აჩვენე ბიძიებს პასპორტი

როგორც წესი ქართულ ტრადიციებზე საუბრისას,პირველი რაც ახსენდებათ თამადის ინსტიტუტია,გრძელი და დაუსრულებელი სადღგრძელოები, ქელეხებსა თუ ქორწილებში ფულის ჩაწერა,მემთვრალეობა და ე.წ. ქეიფის ბოლოს- ჩხუბი. ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციები ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

დღეს,საბედნიეროდ მასში არ შედის ის კომპონენტი,რაც 30-40 წლის წინ ჩვეული მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირმა,ჩვენს ტრადიციულ ქეიფს თავისი დაღი დაასვა. ჩემს უფროს ძმას,რომელსაც ადრეული ბავშვობის გატარება „პერესტროიკამდელ“ საქართველოშო მოუწია,მონაყოლი აქვს თუ რა გახდა მისი და მშობლების პირველი უთანხმოების მიზეზი. ყოველთვის როდესაც ჩვენს ოჯახში სტუმრები მოდიოდნენ და ქართული ტრადიციული სუფრა იშლებოდა,მეხუთე ან მეექვსე სადღეგრძელოს თქმისას,ჩემს ძმას უძახდნენ და ღიმილით ეუბნებოდნენ,ანახე ბიძიებს „პასპორტიო.“ ჩემი ძმაც მორჩილად ასრულებდა ამ თხოვნას,სანამ შვიდი წლისა არ გახდა და დემონსტრაციულად განაცხადა უარი შარვლის ჩაწევაზე.

აქამდე წინა თაობის ამ საქციელით არასდროს დავინტერესებულვარ,თუმცა რამდენიმე დღის წინ დათო ტურაშვილმა,მისსავე საღამოზე,როდესაც ის თავის მეგობარ ლაშა ბუღაძეზე საუბრობდა,მსგავსი ისტორია გაიხსენა,თურმე ლაშასაც პირველი კონფლიქტი მამამისთან მაშინ მოსვლია,როდესაც გიამ შარვლის ჩაწევა და სუფრაზე მსხდომი ბიძიებისთვის „პასპორტის“ ჩვენება სთხოვა.

გაირკვა,რომ მხოლოდ ჩემი და ბუღაძის ოჯახი არ ყოფილა გამონაკლისი, „პასპორტის“ ჩვენების ფენომენი საბჭოთა საქართველოში ჩვეული მოვლენა გახლდათ.

მას არაფერი ჰქონდა საერთო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ ფალოსის კულტთან (იაპონიაში დღემდე ეთაყვანებიან ფალოსს,მიაჩნიათ რომ იაპონიის კუნძულებს ფალოსის ფორმა აქვს, ამით ხსნიან მოსახლეობის მრავალრიცხოვნებასაც) არც ბადაგონის,ქართველთა ღვინის ღმერთის (რომლის სიმბოლოც ერეგირებული ასოა) სიყვარულით არ ჩადიოდნენ ამ საქციელს,რადგან შეუძლებელია ბადაგონის მიმართ სიყვარულს თავი მხოლოდ საბჭოთა კავშირში ეჩინა და მის დაშლასთან ერთად გამქრალიყო (ფაქტია 90-იანებში დაბადებულთათვის არასდროს მოუთხოვიათ სუფრაზე „პასპორტის“ ჩვენება და არც 21-ე საუკუნის საქართველოში შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია)

ჩემი აზრით,საქმე სახელმწიფოებრიობის ან უფრო ქართველობის მიმართ ქართველთა ფარულ და ზოგჯერ დამახინჯებულ სიყვარულთან გვაქვს. მაშინ როდესაც არ გაგვაჩნდა საკუთარი დროშა,გერბი,ჰიმნი,ეროვნული პასპორტი, ქართველები ჯგუფთან მიკუთვნებულობას ამ საქციელით გამოხატავდნენ.

ფაშისტურ მისალმებაზე საუბრისას,წარმოშობით ავსტრიელი ფსიქოლოგი,ბრუნო ბეტელჰეიმი წერდა: „ჰიტლერის მრავალრიცხოვანი მომხრეებისათვის ყოველდღიური და მრავალჯერადად განმეორებული ნაცისტური მისალმება წარმოადგენდა საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამოხატულებას და სხვებზე უპირატესობის ნიშანს. ყოველთვის, როდესაც კანონმორჩილი სუბიექტი იმეორებდა მისალმებას, ხდებოდა მისი ეგოს განმტკიცება“

პარალელის გავლება არც თუ ისე რთულია, ნაცისტებისთვის წინ გასროლილი მარჯვენა ხელი და ჩვენთვის პატარა ბავშვის „პასპორტი,“ იმ დროინდელ საქართველოში, წარმოადგენდა სხვა პასპორტს, რომელიც ქართველთა ეგოს კიდევ უფრო ამყარებდა.

 

Advertisements

2 responses to this post.

  1. რაღაც არამგონია რომ შვილის “პასპორტის” ჩვენების “ტრადიცია” ქვეცნობიერად ქართული ეგოს გასამყარებლადაა მოგონილი. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ეს მამების სიამაყეს იწვევდა რომ მათ ვაჟკაცი ყავთ და თვითონაც კაი ვაჟკაცები არიან რომ ბიჭი “გააკეთეს” (ლოოლ)

    მოიცა უფრო მაგარი ისტორია მოგიყვე, რამდენიმე დღის წინ მოვისმინე. სადღაც 80-იან წლებში ინსპექტორს გაუჩერებია ერთი, ნასვამი მჯდარა საჭესთან და პასპორტი რომ მოუთხოვია ამას თავისი 5 წლის ბიჭი გადმოუყვანია და შარვალი ჩაუხდი 😀
    იმ მილიციელს მაგრად უგინებია და გაუშვია 😀

    კაი ჯანდაბას ზმაკაცებს “აჩვენო” სუფრასთან და შუა ტრასაზე 😀 😀

    პასუხი

  2. Posted by პრესვიტერი on თებერვალი 24, 2011 at 2:38 PM

    ჰო კაი რა იყო ვაშაკიძე, გამოტყდი რო შენც ბევრჯერ გიჩვენებია ეგ პასპორტი ბიძიებისთვის შენი ძმის მონაყოლზე რომ ააგე ახლა პოსტი:დ:დ:დ

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: