SUCKართველო on my mind

მრავალგზის წაგებულ და უამრავი ცოდვით დამძიმებულ სახელმწიფოს არა აქვს ნება და არც უნარი მოახდინოს საზოგადოების მოდერნიზაცია.

კოვბოის თავხედობით აღშფოთებული ულაყივით ხტუნავს ქართული საზოგადოება, თუმცა გასარკვევია ვინ ვის წვრთნის, მემარცხენეები მემარჯვენეებს თუ მემარჯვენეები მემარცხენეებს, მორწმუნეები ათეისტებს თუ ათეისტები მორწმუნეებს, ახლები ძველებს თუ ძველები ახლებს, ჰომოფოფები გეებს თუ გეები ჰომოფობებს…

თუმცა  SUCKართველოში, როგორც ყველაფერი იდეოლოგიებიც დამახინჯებულია, ქართულ ლიბერალიზმს თვით მშობელი მამა ვერ იცნობს. არ მინდა ისეთი ქვეყანა სადაც ნეოლიბერალიზმი “ილია II კაგებეშნიკის” ძახილს ნიშნავს, მემარცხენეები კი ეკლესიების ნგრევით გვემუქრებიან.

არ მინდა ვიყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელშიც “მამაოს შეუცდომლობის დოქტრინა” სუფევს, ცხოვრებაზა გაბრაზებულები კი თავს ათეიზმის ქოლგას აფარებენ,რომელიც ესე ფართოდ არის გაშლილი ვირტუალურ სივრცეში ( რეალურში გაშლი და ისაკაძე უკანვე გაგთხრის )

არ მინდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეზე ვარაუდებს გამოთქვამენ,თუ რამდენ სანტიმეტრიანი ფალოიმიტატორი ედო პირში და ამის გამო მის კომპეტენციას პედაგოგიკაში ეჭვქვეშ აყენებენ. SUCKართველო არის ქვეყანა სადაც არ არსებობს გეი კულტურა,თუმცა მძვინვარებს ჰომოფობია.

მთელი ერი ერთხმად აღშფოთდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა სიტყვებზე “დედა” და “მამა” ეს საკითხი კვლავ დაბა ჩხოროწყუს ბირჟის დონეზე განიხილეს და აქცენტები იმაზე კი არ გაკეთდა რამდენად უაზროა მშობლების დანომვრა (თუნდაც იმიტომ რომ ძნელი გასარკვევია ვინ არის #1 და ვინ #2) არამედ ვიხილეთ გურჯული წიაღსვლები, თუ როგორი “არასრულფასოვანი’ იქნება არაჰეტეროთა ოჯახში გაზრდილი ბავშვი, საქართველოში ხომ სრულფასოვნების ეტალონები გვყავს, მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი რად ღირს, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ ჟიმავს საკუთარ დედას ვერბალურად, აღარაფერს ვამბობ ქართველ გოგონებზე,რომლებიც სექსის გამო თხოვდებიან და ქმრისგან მათ ცემას სიყვარულის გამოვლინებად თვლიან. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში.

კიდევ რამდენი კუნტრუშ-შლიგინი დასჭირდდბა ულაყს დასამშვიდებლად, ჩორთზე გადასასვლელად და შედეგად სასარგებლო ძალად გადასაქცევად,არავინ იცის.

მანამდე კი, ღმერთო დალოცე ამერიკა!

Advertisements

31 responses to this post.

  1. cudia rom aseti rame xdeba saqartveloshi. magram samshoblos ar ircheven! Chven varT momavali taoba, chven unda shevcvalot Cveni eri, chven unda vxvdebodet ra aris kargi da ra cudi da unda shegvedzlos problemebis mogvareba. yvela rom gaqcevaze fiqrobt saqartvelos vis utovebT? tu ar gecodebat samshoblo? romelic rogoric ar unda iyos chvenia! roca xedav rom shenians uChirs dzirs agdia da talaxshia amosvriil unda wamoayeno fexze, daexmaro da gaasuftavo. bodish vixdi Tu vcdebi magram.. me ase vfiqrob.

    პასუხი

  2. ისა, და, ძნელი გასარკვევი სულაც არ არის რომელია ნომერ პირველი და ნომერ მეორე მშობელი. ჩემი აზრით, არაფერია ამაზე უფრო მარტივი მისახვედრად.
    მე მაგალითად, ეგ დანომვრა არ მომეწონა, ადამიანებზეა საუბარი თუ საცდელ ვირთხებზე?
    ჰუმან ეი, ჰუმან ბი… WTF!
    დანარჩენში გეთანხმები. და, ვინ იცის, კიდევ რამდენი რამე შეიძლება მანდ დაემატოს, თუ რატომ ”აღარ მინდა” საქართველო….

    პასუხი

  3. მშობელი და მშობელი, ან შამქმნელი და შამქმნელი :))))))))))))))))))

    პასუხი

  4. unlike სად აქვს ამ პოსტს??
    ბლოგერობაზე და ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანი, როცა ამბობ, რომ არ ხარ ჰომოფობი და იდეაში პროგრესულობისკენ გაქვს პრეტენზია, და, როცა დისკრიმინაციას იდეაში უარყოფ, ეს პოსტი უბრალოდ კონფორმიზმის და ვაზელინიზმის განსახიერებაა, როცა წერ “მთელი ერი ერთხმად აღშფოთდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა სიტყვებზე “დედა” და “მამა” ეს საკითხი კვლავ დაბა ჩხოროწყუსო”!!!
    ამას არ ვწერ მარტო იმიტომ, რომ ზუსტად მე, რომელსაც, როგორც იცი ძალიან კარგად მინცობ, ვარ ზუსტად წარმოშობით შენ მიერ ხსენებული დ ა ბ ა ჩ ხ ო რ ო წ ყ უ დ ა ნ. ყველაზე დიდი მიზეზი ჩემი გაღიზიანების ის არის, რომ ეგეთი რამის დაწერაც თვითონ დისკრიმინაციაა… აბა დაფიქრდი ბატონო ალექსანდრე 😉

    პასუხი

    • დაბა ჩხოროწყუს ხსენებაზე ექსკლუზიური უფლება გაქ? რა შუაშია კონფორმიზმი? ნონკონგორმიზმი რომ გეთქვა კიდე ჰო.
      ვინ შევურაცხყვე ამით დაბა ჩხოროწყუს მოსახლება? ამით მე ბირჟაზე მდგომი ხალხი მოვიხსენიე და ბირჟავიკობა თუ დისკრიმინაციაა დაე!

      პასუხი

      • თუ ბირჟაბიკობისთვის გინდოდა ხაზის გასმა, კონკრეტული ადგილი არ უნდა გეხსენებინა!!! შენ ადგილს გაუსვი ხაზი და არა ფაქტს!!!
        ანუ ჩხოროწყუს გაუსვი ხაზი და არა ბირჟავბიკობას!!!

      • მადლობ რეცენზიისთვის.
        ბირჟა ყველგან ბირჟაა და წაკითხული ტექსტის გააზრებასთან თუ პრობლემა გაქ ჩემი პრობლემა არაა

  5. ჰოდა თუ ყველგანაა ბირჟა, მაშინ უდნა დაგეწერა რომ რომელიმე ბირჟის დონეზე განიხილეს ეგ სახითხი და არა კონკრეტულად დაბა ჩხოროწყუსი!!! აი ეგ არის დისკრიმინაცია!!!

    პასუხი

  6. ვაშაკიძე,ხანდახან მგონია რომ ამ პოსტებს სხვა გიწერს 😀
    აქ დალაგებული ადამიანი ჩანხარ,რომ არ გიცნობდე..
    ოთხჯერ გაქვს ნახსენები არ მინდა, არ მინდაო აბა რა ჩემი ფეხები გინდა?რას აკეთებ რომ რაც გინდოდეს ის იყოს? მაგრები ვართ ნახევრად სნობურ გამოხტომებში, შეშფოთებული სახეებით ვლანძღავთ “ჩამორჩენილ” საზოგადოებას და ვწყვევლით დღეს აქ რომ დავიბადეთ, ვითომ ჩვენ რამეთი განსხვავდებოდეთ დანარჩენი საზოგადოებისგან, არა, მაინც რას აკეთებ სიტუაციის შესაცვლელად? ფეისბუკის “ელიტაში” რომ ეკვეტები მაგით ხომ არ აპირებ რამეს?
    პ.ს. ისე ჩხოროწყუ რამ გაგახსენა შე მაწაკო?

    პასუხი

    • თინა ჯერ შენ არაფერი იცი

      პასუხი

      • ჰმ! რა არ ვიცი? დააკონკრეტე, ამხანაგო!
        თორე ისე დებილი გამომიყვანე და ეგაა..

      • გოგუა ამოვშალე, თემასთან დაკავშირებული პირადი მიმოწერა საჯარო გახადა და ის საქმე შეიძლება ცალ-ცალკე გავაკეთოდ, მოკლედ ჭანკოტაძესა და შენ საღამოს სკაიპში გიბარებთ

  7. თუ თქვენს შორის შავმა კატამ გაირბინა, ჩხოროწყუს ხსენება შეიძლება მეც ეგრე მიმეღო, მაგრამ ამ შემთხვევაში მე ეგ ადგილი ისე მივიღე, როგორც თემის (რაზეც პოსტშია ლაპარაკი) ჭორის დონეზე განხილვა, თუმცა მაინც ზედმეტი იყო დაკონკრეტება, რადგან ყველგან ეგრეა.
    P.S. ვაშაკიძე, შენი მოწოდების გამო არ მგონია ვინმემ მას განმეგობრება გაუგზავნოს და გოგუა, შენ კიდევ პოსტებს წაკითხვამდე ნუ მოიწონებ.

    პასუხი

  8. ხო, ვისწავლე, რომ სანამ ბოლომდე არ ჩახვალ პოსტი არ უნდა მოიწონო 🙂

    პასუხი

  9. აა, ე.ი. მე და ჭანკოტაძე შენს ბანაკში ვართ?
    იქნება და მე გოგუას ბანაკს ვირჩევ? 😛
    არა, მაინც რა სულელები ხართ, ბავშვებო 😀

    პასუხი

  10. თუ არ გინდა ასეთ საქართველოში ცხოვრება– გამოსავლის მოძებნა არ გაგიჭირდება.პატივი ეცი ადამიანებს ვინც შენსავით არ ფიქრობს და კრიტიკის უფრო “ლიბერალური” ფორმაც მოიძებნება მგონი. suck–ში შენი მენტალური სამშობლო მოიხსენიე თუ შეიძლება.

    პასუხი

  11. ყველას ყველაფერი ვერ მოეწონება ეს მარტივია,ყველას,რომ ერთნაირი გემოვნება გვქონდეს მაშინ ცხოვრებას რაღა აზრი ექნებოდა? ხო გაგიგია “რამდენი თავიცაა იმდენი აზრიაო” ნუ ეხლა გააჩნია ეს აზრი ჯანსაღია თუ არაჯანსაღი. 🙂 ვიღაცას რაღაც მოწონს ვიღაცას არა.
    მე გირჩევ,რომ ჯანსაღი აზრი და კრიტიკა მიიღო და გაითვალისწინო და სადაც არაჯანსაღი აზრი იგრძნობა უბრალოდ დაიკიდე,ე.ი. შურთ შენი კარგად ,რომ წერ :)))
    +1 ხმა ჩემგან! 🙂

    პასუხი

  12. პრობლემა უვიცობაშია და დიდი დტრაგედია, განათლების მიუღებლობაში: ზოგიერთ ქართველს ჰგონია – თუ ბავშვი არატრადიციული ორიენტაციის ოჯახში გაიზრდება დამახინჯებული ფსიქოლოგია ექნებაო (ამ თემაზე საუბარი ჩემს მეზობელთან მქონდა სოფელში), მაგრამ ბავშვების ფსიქოლოგია ოჯახურიძალადობით რომ შეიძლება დამახინჯდეს იმაზე არაფერს საუბრობენ. მაგრამ თუ გაათვიცნობიერებ და ეტყვი რომ გეებჰის წყვილს ისეთივე უფლება აქვს (ქართველები რატომნღაც იშვიათად განიხილავენ ლესბოსელებს) ჰყავდეს შვილი და ისეთივე გაიზრდება როგორც (მათთვის) ჩვეულებრივ ოჯახში, გიპასუხებენ:
    -რა სისულელეს ამბობ, არა აქვს უფლება ბავშვებს აღიზარდონ ქალისა და მამაკაცის მიერ შექმნილ ოჯახში, გეებთან ბავშვი გეი გამოვაო.
    და ათასგვარი სულელური არგუმენტები რატომ არ უნდა იყოს ბავშვი გაშვილებული არატრადიციულ ოჯახზე.
    ქართველების პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ჰგონიათ ყოვლისმცოდნეები ვართ; მაგალითად, ჩემი მასწავლებელი მიყვებოდა:
    “ამერიკელებთან შედარებით ჩვენ ჭკვიანები ვართ (ნეტა რაში?!) ჩვენ მათემატიკაც ვივით (უმეტესობამ გამრავლების ტაბულა არ იცის), ისტორიაც (ვინ იყო დავით აღმაშენებლის მამა ის არ იციან) ლიტერატურაც (ალბათ, მხოლოდ ქართულს გულისხმობენ უცხოელები ხომ მწერლები არ არიან, ბობლოსდაბოლოს ჩვენ ვეფხისტყაოსანი გვაქვს 🙂 ) გეოგრაფია (მაგრამ რიონი აღმოსავლეთ საქართველოს მდინარე ჰგონიათ) და ყველაფერზე გვაქვს წარმოდგენა (მაგრამ სარკოზი ცოლს გაშორდა და ბრუნი მოიყვანაო უკვირთ პრეზიდენტ გააკეთაო?!)”
    მართალი გითხრა, სწორია – ჩვენს ინტელექტზე დამახინჯებული წარმოდგენა გვაქვს და ეს კომენტარი ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმ, რომ წაიკითხოს მეტყვის: შენ საქართვეწლო არ გიყვარს, ქართველებს ვერ იტან.
    მე კი ვუპასუხებ:
    რომ ვერ ვიტანდე უბრალოდ გავატარებდი ამ ფაქტებს და გულიანად გავიცინებდი.

    პასუხი

  13. მამაოს შეუცდომლობის დოქტრინა” , qmris moxvedrili mushti siyvarulistvis :), “ილია II კაგებეშნიკის” ძახილს ნიშნავს, მემარცხენეები კი ეკლესიების ნგრევით გვემუქრებიან. ateizmis qolga….. da sxva, getanxmebii magram, . SUCKართველო არის ქვეყანა სადაც არ არსებობს გეი კულტურა,თუმცა მძვინვარებს ჰომოფობია. magram gei kultura ar minda namdvilad 🙂

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: