დევნილიდან მდევნელამდე

სოციოლოგიაში არსებობს ტერმინი აგრესორთან იდენტიფიკაცია. მოცემული მოვლენა, რომელსაც სტოკჰოლმის სინდრომსაც უწოდებენ, მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში, სხვადასხვა ვითარებაში განმეორდა. ამ დროს ყოფილი მსხვერპლი ხდება ჯალათი. აგრესორის ქმედებებთან გაუცნობიერებული სოლიდარობით, ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს იმედი აქვს, რომ აგრესორი ადრინდელ ზიანს ვერასდროს მიაყენებს.

დაახლოებით მსგავსი ვითარება იყო 2010 წლის გაზაფხულზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წინ, როდასაც რელიგიური ფუნდამენტალისტები დაუპირისპირდნენ განსხვავებულად მოაზროვნე საზოგადობის რაღაც ნაწილს. ქართველები ხშირად ვამბობთ ხოლმე „წიწილებს შემოდგომაზე ითვლიანო,“ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როდესაც მოცემული ანდაზით უნდა ვიხელმძღვანელოთ.

თითქმის ერთი წლის გასვლის შემდეგ ნათელი ხდება თუ რა მძიმე დარტყმა მიაყენა ექსტრემისტულმა რელიგიურმა დაჯგუფებებმა საქართველოს სასულიერო ცხოვრებას. მას შემდეგ, რაც ჩემს სანაცნობო წრეს განვუცხადე, რომ სასულიერო პირი მინდა გავხდე, მათი დამოკიდებულება ჩემდამი სანგრძნობლად შეიცვალე, მათვის ჩემთან ურთიერთობა უხერხულობას წარმოადგენდა. საზოგადოებაში შეინიშნება ქრისტიანოფობიის პირველადი ნიშნები. ამის ნათელი მაგალითი ქართულ ინტერნეტ სივრცეში გამოჩენილი გვერდებიცაა, სადაც შეურაცხყოფას აყენებენ ქრისტიანების საკრალურ მცნებებს.

ქრისტიანების კრიტიკოსებისათვის ყველაზე ძლიერი არგუმენტი, ხშირ შემთხვევაში, თავად მართლმადიდებლები არიან.

ქრისტიანობის შესახებ ჩვენი აპოსტასიური დროის მართლმადიდებლების მიხედვით მსჯელობენ.

ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა, მაგრამ მასზე, სამწუხაროდ ქრისტიანთა ბოროტებისა და სიძულვილის მიხედვით საუბრობენ.

ქრისტიანობის კომპრომეტაციას არა მარტო ქრისტიანები, არამედ ქრისტიანობისა და ეკლესიის ისტორიაც ახდენს.

მას შემდეგ რაც ქრისტიანები გამოქვაბულებიდან გამოვიდნენ და დევნილის სტატუსი მოიშორეს, თვითონ იქცნენ მდევნელებათ.როდესაც ბავშვი ვიყავი, ჩემს მშობლებს ხშირად მოუყოლიათ, რომ აღდგომის შემდეგ, დიდ ორშაბათს, თუ მასწავლებელი მათ ხელებზე წითელ საღებავს აღმოაჩენდა ან ჩანთებში შეღებილ კვერცხებს უპოვნიდა, აუცილებლად დასჯიდა.დღეს სიტუაცია პირიქით არის, აგრესორი მასწავლებელი აგრესორმა მმკ-მ ჩანაცვლა, რომელიც ცდილობს თავს მოგვახვიოს მისი იდეოლოგია დაუნდობელი და მრისხანე ღმერთის შესახებ.

მართლმადიდებლობის მოწინააღმდეგეთაც და მის დამცველებსაც ხშირ შემთხვევაში ერთი რამ აერთიანებთ, ეს თეოლოგიური სიბნელეა. მეამბოხე ახალგაზრდების რაღაც ნაწილს, რომლებიც ინტერნეტ სივრცეში ქმნიან გვერდებს „მე აღმაგზნებს ჩემი პატრიარქი“ და ამ გზით ცდილობენ მართლმადიდებელ ფუნდამენტალისტებს სამაგიერო გადაუხადონ ჩადენილი დანაშაულებებისათვის, არ ესმით, ქრისტეს ბრალი არ მიუძღვის იმაში, რომ მის მცნებებს არ ასრულებენ.

„წმიდა ინკვიზატორებს,“ მმკ-ს სახით კი ავიწყდებათ პარადოქსალური სახარებისეული არითმეტიკა, რომლის მიხედვითაც ერთი ადამიანი ყოველთვის ფასეული და მნიშვნელოვანია ოთხმოცდაცხრამეტზე. ორი განსხვავებული საზოგადოება ერთმანეთს აკრიტიკებს ისე, რომ არ იცნობენ ერთმანეთის იდეოლოგიას. რელიგიური ფანატიკოსები კი თავიანთთანაც, ყოველშემთხვევაში იმასთან რაც დეკლარირებული აქვთ, მწყრალად არიან.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ქრისტიანობამ დაგმო მოწამეთა ეკლესიის, იგივე ადრეული ეკლესიის მონტინისტური სწავლება. მონტინისტი აპოლოგეტების წარმოდგენით, ეკლესია სულიწმინდის განსაკუთრებული ნიჭების მიმღებ ადამიანთა კრებული იყო. როგორც აღვნიშნე, ქრისტიანობამ მონტინიზმი მალევე უარყო, ასე რომ, საეკლესიო იერარქთა ცოდვები ეკლესიის ღვთიური არსიდან არ გამომდინარეობს და მის სიწმინდეს ოდნავადაც ვერ აკნინებს.

ქრისტიანოფობია შეიძლება გადაიქცეს თანამედროვე მსოფლიოს ისეთ სენად, როგორიცაა ჰომოფობია. ამის ნიშნები შეინიშნება თანამედროვე ევროპულ ლიტერატურაშიც. ფრანგი მწერლის, მარტენ პაჟის წიგნები, რომელიც საქართველოში ლამის ბესტ-სელერად იქცეს, შეიძლება თამამად ჩაითვალოს ქრისტიანოფობიის საშიში ტალღის დასაწყისად. ამასვე ემატება ის აქტივობები რაც ქართულ ინტერნეტ სივრცეშია, ამ ყველაფერს კი ნოყიერ ნიადაგს უქმნის, ყოველ კვირას „youtube.com”-ზე და “myvideo.ge”-ზე გამოქვეყნებული, ფუნდამენტალისტების სულიერი მოძღვრების ქადაგებანი.

Advertisements

7 responses to this post.

  1. Posted by გიორგი on მარტი 29, 2011 at 11:08 AM

    მამაო, ჩემი მოძღვარი იქნებით/ თქვენი სულიერი შვილი მინდა გავხდე, ისეთ ახსარებებს ჩაგაბარებ – საინტერესოა.

    პასუხი

  2. მე მიხარია, ამ ბლოგს თუ ასეთი პატრონი ყავს… ანუ მოაზროვნე და ა.შ.

    პასუხი

  3. სანდრო , მომეწონა პოსტი 🙂 ბევრ რამეში გეთანხმები…
    სასულიერო პირობა როდის გადაწყვიტე? ეგ მე რატომ არ ვიცოდი აქამდე ? 🙂

    პასუხი

  4. […] ბრაგუნით სრულდება.  ცივისელის პოსტი „დევნილიდან მდევნელამდე“ სწორედ ამ თემას ეხება და […]

    პასუხი

  5. […] ცივისელი’s Blog Posted by ადმინისტრატორი at 1:28 pm Tagged with: დევნილიდან, მდევნელამდე […]

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: