სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი(?)

ყველა ეპოქას თავისი გმირი ჰყავს,დრო და სიტუაცია შობს გმირს და არა პირიქით(…)
სარმუნოებისთვის თავდადებულ გმირთა ეპოპეა ორიოდე საუკუნის წინ ჩაბარდა ისტორიის ნაგავსაყრელს,ეხლა სხვა გმირებია საჭირო(…)
გმირია ის ადამიანი,რომელიც ტელევიზიით გაიგებს, ბავშვს ესაჭიროება ამა და ამ ჯგუფის სისხლი,არ დაიზარებს,სისხლის ბანკში წავა და უსასყიდლოდ ჩააბარებ(…)
მსგავსი სამოქალაქო პატრიოტიზმის გამოვლინება იყო,თბილისის ფორუმზე,მომხმარებელ Herbe-ს მიერ გახსნილი თემა:


სასწრაფოდ მჭირდება ორგანიზაციის ან ორგანიზაციების ნომერი რომელიც მოაგვარებს ამ პრობლემას:
წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ვნახე ახალგაზრდა ქალი ხელში 1 თვის თოთო ბავშვით. იჯდა და ტიროდა. არც ერი არც ბერი ყურადღებას არავინ არ აქცევდა
(ესეც ჩვენი ქრისტიანული სიყვარული გლახაკების მიმართ-ავტ.) შემეცოდა გამოველაპარაკე და გავიგე რომ “ხაზეიკას” დღეს გამოუგდია სახლიდან. არავინ არ ჰყავს სულ უპატრონოა. ქუჩაში ვარ მთელი დღე მშიერი და წასასვლელი არ მაქვს არ ვიცი რა მეშველებაო. ძალიან საცოდავი იყო ციცქნა ბავშვით ვეჭვობ რომ არის საზოგადოებრივი სტიგმის მსხვერპლი ე.წ. უკანონო ბავშვის დედა. სხვა ვერაფერი ვკითხე მეც საქმეზე მეჩქარებოდა. გამოვართვი ტელეფონის ნომერი და ჩავიწერე სახელი და გვარი. დავპირდი რამე ორგანიზაციას მოგინახავ-მეთქი. აუ მითხარით ვის მივმართოოოო. აზრზე არ ვარ. დღეს გარეთ მოუწევს ღამის გათენება. უკვე საღამო წამოვიდანომერი მომეცით ვინმესი თუ იცით ან საპატრიარქოში ხო არ დავრეკო? დაეხმარებიან?

საპატრიარქო უძლური აღმოჩნდა,პატრულის გამოძახება კი რისკთან არის დაკავშირებული,იმ შემთხვევაში თუ ვერ გამოიძებნება დედა-შვილისთვის ადგილი,პოლიცია ჩამოართმევს ჩვილს და უპატრონო ბავშვთა თავშესაფარს გადასცემს,რადგან დედა ვერ უზრუნვეყოფს მას შესაბამისი გარემო პირობებით.

ყოველთვის კეთილი ძიას იმედზე უნდა ვიყოთ?

ფორუმზე გაირკვა რომ უსახლკაროდ დარჩენილ მარტოხელა დედას მობილური აღმოაჩნდა,რამაც მომხმარებელთა რაღაც ნაწილში აღშფოთება გამოიწვია,აქაოდა ეგეთ გაჭირვებულს მობილური რად უნდაო,მაგ ლოგიკით არც კბილის პასტა უნდა გქონდეს სახლში და არც ნაჩუქარი ტელევიზორი :სოც.დაზღვევის სააგენტო:
ჩემი აღშფოთება კი ერთ-ერთი იუზერის პოსტმა გამოიწვია: “უკანონო ბავშვის გამჩენი და მორიდებული, მერვე საოცრებაა,” ცივილიზებულმა მსოფლიომ ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში მიიღო დადგენილება,რომელიც გეოროს ადამიანთა უფლებებების დაცვის ქარტიით არის ცნობილი და სადაც შავით თეთრზე წერია,ბავშვი დაბადებული ქორწინებაში თუ ქორწინების გარეშე სარგებლობს ყველა ფუნდამენტალური უფლებით…

საბედნიეროდ გამოჩნდა კეთილი ადამიანები,რომლებმაც სურვილი გამოთქვეს ბინით დახმარებოდნენ გასაჭირში მყოფ თანამოქალაქეს,თუმცა სტიქიური დახმარებები სიტუაციას რადიკალურად ვერ შეცვლის,სახელმწიფო პოლიტიკაა საჭირო,რომელიც ჩვილთა კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე იზრუნებს.

Advertisements

4 responses to this post.

      • ცხოვრება, ალექსანდრე ბატონო, ცხოვრებაა რთული 😦

        ზოგს როგორ ულხენს, ზოგს როგორ უჭირს… ამის წინ, დედაჩემი მეუბნებოდა, იმიჯი/სახელი/რეპუტაცია დიდ რამეს ნიშნავსო, მე კიდე ვცდილობდი დამემტკიცებინა, რომ იმიჯი არაფერია. დღეს სულ არაფერზე შეიძლება შექმნა სახელი და სულ არაფრის გამო, გაიტეხო სახელი…

        ადამიანი მოსასვენებლად არ გაჩენილა ამ ქვეყანაზე. მან უნდა იბრძოლოს.

        ჰეჰ, დუმბაძე გამახსენდა თავისი მარადისობის კანონით. რაც არ უნდა თქვან დუმბაძეზე, კომუნისტი მწერალიო, დიდი არაფერიო, ისეთიო, ასეთიო, ნოდარი მაინც კარგი მწერალია. ბევრ ისეთ რამეს ამჩნევდა და წერდა, რასაც დღეს აიგნორებენ..

        ღმერთო, რამდენი დავწერე :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: