ჩვენ ვაუპატიურებთ ანგელოზებს

ცხოვრება გაცილებით რთულია ვიდრე ნებისმიერი ლამაზი და აღიარებული ფილოსოფიური დოქტრინა, ასე რომ ყველანი ეგზისტენციალისტებიც, იდეალისტებიც, გეები და ლესბებიც, პრეზიდენტებიცა და რომის პაპებიც, სელაპებიცა და დურგლებიც და აგრეთვე დანარჩენი უბრალო მოკვდავნიც ნერვების, ცხოველური ინსტინქტებისა და ამათ ზემოდან შოკოლადივით მოსხმული ინტელექტის ბასტარდი (სხვადასხვა სახეობის ან გვარის ორგანიზმების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავალი) გახლავართ, რომელთაც დაბადებიდანვე გვახვევენ საზოგადოებრივი მორალის ქურქში და გვაკომპლექსებენ რომ თუ ამ საცვალს გავიხდით შიშვლები დავრჩებით, ყველა ჩვენზე მოიშვერს თითს და დაგვცინებს. ალბათ ბევრს დასიზმრებია ასეთი სიზმარი. ამიტომაც ვიგონებთ ათასნაირ თეორიას თუ რატომ უნდა გვეცვას საცვალი, თუნდაც ის საკმაოდ ბინძური იყოს და შესამჩნევადაც ყარდეს.

არის შემთხვევები როდესაც ადამიანს მოუნდება გაიხადოს და გაშიშვლდეს საზოგადოების წინაშე,მისი ეს ნაბიჯი თუ სწორად აღიქვეს მას გენიოსად შერაცხავენ ან კიდევ გიჟად,გარყვნილად.

სწორედ ასეთი გაორებაა საზოგადოებაში ბალთუსის მიმართ.მის შემოქმედებას ბევრი პორნოგრაფიულს და პედოფილიურს უწოდებს, თავის დროზე, “ზნეობრივმა” პარიზულმა ელიტამ სწორედ ამორალურობისთვის გარიყა ბალთუსი. ჩემი აზრით კი ამორალური თვით ეს პარიზული ელიტა იყო, ადვილად დავრწმუნდებით ამაში თუ ბალთუსის ნახატებს,მის გოგოებს კარგად დავაკვირდებით.

დაუცველი და განწირული სილამაზე ეს არის ბალთუსის შემოქმედების არსი. აქ ლაპარაკია სილამაზის შეგრძნებისა და სექსუალური ლტოლვის დიქოტომიაზე. გოგოებს ის, რა თქმა აუნდა განზრახ ხატავს ეროტიკულად თუმცა, მხოლოდ იმისთვის რომ მან პარადოქსული ეფექტი მოახდინოს, რადგან იგი ამავე დროს ხაზს უსვამს მათ უმანკოებას. პარადოქსს ქმნის ის რომ გარყვნილება კი არ გამოედინება სურათიდან არამედ შეედინება სურათში. გოგოები თვითონ რომ ვერ აღიქვამენ, ვერ გრძნობენ თავიანთ ეროტიკულობას, ისინი აბსოლუტურად უმანკონი და გულუბრყვილონი არიან როგორც ასეთი (და ის რაც ეროტიკულად აღიქმება მხოლოდ და მხოლოდ მათი სხეულია) და მათი სილამაზე და იდეალურობა მათი მარტოობის და სევდის მიზეზია. მაგრამ ბალთუსი განზრახ აშიშვლებს თავის გოგოებს (რომლებიც მას იდეალურ არსებებად მიაჩნია და უყვარს ყოველგვარი ეროტიული ქვეტექსტის გარეშე) ავხორცი მზერის წინაშე. ეროტიული და პორნოგრაფიული კი სწორედ მათი მაყურებელის მზერაა და ეს არის მიზეზი მისი სურათების სევდიანი პათოსისა რადგან აქ იგრძნობა ამ გოგოების ტრაგედია, რადგანაც ის ეროტიულად დამუხტული მზერა მუდმივი წყევლისავით დაუწყებს დევნას ამ ანგელოზებს (როგორც მათ თვითონ ბალთუსი უწოდებს) და მის წინაშე ეს გოგონები ისეთივე დაუცველები იქნებიან როგორც ამ სურათებში – მნახველების მზერის წინაშე. სხვისი ავხორცი სურვილები მათ გარყვნის და მსხვერპლად შეიწირავს მათ ანგელოზურ არსს, ხოლო მათში როგორც ანგელოზებში ჩადებულ ზეციურ არქეტიპს არ შეუძლია შეეგუოს მათ ახალ სტატუსს ამიტომაც ისინი განწირულები არიან. ამიტომ ბალთუსის სურათები არამარტო სილამაზის გადმოცემის მცდელობაა, არამედ თანამედროვეობის კრიტიკაც, რადგან იმ საზოგადოებაში სადაც ეს სურათები პორნოგრაფიად აღიქმება თვითონ საზოგადოებაა გარყვნილი.

1908 წელს დაბადებული Balthazar Klossowski de Rola 2001 წელს გარდაიცვალა

Advertisements

10 responses to this post.

  1. ნუ, ამ ორი სურათით თუ ვიმსჯელებთ ,ხო აბა, რა არის ახლა ამში ისეთი პორნოგრაფიული და ეროტიულიო, ხო? ოდითგანვე ქალის სხეულს უდიდესი მხატვრები შიშველს ხატავდნენ, მაგრამ…
    რატომ არ დადე სხვა ნახატები, მაგალითად ’’გაშიშვლებული გიტარით” ან ”გოგონა ყვავით” ან ”ქეითის მორთულობა”(ზუსტად აღარ მახსოვს დასახელებები) ან ის,სექსის სცენა ორ ქალთან(ერთი აშკარად ბავშვი როა),ან ”გიტარის გაკვეთილი”—-ყველგან აქ რღაც უჩვეულო გაშიშვლება არაა? არაბუნებრივი თანაც,არაბუნებრივი პოზები.
    ორემ სიში[ლე არავის არ უკვირს ტილოზე, მთავარია რაღაც ავადმყოფურად არ გააშიშვლო ქალია თუ კაცი, და ბალთაზარის შემოქმედებაში ბევრ სურათს მართლაც ავადმყოფური შტრიხი აქვს.
    ეს პირადად ჩემი შეხედულებაა(ისევე როგორც ბევრი სხვის)

    პასუხი

    • და რომელიმე სურათში ბავშვს ნეტარი არ კმაყოფილი სახე აქვს? ხელოვნება ინდივიდუალურია და მის აღქმაში თავისუფალნი ვართ…თუნდაც ორი ქალის სურათი სადაც ერთერთი აშკარად ბავშვია,მა სახეებს თუ დააკვირდები ქალი კმაყოფილია ბავშვს კი ენით აღუწერელი გაოგნება ახატია სახეზე

      პასუხი

  2. აღქმაში თავისუფალნი ვართ—ო , მაგრამ აქ ”შიშველი” ფაქტრებია და რა კუთხითაც არ უნდა შეხედო, ყველა ერთნაირად აღიქვამს.
    უბრალოდ რა არის იცი,ტილო შეიძლება რაღაც გამაოგნრბელსაც გადმოსცემდეს, შემზარავსაც, მაგრამ არის რაღაც რაც არ გსიამოვნებს რომ ნახო,ყველაფრის ტილოზე გადატანა ხომ არ შეიძლება, თან ასეთი არარეალური სიტუაციებისა.ამიტომაცაა, ეს ნახატები რომ ასეთ ნეგატიურ შეფასებას იწვევენ.

    პასუხი

    • “Многие заявляют, что мои раздетые девочки эротичны. Я никогда не писал их с этой целью, это просто бы сделало их объектами для сплетен. Моя цель была точно противоположна – окружить их ореолом тишины и глубины, как бы создавая ощущение головокружения вокруг них. Вот поэтому я воспринимаю их как ангелов с небес или с другого идеального места, которое внезапно открылось и прошло через время, оставляя след изумления и очарования; или просто как икону.”

      პასუხი

      • ხოდა ზუსტადაც ავადმყოფური მიდგომაა, ან იმართლებს თავს , თავის ჭკუაში.მარკიზ დე სადი გამახსნდა– ჯერ რომ აწამებდა ბავშვებს და მერე ტკბილეულს აძლევდა და ეფერებოდა,მორიგი წამებამდე.
        უბრალოდ რაღაცით უნდოდა ინტრიგა გამოეწვია ალბათ და იმიტომაც დახატა ასეთი სერია (თან სულ გიტარის სერიაშია ხო?)

  3. ვეთანხმები პოსტის ავტორს, ამაზრზენი და პორნოგრაფიული იმ მაყურებლის მზერა უფროა ვინც ასეთად აღიქვამს ამ ნამუშევრებს… აი ზოგიერთ მის ნამუშევარში ეროტიკა აშკარად დევს, მაგრამ არა პორნოგრაფია…

    P.S. კარგი ნამუშევარია, მომეწონა… 😉

    პასუხი

    • Jazzmena -მირჩევნია ”ამაზრზენი და პორნოგრაფიული ” მზერა მქონდეს, და ჩემი აზრი გამაჩნდეს და ამასთან ერთად კარგის და ცუდის გარჩევა და ქვეტექსტის წაკითხვა ვიცოდე.

      პასუხი

  4. ცხოვრება გაცილებით რთულია ვიდრე ნებისმიერი ლამაზი და აღიარებული ფილოსოფიური დოქტრინა, ასე რომ ყველანი ეგზისტენციალისტებიც, იდეალისტებიც, პიდარ… მაპატიეთ… გეები და ლესბებიც,პრეზიდენტებიცა და რომის პაპებიც, სელაპებიცა და დურგლებიც
    იცი ამას რა ქვია ალექსანდრე??? სიძულვილის ენა !!! ამის გამო ნორმალურ ქვეყანაში დაგსჯიდნენ

    პასუხი

    • როგორ არ გეთანხმები, აქ არ არის სიძულვილის ენა,საიდან მოიტანე? გროტესკი გაგიგია? მგონი სიძულვილის ენისგან განსხვავდება 🙂
      პატარა ხარ პატარა ხარ პატარაააააა, გაიზრდები გაიზრდები აბა რააა :)))))

      პასუხი

  5. საინტერესო წერილია, ალექს. უბრალოდ მართლაც საინტერესოა გარემოების შერჩევა ცხოვრებაში, რადგან ყველაფერს თავისი დრო აქვს. რასაც შენ წერ თავისუფალი სულის შესახებ, ერთის მხრივ სწორია – ადამიანის ქმედებაში, თუნდაც სიშიშვლეში, უზნეობის დანახვა და ასოცირება რაიმესადმი, შეიძლება სწორედ ამ უკანასკნელის გარყვნილებაზე უფრო მიუთითებდეს (ასოციაციის გამო), ვიდრე იმ არსების, რომელიც წინასწარ განუზრახველად უბრალოდ გაიხადა, მაგრამ არსებობს ტენდენციები, მიდგომები, შეხედულებები, რომლის პირდაპირ დარღვევა უბრალოდ ცუდი ტონია და სწორიც არაა, რადგან ირიბად უკეთ ხვდება, ვიდრე პირდაპირ. ამიტომაა რომ ნებისმიერი ადამიანი რაიმეს განსჯამდე კარგად და ღრმად უნდა ჩაუფიქრდეს თავისი დამოკიდებულების მიზეზს და გაჰყვეს ამ მიზეზის საწყისს და შემდეგ დაიწყოს მსჯელობა. თუმცა ამისათვის, როგორც ზემოთ აღვნიშნე, საჭირო სულაც არ არის რაიმეს პროპაგანდა, არამედ უბრალოდ ცოდნა იმისა, რომ ირიბად უკეთ ხვდება მიზანს (ფარსმან სპარსი გამახსენდა) და ცოდნის წადილი ამა თუ იმ საკითხისადმი უფრო მეტია, ვიდრე გადაღეჭილი და პირდაპირ მოწოდებული ცოდნა.

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საინტერესოდ წერ.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: