ამერიკა! შვილი მინდა შენგან!

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, აშშ-ს სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში რიჩარდ ჰოლბრუკი , სიკვდილის შემდეგ, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დაჯილდოვდა.უახლოეს დღეებში გაიმართება თბილისის საკრებულოს სხდომა, რაზეც იმსჯელებენ, რომ დედაქალაქის ერთ-ერთ ქუჩას რიჩარდ ჰოლბრუკის სახელი მიენიჭოს.

არავის ეპარება ეჭვი,რიჩარდ ჰობრუკმა დიდი წვლილი შეიტანა საქართველო-ამერიკის ურთიერთობების კიდე უფრო გაღრმავებაში,მაგრამ ეს კაცი თავისი ქვეყნის პატრიოტი იყო და ჩვენ მისთვის შეერთებული შტატების ინტერესების რეალიზაციის ინსტრუმენტი ვიყავით.
გარდა ამისა რამდენი ამერიკელია,რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს ახალგაზრდა დემოკრატიის წახალისებაში და აქტიურად გვიჭერდნენ მხარს რუსეთ-საქართველოს ომის დროს? არ სჯობს ერთ ქუჩას ვუწოდოთ  “საქართველოსთვის წამებულ ამერიკელთა ქუჩა” და დავამთავროთ ეს გაუთავებელი დაარქვი-გადაარქვი? თუმცა ესენი ალბათ 100 000 მოწამეს გადააჭარბებენ და მაშინ ნახეთ თქვენ მმკ-ს აქციები,შიშით ალბათ მეტეხზე ვერ გავივლით.
პოლიწიკა მოულოდნელობებით არის სავსე,აგერ უკვე ირანთან ვათბობთ ურთიერთობებს და არ გაგიკვირდეთ თუ სულ მალე ტაქსისტისთვის მოგიწევთ თქმა, “ჰოლბრუკისა და ნეჯადის კუთხეში ხუთ ლარად გამიყვან?”
ღმერთმა დიდ ხანს აცოცხლოს მაკკეინი,მაგრამ მისი ღვაწლის გათვალისწინებით მინიმუმ “რუსთაველის” გამზირისთვის მოგვიწევს სახელის გადარქმევა, ამიტომ რუსეთუმეთა პროტესტი და არეულობა რომ ავიცილოთ თავიდან გირჩევთ სიმბოლური პანთეონი გავხსნათ ამერიკელი საზოგადო მოღვაწეთთათვის,ძია სემსაც მოვიმადლიერებთ და ჟოპოზიციასაც არ გავანაწყენებთ.
P.S. ისე “მკვდარი პუტინის” სახელობის ქუჩა ხო გაასწორებდა?

ბილისისფორუმისეულად

Advertisements

6 responses to this post.

  1. სხვათაშორის ამ საკითხზე მეც მიფიქრიაა. ასე ღრმად არა, მაგრამ… :))))) კარგი იყო:))

    პასუხი

  2. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოსო, ისე ამბობ, თითქოს ქუჩისთვის სახელის დარქმევა მარტო სიკვდილის მერე იყოს შესაძლებელი 🙂
    ბუშის ქუჩას შეხედე, ჩვენს სიამაყეს 😉

    პასუხი

  3. ჩვენც აგვეღუპა პრემიერი,მაგრამ არავის არ უწოდებია მისი სახელი არც ერთი ქუჩისთვის

    პასუხი

  4. მაიდანს ჰქვია, აი, იმას, ქე რომ პირველი კოსმონავტი იყო.

    პასუხი

  5. პატივის მიგებისთვის უკეთესი ფორმა ვერ შევიმუშავეთ და რას ვიზამთ!
    მე ისიც არ მესმის, რატომ უნდა გადაარქვან სახელი რომელიმე ქართველი მოღვაწის სახელობის ქუჩას. ჯიქიასა და ანა პოლიტკოვსკაიას მაგალითზე ვამბობ…
    არადა გვაქვს დოქის, შხეფის, გუთნის, ნიაღვრის, ვერცხლის, ექიმის, სკოლის, ტელეგრაფის, სანთლის და რა ვიცი, კიდევ რა უაზრო დასახელების ქუჩები. თუ მაინცდამაინც, იმათ გადაარქვან…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: