ფიზიკოსები “ზანგები” არიან?

ერთიანი ეროვნული გამოცდების ციებ-ცხელება დასრულდა,ახლა უკვე იწყება შედეგების ანალიზი,რომელიც კატასტროფულია:

როგორც მაია მიმინოშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, გამოცდებში მონაწილე 36 500-მდე აბიტურიენტიდან, ამ დროის მონაცემებით, 3000 კონკურსს გამოეთიშა.
გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სამი არჩევითი გამოცდის შედეგებიც გამოაქვეყნა. მიმინოშვილის განცხადებით, 14 ათასი აბიტურიენტიდან, რომლებმაც მათემატიკა აირჩიეს, მინიმალური კომპეტენციის ზღვარი აბიტურიენტთა 34%-მა ვერ გადალახა, ფიზიკა მხოლოდ 81-მა აბიტურიენტმა აირჩია, თუმცა მათგან 58%-მა ვერ ჩააბარა.
ქიმიის გამოცდაში მონაწილე 465 აბიტურიენტიდან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 38%-მა ვერ გადალახა.

მერე რა რომ 40მდე ფიზიკოსიც ვერ შეგროვდა,სამაგიეროდ გვეყოლება 10 000 იურსტი,ამდენივე სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი და ლაზარეც აღდინდება(…)

რომ დავფიქრდეთ,რა საჭიროა ფიზიკა?თანაც პრესტიჟულად არ ჟღერს,აბიტურიენტის მშობელს,ალბათ სამეზობლოში თავი არ გამოეყოფა თუ მისი შვილი სათვალიან ფიზიკოსად ჩამოყალიბდება,სამაგიეროდ ძალიან მიმზიდველი პროფესებია,რომლებშიც ურევია სიტყვები: “ბიზნესი,” “საერთაშორისო” “პოლიტოლოგია,” “მარკეტინგი”(…)

შეგახსენებთ,რომ შეერთებულმა შტატებმა ტექნიკური მეცნიერებების გასავითარებლად ფედერალური ბიუჯეტიდან თანხების 3% გამოყო,რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ დოლარს შეადგენს,ალბათ იმიტომ,რომ “ძია სემს” კარგად ესმის ქვეყანა,რომელიც არ ზრუნავს მეცნიერების გასავითარებლად,განწირულია დაღუპვისთვის.

რამდენიმე კვირის წინ კი საქართველოს პრეზიდენტმა ზარ-ზეიმით გვახარა “თბილავიამშენის” ნაციონალიზაცია,ნეტა ვინ უნდა ააწყოს ვერტმფრენები და სხვა საბრძოლო ტექნიკა?საერთაშორისო ურთიერთობების ექსპერტებმა თუ პოლიტოლოგებმა?

კარგი იქნებოდა თუ სახელმწიფო,ტექნიკური მეცნიერებების განვითარებისთვის სახსრებს გამოყოფდა,მაშინ ქართველი აბიტურიენტებიც სულ უფრო ნაკლებად მიიჩნევდნენ ფიზიკოსებს “ზანგებად” და მშობლებიც აღშფოთებულნი არ იტყოდნენ: “ფიზიკა ვჭამოოთ?!”

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: