ABC თეოლოგიაში

ქართული საზოგადოება, რომელიც სულ უფრო და უფრო დიდ ინტერესს ავლენს თეოლოგიური თუ პოლიტ-თეოლოგირი საკითხებისადმი, ხშირად ვერც ერკვევა სასულიერი იერარქიაში და ყველას ვისაც ანაფორა აცვია “მღვდლად” ან “მამაოდ” მოიხსენიებს, უფრო ჭკვიანებმა კი სასულიერო პირების სახელები ისწავლეს და მათ სტატუსს არანაირ ყურადღებას არ აქცევენ, ხშირ შემთხვევაში კი ეს გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.

მართ(ლ)მადოდებლურ ეკლესიაში დადგენილია მღვდელმსახურთა სამი ხარისხი: დიაკონი, პრესვიტერი(მღვდელი) და ეპისკოპოსი. ყველა ისინი იწოდებიან მღვდელმსახურად, თუმცა მათი სტატუსითა და გავლენით მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათგან ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი დიაკონია.

დიაკონი წარმოდგება ბერძნული სიტყვიდან და ნიშნავს „მსახურს“. ის ემსახურება ეპისკოპოსს ან მღვდელს ღვთისმსახურების დროს და საიდუმლოთა აღსრულებისას, მაგრამ თვითონ მათი აღსრულება არ შეუძლია.

დიაკვნის მონაწილეობა ღვთისმსახურებაში აუცილებელი არაა, ამიტომ ბევრ ტაძარში წირვა-ლოცვა მათ გარეშე აღესრულება (დიაკონს ხელფასს მრევლი უხდის, მცირე შემოსავლიან ეკლესიებში კი ამის საშუალება არ არის) ზოგიერთი დიაკონი იღებს პროტოდიაკვნის, ანუ პირველდიაკვნის ხარისხს. თუ პროტოდიაკონი ბერად აღიკვეცა, მაშინ მას არქიდიაკონს უწოდებენ.

მღვდელი, ანუ პრესვიტერი მეორე სამღვდელო ხარისხია. ეპისკოპოსის კურთხევით მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლო და საეკლესიო მსახურება, გარდა იმისა, რასაც მხოლოდ მღვდელმთავარი ასრულებს. შედარებით ღირსეულ და დამსახურებულ მღვდლებს ენიჭებათ დეკანოზის ხარისხი (მაგ: მმკ-ს ლიდერი დეკანოზი დავით ისაკაძე 🙂 🙂 🙂 ), მათ შორის აღმატებულს კი – პროტოპრესვიტერისა.

ეპისკოპოსი ეკლესიის უმაღლეს ხარისხს წარმოადგენს. ეპისკოპოსს ეწოდება აგრეთვე მღვდელმთავარი, ანუ მღვდელთა უფროსი. მას შეუძლია, აღასრულოს ყველა საიდუმლოება და საეკლესიო მსახურება. ეს იმას ნიშნავს, რომ ეპისკოპოსებს აქვთ უფლება, არა მხოლოდ აღასრულონ ჩვეულებრივი ღვთისმსახურება, არამედ ხელი დაასხან მღვდლებს, აკურთხონ მირონი, რაც მღვდელს არ შეუძლია.

სიწმიდის ხარისხით ყველა მღვდელმთავარი თანასწორია, თუმცა არიან თანასწორთა შორის უზენაესნიც, ასეთს მთავარეპისკოპოსის ხარისხი ენიჭება, ხოლო მასზე აღმატებულია მიტროპოლიტი.

მღვდელთმთავართა კრებულს პატრიარქი ხელმძღვანელობს.

Advertisements

5 responses to this post.

  1. ეგაა რა, თეოლოგიის საკითხებშიც გავხდი კომპეტენტური:)))) თუ “უფრო ჭკვიანი”?! როგორ არის სწორი ალექს?:))))

    პასუხი

  2. Posted by გიორგი on იანვარი 8, 2011 at 8:08 PM

    ევროკავშირის ბიუროკრატია ამ იერარქიის შემდეგ საბავშვო ზღაპრად მეჩვენება.

    პასუხი

  3. ლოლ, თეოლოგიის ანაბანა სასულიერო წოდებებია? ხუმრობ? მითხარი რომ ხუმრობ… :/

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: