“კინტოები დააბრუნეთ” ანუ პასუხი იური ვაჩნაძეს

უსიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, 5 ივლისს რადიო “თავისუფლებაში” მოწვეული სტუმრის,იური ვაჩნაძის განცხადებების გამო,ალბათ,არც “თავისუფლება” გრძნობს თავს კარგად,რადგან მისი საეთერო ბადის დიდი ნაწილი დაუთმო,რბილად რომ ვთქვათ,სრულიად უპასუხისმგებლო განცხადებებს.

ბატონი იურა პირდაპირ ამბობს, რომ თურმე დილეტანტობა და არაპროფესიონალიზმი სოფლელების დამახასიათებელი ნიშანი ყოფილა,რეგიონებიდან ჩამოსულებმა კი “პატარა პარიზს” თავისი სული წაართვეს. “თავისუფლების” რესპოდენტი საკუთარ ბლოგზე წერს, რომ სოფლელები იმდენად უტიფრები აღმოჩნდნენ ქალაქური ცხოვრების წესის მიღებაზე მხოლოდ უარი კი არ განაცხადეს,არამედ ძირძველ თბილისელებს თბილისელობა დაავიწყეს და თავიანთი მსოფმხედველობა მოახვიეს თავს,ჩვენს დედაქალაქში პროვინციული ცხოვრების წესი დაინერგა.

ნეტავ “ძირძველი თბილისელიობა” რაში გამოიხატება?”პლეხანოვზე” უნდა ცხოვრობდე თუ ვერაზე?სააქმეებს ქურდებს უნდა არჩევიებდე?თქვენ ის ქალაქელები ხომ არ ხართ უმაღლესი სასწავლებლები თქვენი დაწინაურებული კასტის ნაზარდი შვილიკოების ქრთამებით შეტენვის პიტომნიკებად რომ გქონდათ ქცეული? არ გეგონოთ რომ პრობლემის არსებობას ვუარყობდე,მაგრამ მსგავს მდგომარეობაში,როდესაც რეგიონებში ცხოვრების დონე უკიდურესად დაბლია,ეგ ბუნებრივიცაა…

ბატონო იურა,შეიძლება თქვენ სულ სხვა რამეს გულისხმობდით,მაგრამ ეგ უკვე აღარ ვიცით,რადგან თემა საკმარისად და დამაჯერებლად ვერ გაშალეთ ,ბლოგერობა უბრალო საქმე არაა.
ეს არ არის გაზეთი, სადაც უამრავი უნიჭო ჟურნალისტი წერს უამრავ დაუმთავრებელ და შეუმდგარ სტატიას და ხახვივით შერჩება სისულელეების ბრახუნი.

ბლოგზე თქვენს ნააზრევს ყოველთვის ეყოლება უამრავი გამკრიტიკებელი და ასეთი სუსტი და დაუმთავრებელი ნაწერით მხოლოდ აგრესიას და უკმაყოფილებას თუ გამოიწვევთ მკითხველში.

დასაწყისში მე მეგონა წავიკითხავდი რაიმე საინტერესოს სერიოზულ საკითხზე და ბოლოში მივიღე თავის თავზე ამაღლებული წარმოდგენის მქონე სნობის მოკლე “გულიდან ამოძახილი”.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: