ქალაქ-სახელმწიფო ალექსანდრია

მიწისძვრებმა ჩაიარა,ამდენი წლის ნაშენები ხუხულასავით დაინგრა, I lose,but I don’t lose the lesson

ცუნამის საფრთხემაც გადაიარა და ეს-ესაა ქალაქ-სახელმწიფოში ЧП (чрезвычайное происшествие) დასრულებულად გამოვაცხადე

ალექსანდრია ძალიან უცნაური წარმონაქმნია,სახელმწიფოც კი არ ერქმის,რადგან სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს,უფრო სწორად ევროკავშირის ტიპის კონფედერაციაში,რომლის შტაბ-ბინაც ქავთარაძეზე,”მაღლივის” მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული…”ბენილუქსის”(ბელგია,ჰოლანდია,ლუქსემბურგი) დარად ამ გაერთიანებას “ალგალაქსი” ვუწოდე (ალექსანდრე,ლაშა,გიორგი)*

ალექსანდრია საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაა,ტერიტორიის ფედერაციული მოწყობით.

ფართობი: 188 სმ.

ნეტო: 78კგ

ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მინისტრთა საბჭო (ტვინი)

საბჭოს უცვლელი წევრები არიან,საგარეო საქმეთა მინისტრი,რომელიც არეგულირებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან(ლაშა,გიორგი,მეგობრები,სასიყვარულო ინტრიგები,ჯგუფელები) დავდაცვის მინისტრი,რომლის დაქვემდებარებაშიცაა სახელმწიფო არქივი,რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიხსნმება და სხვა “რესპუბლიკებს” ზიანს მიაყენებს 😛

განსხვავავებით გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან,შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსანდრიაში ძალოვან სტრუქტურას არ წარმოადგენს და სახელმწიფოში მხოლოდდამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებით (ტანსაცმელი,ბლა-ბლა-ბლა…) არის დაკავებული,შემოსავლების სამინისტროს ევალება ბიუჯეტის ანუ ჩემი ძმის მიერ გამოგზავნილი ფულის სწორად განკარგვა(ალბათ მინისტრს მალე შევცვლი,რადგან სახელმწიფო ხაზინაში გარღვევაა :S ) ასევე არსებობს განათლებისა და ზესაიდუმლო საგანგებო სიტუაციათა სამინისტო 🙂

სამინისტროების კოორდინირებულ მუშაობაზე პასუხისმგებელია,ავტონომიური სტრუქტურა, დაგეგმარების დეპარტამენტი

პარლამენტარებად იწოდებიან ისინი,ვისთანაც ალექსანდრია ემოციურ კავშირს ამყარებს,სამწუხაროდ,პერიოდულად გადახალისდებიან ხოლმე :user:

ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტებს წარმოადგენს,გულის სეპარატისტული რესპუბლიკის ინტეგრირება და მის ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობა,სადაც უსიამოვნო მოგონებებს დამარხავს,თუ არა დავემსგავსე ნაგვით მოფენილ ნეაპოლის ქუჩებს 🙂

კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ახალი სახე(ები),მათ შემოსვლას ჩემს თანამეგობრობაში გარე ძალებიც უშლიან ხელს,აქაოდა საკავშირო კანონები დაირღვევაო :user:

 

 

*-ჩემი roommate-ები 🙂

Advertisements

2 responses to this post.

  1. საგარეო საფრთხეებზე შედარებით ცოტა გიწერია 😀 არადა დღითიდღე ისე იძაბება სიტუაცია, როგორც 1914 წელს და ალბათ შენი სეპარატისტული რესპუბლიკის ლიდერს მალე რომელიმე ბანოვანი მოკლავს, ვითარცა ერცჰერცოგ ფრნაც ფერდინანდს და დაიწყება პირველი მსოფლიო ომი… ნეტავ ვინ დაგიდგება გვერდით, როგორც გერმანია ავსტრიას?! ნეტავ… 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: