1+1+1=1

“ჰოდა, ჩემოივლის იმდროინდელი ჩამორჩენილი, ანდა, შესაძლოა, ნიჭიერი მათემატიკოსიც კი და რომ ჰკითხავენ – რამდენი კაცი დგას ქუჩაში? – იტყვის: „ორი…“ აბა, გეკითხებით, განა ეს პასუხია? როგორ თუ „ორი“ – ის და ის – ესე იგი – ერთი პლუს ერთია? აჰ, არა, არა, ხანდახან არაა მათემატიკა ზუსტი მეცნიერება”

“ვაიმე მეგრელი ხაააარ?”

 

ეს ერი და ქვეყანა სამმა მონათესავე ტომმა შექმნა, როგორც თავიანთი ტომობრივი, ისე საერთო ინტერესების დასაკმაყოფილებლად და მიზნების მისაღწევად. ქვეყანა და ერი იგივე ოჯახია. აზრობრივად მოაქციეთ ქვეყანა ოჯახის პირამიდაში და რა როგორაა ძალიან მარტივად მისახვედრია

სულ არ ვიცი არც ბანტუს ენა, არც ჩინური და მაგ ენებს პატივს სულაც არ ვცემ. მე არ ვიცი, სხვა რაში უნდა გამოიხატებოდეს ენის პატივისციმა, გარდა მისი ცოდნისა. პატივს რომ ვცემდე, ვისწავლიდი კიდეც ბანტუს ენას. ასეა ეს.

ჩემთვის ყოველთვის ღიმილისმომგვრელი იქნება ენის პატივისცემის მასეთი კონცეფცია. შეიძლება რომელიმე ენა იცოდე, მაგრამ პატივს არ სცემდე, მაგრამ შეუძლებელია, არ იცოდე და არც სწავლა გინდოდეს და, ამავე დროს, პატივს სცემდე. მეგრულად ვერ ვსხლავ, მაგრამ საშუალო დონეზე ვიცი. როგორ გგონია, რამ განაპირობა ჩემ მიერ მეგრულის სწავლა? სწორედ იმან, რომ ბოლომდე მაქვს გააზრებული რომ ჩემია და რაც ჩემია ის უნდა ვიცოდე. ამიტომაც, სრულებით არ მაღიზიანებს მეგრულად/სვანურად რომ წერენ ან საუბრობენ, თუნდაც ყველა სიტყვა ვერ გავიგო.

მე თუ მეგრულად ვწერ, ვწერ იმიტომ, რომ მეგრულად დავწერო და არ იმიტომ, რომ მეგრელს ისეთი რამ ვუთხრა, რაც მეგრულის არმცოდნემ ”არ უნდა გაიგოს”. პირიქით, მინდა რომ გაიგოს. ჰოდა, ელემენტარულ დონეზე ისწავლოს. თუ ვინმე მეტყვის, რატომ უნდა ვისწავლოო, ნუ ისწავლის, ბატონო. მეგრულს, მეგრელს და მეგრულის მცოდნეთ არაფერი დააკლდება მაგით. მაგრამ ნუღარც იმაზე გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ მათთვის გაუგებარ მათსავე (!) ენაზე ისაუბრებს ვინმე.

მათ თავიანთი ენების, მეგრულის და სვანურის სწავლა არ უნდათ და აფხაზურს ისწავლიან?
არადა, აფხაზური სახელმწიფო ენა იყო და არის კიდეც. ჰოდა, ერთ-ერთი მიზეზი, რამაც თავის დროზე აფხაზების გაუცხოება გამოიწვია, სხვა უამრავთან ერთად ის დამოკიდებულებაც იყო, რომ როცა შეგვეძლო ქართველებს აფხაზეთში ჩასვა, აფხაზურის ელემტერატულ დონეზე სწავლას არ ვკადრულობდით და იქაურებს ან საერთოდ ვერიყებოდით, ან რუსულად ვესაუბრებოდით. იქაურმა აფხაზებმა მეგრულიც იცოდნენ და, გარკვეულ დონეზე, – ქართულიც (გგონია, იმავე ბაღაფშმა და ანქვაბმა ქართული არ იციან? იციან. შეიძლება ახლა გადაავიწყდათ, ამ 20 წელიწადში, მაგრამ იციან). დასასვენებლად ჩასულებს არც მეგრულის და არც აფხზურის (აფხაზეთის ფარგლებში სახელმწიფო ენის) ინჩი-ბინჩი არ გაეგებოდათ. ახლა ვინმე იტყვის, თუ ქართული იცოდნენ, რატომ ქართულად არ გვესაუბრებოდნენო? ის არ ისაუბრებს ქართულად იმ პირობებში, როდესაც შენ აფხაზური ერთი სიტყვაც არ იცი. ცალკარას არავინ გეთამაშება, თორე იქაური მეგრელები და აფხაზები ერთმანეთში შერეული მეგრულ-აფხაზურით საუბრობდნენ. ის არ ისაუბრებს ქართულად, იმ პირობებში, როდესაც ყოფით დონეზე ქართველი დასცინის მას და მის ენას – წარმოდგენა არ აქვს ენაზე და ზღვის შესატყვისი სიტყვა არ აქვთო, გემის შესატყვისი სიტყვა არ აქვთო, მაგნიტოფონი – ამუზიკატლიალია არისო და ასეთ სისულეებს იყვირებს (ამუზიკატლიალია რითი არის ”ქართულ” მაგნიტოფონზე ცუდი – ერთი, გამაგებინეთ. ანდაც, თუკი ქართცველი სკოლას ამბობს, აფხაზის მიერ აშკოლ-ის თქაზე რა აცინებს ქართველს? არაფერიც არ აცინებს, გარდა დამცირების და დაცინვის სურვილისა, რადგან არაფერია მაგაში სასაცილო). ყოველივე კი ყოფითი დონიდან იწყება.

ასევე დასცინიან ეს ადამიანები (რომელთა ნაკლებობასაც, სამწუხაროდ, საქართველო არ უჩივის) მეგრულს, აქაოდა ვილიკას და დავლენიეს ამბობენო. კი, ბატონო, ბიძაჩემი ვილიკას ამბობს, მაგრამ მე არ ვამბობ. ჰოდა, მე არ მინდა რომ ამ კრეტინების დასაცინი იყოს მეგრული.ამიტომაც ვცდილობ, დავიცვა და ვილკები და დავლენიები ამოვყარო მეგრელების მეტყველებიდან. დაცვას კი მხოლოდ ლექსიკონებით ვერ შევძლებ. მაგას მეტყველება უნდა. წერაც, სხვათა შორის. მაგ ლექსიკონებს ისინი კითხულობენ, ვინც ისედაც იცის, რომ ჩანგალს მეგრულად ვილიკა კი არა, ჩქიფი ჰქვია. ბიძაჩემი და ჭაქვინჯელი ძუკუ არ ჩაუჯდებიან მაგ ლექსიკონებს და საგანგებოდ არ დაიწყებენ სწავლას თუ გახსენებას. მათი საქმე და საზრუნავი თოხი, ყანა და ძროხაა. ისევე, როგორც თბილისში რკინეულობის მაღაზიის გამყიდველი არ ჩაუჯდება ლექსიკონს საგანგებოდ და არ მოძდებნის, რომ თურმე, შურუპს ქართულად სჭვალი ჰქვია, ”პაჩევნიკ”-ს კი, საკისარი. ეს მე და შენ უნდა ვუთხრათ მაგ სჭვალის ყიდვისას, რომ შურუპი კი არა, სჭვალი მომეციო. მაგრამ მე და შენ ვერ მოვივლით მაღაზიებს და სათითაოდ ვერ დავუწყებთ გამყიდვლებს და რიგით მოქალაქეებს სწავლებას.
ახლა ეს მითხარი, მეგრელებს სად და რა საშუალებით ვუთხრა, რომ მეგრულად სტოლი კი არა, ტაბია ჰქვია, პატალოკი კი არა ჯაცათ უნდა თქვან. ლექსიკონი დავწერო თუ მისიონერობას მივყო ხელი და სამეგრელოში კარდაკარ ვიარო? არც უამისობაა, მაგრამ უჩემოდაც არის ეგ ლექსიკონები, სამტომეულიც და შვიდტომეულიც. მერე რა ხეირი მაქედან? ისევე არ გადაუშლია ეგ ლექსიკონები არც მეგრელთა და არც სხვა ქართველთა 99%-ს, როგორც არ გადაუშლია ქართული ენის განმარტებითი ან ორთოგრაფიული ლექსიკონები. მე ღრუბლებში ფრენა არ მიყვარს. რეალობა კი ასეთია.

ღვინჯილებს და აშორდიებს თავიანთი ”მოღვაწეობის” ნიადანგს სწორედ ისეთი დამოკიდებულებები უქმნის, რაც ზემოთ განვიხილე. ”იქით” ღვინჯილია, აშორდია და კიდევ ერთი ორი ადამიანია. ”აქეთ” კი, ენის მოტლაშუნე კრეტინთა ხროვა, რომელთა ენის ტლაშუნითაც ”ღვინჯილია-აშორდიების” გამრავლების წინაპირობები იქმნება. არადა ჩვენი მიზანი მათებრთა მომრავლება კი არა, მათი მოღვაწეობისთვის საფუძვლის გამოცლა და შემცირება უნდა იყოს. ეს კი მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, როდესაც მაგ ენის მოტყლაშუნეებს არამეგრელი ქართველები აუწევენ ყურს, ვირტუალურ სამყაროში იქნება თუ რეალობაში და არა ისე, რომ მათი მხრიდან ენის ტლაშუნს წაუყრუონ, ხოლო ვინმე მეგრელის მხრიდან არასწორად ნათქვამ ერთ წინადადებაზე მათრახები იქნიონ და ამდენად კვლავ ცალკარა ითამაშონ. შენ მეგრელი ხარ შენ არ გეხება და დანარჩენმა ქართველებმა აუწიონ ყური.

ჰოდა სეპარატიზმს რომ გაიძახიან, გამაგებინეთ ერთი, – ვის უნდა გამოეყოს მეგრელი და სამეგრელო – საკუთარ თავს? მე, მეგრელი, ჩემს თავს ვერ გამოვეყოფი. ქართლელები თუ შესძლებენ თავიანთი თავისგან გამოყოფას, სცადონ

Advertisements

4 responses to this post.

  1. კარგი წერილია.
    მაგრამ, მაინც ცოტა ღრუბლებში ნაფარფატევი.
    არ არის მეგრული სხვისი, მხოლოდ მეგრელებისაა და მხოლოდ მეგრელებს აქვთ ამ ენის საკუთრებისა და ფლობის განცდა. თუ ვინმე იძახის საქართველოში, რომ მეგრული მისიცაა, მეზღაპრეობს და სადღეგრძელოს ამბობს. მე არ მჯერა ამის. ვერ ვხედავ ისეთ მიდგომას, რომ დავიჯერო.

    პასუხი

  2. Posted by გიორგი on იანვარი 16, 2011 at 9:24 PM

    ესეთი სტატია ჯერ არ წამიკითხავს! ძაან მაგარია!
    გული მერევა რკინა ბეტონის, ეროვნულ, სტატიებზე!

    დიდი მადლობა ავტორს!

    პასუხი

  3. გაიხარეთ ავტორო, კიდევ კარგი რომ ყველა ერთნაირი არ არის ამ ქვეყანაში და სწორის და არასწორის გარჩევა შეუძლიათ. ღვინჯილიას რომ ვინმე სერიოზულ მაგალითად მოიყვანს, (მათ შორის გაზეთი “კვირის პალიტრა”) იქ რაზე უნდა ელაპარაკო ვინმეს. 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: