თ.ს.უ. ანუ ჰოგვორთსი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა,36ათასამდე ნააბიტურიენტალი მოუთმენლად ელოდა თავის ბუს,ბუს,რომელიც naec.ge-ს მეშვეობით ახარებდა:”თქვენ ჩაირიცხეთ თბილისის, ივანე დამბლდორის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ჯადოქრობისა და მაგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე”

სტუდენტებს,რომლებიც პირველად მიდიან უნივერსიტეტში ყოველთვის სჭირდებათ გამოცდილი მრჩეველი,მითუმეტეს საქმე თუ ისეთ მაგიურ სასწავლებელს ეხაბა,როგორიც თ.ს.უ. არის.

რჩევა #1.სასურველია ყველა სტუდენტს გააჩნდეს მფრინავი ცოცხი “ნიმბუს 2010”(ხალიჩებს არ გირჩევთ,ჩრჩილი შეჭამს)წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გაეკვეხებით გმირთა მოედანზე არსებულ საცობში და ლექტორის საყვედურსაც მიიღებთ,სამინარზე დაგვიანების გამო.

ონავართა რუკა

რჩევა #2.თან იქონიეთ “ონავართა რუკა,”თუ არ გინდათ აუდიტორიების ძიებაში ესოდენ ძვირფასი დრო დაკარგოთ.

რჩევა #3.ნურასოდეს შეხვალთ ჟურნალისტების კორპუსში არსებულ ტOOალეტში,რადგან იქ აუცილებლად დაგხვდებათ მტირალა მირტლზე საშინელი და ჯუჯღუნა დამლაგებელი,რომელიც საჭირო ოთახიდან კივილ-წივილით გამოგაბუნძულებთ.

რჩევა #4.აუცილებლად დაგჭირდებათ “დროის მდევარი,”რადგან დიდია იმის ალბათობა,რომ ერთდროულად ორი ლექცია გქონდეთ.

რჩევა #5.თუ არ გინდათ საზარელი სიკვდილით აღესრულოთ, აღარასოდეს ჩახვიდეთ მე-2 და მე-3 კორპუსების ჯურღმულებში,რადგან იქ უამრავი მაგიური მწერი თუ ქვემძრომი ბუდობს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

რჩევა #6. კარგად დაიზუთხეთ “აგუამენტას” შელოცვა,ის თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ მაღლივის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყოფნისას(თუ რა თქმა უნდა, თქვენთის ტOOალეტის წყლის დალევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს)

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებას თუ არ/ვერ აპირებთ,მაშინ მოემზადეთ მაგლური სტუდენტობისთვის

Advertisements

8 responses to this post.

  1. კარგი იყო 🙂

    პასუხი

  2. ha ha ha ! the real one! nu, meeqvses tvaletis damlagebelze namdvilad getanxmebi :X

    პასუხი

  3. sagoooooool!!!!!!! ai dzalian magari iyo :D:D:D:D:D:D:D

    პასუხი

  4. Posted by მეკა on აგვისტო 15, 2010 at 10:52 AM

    ვაჰ რა კაი პოსტია
    ნეტა ჩემთვისაც მოეცა ვინმეს ესეთი რჩევები სანამ ჩავაბარებდი :დ

    პასუხი

  5. მაგარია. ისე მაღლივის ავტონომიურ რესპუბლიკაშიც გამოსადეგი ნივთებია ნიმბუს 200 და დროის მდევარი. ერთი ონავართა რუკა არ არის საჭირო, თუ სარდაფში ჩასვლას არ აპირებ. მე იქ უჩინმაჩინის მოსასხამს უფრო ვნატრობ ხოლმე. 😀

    პასუხი

  6. ეს პოსტი წავიკლიტხე შენს ბლოგზე პირველად რომ მომვხვდი და ძალიან მომეწონა 😀

    დროის დევარი მეც მინდა 😦 მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ თსუ–ში, დრო არ მყოფნის :((

    პასუხი

  7. mevasa alex kargi iko yochag

    პასუხი

  8. sruli idiotizmi 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: