ქართული ენის სახელოსნო ჟურნალისტებისთვის

ქართული ენა ჟურნალისტების ხელში არცთუ კარგ მდგომარეობაშია.
მოდით, აქ დავპოსტოთ ყველაზე გავრცელებული შეცდომები, ჟურნალისტებიც ნახავთ და ლაზარეც აღდგინდება!:D
ერთათვის რა იქნება უკვე ცნობილი და სხვათათვის რა, მაგრამ ზოგიერთები ხომ ახალს შეიტყობენ? თემის მიზანიც ეს არის.
ჩემს მოსაზრებებსაც ბარემ ნელ-ნელა განვავრცობ, დავწერ იმ შეცდომებზე, რაც ჩემი პირადი აზრით, ავტორებს ხშირად მოსდით.
მაშ ასე:

§. სავსებით და სრულიად
სავსებით გამოიყენება მხოლოდ დადებითი შედეგის, დათანხმების დროს, ხოლო სრულიად – მხოლოდ უარყოფის დროს. მაგალითად: სავსებით შესაძლებელია, სრულიად შეუძლებელია; სავსებით ვეთანხმები, სრულიად მიუღებელია; სავსებით სამართლიანად, სრულიად უსამართლოდ.

§. წელიწადის აღნიშვნა
არასწორია – გასულ წელს, სწორია – შარშან. არასწორია – მომავალ წელს, სწორია – გაისად. ამ შემთხვევაში არასწორში არ ვგულისხმობ, რომ ეს მაინც და მაინც შეცდომაა, მაგრამ “გასულ წელს” უკეთესია დავწეროთ მხოლოდ მაშინ, როცა “შარშან” ძალიან ხშირად გვხვდება და ტავტოლოგიაა ასაცილებელი.
სამაგიეროდ, სახელდობრ (იმენნა :D) არასწორია მიმდინარე წლის აღსანიშნავად – “წელს”. სწორია – “წლეულს”. “წელს” შეიძლება დავწეროთ თარიღის აღნიშვნისას, მაგ., 2007 წელს, მაგრამ მიმდინარე წელს არის – “წლეულს”.
არის გამონაკლისებიც: მიმდინარე წლის ბოლოს, გასული წლის ბოლოს, მომავალი წლის ბოლოს.

§. განმავლობაში და მანძილზე
მწარე შეცდომაა დროის მონაკვეთებთან “მანძილის” გამოყენება. არა “წლის მანძილზე”, არამედ “წლის განმავლობაში”, არა “მთელი ამ დროის მანძილზე”, არამედ “მთელი ამ დროის განმავლობაში”, არა “მისი სიცოცხლის მანძილზე”, არამედ “მისი სიცოცხლის განმავლობაში”.

§. გაგრძელება და განგრძობა
გაგრძელება აღნიშნავს სივრცეში განფენას, ხოლო პროცესის დროში განფენას – განგრძობა შეესაბამება (“გზა განაგრძო” ერთგვარი გამონაკლისია, რადგან ორივე იგულისხმება). კითხვა განაგრძო და არა კითხვა გააგრძელა, მუშაობა განაგრძო და არა მუშაობა გააგრძელა,

§. შეიძლება და შესაძლოა
შეიძლება ნიშნავს, რომ რაღაც ნებადართულია, არსებობს შესაბამისი უფლება, ხოლო შესაძლოა მაშინ უნდა დაიწეროს, როცა ალბათობაზეა ლაპარაკი. ცხოვრებისეული მაგალითი : “შენ შეგიძლია ხელფასი აიღო, მაგრამ შესაძლოა ფული ჯერ არ იქნეს”. არასწორია: შეიძლება ეს მოხდეს, სწორია: შესაძლოა ეს მოხდეს.

§. იყოს და იქნეს
ორივე ფორმას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ რატომღაც “იქნეს” თითქმის სრულიად მივიწყებულია და მეტად ხშირად მომავალ დროში იწერება “იყოს”. იხ. წინა პარაგრაფი, ფრაზა ხელფასის შესახებ: ბევრი დაწერდა იქ “იქნეს” ნაცვლად “იყოს”?

§. რამდენი ხანი თუ რამდენ ხანს?
როგორც წესი, ითქმება ან იწერება: ორი დღე გრძელდებოდა, სამი წელიწადი (და არა წელი) გრძელდებოდა. დავსვათ კითხვა. როგორ იკითხავთ: “რამდენი ხანი გრძელდებოდა” თუ “რამდენ ხანს გრძელდებოდა”? ოო. ესე იგი, სწორია: ორ დღეს გრძელდებოდა, სამ წელიწადს გრძელდებოდა.

§. “და” კავშირის წინ – “ა”
“კახელებს, გურულებს და რაჭველებს” კი არა, არამედ “კახელებს, გურულებსა და რაჭველებს”; “კახელებზე, გურულებზე და რაჭველებზე” კი არა, არამედ “კახელებზე, გურულებსა და რაჭველებზე”, “კახელებისთვის, გურულებისთვის და რაჭველებისთვის” კი არა, არამედ “კახელებისთვის, გურულებისა და რაჭველებისთვის”.

ახლა შევწყვეტ, და მოგვიანებით განვაგრძობ.

თუ ვინმეს კითხვები აქვს, დავპოსტოთ და ერთმანეთს რჩევები გავუზიაროთ. დასაზუსტებელი უამრავი რამ არის

Advertisements

7 responses to this post.

  1. “წელს” თუ იყო არასწორი ფორმა არ ვიცოდი. არც ის ვიცოდი რა განსხვავებაა “განგრძობასა” და “გაგრძელებას” შორის 😐 არადა ასეთ რამეებს დიდ ყურადღებას ვაქცევ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ვცდილობ, რომ გამართულად ვწერო–ვილაპარაკო.

    პასუხი

  2. zalian sawiro da kargi tema wamogiwria,magram ratomgac ar gakvs agnishnuli yvelaze didi shecdoma, rasac dgis ganmavlobashi, sul mcire,atjer mianc vismen reportajebidan da zogjer, sagazeto statiebshic mxvdeba xolme: gaumartlebelia -XUTI SAKARTVELOS MOKALAKE, unda itkvas:SAKARTVELOS XUTI MOKALAKE…… sakartvelo mxolod erti arsebobs bunebashi da ara xuti, oci, asi…..

    (1) ori wignis avtori / (2)wignis ori avtori… xom sruliad sxvadasxvaa?
    (1) :gulisxmobs ert pirovnebas, romelsac ori wigni akvs dawerili
    (2) :gulisxmobs erti wignis or avtors

    magram yvelaze savalalo is aris, rom jurnalistebi ki ara, dges tribunastan gamowimuli b-n1 davit baqraze(sakartvelos parlamentis tavmjdomare) amayi gamometyvelebit saubrobs da acxadebs :……….. mavansa da mavans (avt)” lomis wVlili miuzgvis” agvistos movlenebis ganvitarebashi (avt)
    amis mere raga unda tkva jurnalistze, skolis merxidan bakalavriatis gavlit televiziashi rom iwyebs mushaobas, roca parlamentis tavmjdomare aset mwermetyvelad gvevlineba….

    პასუხი

  3. kargi saqme waomiwyeT, RmerTma xeli mogimarToT!

    პასუხი

  4. Posted by გიორგი on დეკემბერი 2, 2010 at 4:40 PM

    არ ვიცოდი გაგრძელებასა და განგრძობას შორის განსხვავება. სულ მაინტერესებდა რა განსხვავება იყო წელსა და წელიწადს შორის.

    პასუხი

  5. როგორც მახსოვს “და” კავშირის წინ სავრცობი “ა”–ს გამოყენება სავალდებულო არ არის
    მე არასდროს ვიყენებ, ასე უფრო მომწონს

    პასუხი

  6. ამგვარ თემაზე პრესაშიც ბევრი უნდა იწერებპოდეს, რადგან მომრავლდა ქართული ენის უცოდინრები,სამწუხაროდ.
    მეც დავამატებ :

    ხშირად გვესმის ’მადლობის მოხდა’ ,’მადლობა მოვუხადოთ’
    ეშლებათ ’მოხდა’ და ’გადახდა’
    უნდა იყოს ’მადლობის გადახდა’ , ’მადლობა გადავუხადიოთ’ .ბოდიშთანაა დაკავშირებული ’მოხდა’ ,მაგალითად ’ბოდიში მოვუხადოთ’.

    პასუხი

  7. ბევრი რამ აღმოვაჩინე, რასაც მეც არასწორად ვამბობ და ვამახინჯებ… არადა არ გვეკადრება… ინგლისურს ვსწავლობთ და ქართული არ ვიცით წესიერად… ეჰ…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: