პასუხის პასუხი “ლიბერალის” ჟურნალისტის ცილისწამებაზე

სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირდა ამ თემაზე სერიოზულად საუბარი, რადგან საკითხი იმდენად ნათელი და ყველასთვის გასაგებია არ მეგონა თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება მომიწევდა, თუმცა დღეს დილით  “ლიბერალის” საიტზე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, გამოქვეყნდა გიორგი კიკონიშვილის პოსტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტური ცილისწამებისა და სიცრუის ეტალონად.

პოსტის დასაწყისშივე მოყვანილია ციტატა,რომლის ინტელექტუალურ საკუთრებასაც ავტორი მე მაბრალებს. უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი რამ მართლაც დავწერე, Facebook-ზე, გიორგი კიკონიშვილის კედელზე, თუმცა იქვე მეწერა რომ ეს ფრაზა ეკუთვნოდა ცხონებულ ბაბუაჩემს. კარგი კაცი იყო ბაბუაჩემი თუმცა კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდილი და მასების ნება უზენაესად მიაჩნდა, მე კი არსად მითქვამს რომ კარლ მარქსის შეხედულებებს ვიზიარებ და კიკონიშვილმაც მშვენივრად იცოდა რომ მე და ბაბუაჩემი ერთი და იგივე პიროვნება არ ვართ, თუმცა ალბათ ჩათვალა, რომ ჩვენს ოჯახში სუბორდინაცია მკაცრად არის დაცული და მე უფროსების აზრებს უაპელაციოდ ვიღებ. “ლიბერალის” ჟურნალისტის საქციელი შეიძლება შევადაროთ იმ ადამიანების ქმედებას, რომლებმაც გიგა ზედანიას მარქსისტობა დასწამეს, დავით პაიჭაძის გადაცემაში გამოთქმული აზრის გამო (რაღა დროს მარქსია (c) ილია II) თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო მძიმეა, რადგან სტატიის ავტორი, სრულიად შეგნებულად, სხვის სიტყვებს მე მაბრალებს (ის სხვა თუნდაც ბაბუაჩემი იყოს).

სწორედ ამ ფაქტს მოყვა ჩემი კომენტარი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ტრაკშია, აქამდე არც “რუსთავი2” და არც “იმედი” არ ცვლიდნენ ფაქტებს, მხოლოდ  მათ ინტერპრეტაციას ახდენდნენ მათვის სასურველ კონტექსტში, ჟურნალმა “ლიბერალმა” კი ფაქტის დამახინჯება მოახდინა, რაც პირდაპირი დარღვევაა ჟურნალისტიკის პრინციპებისა და წარმოადგენს ცილისწამებლურ ქმედებას.

გავყვეტ სტატიის ტექსტს.

მეორე ხაზზე მოყვანილი აქვს ჩემი მეგობრის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კიკონიშვილის განმარტება სიტყვა “ქსენოფობიაზე” არ არის ადექვატური მასაში მის აღქმასთან.  ამის გამო სტატიის ავტორს გაკრიტიკებული ჰყავს ამ სიტყვების მთქმელი, რადგან საზოგადოება ასე არ აღიქვამს სიტყვა “ქსენოფობიას” ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდა გავიგოო.

ამას ყურადღებას არ მივაქცევდი რომ არა, ღრმადპატივცემული კიკონიშვილის, ტოტენჰოტური ლოგიკა. (ტოტენჰოტი არის აფრიკის ტომის სახელწოდება, რომელთა კრედოსაც წარმოადგენს “თუ მე წავართვი სხვას ცოლი კარგია,თუ მე წამართვეს-ცუდი”) სტატიის დასაწყისში ავტორი გამოდის მასობრივი აღქმის წინააღმდეგ, ბოლოს კი საზოგადოებაში არსებული სტეორეოტიპისა და ამავე მასობრივი აღქმის გამო აკრიტიკებს კონფორმისტებს. საქმე ან შინაგან წინააღმდეგობასთან ან უცოდინრობასთან ან კიდევ გააზრებულ დემაგოგიასთან გვაქ, ალბათ დამეთანხმებით,რომ პირველიც, მეორე და მესამეც დასაგმობია.

რადგან გიორგი კიკონიშვილი არ იზიარებს და არ ეთანხმება ხალხში მიღებულ დეფინიციას და მოითხოვს მის უფრო ღრმა ანალიზს,  ვთხოვ ნუ გამოიჩენს ორმაგ სტანდარტებს და სიტყვა “კონფრომისტიც” გამოიყენოს დადებით კონტექსტში (მის სტატიასა და კომენტარებში კი ამ სიტყვას უარყოფითი დატვირთვა აქვს). მხოლოდ ხალხში მიღებული შეხედულებით არის “კონფორმისტი” უარყოფითი შინაარსის მატარებელი, მისი ზუსტი, სოციალოგიური დეფინიცია კი,რომელიც მელტონმა მოგვცა,გულისხმობს ჯანსაღ საზოგადოებას,რომელიც ვერ იარსებებს კონფორმიზმის გარეშე, რადგან კონფორმიზმი მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს  კანონებისა და კონსტიტუციის ერთგულებას (თუმცა გიორგი კიკონიშვილმა თავადვე თქვა რომ არ უყვარდა სოციოლოგიის ლექციები,სადაც მსგავსი რამ უნდა ესწავლა, არ იყო საჭირო რომ ეს აღენიშნა, ისედაც ეტყობა)

შემდეგი ბრალდება იყო, თითქოს მე ავარიდე თავი დებატებს-ეს არის ტყუილი, რადგან თითქმის მთელი დღის კამათის შემდეგ მე ვერ მივიღე პასუხი ელემენტარულ კითხვაზე, არის თუ არა თბილისის “დინამოს” დონეზე ითამაშა ფეხბურთი, ქსენოფობიური სამტრედიის “ლოკომოტივის” მიმართ? არის თუ არა გამოთქმა ევროსტანდარტებს გაუთანაბრდა ქსენოფობიური არაევროპული სახელმწიფოების მიმართ? ცოტა ხანში კი Facebook-ზე დამბლოკა, საზოგადოებამ გადაწვიტოს ვინ გაურბის დებატებს ის, ვისაც ბლოკავენ თუ ის, ვინც დაბლოკეს?

ადამიანი,რომელიც მე მაკრიტიკებდა “ბირჟის” ინსტიტუტის დისკრედიტაციაში (თუნდაც დაბა ჩხოროწყუს ბირჟის ან ელიავას, რა მნივნელობა აქვს) თვითონ უწევს დისკრედიტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამის ერთადერთი გასასამართლებელი არგუმენტი მისი პირადი დაკვირვებაა.

ბოლოს რაც გიორგი კიკონიშვილმა დამაბრალა ის იყო,რომ მე მიხაროდა ჩემს ბლოგზე ვიზიტორთა დიდი რაოდენობა,რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღინიშნება. მაპატიე ბატონო გიორგი რომ ვიჩენ ადამიანურ სისუსტეს და მიხარია 🙂

პოსტის ბოლოს კვლავ ვიმეორებ, ერთადერთი რის გამოც კიკონიშვილის სტატიას ყურადღება მივაქცია, იყო ის რომ გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალის” საიტზე. “ლიბერალს” ვურჩევ გადაამოწმოს მასალები მანამ სანამ გამოაქვეყნებდეს.

Advertisements

21 responses to this post.

  1. Posted by ანდრო on თებერვალი 6, 2011 at 1:38 PM

    აღშფოთებული ვაშაკიძე:))) ბიჯო თითქოს თავის მართლებას სგავს შენი ეს პოსტი, არადა ზოგი რამ უნდა გაატარო;)

    პასუხი

  2. პირველ რიგში აღნიშნული სტატია/პოსტი გიორგის თავის ბლოგზე რომ გამოექვეყნებინა უფრო კარგი და მართებული იქნებოდა, ამას ნაბიჯს ვერანაირად გავამართლებ.

    მეორე – შენი როგორც ბლოგერისთვის სწორედ რომ ვიზიტორები ანუ შენი მკითხველები მნიშვნელოვანია და შესაბამისად ყურადღებას აქცევ თუ რამდენმა წაიკითხა/მოიწონა/არ მოიწონა/გაიზიარა შენი პოსტი.

    პასუხი

    • შენი როგორც ბლოგერისთვის სწორედ რომ ვიზიტორები ანუ შენი მკითხველები მნიშვნელოვანია და შესაბამისად ყურადღებას აქცევ თუ რამდენმა წაიკითხა/მოიწონა/არ მოიწონა/გაიზიარა შენი პოსტი.
      ამის გამო გამაკრიტიკა 🙂 ჰოდა ბოდიშით ადამიანურ სისუსტეებს რომ ვიჩენ და მიხარია-მეთქი 😦

      პასუხი

      • ეს არ არის ადამიანური სისუსტე, ეს არის ის რომ შენ შენი მკითხველი გაინტერესებს და ყურადღებას აქცევ რა მოსწონს და რა არ მოსწონს შენ ბლოგზე 🙂

      • რა თქმა უნდა, ბლოგსაც მაგიტომ ვაცოცხლებ და ვთვლი რომ ეგ ბრალდება კიდევ ერთი ნიმუში იყო უსუსური დემაგოგიისა, დაბლოკვა კი იმას ნიშნავდა რომ არგუმენტები გამოელია 🙂

  3. არ მოგბეზრდათ?
    ეს ჟურნალისტების კი არა,. პატარა ბავშვების კინკლაობას ჰგავს.
    და მართლაც უკეთესი იქნებოდა ის პოსტი კიკონიშვილს საკუთარ ბლოგზე დაედო და არა ლიბერალზე.

    პასუხი

  4. ვაშაკიძე, “საზოგადოებამ გადაწვიტოს ვინ გაურბის დებატებს ის, ვისაც ბლოკავენ თუ ის, ვინც დაბლოკეს?”
    ამ ლოგიკით თუ მივყვებით, გაიხსენე, ვინ წამშალა მეგობრებიდან გუშინ, მგონი ეგ შენ იყავი ხო?

    პასუხი

    • შენთან მე დებატები არ მქონდა, შენ საერთოდ მეგობარი იყავი და წაშლის მიზეზი ეს იყო და არა პოსტი, ეგ რა შუაშია?

      პასუხი

  5. და საერთოდ, ეს კონფლიქტი საიდან წარმოიშვა გაიხსენე და მიხვდები რატომაც

    პასუხი

  6. ისე ერთი რჩევა მინდა მოგცე(თ),როდესაც წერ რაღაც სტატიას იქ ცალკეულ სიტყვებს ვინ როგორ გაიგებს რატო გაინტერესბს? ან იმის აღქმას ვინ როგორ გააკეთებს თავისი ნებაა,ვიღაცა რაღაცას ცუდად მიღებს ვიღაცა არა..ამიტომ შენ წერე და ვიღაცას მოეწონება და ვიღაცას არა.(ასევე ვიღაცა ,როდესაც დაწერს სენც ანალოგიურად ან მოგეწონება ან არა)ამის გამო არაა აუცილებელი დუელი.
    იყავით ეხლა ესე და უგზავნეთ ერთმანეთს პასუხის პასუხები…

    პასუხი

  7. კარგია რომ შენი პოსტი შენს ბლოგზეა:)
    არ ვიცი რაზეა საუბარი მაგრამ ერთიც ვიცი ლიბერალის ბლოგები რატომ გადაიქცა ამ პიროვნული დაპირისპირების არენად ვერ ვხდები 🙂

    პ.ს მარქსს არ შეეხოთ ჩემი !!! :დ
    ან თუ შეეხებით მიახლოებითი წარმოდგენა მაინც გქონდეთ 🙂 (რაც დარწმუნებით ვიცი რომ იგივე კიკონიშვილს საერთოდ არ აქვს)

    პასუხი

    • პრინციპში “არა ტაბულას” შემდეგ რა უნდა გამიკვირდეს?
      რაც შეეხება მარქსს, მგონი კიკონიშვილზე უკეთ ვიცნობ, თუნდაც იმიტომ რომ ჭანკოტაძესთან ვმეგობრობ და ბაბუაჩემი მართლა მარქსისტი იყო:))))

      პასუხი

  8. Posted by ანდრო on თებერვალი 6, 2011 at 4:32 PM

    aq komentarebis dalaikeba ar xdeba?:))))

    პასუხი

  9. ლიბერალის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მგონი მართებული არაა. კიკონიშვილი, რამდენადაც ვიცი, ლიბერალის არა ჟურნალისტი, არამედ ბლოგერია. პოსტი – სტატია, ჟურნალისტი – ბლოგერი ერთმანეთისგან განსხვავდება. რედაქტორები ბლოგებში კორექტივებს თუ შეინატენ, რაღა გამოვა ))
    და ის პოსტი ისე იკითხება, კაცი-შვილი ვერ მიხვდება, ვის შესახებაა.

    პასუხი

  10. მარქსთან შეხება ნახევრად ხუმრობით დავწერე 🙂 არ დამავიწყდება ერთ-ერთი ბლოგერის ნაწერი წავიკითხე სადღაც ერთი თვის წინ, ჭკვიანური სტილით წერდა მარქსმა დაადგინა ქალი კუხნაში უნდა იყოსო 🙂 ვითომ არაფერი უბრალო სისულელეა მაგრამ ამ თინეიჯერს მომავალ ჟურნალისტობაზე აქვს პრეტენზია და ალაჰმა დაგვიფაროს და ერთ ორ ლიბერალს რომ დაუმეგობრდეს და თვითპიარი კარგად დაამუღამოს საკუთარი სვეტი ექნება რომელიმე ჟურნალში …

    ისე კი შენს პოსტებში ის მომწონს რომ იგივე შენი ოპონენტიდან განსხვავებით გუწრფელი ხარ და სულაც გკიდია დაიჭირო მოდური ტენდენცია აქაოდა პოპულარული გავხდეო 🙂 ჩვენს ვირტუალს დღეს ყველაზე მეტად გულწრფელობა აქლია, გულწრფელობა და არა ოებიქტურობა რომელიც რატომღაც ყოველთვის მოდური იდეეების გადამღერებაა:)

    პასუხი

  11. […] ცივისელი’s Blog Posted by ადმინისტრატორი at 1:30 pm Tagged with: პასუხი, პასუხის, ჟურნალისტის, ცილისწამებაზე, “ლიბერალის” […]

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: