ფიქრები მეგობრებთან

ამ ბოლო დროს შუადღისას ვიღვიძებ ხოლმე,როგორც ყველა ადამიანი ნამძინარები ტუალეტში შევდივარ…დღეს კი ტუალეტში შესვლისას კარი არ დამიკეტავს,შემდეგ კი მივხვდი რომ რამდენიმე დღეა ეგრე ვიქცევი,ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?იმას ხომ არა რომ მარტო ვარ!
იქნებ გამესერნა?”ო,გარეთ რა გინდა.გახვალ და უცბად არ დაგხვდეს პარიზი.ბროდსკი…” ისევ ეს იდუმალი ხმა,არა ისევ ჩემს მაგიდასთან ჯდომა,სუფთა ქაღალდების ყურება და ფიქრი მირჩევნია…ასეთ დროს გინდა თუ არა ის აზრები გაწუხებს,რომლებიც შემდგომ შენს ცხოვრებას კარდინალურად ცვლიან,ცხოვრებას?ცხოვრება ვახსენე?არადა ეს რა ცხოვრებაა,”ხოდა თავი მოიკალი…”მარცხენა ყურთან ჩაიხითხითა ვიღაცამ თუ რაღაცამ,დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი. “ამპარტავანო..” არ მნებდება რქიანი მეგობარი,მერე რა?მერე რა რომ არ ვიცი რა გავაკეთო,ნიჭით აღმატებულნი უსაქმობით იღუპებიან…აი კიდევ ერთხელ ვახსენე სიტყვა,რომელიც სიკვდილთან ასოცირდება…მინდა ვიყვირო,აი ვყვირი,მთელი ძალით ვყვირი,მაგრამ თქვენ არ გესმით…დედამიწავ გაჩერდი! განა როდემსე გიტარებია ჩემზე უფრო უდედესი ვინმეეეეე?!! “არა…ხედავ არ გისმენს,შენ მას მაშინაც კი უსმენდი როცა დუმდა ხოლმე…”
პასუხი არ მაქვს და კედელს ერთ წერტილში მივაშტერდი…მოდი სხვა რამეზე ვიფიქრებ,რამე მსუბუქზე, თუნდაც უაზრობაზე..მაშ ასე, რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს? “ერთმანეთს კუთხეში შევხდებითო…”არა! სრულიად უწყინარი კითხვა დავსვი და როგორი პასუხი მივიღე…ყველა გზა ჩემი გულისკენ მიდის! თუმცა ვინ იცის რა იმარხება ამ გულში! ვინ იცის! ვინ მეტყვის! ვერავინ, არავინ. ჩემი გზა სხვა გეზით რომ წასულიყო, ან მე თვითონ სხვა გზას რომ გავყოლოდი….
ეეჰ, ეშმაკსაც წაუღია ყველა გზები! ტყუილად ხარჯავთ მათთვის მეგობრებო დროს და რითმებს, აზრებსა და სიტყვებს, რადგან გზებს არც აზრი აქვთ, არც გეზი, არც სათავე და არც დასასრული. “ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს!…” არ ჩერდება ჩემი ჩანგლიანი მეგობარი! ხო მერე რა რომ ყველა იმედი გამიცრუვდა?შენ ამით რა მოიგე…
“იქნებ შენ მიგიძღვის ამაში რამე წვლილი…” ეს უკვე სულ სხვა ხმა იყო,მარჯვნიდან,ხო მარჯვნიდან შემომესმა,ისეთი მშვიდი და სათნო…იქნებ სწორია..არა ნმადვილად სწორია უნდა ვაღიარო მაგრამ უკანაც ხომ არ დავიხევ…სხვანაირად მოვიქცევი,აწი იარებისგან დავიცავ ჩემს სხეულსაც და სულსაც! აღარც სხვებს დავჭრი ჩემი სიტყვებით – ბოლოს ხომ მაინც ბოდიშს ვუხდი ხოლმე. სულაც არ ვნანობ იმ წამებს, როცა ვიტანჯებოდი და ჩემს იარებსაც ისე ღირსეულად დავატარებ თითქოს მედლები იყოს!!! იდეალური პასუხია,გულში ჩემი თავით ვამაყობ!
მიყვარდა სხვების აბუჩად აგდება,ყოველთვის მიზანში ვარტყამდი რადგან საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცოდი რომ დაცინვა მომაკვდინებელ იარებს ტოვებს სულში, თუ მასში სიმართლის ნასახიცაა…
“იქნებ სიყვარული გეცადე…”ისევ მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულა ჩემმა ახალმა მეგობარმა
ვითომ არ იცის…ვითომ არ იცის რომ სიყვარული იქ თავდება სადაც ერთმანეთს შეიცნობენ ადამიანები!
“თანაც ვინ?18 წლის ქალიშვილს ისე ესმის ადამიანებისა და ცხოვრებისეული მოვლენების, როგორც ცხენს არითმეტიკის…” კვლავ გამარჯვების ყიჟინა დასცხო კუდიანმა არსებამ
“შენს გულის ხმას მისდიე..”ეს იკვე ჩემი მხსნელი იყო…რა შემიძლია ვუპასუხო?არც მასთან ცხოვრება შემიძლია და არც უიმისოდ,ღმერთო ნეტა ეს რას ნიშნავს?…სადღაც გამიგია ღმერთი არს სიყვარულიო,თუ მართლა ეგრეა მოდი სხვა კუტხით შევხედავ,ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა…არა!ეს არ შველის ჩემს განცდებს,მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია,შევძლებ დაუსრულებლად ვიმეორო ფრაზა, მიყვარხარ გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად?…
იქნებ დასაწყისში შევცდი,მაგრამ არა!მე მშვენივრად მესმოდა რომ ქალის და კაცის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება!
განსასჯელად და რჩევებისთვის თქვენთვის მომინდია მკითხველო(თუ ოდესმე მეყოლა მკითხველი)ჩემი ფიქრები…მე კი ზღვისგან ვისწავლი ღელვის შემდეგ გულდამშვიდებას…ნუთუ მართლა ყველაფერი ვიცი?ყველაფერი ვნახე ამ ცხოვრებაში?თუმცა, ამბობენ, ყვავი სამას წელიწადს ცოცხლობსო, მაგრამ განიცდის კი იმდენს, რასაც პეპელა სამ დღეში?
…………………….
თქვენ მოგმართვთ დიდთვალება და მწვანე არსებებო წამიყვანეთ მე,აქ დედამიწაზსე ყველაფერი ვიხილე უკვე…

Advertisements

3 responses to this post.

  1. Posted by cisartyeli on ივლისი 30, 2010 at 3:19 PM

    სიყვარული იქ თავდება სადაც ერთმანეთს შეიცნობენ ადამიანები!

    radikalurad ar getanxmebi 🙂

    პასუხი

  2. “ვითომ არ იცის…ვითომ არ იცის რომ სიყვარული იქ თავდება სადაც ერთმანეთს შეიცნობენ ადამიანები!”

    ჰაჰ..
    გაცილებით მარტივია ყველაფერი.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: