ცივისიდან სამტრო-დიამდე

ნანატრი არდადაგებიც დადგა,ბოლო გამოცდის დამთავრებისთანავე ჩემს ჩანთას ხელი დავავლე და “ოკრიბისკენ” გავქანდი.სადგურში მხოლოდ ბათუმისკენ მიმავალი სამარშუტო ტაქსი იდგა,მეც ავედი და სულ ბოლო ადგილი დავიკავე ორი გაჯ-წასმული ბანოვანის გვერდით,ეტყობა მძღოლიც ამას უცდიდა და ხუთი წუთის შემდეგ დასავლეთის გზას დავადექით.
მოულოდნელად ჩემს გვერძე მჯდომი ქალბატონის ლაპარაკი შემომესმა:
“-იცი გოგო გუშინ ვატო იყო ჩემთან ოდნოში შემოსული და ათივე სურათზე ხუთები დამიწერე”
“-აუ ქალო ეგ ოდნოკლასნიკი მეც უნდა გავაკეთო თორემ სირცხვილია,ყველას აქვს”
ირონიული ჩაცინებაც ვერ მოვასწარი,რადგან მოულოდნელად მძღოლმა რადიო მიმღები ჩართო,პუგაჩვა და გალკინი “კაიფუემ” შეცვალა,მცხეთასთან რომ გააჩერა კი უკვე პუწინური ლუბეთი “ვტკბებოდი”
გაჩერებიდან შუახნის მამაკაცი ამოვიდა და პირდაპირ ჩემსა და “ოდნოს” მოყვარულ ქალბატონებს შორის ჩაჯდა,მათ კი ისეთი სახე მიიღეს თითქოს ცხვირწინ ნეხვი ედოთო და ტუჩები მაგრად მოკუმეს,
უკან ხომ ძაან საზოგადოებაში ვიყავი,მაგრამ არც წინ ისხდნენ რძეში განბანილები,სიცხემ თავისი გაიტანა და სულ მალე ჰაერი იღლიის ოხშივრით გაიჟღინთა. მეც სავარუდო დამნაშავის ძიება დავიწყე,ჩემს წინ ჯდომი,ალბათ ჩემივე ასაკის ბიჭი, აღმოჩნდა,რომელიც “საოხრიეს” იქექდა და გვერდით მჯდომს ეუბნებოდა თუ როგორ იხმარა შარშან მთელი აჭარა და წელსაც იგივეს განმეორებას აპირებდა,ისიც გავიგე რომ თურმე უკრაინელ ტურისტებში სარგებლობდა განსაკუთრებული მოწონებით(!)
ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით მჯდომი მამაკაცი გაშინაურებულა,შარვალი მუხლებამდე აეწია და ლობიანს გულიანდ მიირთმევდა…რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ მამაკაცის ფეხი არ არის იმდენად ესტეტიკური რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე,ესე უადგილოდ გამოაჩინო,არც ლობიანის ჭამა უნდა ითვლებოდეს მაინცდამაინც კარგ ტონად.
სამარშუტო ტაქსის მძღოლმა მაგზავრების დაჟინებული მოთხოვნით სურამში გააჩერა,ტრანსპორტიდან ყველანი ქვემოთ ჩავედით…საიდანღაც შავებში ჩაცმული ქალბატონი მომიახლოვდა და ძლივს შესამჩნევი მეგრული აქცენტით მითხრა:”იყიდე ბებია მაროჟნი” დიდი ხვეწნა არ დაჭირვებია,ის-ის იყო ჩემი “სენდვიჩი” უნდა ჩამეკბიჩა რომ მოულოდნელად გავიგონე “ხხხხხხხხხხ ფთუ” ხორხისმიერ ბგერებს ცხვირისმიერიც მოყვა და მეც ჩემი სიმწრით ნაყიდი ნაყინი გადასაგდებად გავიმეტე…
უკვე ძალზე გვიანი იყო სამტროდიაში რომ შევედით,ჩემს მშობლიურ ჩიხში მხოლოდ ჩემი სახლის ფანჯრებიდან გამოდიოდა სინათლის შუქი,მშობლები დიდი ხნის უნახავი ვაჟის ჩამოსვლას ელოდებოდნენ,დედაჩემის პირველი რეაქცია წარმოვიდგინე რომ დამინახადა “ვაიმე როგორ დასუსტებულხარ!” და სხეულში უცნაური სითბო ჩამეღვარა…
მე აქ დიდ ხანს დავრჩები

Advertisements

4 responses to this post.

  1. sagool alika momecona(Y)

    პასუხი

  2. ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით მჯდომი მამაკაცი გაშინაურებულა,შარვალი მუხლებამდე აეწია და ლობიანს გულიანდ მიირთმევდა…რით ვერ გაიგო ამ ხალხმა რომ მამაკაცის ფეხი არ არის იმდენად ესტეტიკური რომ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებზე,ესე უადგილოდ გამოაჩინო,არც ლობიანის ჭამა უნდა ითვლებოდეს მაინცდამაინც კარგ ტონად.

    ეჰჰ, მგზავრობაში მეც არ მიმართლევს ხოლმე 🙂

    პასუხი

  3. უიჰ, ამ პოსტის სატაურმა მიმახვედრა ცივისელის მნიშვნელობას

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: