სიკვდილი ვენეციაში

დღეს (და სერთოდაც არასდროს) ეს ასოციაცია არ გამიჩნდებოდა რომ არა ერთი პატარა ინციდენტი.”პატარაო” ვამბობ თუ არა ისე  ქართული, ნაკითხ-განათლებული სტუდენტობა-საზოგადოების დიდი ნაწილის,რეალურ სახეს გვიჩვენებს

ვინც მიცნობს ეცოდინება,წარმოშობით სამტრედიიდან ვარ და თბილისში მყოფ თითქმის ყველა სამტრედიელს ვიცნობ (ფუ რა სოფლელია (c) ვიღაც ვინც ახლა ჩემს ბლოგს კითხულობს) ერთმანეთს იშვიათად,მაგრამ მაინც ვხვდებით,ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი დღესაც მოხდა.

სულ ათნი ვიყავით,სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები,4 ბიჭი და 6 გოგო,პირველ,მეორე და მესამე კურსელები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო,ვიტყვი რომ საუბარი ფილმებზე ჩამოვარდა,ვთქვი რომ არ მომწონდა ვისკონტის ყველაზე გაპიარებული ფილმი “სიკვდილი ვენეციაში,რადგან…ვაპირებდი მეთქვა “ცდუნება” სჯობს,მაგრამ ვინ მაცადა?! ჩემს წინ 3 ბიჭი და 4 გოგო ერთბაშად წამოიშალა (დანარჩენი ორი ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდი) ტაში დამიკრეს,აქაოდა პიდარასტებს აგინებსო,იქ რომ დეფი ყოფილიყო ალბათ იტყოდა: “მე მიყვარს პიდარასტები” თუმცა ეს ახლა არაფერ შუაშია.

როდესაც გავარკვიე რომ მათ ჩემი სათქმელი არასწორად გაიგეს ახსნა დავუწყე (ეჭვი მაქვს აწი არასდროს არასად არ დამპატიჟებენ)

ქართულ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ,ასეთები დღეს “პიდარასტები” არიან და რადგანაც ჩვენში აგრესიის დიდი დოზაა, ყველაფერი “პიდარასტულად” უნდა შევრაცხოდ,რათა ჩხუბისა და ლაპარაკის საბაბი მოგვეცეს

მგონი უადგილოა ამ ფილმთან მიმართებაში ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი. “სიკვდილი ვენეციაში” ამ საკითხს კი არ ეხება, არამედ იმას რაც, როგორც ჩანს, ბევრისთვის ძნელად დასანახი და გაუგებარია,ტაძიო ქიმერაა, სილამაზის სიმბოლოა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც ხელოვნება

ჩემი აზრით მოთხრობაზე (და აქედან გამომდინარე, ფილმზე) დიდი გავლენა აქვს ანტიკურ ფილოსოფიას. მოთხრობაში

ტაძიო

საკმარისად ბევრგან არის ნახსენები ბერძნული მითები ტაძიოს და მისი სილამაზის ხაზგასასმელად. თვითონ სილამაზის და სიყვარულის გაგებაც ახლოსაა პლატონის (და არა მარტო) იდეებთან…

მოკლედ, თუ ანტიკური ფილოსოფია გვესმის, როგორც ჰომოსელქსუალობის  ქება-დიდება, მაშინ ეს მოთხრობაც/ფილმიც შეგვიძლია ესე გავიგოთ. კი ბატონო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც მეპარება ეჭვი “სიკვდილი ვენეციაში” ესეთი მარტივი იყოს…

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩემმა ოპონენტებმა ეს ფილმი დაიწუნეს,მოვიყვან ციტატას: “მისი პიდარასტული ბუნებაა”

ამავე ლოგიკით ჩვენ სოკრატეზე,არისტოტელეზე და კარავაჯოზე უარი უნდა ვთქვათ (დაიწვას!)

მაპატიეთ მეგობრებო,მაგრამ მე ჩემს თავს ამ ფუფუნებას ვერ მოვაკლებ

Advertisements

7 responses to this post.

  1. ჭეშმარიტი და პატიოსანი ალექს!.

    P.s. დღეს ფილმს ვუყურებდი და შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და ერთ-ერთ ქართულ მთავარ არხზე იყო სერიალი: “სად არის ელისი?” სიუჟეტი არ მახსოვს მაგრამ მაღალი ახალგაზრდა 30იოდე წლის მამრი ეუბნებოდა კლასიკურად ჩაცმულ მამკაცს: *სახელი არ მახსოვს* მიყვარხარ, როდესაც *სახელი არ მახსოვს* შენზე ლაპარაკობს მე მასზე ვეჭვიანობ.. მე შენ მიყვარხარ *რაც ერქვა*. ზოგადად დღევანდელ საზოგადოებაში არის მოთხოვნა რადიკალურად “განსხვავებულ” ადამიანებზე. არსებობებენ ადამიანები რომლებიც აგრესიით გამოხატავენ სიახლეს.. სავარაუდოდ შენი მეგობრები (შესაძლოა ჩემი ნაცნობები) ამ “კლას” განეკუთვნებიან, თუმცა არ არის ეგ საგანგაშო. (მე ამას ვამბობ!) Fringe’ს მე3სეზონის მე5სერიაში ითქვა: “ბუნება არ ცნობს კეთილსა და ბოროტს, ბუნებამ იცის მხოლოდ ბალანსი და დისბლანსი.”

    პასუხი

  2. მართალი გითხრა, როცა ეგ ფილმი კინოს სახლში ვნახე (შუიდან), კარგად ვერ გავიგე, მაგრამ “პიდარასტული” შეხედულებები ყველა მხრიდან მესმოდა 😀 არა უშავს, გამავალი სენია 🙂 პ.ს. ამბობებ წიგნი ბევრად უკეთესიაო

    პასუხი

  3. […] ეშინია დღეს ქართულ საზოგდოებას? ცივისელი ჰომოფობიის თემას შეეხო. ის  ამ […]

    პასუხი

  4. […] ეშინია დღეს ქართულ საზოგდოებას? ცივისელი ჰომოფობიის თემას შეეხო. ის  ამ […]

    პასუხი

  5. Posted by გიორგი on დეკემბერი 2, 2010 at 4:22 PM

    ვფიქრობ, ქართველებს დამახინჯებული წარმოდგენა აქვთ ჰომოსექსუალებზე (უმეტესობა საერთოდ ვერ არჩევს, ბი-, ტრანს-,ჰეტერო- და ა.შ სექსუალებს და ყველა “პიდარასტი” ჰგონია), ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა გეებს თუ მივცემთ საკუთარი ორიენტაციის გამომჟღავნების უფლებას – ცისფერები გამრავლდებიანო… უაზრობაა არა?!
    რატომღაც ლეზბოსელების მიმართ ნაკლები აგრესიაა, ალბათ იმიტომ რომ ქართველებს ვაჟ-კაცობა ის გონია თუ რამდენი ქალი გყავს შებმული…

    პასუხი

  6. სიყვარული გრუზინული გაგებით ვიღაცის გაქვეშმდებარებაა და მიდი ახლა შენ, იდეებზე და იდეალებზე ილაპარაკე და ამტკიცე რომ სილამაზე და სრულყოფილებისკენ ლტოლვაა, რაც ყველაზე ღირებულია ადამიანში და ა.შ. როცა ერთგანზომილებიან აღქმაში აუცილებლად მამაკაცმა აუცილებლად ქალი უნდა გაიქვეშმდებაროს, მერე კმაყოფილად ამოიხვნეშოს და სიყვარულიც ეგაა!

    PS. ეგ ფილმი რომ ვნახე იმავე დღეს ტაძიოს სურათებიანი ფოლდერი გაჩნდა ჩემ კომპში :დ

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: