ალოჰომორა

ბევრი თქვენგანი ალბათ სათაურიდანვე მიხვდა თუ რა საკითხზე მსურს ყურადღების გამახვილება,მაგრამ მოცემული ჩანაწერი თქვენთვის არაა,იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ახალს ვერაფერს გაიგებთ,მხოლოდ და მხოლოდ დათანხმებით თუ შემოიფარგლებით
წაიკითხოს მან ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების “უმანკოებას” ბოლომდე ინახავს,მათვის ვისაც ჯერ კიდევ არ წაუბილწავს თავისი აზრები და არ აპირებს გადაუხვიოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლის გზას იმ წიგნის წაკითხით რომელსაც მთელი მსოფლიო “ჰარი პოტერის” სახელით იცნობს.
ჯერ კიდევ 12წლის ბავშვი ვიყავი,როდესაც სკოლის ბრაზიანმა მასწავლებელმა გამკიცხა იმის გამო რომ ვკითხულობ ისტორიას “ბიჭისა, რომელიც გადარჩა”
“ძაან მორწმუნეების” ერთადერთი არგუმენტი წიგნის ვითომდა სატანური შინაარსია.საინტერესოა რატომ გგონიათ ასე,როდესაც როულინგის ბესტსელერის არც-ერთი ნაწილი,არა თუ წაკითხული,ხელში დანაკავებიც კი არ გავთ?
წიგნის არცერთი გვერდი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას,პირიქით,ეხმიანება კიდევაც მას. ჯადოქრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივა თუ შენი შესაძლებლობების გწამს,სახარებაში ზუსტად იმავეს ვკითხულობთ “თუ ადამიანს მუხუდოს მარცვლის ოდენი რწმენა მაინც აქვს, მთებს გადადგამს”
ეს წიგნი არაფერია, გარდა თანხმობისა ბიბლიის იმ მთავარ დებულებასთან, რომლის თანახმადაც რაც კი არსებობს, ყველაფერი სიყვარულით შეიქმნა და რომ უსიყვარულოდ მზეც კი არ სუფევს, ეს არის წიგნი სიყვარულის უზენაესობის შესახებ, იმის შესახებ, რომ სიყვარულის ნებისმიერი ფორმა – იქნება ეს დედობრივი, გოგოსა და ბიჭის თუ მეგობრებისა, ნებისმიერ შემთხვევაში დაამარცხებს ყველაზე ძლიერ ბოროტებასაც კი. შვიდტომეულის რომელი თავი ან გვერდი,თუნდაც აბზაცი ეწინააღმდეგება ბიბლიას? ეს არის წიგნი,რომელსაც მთელი კითხვის განმავლობაში გასდევს ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვები-“კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგ თავგადასავალს ნიშნავს”-სიტყვები,რომლებმაც 11წლის ბავშვზე უდიდდესი გავლენა მოახდინა.
იქნებ ქართველ დედებს ურჩევინათ მანველიძის “მგლების” კითხვა,მანდედან ხომ მათი შვილები რომანტიზირებულ მძიმე რეალობას გაეცნობიან(!) აქ კი ჩემი კალამი უძლურია…მხოლოდ გირჩევთ წაუკითხავად ნუ განსჯით და დღესვე დაიწყეთ შუბლზე ნაიარევი ბიჭის ისტორიის გაცნობა,სიტყვა შვიდტომეული ნუ შეგაშინებთ,წიგნი ერთი სულის ამოსუნთვით იკითხება

Advertisements

8 responses to this post.

  1. შენ ეტყობა Adibasi არ წაგიკითხავს, თორემ შენი მასწავლებლის გაბრაზებული სახე მერე გენახა… 🙂

    პასუხი

  2. mm.. (h) ailaviuuuu
    aiii miyvarxaaaar vapreeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeen shenze.. !! martla martlaa yvela poteromani miyvaaaaarss !!!
    ar mesmis im adamianebis.. wignis ragac frazebs gamoigeben da vaimeeeeeeeeee es ra momxdaraaaaaaaaaaaaa vigacas turme vigaca sdzuls !! imas ki agar aqceven yuradgebas rom harry potter (hopla jojoxetshi rogorc isini targmnian) warmoadgens bichis istorias romlis cxovreba siyvarulia !! siyvarulit gadarcha mshoblis datovebuli siyvarulit cxovrobs aqvs dacva da siyvrulitve agrdzelebs cxovrebas mteli wigni siyvaruli sitbo da interesiaaa.. (h)

    პასუხი

  3. zustad amas midzaxdi tavidan, roca gansakutrebuli agresia iko Harry potter-is mimart!

    vgijdebi am natsarmoebze, gautaveblad vkitxulob! mudmivad “tumbochka”-ze midevs da gadavikitxav xolme!

    პასუხი

  4. მაგარი სტატიაა. შენც გეტყობა ჭეშმარიტი პოტერომანი ხარ. 😀

    პასუხი

  5. სწორია ავტორ,თუ გახსოვს წიგნებში უამრავჯერ არის მოხსენიებული „ო ღმერთო ჩემო!“ ასევე თუ გახსოვს წიგნში არის შობა, ასევე ჰარის ჰყავს ნათლია სირიუს ბლექი და ბოლოს ყველაზე მყარი არგუმენტი-ჰარის მშობლების საფლავზე და ასევე დამბლდორის საფლავზეც წერია ციტატები სავხარებიდან.(ბოლო ნაწილში „ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები“) ეს ციტატები როულინგს საიდან ეცოდინებოდა ბიბლია წაკითხული რომ არ ჰქონდეს და სატანისტი იყოს???წარმატებები ავტორ(:(:(:

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: