ჩიპები და 66+6

შენი არ იცოდე და სხვისიც არ გაგაგონოს ღმერთმა (c) ებრაელ

ან მე რატომ ვიჭაჭები  ან ეს ესენი რატომ იკლავენ თავს? მეგონა ჩიპებმა და “მხეცის ნიშანმა” აქტუალობა დაკარგა, სამწუხაროდ ვცდებოდი, დღეს დილით ჩემი სკოლის ერთერთ მასწავლებელთან მომივიდა კონფლიქტი, მას დღემდე მტკიცედ სჯერა რომ ახალი ტექნოლოგიები მოასწავებენ ანტი-ქრისტეს გამეფებას, ამის დასტურად მან ბიომეტრული პასპორტები და ჩიპები მომიყვანა, თურმე მათი გამოყენების შემთხვევაში მხეცის ნიშანი 666 ავტომატურად აღგვებეჭდება შუბლსა და ხელზე.

მაშ ასე, ჩემო ძვირფასო მასწავლებელო, სინათლე თქვენს ფანჯრებში!

სოლომონის ტაძრის დროს ისრაელი ძლიერ სახელმწიფოდ ითვლებოდა და ყოველწლიურად ყველა სხვა ერი, ხარკის სახით, უხდიდა 666 ტალანტ ოქროს, ეს რამდენიმე ტონა ოქროს უდრის. 666 ეს არის მატერიალიზმის სიმბოლო, ამქვეყნიური სიმდიდრის. მარჯვენა ხელზე მხეცის ნიშანი, ნიშნავს საქმეს და შუბლი – ნიშნავს გონებას, იმ ხალხზეა საუბარი ვინც მთელი გონებით და საქმით მხოლოდ ამქვეყნიური სიმდიდრის მოპოვებას ცდილობს. მიუხედავად იმისა რომ კარგი ფანტაზიისა და წარმოსახვის უნარი მაქვს ბიომეტრული პასპორტები და ჩიპები მატერიალიზმის ამ სიმბოლოს ვერ დავუკავშირე.

ფაქტებს თუ კონტექსტიდან არ ამოვგლეჯთ დავრწმუნდებით მოცემული მსჯელობის სისწორეში, როდესაც მაცხოვარი უდაბნოში მარხულობდა,  ავმა სულმა  ცდუნება დაუპირა,  მან იესოს სთხოვა ქვა პურად გადაექცია, (მოუჴდა მას გამომცდელი იგი და ჰრქუა: უკუეთუ შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, თქუ, რაჲთა ქვანი ესე პურ იქმნენ-მათე, 4 3) ეს პირდაპირი მნიშვნელობით ხო არ უნდა გავიგოთ, პური აქაც მატერიალიზმის სიმბოლო არის (ახლა არ დამიწყოთ,”მამაომ ასე თქვა…”)

 თუმცა რაიონული სკოლის რიგითი მასწავლებლისგან რა გამკვირვებია, მაშინ როდესაც 7 იანვარს “კურიერი” და “ქრონიკა” მთელ საქართველოს ატყუებდნენ, თითქოსდა მთელი მართ(ლ)მადიდებელი სამყარო 7 იანვარს შობას აღნიშნავდა.

Advertisements

6 responses to this post.

  1. მეც ეგეთი მცდარი მოლოდინები მექმნება ხოლმე– რაღა დროს ესეთებიაო და უცებ გამოაჭენებენ რამე გულისგასახეთქ უმეცრებას

    პასუხი

    • ბნელა 😦
      უამრავჯერ ვთქვი რომ მეტჯერ აღარ “გავიჭაჭებოდი” და ბოლო ხმაზე აღარ ვიყვირებდი, ჩემი ყველა ოპონენტი მაინც ებრაელის დაწყევლილია და რაღა აზრი აქვს-მეთქი,მაგრამ მაინც ჩემსას ვგრძელებ :))))))

      პასუხი

  2. Posted by გიორგი on იანვარი 8, 2011 at 8:14 PM

    არ დანებდე ალექს 🙂 საქართველოში პირველად ნათურები რომ გამოჩნდა დაამსხვრიეს იმის შიშით, რომ ღმერთმა დღე და ღამე იმიტომ შექმნა ღამე უკუნეთი იყოსო (მემგონი შენ მითხარი ეს ამბავი, არა?!), იმედია მალე შეეჩვევა ბნელი ხალხი ტექნოლოგიურ სიახლეს და ეკლესიის წარმომადგენელთა უაზრო ლაილაის არ დაუგდებს ყურს. საერთოდ ასეთი მასავლებლები არ უნდა ასწავლიდნენ.

    პასუხი

  3. არ აყვე უბრალოდ კითხვები დაუსვი ხოლმე მშვიდად.
    და კიდევ, ძალიან მაონტერესებს უპასპორტოდ აპირებს ეგ მასწავლებელი ყოფნას?

    პასუხი

  4. “მარჯვენა ხელზე მხეცის ნიშანი, ნიშნავს საქმეს და შუბლი – ნიშნავს გონებას, იმ ხალხზეა საუბარი ვინც მთელი გონებით და საქმით მხოლოდ ამქვეყნიური სიმდიდრის მოპოვებას ცდილობს.”
    საინტერესო იყო: არ ვიცი, ეს პირადად შენი გააზრებაა თუ ვინმემ ახსნა ასე, მაგრამ, ფაქტია, მ ა რ ა დ ი უ ლ ი პრობლემისთვის მშვენიერი წერტილი გამოვიდოდა ამისგან 😀

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: