჯვებული, შემოდგომას თეთრი სახლის მასპინძელი გახდება.

დემოკრატებს ორი რეალური კანდიდატი ჰყავთ:

Hillary-Clintonჰილარი კლინტონი- პირველი ლედი, სენატორი, სახელმწიფო მდივანი. უდაოდ დემოკრატების ყველაზე ცნობადი კანდიდატია და დიდი შანსი აქვს შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს, თუმცა მას გამარჯვებას 2008 წელსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.
კლინტონი ძლიერი პოლიტიკოსია, საშუალო ფენის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. მხარს უჭერს მდიდრებისთვის მაღალ გადასახებსა და იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. მომხრეა გეი ქორწინების, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. საგარეო ასპარესზე ობამაზე მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, თუმცა დემოკრატებს მაინც ადანაშაულებენ რომ სირიელ მეამბოხეებს სათანადოდ არ ეხმარებიან.
ჰილარი კლინტონი ქალების გარდა მილიონერებშიც დიდი სიმპატიებით სარგებლობს. წლის ბოლოსთვის შემოწირულობების სახით ას მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

o-bernie-sanders-facebook.jpgბერნი სანდერსი- პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში გაჩენილი ბერნი სანდერსი, საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატს უწოდებს. ადრე ამ განცხადებისთანავე თამაშ გარეთ დარჩებოდა, დღეს კი პოპულარულია. სანდერსი აპირებს ფინანსური სფეროს რეგულაციას, სწავლის გადასახადის გაუქმებას, უთანასწორო შემოსავალთან ბრძოლას. ასევე ემხრობა მინიმალური ხელფასის გაზრდას და მოსწონს ევროპული ტიპის საყოველთაო დაზღვევა.
სანდერსი მაშინაც ემხრობოდა გეი ქორწინებას, როდესაც ყველა ამის წინააღმდეგი იყო. მკაცრად აკრიტიკებდა ერაყის ორივე ომს.
სანდერსის კამპანიას დიდი კორპორაციები არ აფინანსებენ, მხოლოდ კერძო შემოწირულობების იმედზე არის. აქამდე 2,5 მილიონი დოლარი შეაგროვა, საშუალო შემოწირულობა კი 3 000 დოლარის ფარგლებშია.
სანდერსის იდეები რევოლუციურია, ამიტომ დემოკრატიულ პარტიაში შიშობენ რომ ბერნის პრაიმერიში გამარჯვებამ შეიძლება რესპუბლიკელებს თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა გაუადვილოს.

რესპუბლიკელების რეალური კანდიდატები არიან:

tedტედ კრუზი- დაიბადა კანადაში, გაიზარდა კუბელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდში და აქვს იურისტის ხარისხი.
როგორც კონსერვატორი ეწინააღმდეგება აბორტებსა და გეი ქორწინებას. ემხრობა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.
საერთაშორისო ასპარესზე ისრაელის უპირობა დამცველია და არ მოსწონს ირანთან მოლაპარაკებები.
კრუზი იმედს ევანგელისტების ხმებზე ამყარებს. რესპუბლიკელთა ელიტაში ის არ უყვართ, რადგან კრუზი მათ ბრალს ელიტარულ კორუფციაში სდებს.
შემომწირველებისა და შესაბამისად ფულის ნაკლებობას არ უჩივის.

trumpდონალდ ტრამპი- მიუხედავად იმისა რომ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს, პრეზიდენტობა სურს. მილიარდებმა და ექსცენტრიულმა ცხოვრების წესმა მედია ვარსკვლავად აქცია.
ტრამპის პროგრამა, თუ შეიძლება პროგრამა ეწოდოს, არის სხვადასხვა პოლიტიკური ხედვების ნარევი. ქვეყნიდან მილიონობით ემიგრანტის გაძევება და მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობა სურს… თანაც მექსიკელების ფულით.
ტრამპი პოპულისტია, მის პოლიტიკას გონებაზე მეტად რიგითი ამერიკელის ემოციები განსაზღვრავს.
კრუზის მსგავსად რესპუბლიკეთა ელიტას არც ტრამპი მოსწონს, თუმცა მისი მხარდამჭერი ალასკის ყოფილი გუბერნატორი და 2008 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პეილინი არის.

marcoმარკო რუბიო- მისი მშობლები 50იან წლებში კუბიდან ამერიკაში გადასახლდნენ. ამის გამო ლათინური წარმოშობის ამერიკელთა ხმების იმედი აქვს. რუბიო მოსწონთ რესპუბიკელთა ელიტაშიც.

რუბიო შეეცდება აბორტების აკრძალვას და მხარს არ დაუჭერს იარაღის ტარების შეზღუდვას. რუბიო ობამასგან განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს. ის ობამას სირიის დიკტატორის წინააღმდეგ არასაკმარის მოქმედებებში ადანაშაულებდა. კუბასთან ურთიერთობები ისევ გაფუჭდება.

jebჯებ ბუში- თავისმა ცნობილმა ოჯახმა ბევრი კარი გაუღო. მიუხედავას იმისა რომ რესპუბლიკელთა ელიტაში მიღებულია, დიდი ორატორული ნიჭით არ გამოირჩევა. აქვს ამბიციური გეგმები. სურს 19 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ეკონომიკის 4%-იანი ზრდა და პენტაგონის მეტი დაფინანსება.
ბუში რუბიოს ლათინური წარმოშობის ამერიკელთა ხმებს შეეცილება, რადგან ჰყავს მექსიკელი ცოლი და საუბრობს ესპანურად.
დიდი ხნის განმავლობაში ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, რესპუბლიკელების ძლიერ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა დღეს უკვე გაუჭირდება მამისა და ძმის წარმატების გამეორება.

რამ შეცვალა მერკელი

“მე არ მაქვს თავგადასავლების ფუფუნება, ამას ჩემი თანამდებობა მიკრძალავს”– ასე ახასიათებდა მერკელი მის მოღვაწეობას, ასე იცნობდა მას დანარჩენი მსოფლიოც. რისკის მოძულე მერკელი საბერძნეთის კრიზისის დროს აუღელვებლად საუბრობდა რომ ის ექსპერიმენტს არ დაუშვებდა და მრავალჯერ გატკეპნილ გზას გაყვებოდა. მაშინ, საზღვარგარეთ, მერკელის პლაკატებს ჰიტლერის ულვაშებს ახატავდნენ.

დღეს კი შესაძლებელია ეს ულვაში ანგელოზის გვირგვინმა შეცვალოს. მსოფლიოს წინაშე ახალი მერკელია. ქალი, რომელსაც ყოველი ნაბიჯი გათვლილი ჰქონდა, დღეს ევროპას ყველაზე დიდ თავგადასავალს ჰპირდება, თავგადასავალს რომლის შედეგები მისთვისაც უცნობია. მისი გადაწყვეტილება ევროპის კარი გაუღოს ასიათასობით ლტოლვილს არის სწორი. მერე რა რომ მერკელს ამ მამაც ნაბიჯამდე დიდი დრო დასჭირდა, მერე რა რომ მერკელამდე ლტოლვილებს სხვა გერმანელები გულითადად ესალმებოდნენ, მერე რა რომ მერკელმა რამდენჯერმე მდარე გამოცემების გული მოიგო.

მერკელის გადაწყვეტილება სარისკოა. მერკელმა ბეწვის ხიდზე უნდა გაიაროს რათა ევროპის ერთიანობა, ათეულობით წლის წინ შეპირებული სამოთხე სახელად “ევროპა საზღვრების გარეშე” კითხვის ნიშნის ქვეშ არ დადგეს და ამავე დროს მემარჯვენე ექსტრემისტები კიდევ უფრო არ გაძლიერდნენ.

merkel

Foto: AFP

გერმანიის მთავრობისგან ხშირად გვესმის რომ ლტოლვილების მიღება მორალური საქციელია, უფრო მეტიც, ლტოლვილები გერმანიის სამუშაო ბაზარს სჭირდება. ეს სწორია, მაგრამ მხოლოდ ნაწილია სიმართლისა. არავინ საუბრობს თუ რა ძალისხმევა სჭირდება ასიათასობით ლტოლვილის ინტეგრაციას, თუ ვინმემ ამაზე საუბარი გაბედა, მაშინვე ქსენოფობად ინათლება. ხომ არ იქცევა ახალი მერკელი ცისფერთვალება ჰურა–ალტრუისტად?

მსოფლიო გაუცებული შეჰყურებს გერმანიას. გერმანია უკვე აღარ არის მხოლოდ ევროპის ძრავა და მუდმივად მზარდი ეკონომიკა, დისციპლინირებული მოსახლეობით. გერმანია მსოფლიოში მორალის ექსპორტს იწყებს!  გერმანიის გაწვდილმა ხელმა, ბევრი მისი პარტნიორი შეარცხვინა. ცივი ქვეყანა, რომელიც მხოლოდ რაციონალურ და პრაგმატულ პოლიტიკას ატარებდა, მოულოდნელად გულის ხმას აყვა. შეიძლება ჩაითვალოს რომ გერმანიამ გონება დაკარგა.

აქამდე მეერკელის გადაწყვეტილებებში გულისა და გრძნობების გავლენა ნაკლებად იგრძნობოდა. კარგი იქნება თუ ის არამხოლოდ გულს, არამედ გონებასაც მოუსმენს. ამ შემთხვევაში მერკელის პირველი თავგადასავალი წარმატებით დასრულდება.

გერმანელი მწვანეები –მე სხვანაირად ვხედავთ, შენ?

შუა დღით, იმ დროს როდესაც გერმანელი მოსწავლეები უკვე სახლში არიან და მშობლები სამსახურში, ტელევიზორი ჩავრთე. ორი მომხიბვლელი ქალბატონი ერთმანეთს ნაზად ეხუტებოდა და ამბობდა, “ჩვენ თანასწორი ოჯახების მომხრენი ვართ, შენ? ხმა მიეცი მწვანეებს!” გერმანიაში 22 სექტემბერს დანიშნული ბუნდესტაგის არჩევნები გადამწყვეტ ფაზაში შედის.

მე სხვაგვარად ვხედავ, შენ?

მე სხვაგვარად ვხედავ, შენ?

გერმანელი მწვანეები საარჩევნო კამპანიაში მემარჯვენე ექსტრემიზმთან ბრძოლის სახელით ჩაერთნენ. მათ საარჩევნო პროგრამაში ყველაზე ხშირად სიტყვა “თანასწორობას” ამოიკითხავთ:. “თანასწორუფლებიანი ოჯახები,” “თანასწორუფლებიანი სამუშაო პირობები, როგორც გერმანელს ასევე ემიგრანტს,” (აქვე მოტანილია მემარჯვენე ექსტრემისტების მიერ თურქული წარმოშობის ადამიანთა დევნის ფაქტები) “თანასწორობა ევროპის შიგნით.”

თუ მისი კონკურენტი პარტიები არსებულის შენარჩუნებაზე ამახვილებენ ყურადღებას (მაგალითად, თავისუფალი დემოკრატების ლოზუნგია:”–გერმანია არის და დარჩება ძლიერი”) მწვანეები ამომრჩეველს არსებულის შეცვლას სთავაზობენ. მათი საარჩევნო ლოზუნგები მებრძოლი ხასიათისაა და ყველა მათგანი იმპერატიული ტონით იწყება: მე მსურს…, მე მინდა…, მე მოვითხოვ…მე ვხედავ… მე უარს ვამბობ და ა.შ.

მე ვამბობ, გამარჯობა ბაგა–ბაღს, შენ?

მე ვამბობ, გამარჯობა ბაგა–ბაღს, შენ?

მე–17 მოწვევის ბუნდესტაგი 620 დეპუტატისგან შედგება და ამჟამად მწვანეთა პარტიიდან 68 დეპუტატი არის წარმოდგენილი. მწვანეთა პარტიისა და ბადენ–ვიურტენბერგის ისტორიაში პირველად, მიწას მწვანე მინისტრ–პრეზიდენტი ჰყავს. 22 სექტემბრის არჩევნებში მწვანეებს, რომელთა სათავეში კემ ოიზდემირი და კლაუდია როტი დგანან, ბერლინის აღმოსავლეთ რაიონისა და შტუტგარდის მოგებას უწინასწარმეტყველებენ. ბოლო გამოკითხვით პარტიის რეიტინგი 14% არის და მესამე ადგილს იკავებს. მას რეიტინგებით თითქმის ორჯერ ჩამორჩება კიდევ ერთი მემარცხენე პარტია “die linke,” პირველ ადგილზე “Union” არის 39%–ით, მეორეზე კი სოციალ–დემოკრატები 26%–ით.

მონაკვეთი საარჩევნო პროგრამიდან: დავეხმარებით ოჯახს, მიუხედავად იმისა ჰეტერო წყვილია, ჰომო თუ მარტოხელა

მონაკვეთი საარჩევნო პროგრამიდან: დავეხმარებით ოჯახს, მიუხედავად იმისა ჰეტერო წყვილია, ჰომო თუ მარტოხელა

მწვანეები ეწინააღმდეგებიან ატომური ენერგიის გამოყენებასა და ქვეყნის 100%-ით ქარის, ზღვისა და მზის ენერგიაზე (არაამოწურვად რესურსებზე) გადაყვანას გეგმავენ.

მათი აზრით, ევროკავშირმა უკეთ უნდა იმუშავოს, საჭიროა მეტი კოორდინაცია, ერთი ქვეყნის პრობლემა, დანარჩენი 27 სახელმწიფოს პრობლემაც უნდა იყოს. რაც კარგია ლიტვისტის, საბერძნეთისთვის, ესპანეთსთვის, საფრანგეთისთვის, ის კარგია გერმანიისთვისაც და პირიქით.

პარტია თავის საარჩევნო პროგრამას შემდეგი სიტყვებით ამთავრებს:.”მწვანე ტრანსფორმაციის დროა, ახლავე შემოგვიერთდი თუ თვლი რომ ჩვენი საზოგადოება უნდა შეიცვალოს”

ვინ მოგვპარა შობა?

“ბეჭდურ მედიაში” ლექტორმა პოსტის დაწერა გვთხოვა და აი ისიც, თუმცა სანამ ლექტორი წაიკითხვადეს, ჩემივე ბლოგის მეშვეობით ჩემს მკითხველს გავაცნობ

 

7 იანვარს საქართველოს  ქალაქების ცენტრალურ უბნებში ნაკლებად ან სულაც არ იგრძნობა საშობაო განწყობა. თითქოს მთელ ქვეყანას გრინჩების ლაშქარმა გადაუარა და მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა წაართვა. შობა თანდათან ისე შეერწყა ახალ წელს, რომ ამ უკანასკნელმა ის სულ ბოლომდე შთანთქა. თუ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა საშობაო ფასდაკლებებს, საშობაო არდადეგებს, საშობაოდ ე.წ. მეცამეტე ხელფასს ელოდება, ჩვენთან ეს ყველაფერი ახალ წელს უკავშირდება. ახალ წელთან არის დაკავშირებული საშობაო ნაძვის ხის მორთვაც და ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთებაც. ქართველი ბავშვიც, დასავლელი თანატოლის მსგავსად 25 დეკემბერს ან თუნდაც 7 იანვარს კი არ ელის სანტა კლაუსს, არამედ ახალი წლის ღამეს.

დასავლეთში საუკუნეზე მეტია შობამ რელიგიური რიდე აიხადა და ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრალური მომენტი აქ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, კულტურის მკვლევრები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ თვით თოვლის პაპაც კი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი-ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ოღონდ ერთგვარი სახეცვლილი და გახალხურებული. სანტა კლაუსი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ აქცია მოდერნისტულმა თეოლოგიამ საკრალური პროფანულად.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საქართველოში შობის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კალენდარულ საკითხს ასახელებს.

”ადრე შობა ძალიან დიდი დღესასწაული იყო და მისი უკანა პლანზე გადაწევა იულიუსის კალენდარმაც გამოიწვია. მოსახლეობა კი ნაკლებად ინტერესდება აღნიშნული საკითხით, რაც შობის მივიწყებულ მდგომარეობაში ყოფნას კიდევ უფრო ახანგრძლივებს”

იმავე მოსაზრებას იზიარებს კულტუროლოგი ია უძილაურიც, მისი თქმით ახალი წლისთვის უპირატესობის მინიჭება იმან გამოიწვია რომ შობას ძველი სტილით ვზეიმობთ.

ცოტა განსხვავებული აზრი აქვს დეკანოზ ლევან მათეშვილს. მამა ლევანის თქმით შობის გაუფასურება ყოფით დონეზე საბჭოთა მმართველობის შედეგია.

”ნაძალადევი სოციალისტური ზეიმების პარალელურად ახალი წელი იყო ერთადერთი მოვლენა, რომელიც არ იკრძალებოდა, განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან. სწორედ ამან განაპირობა რომ მოსახლეობამ შობასთან დაკავშირებული ტრადიციების ტრანსორმაცია ახალ წლის აღნიშვნაში მოახდინა”

მართლაც, საბჭოთა პერიოდში, აზრისა და წარმოდგენების შეზღუდული თავისუფლების პირობებში აღნიშნული საკითხი პრესაში ვერ პოულბდა ობიექტურ გაშუქებას, რადგან მკვლევარები იძულებულნი იყვნენ შობის აღმნიშვნელებში დაენახათ დასავლეთის სახელმწიფოს აგენტები და თვით შობაში კი ბურჟუების რეაქციული ძალა.

საბჭოთა სივრცეში შობის გაუფასურების პარალელურად სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა ის დასავლურ ცივილიზაციაში, ამას მოწმობს უამრავი ჰოლივუდური ფილმი შობაზე თუ მთელ მსოფლიოში ჰიტად გცეული საშობაო სიმღერები.

არადა თუ ისტორია დინამიკურად განვითარდებოდა შობას აღმოსავლეთ კულტურაში უნდა დაეკავებინა ის ადგილი, რაც დღეს მას აქვს დასავლურ ცივილიზაციაში. ბერძენი ღვთისმეტყველებისგან განსხვავებით, დასავლეთის თეოლოგებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი ემოციური დაძაბულობა. ლათინებისათვის ქრისტეს ცხოვრებაში უმთავრესი ეპიზოდი იყო მისი ჯვარცმა. აღმოსავლეთ ქრისტიანები კი პირიქით, წინა პლანზე სწევდნენ ქრისტეს ხორცშესხმას ანუ შობას, ღმერთის მიერ ადამიანური სხეულის მიღებას. სწორედ შობა მიაჩნდა ბიზანტიურ ღვთისმეტყველებას კაცობრიობის ხსნის საწინდრად. თუმცა აღმოსავლეთში წითელმა რევოლუციამ და დასავლეთში პროტესტანტების მიერ სოციალურ მსახურებაზე გადატანილმა აქცენტებმა ყველაფერი შეცვალა.  წითელმა ხელისუფლებამ მოახდინა შობის გამიწიერება აგრესიული და ძალდატანებითი მეთოდით, დასავლეთში კი პროტესტანტული და კათოლიკე ეკლესიის კონკურენციის შედეგად მივიღეთ მხიარული შობა, რომელიც ადვილად იპყრობს პოტენციური მრევლის ყურადღეაბას. სწორედ ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს გერმანიაში მცხოვრები თურქებიც დგამენ. შობას ყველა ზეიმობს, ღრმად მორწმუნე კათოლიკე, პროტესთანტი და ათეისტიც, ადგილობრივი ევროპელი თუ ჩასული აფრიკელი ან აზიელი ემიგრანტი. ის იქცა საყოველთაო დღესასწაულად.

მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა ევროპულ და ქართულ შობას ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, ორივემ სეკულარული სახე მიიღო, მართალია ეს სახეები ძალიან განსხვავებულია, თუმცა ორივე სცილდება რელიგიურ ჩარჩოებს. თუ ჩვენთან შობა მარხვის დასასრულს, ღორის დაკვლასა და ხინკლაობის დასაწყისს უდრის, დასავლეთში ეს ოჯახის ერთად შეკრების მიზეზია. ქრისტე ორივე შემთხვევაში ნაკლებად ახსოვთ, თუმცა შობის აღნიშვნის დასავლური ტრადიცია ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანობასთან, ვიდრე ქართული, ბოლოს და ბოლოს იესოს  შობაც ხომ მარიამისა და იოსების ოჯახური ბედნიერება იყო, როგორც ჩვენ დროში  25 დეკემბერი იქცა საშუალო სტატისტიკური ევროპული ოჯახის ბედნიერ დღედ.

სქელო, ქალუსია და კიდევ რამდენიმე

მალე ერთი თვე გახდება, რაც ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში დავიწყე მუშაობა, სამუშაოს სპეციპიკიდან გამომდინარე კვირაში მინიმუმ ორჯერ მიწევს ბავშვებს ექსკურსიაზე გავყვე, ბავშვების ასაკი კი 6-დან 11 წლამდე მერყეობს.

მნიშვენელობა არა აქვს 10-ბავშვიანი კერძო, ელიტური სასწავლებელია თუ 30-ბავშვიანი საჯარო სკოლა, კლასელებს შორის დამოკიდებულება და სუბორდინაციაც კი მგავსია.

ყველა კლასში არის სიმპატიური, კოხტად თმებდავარცხნილი ქერათმიანი ბიჭი, რომელსაც მუდმივად კარგად გაუთოებული პიჯაკი აცვია, სწავლითაც სანიმუშოა და ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, ის ერთნაირად არის თანაკლასელების, მასწავლებლისა და თანკლასელების მშობლების ფავორიტიც კი. დედები ცდილობენ მათი შვილი მის გვერდით დაჯდეს.  ის კლასის ნამდვილი ლიდერია, თუმცა თავის სტატუსს ბოროტად არ იყენებს, არც არავის არ ჩაგრავს .

კლასების უმრავლესობაში არის სათვალიანი ბიჭიც, რომელსაც ლიდერის გარდა ყველა დასცინის, მას როგორც წესი სასაცილო მეტსახელით მოიხსენიებენ, სათვალიანს არც სპორტი უყვარს და არც სხვა ჯგუფური თამაშები.

კლასში გვხდება პუტკუნა გოგოც, რომელსაც ბიჭები სქელოს ეძახიან, იმავე კლასში არის პუტკუნა ბიჭიც, თუმცა მას სიმსუქნის გამო არავინ დასცინის. გოგო  სათვალიანისგან განსხვავებით თამაშებში ატიურად ებმება ხოლმე.

შემდეგი ჩვენი გმირია ქალუსია ბიჭი, ყოველშემთხვევაში  მისი კლასელები ასე მოიხსენიებენ. ბავშვი ძალიან აქტიური და ამავე დროს დამჯერია, ცდილობს არც ერთ თამაშს არ გამორჩეს, თუმცა მასთან ერთ ჯგუფში ყოფნა არავის არ სურს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც კლასში შავგვრემანი ბიჭია, მას ყველა ზანგს ეძახის, ბიჭი ამაზე ბრაზდება და ჩხუბობს, ჩხუბები კი მასწავლებელთან საქმის გარჩევით მთავრდება.

ეს პირობითათ 402-ე კლასის ბავშვების სიაა, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა, თუმცა ვფიქრობ, პრობლემა ისედაც ნათელია, ბევრი ტრენინგია საჭირო, თუმცა ვინ ვის უნდა ჩაუტაროს ჯერ არ ვიცი.

გასეირნება მოუსვლელში

და წარვსდეგით საშინელი სამსჯავროს წინაშე უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსელთა დელეგაცია,

იმ დღეს გვასამართლებდნენ: მე, ლაშა ქავთარაძეს, თინი ყიფშიძეს, ანი ჭანკოტაძეს, გიორგი გოგუასა და ბექა გაბადაძეს.

 სრულიად ქერუბიმთა და სერაფიმთა დასი ტიროდა ჩვენი ცოდვების გამო!

 სარკმლებიდან უზარმაზარი ქვაბები მოჩანდა, როგორც ლუციფერმა გვითხრა, პირადად ჩვენთვის მოუმზადებია. მსგავსი პატივი კი მანამდე მხოლოდ ტუტსის ტომის ბელადებს რგებიათ რუანდის გენოციდისა და ჰუტუს ტომელების გაწყვეტისთვის.

 ჭანკოტაძეს შიშისგან ტუჩები სულ გალურჯებოდა, მარქსი და დარვინი ქვევიდან ეძახდნენ, ახლა მოხვალ ჩვენთან, შენც და შენი დაქალი ყიფშიძეც და ნახეთ რაც მოგივათო!

 ყიფშიძე კი მთელი ხმით გაჰკიოდა: თვითების მოგონილი პროვოკაციაა ეს! I Hate You all!

 ლაშა ქავთარაძე  შიშით იდგა, მან ყველაზე კარგად უწყოდა თავისი ცოდვების ამბები, თავისუფალი სექსის, მინეტ-კუნინგულუსის, კარალევსკი მინეტისა და ორალის ქადაგებისთვის!

 პირველად გოგუა მოხვდათ თვალში, აქაოდა მისი წვერი ეშმაკის ფეხის ჩლიქებზე ამოსულ ბალანსა ჰგავსო, პირველადაც ის მიათრიეს საშინელ სამსჯავროზე:

 ”-შენ აშეარებდი შენივე უგემვნო პოსტებს ყველგან როცა კი აგიდგებოდა? ახლავე წაათრიეთ და წვერით დაკიდეთ ლურსმანზე!”

 წათრევის ჟამს გაიგო თუ როგორ ყვიროდა გაბადაძე ”მიშველეეე ალეექს!” 

ვერაფრით ვერ ვუშველიდი, რა ჩემი ბრალი იყო თუ ლავის ცეცხლოვანი წვიმაც ისევა ჩასდიოდა პირში, როგორც ჩვეულებრივი ჟუჟუნა წვიმა აპრილის თბილ საღამოს. თავის დროზე უნდა მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის!

 მართალია სასამართლომ ყოველგავრი განსჯისა და პროცედურების გარეშე უბრალოდ მცნო, თუმცა ცოტნე დადიანის მაგალითზე გაზრდილი ვერ ვისვენებდი, გული მტკიოდა ჩემი მეგობრების გაჭირვებას რომ ვხედავდი.

 მივუბრუნდი ქერუბიმყოფილს და ვუთხარი: ”დააბრუნეთ ეს ხალხი უკან და ჩემს თავზე ავიღებ მათ გამოსწორებას”

 ქერუბიმყოფილმა გოგუას გადახედა: 

”-გჯერა ალექსის რომ ჟურნალისტად არ ვარგიხარ?”

”-კი, კი მჯერა, ოღონდ  დროზე მომაცილეთ ტრაკზე მიმაგრებული ორი დენის შნური!”

”-შენ თინი, შეხვდები ხოლმე ალექსს და მას ”ყლიბერალს” არ ანაცვალებ?”

”-კი, ოღონდ ახლა ეს ცოცხი და აქანდაზი მომაშორეთ!”

 ქერუბიმყოფილი შემომიბრუნდა და მითხრა: ”დაე, იყოს ნება შენი”

 გახარებული ყიფშიძე სულ მალე უკან დასაბრუნებელ გვირაბში მირბოდა, მას მიყვებოდა ჭანკოტაძე,გოგუა,ქავთარაძე და გაბადაძე…

 მე კი ბედნიერი ვიყავი, თითქმის შეუძლებელი შევძელი, მთელი ამდენი თვის შემდეგ ეს ხალხი ჩემს ბლოგზე შემოვიტყუე