სწავლა ძვირდება?

აშშ: სწავლის უფლება გაქვს თუ შენს მშობლებს ფული აქვთ ან ხარ გენიოსი.
გერმანია: სწავლის უფლება გაქვს თუ არა ხარ შტერი (ხარ თუ არა შტერი სადღაც მეხუთე კლასში ფიქსირდება).
საბჭოთა კავშირის სისტემა: სწავლის უფლება აქვს ახალგაზრდების საკმაოდ დიდ, მოჭკვიანო ნაწილს.მთავარი კითხვაა: ორ ადამიანს შორის თუ ხდება არჩევანი, ვის უნდა ჰქონდეს სწავლის უფლება, უფრო ჭკვიანს, თუ უფრო მდიდარს?..ხო და ვისაც მიგაჩნიათ, რომ უფრო მდიდარს უნდა ჰქონდეთ, ამას როგორ ასაბუთებთ?

გაეროს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით უმაღლესი განათლება ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს,შეუძლებელია იმის თქმა რამდენად იქნება დაცული დეკლარაციის ეს მუხლი 2010-2011 სასწავლო წლებში.
გაძვირდება თუ არა საქართველოში ისედაც ძვირადღირებული განათლება?ახალი საგადასახადო კოდექსის მიხედვით დღგ-ს ყველა სასწავლო დაწესებულება გადაიხდის.რატომ გადაწყვიტა მთავრობამ განათლების სექტორის დაბეგვრა და რის დაბალანსებას ცდილობს ამით?
ამ დრომდე ჩვენს ქვეყანაში სწავლის საფასური,სახელმწიფო უნივერსიტეტში,ყველაზე დაბალი იყო ევროპის მასშტაბით,ქვეყანაში არსებული სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გარდა ამას სხვა ახსნაც მოეძებნება,რომელსაც მოცემულ დრომდე ითვალისწინებდნენ “ძლიერნი ამა ქვეყნისანი.” საქართველოში თუ ხარისხიანი უმაღლესი განათლების მიღება გინდა აუცილებლად დედაქალაქში უნდა ჩააბარო(ყოფილ “გე-პე-ის” არ ვგულიოსხმობ),ეს არ იქნებოდა აბიტურიენტების პრობლემა რომ არა სტუდ-ქალაქის არ არსებობა,სწავილს საფასურთან ერთად სტუდენტს უწევს გადაიხადოს საცხოვრებელი ბინის ქირა,ასევე სწავლის გაძვირვება და საფასურის გატოლება ევროპის სახელმწიფოებთან გამოიწვევს სტუდენტების მასობრივ გადინებას ქვეყნიდან,შეიძლება ეს ბევრს გაუხარდეს ევროპიდან განათლებულები დაგვიბრუნდებიანო,მაგრამ იქ წასული მე ბევრი მინახავს,უკან დაბრუნებული კი-არავინ.
დღესდღეობით სტუდენტთა რაღაც ნაწილს აქვს მოპოვებული სრული სახელმწიფო დაფინანსება,მათ შორის მეც,(ამას იმიტომ აღვნიშნავ რომ ვინმემ ცილი არ დამწამამოს რომ ჩემი პრობლემის მოსაგვარებლად ვწერ)მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ უნდა ვიხელმძღვანელოთ ძველი ქართული ანდაზის მიხედვით:”სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი”
ორი წლის წინ საბერძნეთში სწავლის საფასურის გაძვირების გამო,ბერძებნა სტუდენტებმა პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად ათენის პარალიზება მოახდინეს.არ ვამბობ რომ ჩვენც ასევე უნდა მოვიქცეთ,აბიტურიენტებთთან ერთად(ეს ცვლილება მათ შეეხება)უნდა ვიპოვოთ პროტესტის გამოხატვის უფრო ცივილიზებული გზები
არამგონია რომ,თუნდაც “ავტონომიააყრილი” პირველი ქართული უნივერსიტეტი ამ ფაქტს მშვიდად უნდა შეხვდეს.
წესით ეს საკითხი ერთი თვის წინ ხმათა 96%ით არჩეულ თვითმართველობასაც უნდა ადარდებდეს და უკვე უნდა ფიქრობდნენ პროტესტის გამოხატვის გზებსა და ფორმებზე

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: