ფემინისტიც შეიძლება იყოს ქრისტიანი

რამდენიმე დღის წინ, ჩემს ფემინისტ მეგობრებს ვეკამათებოდი, რომლებიც თავგამოდებით მიმტკიცებდნენ,რომ ქრისტიანული სარწმუნოება დისკრიმინაციულია ქალთა მიმართ და მამაკაცს უპირატესობას ანიჭებს. ამ მოსაზრების დასამტკიცებლად მათ პავლე მოციქულის სიტყვები მომიყვანეს, სადაც ის ამბობს: ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25)

ბიბლიაში ყოველ სიტყვას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს და მისი კონტექსტის გარეშე განხილვა დაუშვებელია, თუ წმიდა წერილის სიტყვებს ცალკეულად განვიხილავთ შეიძლება მივიდეთ იმ დასკვნამდე,რომ ადამიანებმა უნდა ისისინონ და თან მტრედებივით კვერცხები დადონ (იყვენით უკუე მეცნიერ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი (მათე 10:16) ) დაახლოებით ბიბლიის მსგავს, აბსურდულ გაგებასთან გვაქვს საქმე,როდესაც პავლე მოციქულის ეპისტოლეს ეფესელთა მიმართ,სადაც ის ქალებზე საუბრობს,პირდაპირ ვგებულობთ.

პავლე მოციქულის სიტყვების ჭეშმარიტ არსს (სადაც ის ქალებს მორჩილებისკენ მოუწოდებს) მხოლოდ მაშინ ჩავწვდებით თუ მას, პავლეს სხვა ეპისტოლეებთან ერთად განვიხილავთ.

რა თქმა უნდა, მოციქულის მთავარი ამოცანა იესოს თქმული დავალებების შესრულება იყო, ერთერთი ასეთი უპირველესი დავალება კი გახლდათ ფართო მისიონერული საქმიანობის გაჩაღება (მე გეტყჳ თქუენ: რომელსა ჰრწმენეს ჩემი, საქმესა რომელსა მე ვიქმ, მანცა ქმნეს და უფროჲსიღა ამისსა ქმნეს-იოვანე 14:12-იმედია ამ სიტყვებსაც პირდაპირ არ გაიგებთ და სახლში წყლის ღვინოდ გადაქცევას არ შეეცდებით 🙂 აქ იესო სარწმუნოების ქადაგებისკენ მოუწოდებს მიმდევრებს)

პავლე მოციქულიც ასრულებდა ამ დავალებას და მის ექსკლუზიურ თუ ნაკლებად ექსკლუზიურ მიდგომებზე თვითონვე საუბრობს: “იუდეველებთან ვიყავი როგორც იუდეველი, რათა შემეძინა იუდეველნი; ურჯულოთათვის – ურჯულო (თუმცა არა ურჯულო ღვთისა, არამედ რჯულიერი ქრისტესი), რათა შემეძინა ურჯულონი.(კორინთელთა პირველი მიმართვა 9:20-23)

როგორც ხედავთ პავლე მოციქული, ძალიან რელევანტური იყო, რათა იესო ეღიარებინა ყველას,ქრისტიანობის ძირითადი პრინციპები ყველასთვის მისაღები ყოფილიყო და მხოლოდ მონათვლის შემდეგ  ჩაწვდომოდნენ მის ფილოსოფიასა და ჭეშმარიტ იდეოლოგიას (ძნელი წარმოსადგენია თუ პირველ საუკუნეში გენდერულ თანასწორობას იქადაგებდი ეფესელებს ქრისტიანობა მიეღოთ და თუ პავლე იუდაველებთან იუდაველი იყო, უნდა ვიფიქროთ რომ პატრიარქალური შეხედულების ეფესელებთან, პირველივე შეხვედრისას, გენდერულ თანასწორობაზე ვერ ისაუბრებდა.)

შემდგომმა პრაქტიკამ და რწმენის გააზრებამ გვასწავლა,რომ ქრისტიანობა უარყოფს ყოველგვარ სუბორდინაციას და უფლისთვის მართველი და მართული თანასწორია, პავლე მოციქულის სიტყვები კი ეფესელთა მიმართ არის მათთვის თვალებში ნაცრის შეყრა.


Advertisements

7 responses to this post.

  1. იმ დროს, ადრე, მამაკაცი იყო პურისფულის მშოვნელი. ქალი ვერ გაეკიდებოდა, ვერ ჩაუსაფრდებოდა, არ დააკვირდებოდა იმ ცხოვრელის ბუნებასა და თავისებურებებს ამისდა გამო რომ კუჭი ადამიანის აზროვნების,მოტივაციის და ცხოვრებაში ერთ-ერთი განმსაზღვრელი არის, ამიტომ ითვლებოდა რომ მამაკაცი მთავარი იყო.

    დღევანდელ დღეს როდესაც ფულისშოვნა მამრსაც და მდედრსაც თანაბრად შეუძლიათ და ფულით საკვების შესყიდვა და კუჭის კნავილის მოკვლა უფრო მარტივია ვიდრე ზამთარში, ღამე, ხის უკან ამოფარებული დგომა და თვალთვალი 4-5 ლუკმა ხორცისთვის..

    დღევანდელი გადმოსახედიდან, ამ პირობების გათვალისწინებით შესაძლებელია იმისთქმა რომ მაშინ მაგ მოვლენას მდედრების დისკრიმინაცია იყო.

    ალბათ იმ დროს პირიქით, მოვალეობა იყო, მამრს მდერდი რომ უნდა ემართა ვითარცა ოჯახი და მისი სიტყვა გადამწყვეტი ყოფილიყო..

    არვიცი.

    პასუხი

  2. აღარ არის იუდეველი, აღარც ბერძენი, აღარც მონა და აღარც თავისუფალი, აღარც მამრი და აღარც მდედრი, რადგანაც ყველანი ერთი ხართ ქრისტე იესოში.< პავლე მოციქულის ეპისტოლე გალატელთა მიმართ :)))

    პასუხი

  3. ძალიან კარგი პოსტია ალექსანდრე…
    მე მგონია, რომ ქრისტეს მიმდევრებს შორის ქალები მაგიტომაც დომინირებენ და პირველი ქრისტიანებიც სწორედ ქალები მაგიტომ ხდებოდნენ, რომ ეს ქრისტიანობა მათ საკუთარ ,,მეს” აძლევდა და დამოუკიდებელ, სრულფასოვან ინდივიდთა კონცეფციას უსადაგებდა

    პასუხი

  4. მამაკაცები თვითონ ანიჭებენ თავიანთ თავს უპირატესობას.
    მაგრამ აი, დავალაიქო თუ არა, უკვე არ ვიცი, ბოლო აბზაცმა შემაყოყმანა…

    და ისე, მთლიანობაში, პოსტი კარგია, კარგია იმ მხრივ, რომ სავსებით სწორი დასკვნები გამოგაქვს (თუ არ ჩავთვლით ბოლოს)..

    პ.ს. იერარქია მუდამ იარსებებს, მაგრამ გააჩნია საფეხურიდან საფეხურზე გადასვლის წესებს :დ

    პასუხი

  5. ქალებმა ერთი რამ უნდა გაიგონ, ეს ქართველ ფემინისტებსაც ეხებათ, არამარტო მამაკაცია დამნაშავე მათ “უუფლებობაში”, ვიდრე ისინი სუსტ სქესად აღიქვამენ საკუთარ თავს, ვიდრე მიაჩნიათ, რომ მამაკაცმა უნდა არჩინოს და თუ მანქანა მოუნდება ქმარმა უნდა უყიდოს, ვიდრე მიაჩნია, ოჯახის შექმნის შემდეგ სამსახურს თავი უნდა დაანებოს და ბავშვს შესწიროს მთელი ცხოვრება თუ გინდ შვილი 58 წლის ასაკისიყოს, მანამდე გენდერული თანასწორობა არ იარსებებს. ჰო მართლა გენდერული თანასწორობა უზრდელობას არ ნიშნავს და ქალს კარი ცხვირწინ არ უნდა მიუჯახუნო 🙂 ან მძიმე ტვირთი არ წააღებინო, ანდა არ მიიღო დახმარება იმიტომ რომ ფემინისტი ხარ. ქალი ფიზიკურად სუსტი არსებაა, რაც ევოლუციის და არა მამაკაცის ბრალია, ამიტომ ეს ქმედებანი უბრალო პატივისცემაა. თუ ახლა ქალი ჯანღონით სავსე გამოდგა მამაკაცზე, რა მოხდება რომ წაგაღებინოს ტვირთი ჰა? 🙂

    პასუხი

  6. […] ცივისელი’s Blog Posted by ადმინისტრატორი at 1:29 pm Tagged with: იყოს, ფემინისტიც, ქრისტიანი, შეიძლება […]

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: