ცოტა რამ საქართველოზე

როდესაც ქართულ ტრადიციულ სუფრაზე თამადას მოვუსმინე,დავრწმუნდი რომ ეს ის საქართველო არაა რომელსაც მე ვიცნობ და როგორიც მინდა რომ იყოს(…) სუფრის წამყვანის სიტყვებს ყურადღებასაც არ მივაქცევდი საშუალო სტატისტიკური ქართველი რომ არ ყოფილიყო,არამგონია ის ოდესმე ჩემს ბლოგს ეწვიოს,მაგრამ ეს ჩანაწერი რომ ენახა აუცილებლად გაიკვირებდა,რას მერჩი მე ხომ ცუდი არაფერი მითქვამსო(?) პირიქით,ძალიან კარგი რამეები თქვით,ბავშვობაში წაკითხული “უქარქაშო ხმლები” გამახსენდა,ავტორი ტკბილად გვიყვებოდა ტკბილ ზღაპრებს,მაგრამ სოციალიზმის მშენებლობის დროს მოცემულ წიგნს სხვა დატვირთვა ჰქონდა და პირნათლად შეასრულა კიდევაც,მაგრამ ეხლა უკვე სხვა დროა,სუსურუკუ დაინგრა და ტაბუ დადებული თემები აღარ არსებობს.

სამყარო გვსჯის ისტორიის უცოდინრობის გამო,სულ მინდოდა ჩემი ისტორიის მასწავლებლებს უფრო მეტი ეთქვათ და ესაუბრათ ქართველ ერზე,იმაზე თუ რამ განაპირობა ჩვენი დღევანდელი ყოფა და ერთგულებს მოღალატენი რატომ სჭარბობდნენ.ნაცვლად ამისა ჩემი სამივე ისტორიის მასწავლებელი იმას ამბობდა თუ როგორ გამოეცხადა ღვთისმშობელი ქართულ მხედრობას,თურმე მემატიანეს დაუნახავს ეს,ასევე სიამაყით გვიკითხავდა ჟამთააღმწერელის სიტყვებს: „სახელები მათი აღიწერა ცათა შინა –იდ-დიდნი თავადნი და აზნაურნი, სრულიად კრებული სამღვდელოთა, მდიდარნი და გლახაკნი, მხედართმთავარნი და მხედარნი. დიდნი და მცირედნი, ყრმანი, ჭაბუკნი და მოხუცებულნი, რომელთაც უმჯობეს ირჩიეს სიკვდილი ქრისტესთვის, ვიდრე სიცოცხლე” ამ ფრაზაში იმ 100 000 ქართველის სოციალური კუთვნილებაა მოცემული,ვინც დემოგრაფიული კატასტროფა მოუწყვეს საკუთარ ერს,ჩვენ კი ისინი წმიდანებად გვყავს შერაცხული,ეს სულ მცირე 300 არაგველის დაკნინებაა. აღარაფელს ვამბობ იმაზე ბაგრატიონები საქრისტიანოს გადამრჩენებლად რომ არიან წარმოდგენილნი,1000წელი მართავდა ეს დინასტია ქვეყანას და 10ბაგრატიონსაც ვერ დამისახელებთ ქვეყანას კარგი რომ მოუტანა,მე მხოლოდ გიორგი ბრწყინვალე,სოლომონ მეფე და დავითი მახსენდებიან,დავითი რომლის დიადი საქმეები დღემდე არ გვაქვს გააზრებული,აღმაშენებელი რომ 21-ე საუკუნეში დაბდებულიყო მმკ და საპატრიარქო ალბათ ეშმაკის მოციქულად შერაცხავდნენ,რადგან კიდევ ერთხელ დარეკდა რუის-ურბნისის ზარებს!

დღეს ის რომ თქვა, მეფემ ლიპარიტ ბაღუაშს დედა გაუჟიმა, რუსუდანი აღვირ-ახსნილობაში ეკატერინეს არ ჩამორჩებოდა, მართველი რომლის დროსაც სამოქალაქო ომი მოხდება კარგ მეფედ ვერ ჩაითვლება, პარტიარქების აბსოლუტური უმრავლესობა მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს- ჯვარზე გაგაკრავენ

არადა ისტორიის სათანადო გააზრების გარეშე ერი დასაღუპადაა განწირული,”პატრიარქი ვერ გადაარჩენს საქართველოს” თუ ჩვენ თითონ არ გავანძრიეთ თითი.წითელ ხიდთან კი არ უნდა აყენებდეთ რიგებს იმიტირებული ქრონიკით შეშინებულნი,კომისარიატში უნდა მივდიოდეთ და მოხალისეთ უნდა ვეწერებოდეთ. როგორც ჩანს განათლების სამინისტროში უკვე ფიქრობენ ამ საკითხზე,ვემხრობი სამინისტროს ინიციატივას ახალი ისტორიის წიგნების გამოშვების შესახებ,იქნებ მაშინ მაინც თქვას ქართვლმა “უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, დაგვიფარე ჩვენ ერთმორწმუნეებისგან”

ვისაც რუსი ნაშა ენატრება,რუსული “ძეხვი” ხვდება,ვიცი ძნელია 37მანეთად მოსკოვში ნაფრენ ერს მენტალიტეტი შეუცვალო,ძნელია მაგრამ არა შეუძლებელი.

Advertisements

8 responses to this post.

  1. გასაგებია ყველაფერი მაგრამ ასიათას წამებულზე ვერ გეთანხმები ვერანაირად, რადგან ის ხალხი ომისთვის არ იყვცნენ მზად შეესია მტერი თბილისს გამოყარა ხალხი, უიარაღო მოუზმადებელი და ხატები დაუწყო ისინიც მორჩილად მიდიოდნენ.. ეს ღვთის განგება მწამს ასეთი იყო, რადგან უნდა გამოესყიდა ერს რაღაც რაც გამოსასყიდი ჰქონდა. მორჩილად მიდიოდნენ და იხოცებოდნენ… ასეთი რაღაც ყოველთვის არ ხდება და ძნელია საუკუნეების წინათ მომხდარი განსაჯო დეტალური ისტორიული ანალიზით. ეს იყო განსაცდელი და მოვლენილი ჩვენი არასწორი ცხოვრებისთვის, ასე ვთვლი მე. მოუმზადებელი, მშვიდობიანი მოსახლეობა აწამა ურჯულო თავდამსხმელმა.
    მეთანხმები თუ არა შენი ნებაა მაგრამ მე ასე მწამს და მიმაჩნია ასეთი რაღაცები არ ხდება შემთხვევით და უბრალოდ. ის ხალხი ჭეშმარიტი სარწმუნოებისთვის ეწამა, დაიღუპა…

    ქართველი მეფეები აკეთებდნენ რაც შეეძლოთ.. ცუდიც ბევრი იყო თავის დროზე და კარგიც. მარტო ცუდზე აკრეფა და ნიშნის მოგებული საუბარი არ მიმაჩნია სწორად.
    ყველა ეპოქას აქვს თავის პლიუსები და მინუსები, მთელი წყაროების ამოქექვა და გადახედვაა საჭირო ამ ყველაფერზე….

    აი რუსის ფაქტორზე არ გეკამათები.

    პასუხი

  2. ძმაო კარდუელო,300 არაგველი იყო ომისთვის მზად?ისტორიის მასწავლებელი მიყვებოდა რომ ყანებიდან მოდიოდნენო თოხებით ხელში….თანაც ისტორიკოსი ამბობს რომ ასი ათას კაცში დიდ დიდნი მხედარნი და მხედართმთავარნი იყვნენ…

    ბაგრატიონებს რაც შეეხება,მე მხოლოდ ცუდი არ მითქვამს,კარგად წაიკითხე,მსგავსი ბრალდება რომ არ ყოფილიყო აღვნიშნე კიდევაც ის მეფეები, რომლებიც ამ სიაში არ შედიან…
    ბავშვებს რეალობას უნდა ასწავლიდნენ,უნდა ითქვას რომ თამარის დროს სამოქალაქო ომი მოხდა(მთიელებს ვგულისხმობ) მტყუან-მართალი მერე გაირკვეს,ბაღუაშებს რომ გაემარჯვათ ისინი დაწერდნენ ისტორიას და დღეს წმიდანად ლიპარიტი იქნებოდა შერაცხული…ბავშვმა სკოლაში კრიტიკული აზროვნება უნდა ისწავლოს და არა ის რომ თურმე მემატიანემ დაინახე როგორ მიუძღვოდა წმიდა გიორგი ქართველთა მხედრობას!მეც და შენც ვიცით რომ მემატიანე ამას ვერ დაინხავდა და ეს ტყუილია.ამის გამო მომრავლდა აზრები “პატრიარქი გადაარჩნს საქართველოს” არადა უფალი გვეუბნება ხელი გაანძრიეთ და ნაშველები იქნებითო

    ანუ რაა გასაგები?

    პასუხი

  3. ნუ მაგ ასიათას ქართველს მოკლედ მე უფრო მეტაფიზიკურ მნიშვნელობას ვანიჭებ რომ იმ დროს მასე იყო საჭირო, შეეწირნენ მოკლედ და ეწამნენ. რთულია ახლა განვიხილო ვის როგორ ეჭირა იარაღი და ვინ რა იცოდა, ნაღდად ვერაფერს გეტყვი.

    ისტორიის კრიტიკა და ანალიზი რომ აუცილებელია მაგაზე არ გეკამათები, ქართველი ერი რომ განვითარდეს წარსული რეალური და სწორი შეფასება ჭირდება და ჭირდება გმირებიც რომლებიც ამ წარსულში ყავდა და ამ გმირებით უნდა ამაყობდეს: გინდა მეფე დავითი და გინდა მხედარი სააკაძე ან ცოტნე დადიანი, ან შალვა და ივანე ახალციხელები, ჩემთვის ის ასი ათასი წმინდანიც საამაყოა და მაქვს ჩემი დამოკიდებულება ცოტა ვრცელი თემაა ეგ რა 🙂 და რაც შეეხება წმინდა გიორგის მაგაზე თქმულება უამრავია, გინდა შავნაბადას ისტორია, გინდა დიდგორის… ეს შეიძლება მეომრებმა ნახეს, შეიძლება მემატიანე ადევნებდა თვალს.. მოკლედ მაგაზეც ვერ ვიტყვით გადაჭრით რა და როგორ იყო მაგრამ წმინდა გიორგისთან დაკავშირებული სასწაულები საერთოდ ბევრია საქართველოში და მე როგორც მართლმადიდებელს მაქვს უფლება მწამდეს…

    და პატრიარქის თემა სხვა ამბავია. პატრიარქი ერს სულიერების გზაზე ( ღვთისკენ მიმავალ გზაზე ) უნდა გაუძღვეს, მაგრამ დღეს ისეთი მურტალი დროა საქართველოში ყველა ვისაც რაღაც შეუძლია უნდა აკეთებდეს რომ საქართველომ დასძლიოს მძიმე ვითარება და დაღაცას მიაღწიოს, ნორმალურ ჩამოყალიბებულ ერად იქცეს თავისი ეკონომიკით, კანონის უზენაესობით, ტრადიციული ღირებულებებით ( რომლების არ აერევა რუსული იმპერატივებისგან დატოვებულ კომპლექსებში თუნდაც დიდ ღიპში და მასზე დადებულ ჭიქაში… ) და ყველა სხვა სიკეთით, რაც ჭირდება თანამედროვე, ძლიერ, თვითმყოფად ქვეყანას.

    ჰოდა გავიაზროთ ეს ჩვენი 23 საუკუნოვანი ისტორია დაწყებული ფარნავაზიდან დამთავრებული დღევანდელ მოვლენებამდე და ვთქვათ რა გვიკეთებია ფასეული და რა არა მთელი ორიათასსამასი წლის განმავლობაში ქართველ ერს.

    ილია ჭავჭავაძე ერის მამა ტყუილად არ არის, ესმოდა რასაც ამბობდა და ისტორიაზე რასაც წერს ყველა ქართველს ყურადღ აქვს საღები 🙂

    პასუხი

  4. civiseli
    zeda natseri dzma xogais minids iko
    dzma kardueli me gaxlavar 🙂
    100000 qartvelis es ambavi dzlian hgavs milionobit ebraelis ambavs meame raixshi umatesoba matganisa saertod ar tsevda tsinagmdegbas ise yridnensakoncentracio banakebshi….
    300 aragvelisgan gansxvavebuli momenti iko ahskrada 300 aragveli modioda konkretul brdzalash romelic unda shemdgariko..a kidev brdzola ar c honia adgili es daaxloebit aset situacs hgavda qalashi uiarago, moumazdebel chveulebriv aramebrdzzol mosaleobas eseva kblebande sheiragebuli jari da axorebs mat didi natsils erekeba saxlbidan da atyvevebs….ra unda nas am dros rogitma qalelis ojaxma? zis sa;lxsh modis kbilebamde sheiaragebui mteri da gamokavxar saxlidan..firob exla najaxi ro chvartya amas smagierod bavsh momiklavs cols momiklavs s najaxis charty,mac ve ushelis saqmes radgan is memaria maxedrebuli aghtsurvili mainc verefers davakleb ha ha ho ragac ziani mivakene mere ra 10 amdeni mova da sul gaminadgurebs ojaxs…da ojaxis tundac chemis hvilis gadachenis shansi mainc aris ra ici ineba tyveobahi gvishvebe? an nsadme alqggaret gverekebian? ho hseidzlba gadavrchet? ase fiqrobs kvela rigirti shokirebuli chveulebrivi macxovrebeli romelac moulodnelad esmxis gaveshebuli mteri saxlshi tavze …xoloo roca midga same imaze rom rac am xalxisatvis zenobis, sitsmindis, eronuli identobis ert erti udidesi tskarosi, tradiciuli faseulbatagan ert erti uudidesi tradiciuli faseulobis gansaxiereba iko anu qristianuli religia imistvis nda gaadebijebinat da is inda gadetelat amjobines sakutar sicocxlis gadabijeba da gadateelva..radagn xati maatvis simbolo iko am yvelafrisa……am yvelafertan gastvalitsinebelia isc rom es shuasaukunebshi xdeba…..

    პასუხი

  5. ისე ყველაფრის თავიდან გადაწერა ( მთელი ისტორიის ) და ახალ ხელმწისაწვდომ წიგნებად გამოცემა არ იქნებოდა ცუდი. დოკუმენტური ფილმებიც კარგია მეტი მომხმარებელი ყავს ვიდრე წიგნს… ასე რომ საქართველოს ისტორიის სწორად გაანალიზება და შემდეგ ქართველ ხალხში პროპაგანდა უნდა იყოს სახელმწიფოს დაინტერესების საგანი და ცდილობდეს ხელი შეუწყოს მის განხორციელებას.

    პასუხი

    • ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ისტორია სავალდებულო საგნად უნდა ბარდებოდეს
      რაც შეეხება ახალ წიგნებს,ვთქვი რომ კარგია განათლების სამინისტრის ახალი ინიციატივა,მაგრამ საზოგადოების Fოე-Fოე ნაწილის რეაქცია ნახე?მარიკა ლორთქიფანიძე რუსებს როგორ ელაქუცება
      მართლაც რომ ‘ჩასარეცხები”

      პასუხი

  6. სავალდებულო საგანი უნდა იყოს ქართული როგორცაა საქართველოს ისტორია გეთანხმები. ამასთანავე სკოლებში უნდა გაძლიერდეს ძალიან დეტალური შესწავლა საქართველოს ისტორიის განსაკუთრებით 8 – 10 კლასებში. მაგ დროს პატრიოტული სულის ჩამოყალიბება ბავშვისთვის უმნიშვნელოვანესია და მთელი ეგ სამი წელი მაგას უნდა დაეთმოს ყურადღება. მერე შეიძლება უკვე ასწავლო მეთერთმეტე და მეთორტმეტე მსოფლიო ისტორია…

    არ ვიცი რა თქვეს მაგრამ რუსეთს თავისი სახელი უნდა დაერქვას ისტორიაში. ერი მაშინაა ძლიერი როდესაც ყველაფერს თავის სახელს არქმევს, ყველაფერზე აქვს პოზიცია და საერთო იდეითაა შეკრული. ასეთი ერი დღეს არის მე ვთვლი ებრაელი ერი. ტიპების ერთადერთი საზრუნავი არის ისრაელის ძლიერება..

    მოკლედ საქართველოში ახალი წამოწყება პატრიოტული აღზრდის მომწონს იდეაში, თუმცა მასზე ვთვლი მეტია სამუშაო. ისეთნაირად უნდა აღიუზარდოს მოსწავლე, რომ უკვე სრწულწლოვანი კარგად იაზრებდეს რას ნიშნავს იყო ქართველი, რა გზა გამოიარა ქართველმა ერმა, სად იწყება შენი უფლებები და სად მთავრდება და რომ გაქვს მთელი რიგი მოვალეობები შენი ერისა და ქვეყნის წინაშე.
    აი ეს ფუნსდამენტურად უნდა იყოს ჩადებული განათლების სისტემაში.

    პასუხი

  7. ,ვიცი ძნელია 37მანეთად მოსკოვში ნაფრენ ერს მენტალიტეტი შეუცვალო

    შეუცვალი კი არა მგონი თაობიდან თაობაზე გადადის
    ადრე მოსკოვში დაფრინავდნენ ახლა კემერსა და ალანიაში
    მიზანი იგივეა :დ

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: