“დედა ენაცვალოს” და ინდიგო ბავშვი

თითქმის ყველა ქართველ (ალბათ არაქართველ) დედასაც საკუთარი შვილი განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ჰგონია,თუმცა ფაქტია რომ ახლანდელი თაობა წინა თაობებისგან მკვეთრად განსხვავდება,რასაც შეიძლება მსგავსი დამოკიდებულება გამოეწვია. ამის პარალელურად გვხვდება სრულიად ახალი ტერმინი “ინდიგო ბავშვი.”

ინტერნეტში ძალიან დიდი ინფორმაცია მოიპოვება “ინდიგოებზე”, მაგრამ მოდით მშობლიურ და ყველასთვის გასაგებ ენაზე მოვუყვეთ ერთმანეთს რაც ვიცით.

ტერმინი “ინდიგო” ახალი თაობის ბავშვებზე იხმარება, რომლებსაც პარანორმალური შესაძლებლობები აქვთ. ვარაუდობენ, რომ ასეთ ბავშვებს იასამნისფერი (ინდიგოსფერი) აურა გააჩნიათ (და სახელიც აქედან მოდის)

ბავშვებს აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა; ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ; გამოუვლად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ შემოქმედებით უნარს ვერ იყენებენ; თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან; ვერ ასიმილირდებიან ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ; არიან უდისციპლინოები და თავმოყვარეები; არიან კრეატიულები და აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია; მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან; უვითარდებათ აბსტრაქტული აზროვნება; არიან ნიჭიერები, განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი ან ძალიან ჭკვიანები; არიან მეოცნებენი; აქვთ ღრმა და ჭკვიანი თვალები. ასევე მიიჩნევენ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (Attention-Deficit/Hyperactivity Disorder) აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა.

მეცნიერები ვარუდობენ,რომ მსგავსი სიმფტომების ბავშვები დედამიწაზე 1998წლიდან გაჩნდნენ მასიურად,მათი პირველი ნაკადი კი ალბათ,მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოევლინნენ სამყაროს ან სულაც შეიძლება ყოველ ეპოქას თავისი “ინდიგო” ჰყავდა?

ალბათ მიხვდით,რომ “ინდიგო” სულ ბავშვი ვეღარ იქნება და გაგიჩნდათ კითხვა,რა მოსდით მათ ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევენ?
სამწუხაროდ კარგი არაფერი! ანუ, ეს ადამიანები ასაკის და გამოცდილების მიხევით იზრდებიან და იცვლებიან, ესენი თავის გერემოში და თავის მსგავსთთან/სორტტან რომ ვერ მოხვდებიან, და იმას ვერ ასრულებენ, რისთვისაც მოსულები არიან, შეიძლება ძალიან პასიურები გახდნენ და ჩაჭკნენ ყვავილებივით!
ჩემის აზრით კარგი იქნება ამ ადამიანების დაჯგუფება/კავშირი და მსგავსი შეიქმნას, რომ მათ თავის სორტტან ურთიერთობა შეეძლოთ,რამეთუ მარტოსული ადამიანი დედამიწაზე ძალიან ძნელია, მით უმეტეს ესენი! ამათი ბოლო კარგი და სახარბიელო არ არის! ესენი რაც უფრო ‘იზრდებიან’, ანუ ასაკში შედიან მით უფრო ვითარდებიან სულიერად და გონებრივად! მათ უდიდესი სურვილი აქვთ ინფორმაცია ჩანთქან,რადგან განსხვავებულები რომ არიან იციან და ვერც კი მიმხვადარან რა სჭირთ, რატომ, საიდან მოვიდნენ, სად მიდიან…გარემოც ხომ ნეგატურად რეაგირებს მათზე და ეს მეტად უწყობს ხელს მათ ‘გაქრობას’ , თუმც ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, ზოგი პოულობს თავის ელემენტს, გარემოს, და მოქმედებს და წარმატებითაც, რამეთუ ესენი ბუნებით და სულით დიდი მებრძოლები არიან| ვართ.

P.S. შვილს ინდიგო უნდა დავარქვა 🙂

Advertisements

12 responses to this post.

  1. ყველა თაობა წინა თაობისგან განსხვავებულია… მე არ მჯერა ინდიგოების :დ

    პასუხი

    • დავიწყებ იმით რომ ძალიან საინტერესო პოსტია და პირველად ვარ შენს ბლოგზე
      მე მჯერა ინდიგოების და ძალიან ბევრიც წამიკითხავს
      ინდიგოებისთვის დამახასიათებელი ნიშნები მეორე მსოფლიო ომიდან კი არა მე როგორც ვიცი 1981 წლიდან მოდის

      მე არ ვარ ინდიგო, მაგრამ ვიქნებოდი სიამოვნებით

      ღრმად მწამს რომ ჩემი შვილი არის ინდიგო ძალიან ბევრი სიმპტომების მიხედვით
      ბევრი მათგანი შენ ზევით გიწერია

      მოდი შენს თემას ჩემთან განვავრცო და ვნახოთ რამდენი მშობელი აგვყვება

      პასუხი

      • მემატებიან მეთერთმეტე ჟამის მუშაკნი 😀
        თითქმის ყველას ან მისი თავი ჰგონია ინდიგო ან ახლობელი(ეს იმას არ ნიშნავს რომ თქვენი შვილი ინდიგო არ იქნება)იცით რაა?თუ ბავშვი თანატოლებთან საერთო ენას ვერ პოულობს მაშინვე ინდიგოს იარლიყს მიაკერებენ,რაც დამღუპველია მისთვის
        ბევრი ყურადღებაა საჭირო,შვილის განსხვავებულობა არ უნდა გამოგეპაროს

  2. […] ცივისელის ბლოგი არ აღმოვაჩინე და ეს უსაინტერესოესი პოსტი, რომელიც მინდა გაგიზიაროთ და ამის […]

    პასუხი

  3. საერთო ენა რა შუაშია?

    მე მჯერა რომ ჩემი შვილი არის ინდიგო

    http://taa.ge/2010/07/%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9D-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/

    პასუხი

    • dzalian didi aris magis albatoba da dzalian kargia roca dedas esmis shvilis gansakutrebuloba 🙂

      პასუხი

      • ერთადერთი რამაც დამაფიქრა ეს ფრაზა არის შენი პოსტიდან

        ლბათ მიხვდით,რომ “ინდიგო” სულ ბავშვი ვეღარ იქნება და გაგიჩნდათ კითხვა,რა მოსდით მათ ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევენ?
        სამწუხაროდ კარგი არაფერი!

        სამწუხაროდ როცა ინდიგოებზე ვკითხულობდი, მხოლოდ ბავშვებზე ვკითხულობდი და რატომრაც არასოდეს დავინტერესებულვარ რა ხდებოდა როცა ისინი იზრდებიან
        დამაინტერესე
        ინდიგო გროუნაფებზე უნდა ვეძებო ინფორმაცია 🙂

  4. კომენტარი პოსტთან დაკავშირებით.
    ძვირფასო ბლოგერო!
    თქვენი ნაშრომი ინდიგო ბავშვებზე საინტერესოა. თუ თქვენ გეგულებათ
    თქვენს გარშემო ამ ტიპის ბავშვები, მობრძანდით ჩვენთან და დაგიდგენთ
    მათ კუთვნილებას ინდიგოს ფერის აურის ტიპთან.უსასყიდლოთ.
    პატივისცემით
    კომპანია ”აურა.ჯი”

    პასუხი

  5. jer es erti me am saitze sxva saxelit var shemosuli. chems namdvil saxels ver gavamxel jerjerobit. me var 13 wlis da megobarma mitxra indigoebis shesaxeb. me chemi tavi 12 wlidan megona sxvanairi. ai magalitad gafiqrebit shemizlia zagli romelic chemtan aris mosuli gavagdo, shemizlia maswavleblis da mshoblebis dagipnozeba me es yoveltvis ragac sigijed mimachnda amitom es me jer aravistvis momiyolia garda chemi mamidashvilisa romelmac amis gamo zalian damcina. zalian mainteresebs var tu ara sinamdvileshi indigo. P.S. imedia ara

    პასუხი

  6. chems facebooks getyvit ra tqma unda ara chemi saxelit. minda didi bodishi mogixadot rom ase gesaubrebit ubralod chemtvis zalian mnishvnelovania rom amaze aravin ar gaigos da jerjerobit vpiqrob rom eg ragac indigo ar var. mainteresebs mag indigoobas eklesia rogor uyurebs da tavad am blogis avtortan maqvs shekitxva: mas ra sheuzlia man tqva rom tavadac aris indigo boloshi facebook: nikoloz-dolidze6@rambler.ru aq vilaparakot

    პასუხი

  7. 3 tve pasuxs velodebodi!!! rogorc chans is agarc mova 😦 😦 😦 😦 😦

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: