შევჩუკი და ბუღაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის კურსს, სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია ბუღაძე გვიკითხავს, სწორედ მის ლექციაზე შედგა ჩვენს შორის ეს დიალოგი:

“-ვაღიარებ, მე შევხვედრილვარ  ბენედიქტ XVI-ს და მანამდე ივანე პავლე  II-ს”

“-აღიარებთ? რა დანაშაულია?”

“-დანაშაული არ არის,მაგრამ ბევრს არ სიამოვნებს ეს,ამიტომ არ ვამბობ”

არ ვიცი ახლა რას ასწავლიან,მაგრამ ჩემს დროს პირველი კლასის “დედა ენის” წიგნში ერთი საინტერესო ლექსი ეწერა, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, შემდეგნაირად ჟღერდა:

ონკანიდან წყალი მოდის
ატალახდა ჩვენი ეზო,
სუყველაფერს ხედავს კესო
სუყველაფერს ხედავს რეზო.

ორივენი ღია ონკანს
აუვლიან, ჩაუვლიან,
ხომ არაფერს აშავებენ,
მაინც დანაშაულია.

კარგი იქნებოდა ამ პატარა ლექსის მორალი ქართველ ხელოვანებს კარგად გაეთავისებინათ. ნეტა გამოჩნდება ვინმე, ვინც ღიად იტყვის, ქართველი ერი ცხვრებს დაგვამსგავსეს, იტყვის ვინმე რომ ბელადებს არ უნდა ვაღმერთებდეთ,რა მნიშვნელობა აქვს ის ჩვენი იქნება თუ სხვისი, წვერი ექნება მოშვებული თუ გაპარსული?

თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც არ ამბობენ “კა-გე-ბეს” გამოზრდილი ღიპიანი პოლიტიკოსები თუ ღიპზე ჯვარდასვენებული ყოფილი “კა-გე-ბე-შნიკები.”

როდესაც ქართველ ახალგაზრდებში ყველა პოპულარული ის ჯგუფია,რომელიც პოლიციას უმღერის, თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ჯონ ლენონის მსგავსად სიყვარულით თქვათ:

ჩვენ გვიყვარს !
ჩვენ გვიყვარს კათოლიკეები!
ჩვენ გვიყვარს  ბაფტისტები!
ჩვენ გვიყვარს რუსის ვანიებიც!
ჩვენ არ დავჭრით ბელადის მხილებისთვის!

გააკეთეთ ის,რასაც შევჩუკი აკეთებს რუსეთში.

 

Advertisements

2 responses to this post.

  1. Alexs axla vnaxe, dzalian mmagari postia… xandaxan sasiamovnod maoceb 🙂
    am leksis azri is aris rom ckali unda moketo anu danashauli amashia xvdebi mati 🙂 buRaZis sityvebma cota gamaoca Tumca kesoc da besoc da qlesoc dRes yvelafers bedaven

    პასუხი

  2. Posted by გიორგი on დეკემბერი 28, 2010 at 2:54 AM

    ალექსანდრე, შენნაირები რომ არ გვყავდეს რა გვეშველება; კარგია რომ ამ პოსტს მ.მ.კ არ კითხულობს თორემ “ცილს დაგწამებდა” ღიპზე ჯვარდასმული, გუპარსავი ბელადი ჩვენი პატრიარქიაო, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის. 😀 . ხალხს თუ აქვს ბელადებზე მოთხოვნილება, მაინც დაიკმაყოფილებს, ამიტომ ყველაფერი, ჩემი აზრით, განათლებაშია და არა წვერდაგრძელებული მღვდლის (ამ ბოლო ხანში განსაკუთრებით) უაზრო ქადაგებაში; ადამიანებს თუ სწორად მოვაწვდით ინფორმაციას, თუ მეტ განათლებას შევიტანთ გაურკვეველ საკითხებში, მემგონი უნდა გვეშველოს. ამიტომ, ალექს, შენ და შენაირების იმდედზეღა ვრჩებით.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: