ძველები V.S. ახლები,კონფლიქტი ინტერნეტ-სივრცეში

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში, ჩემი მისამართით, გაისმის ბრალდებები.

ახალგაზრდული წესრიგი

ბევრმა უკვე ორი აგური დაიკავა ხელში ჩემსავით მოაზროვნე ახალგაზრდების გამო,ზოგმაც ყბადაღებული კომენტარი დამადევნა “გვეშველება რამე?” და რეცეპტად ლოცვის გაძლიერება და ეკლესაიში სიარული გამომიწერა,ნაწილმა ჩემი “გარყვნილი” და “ანტიეროვნული” აზროვნება გიგი თევზაძეს დააბრალა(მერე რა,რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორს ხშირად ვაკრიტიკებ და თ.ს.უ-ში ვსწავლობ?საქმე და მათი დამყაყებული აზროვნების “გაპრავება” ჩემს “ილიაუნელობას” მოითხოვდა) იყვნენ ისეთებიც,რომელთა მთავარი არგუმენტი ჩემ წინააღმდეგ ჩემი წარმომავლობა იყო და სულ “პროვინციელოს” ძახილით გააცალენ ჩემს Fრენდ ლისტს 🙂

ჩემ მიერ გატანჯულმა იუზერებმა არაფორმალური საზოგადოებაც კი ჩამოაყალიბეს,აწ უკვე ყოფილი Fრენდის გვერძე და საბოლოოდ განიზრახეს “ქვებით” ჩაქოლვა…

თვალში საცემი იყო მათი ასაკი, Рожденный в СССР(…)

ვიხილე გესლი,ბალღამი და სისინი ამას Facebook-სა შინა,რაც საბოლოდ იმით დასრულდა,რომ ბევრმა ხელიდან მახათი გააგდო და ჩემს კრიტიკას მოჰყვა(“თავისუფლების კანტორისა და “ილიაუნის” კატაკომბის მიერ მოწამლული ახალგაზრდა”)
უხაროდათ,ისევე როგორც 90წელს გადაცილებულ ჩემს მეზობელ ვენერა ბებოს უხარია სამტრედიის რაიონული ტელევიზიის პროგრამა,რომელიც მიცვალებულებს აცხადებს,სიამოვნებს ბებიას იმის გაგება,რომ მას ვიღაც სხვამ გაასწრო და ჯერჯერობით არც ერთი გადაცემა არ გამოუტოვებია(…)

თქვენც უსაქმოდ დარჩენილები FB-ზე ცდილობთ სილუვრის სარკე შექმნათ,რომელიც სასურველ რეალობას დაგანახებთ,თუ როგორ მარცხდებიან თქვენ მტრები,თქვენს აზრსა და შეხედულებებს კი ისევ ისე ითვალისწინებენ,როგორც ძია ლენინის დროს

Advertisements

8 responses to this post.

  1. მე მომწონს შენი სხარტი აზროვნება, იმის მიუხედავად, ყოველთვის გეთანხმები თუ არა… თან ”ილიაუნით” მოწამლულხარ და…

    ”ვინც რა უნდა თქვასო… წისქვილმა კი _ ფქვასო…”

    პასუხი

  2. ამ დღეს დიდხანს ელოდი, ხომ? 🙂

    პასუხი

  3. ხანდახან კატეგორიული ხარ ეს არის და ეს 🙂 ჩემთან მიმართებაში არ აქვთ რატომღაც მსგავსი დამოკიდებულება. მით უფრო მგონი ყველა სხვა ჩამოთვლილ კრიტერიუმს ვაკმაყოფილებ :პ ხო ნუ გულაშვილებს და ძმათა მათსას ისედაც არ ვეკამათები . აუდიტორიას ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

    პასუხი

    • აი ეგ არის გაბო განსხვავება 🙂 შენ აუდიტორიას დიდ ყურადღებას აქცევ,მე კი პირდაპირ კრაზანების ბუდეში შევყობ ხოლმე თავს 🙂 🙂

      პასუხი

  4. civiseli, ალექსანდრე, შენ რა გაბედული და თავზეხელაღებული ხარ!

    კრაზანების ბუდეში თავის შეყოფას კიდევ რომ გადაწყვეტ… თავზე პირბადე ჩამოიცვი…!

    🙂

    პასუხი

  5. არაფერი… ხანდახან სიფრთხილეს თავი არ სტკივა… და ისე: ვაფასებ შენს გაბედულებას!

    🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: