სტუდენტები არჩევანის ზღვარზე

რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები პროტესტს უცხადებენ, თავადაც არ იციან რას. ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა, ის რამაც პროტეტესტს დაუდო სათავე აღარავის ახსოვს და მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.  უნივერსიტეტის II კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტები მოითხოვდნენ შემწყდარიყო განსხვავებული აზრის გამო თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოითხოვდნენ, მაგრამ ვისგან თავადაც არ იცოდნენ ან იცოდნენ და განზრახ ჩადიოდნენ პოპულისტურ ქმედებებს, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ალბათ არც მოჰყვება.

მოძალადეების დასჯა სამართალდამცავების პრეროგატივაა და ის არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში. თუ გცემეს ან შენს ფიზიკურ არსებობას რაიმე სახის საფრთხე ემუქრება პოლიციაში უნდა დარეკო და მათგან მოითხოვო საჭირო ზომების მიღება, თუ სამართალდამცავები განცხადებას წარმოებაში არ მიიღებენ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ქუჩაში გამოსვლას აზრი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერც ერთმა ნაცემმა სტუდენტმა ვერ ახსნა თუ რატომ არ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, “ფეისბუქზე” მათი პოსტების კითხვისას კი აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი დაზარელებული არ ენდობოდა სამართალდამცველებს, რადგან მათ არ დაიცვეს დევნილები, არ დაიცვეს ვეტერანები და მასაც არავინ დაიცავდა “ნაც-მოძრაობის” ახალგაზრდა   წევრებსგან.

მსგავსი განცხადებები საფრთხეს უქმნის პროტესტანტთა მოძრაობას და თვითმართველობის წისქვილზე ასხამს წყალს. თავიდან, რომ ავიცილო ჩემი მიკუთვნებულობა გამცხადებლთან (და ამის შესაძლებლობა არის, რადგან პირველივე დღიდან ერთ ძალიან დიდ და ძალიან ჭრელ ბანაკში ვართ) ვახდენ ჩემი ხედვის დეკლარირებას.

1) თუ თვითმმართველობის წევრები ახდენენ სტუდენტებზე ანგარიშსწორებას მათ წინააღმდეგ სარჩელი უნდა შეიტანო, თვითმართველობა არ არის ვალდებული დასაჯოს კრიმინალები. თუ “რესპუბლიკური” საავადმყოფოს ექიმი ქუჩაში გამვლელს სცემს, გამვლელმა აქციები “რესპუბლიკური” საავადმყოფოს წინ, ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით არ უნდა ჩაატაროს.

2) უნდა მოხდეს სტუდენტთა მოთხოვნებისა და მიზნების დეკლარირება, რათა თავიდან იქმნას აცილებული გარკვეული ჯგუფების მიერ სტუდენტებით მანიპულირების მცდელობა. ჩემთვისაც კი, რომელიც ამ მოვლენების დაწყების დღიდან ყველა გადაწყვეტილების საქმის კურსში ვარ, უცნობი რჩება მოძრაობის მიზნებიც და საშუალებებიც. ადვილი წარმოსადგენია თუ რაოდენ ძნელი მისატანია ჩვენი სათქმელი საზოგადოების ყურამდე.

3) სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ სტრუქტურას, განსხვავებით იმათგან ვინც მათ ვუპირიპირდებით. საჭიროდ მიმაჩნია, შეიქმნას სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო ან ალტერნატიული თვითმართველობა, რომელსაც ეყოლება არჩეული ლიდერი. ამით ნეიტრალურ სტუდენტს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება და დასრულდება თვითმართველობის მონოპოლისტობის ეპოქა.

4) დაპირისპირების დაწყების პირველივე დღეს სტუდენტებს ვთხოვე შეგვესწავლა “კმარას” გამოცდილება, სამწუხაროდ სტუდენტთა რაღაც ნაწილს თეა თუთბერიძე კვლავ ბუად წარმოუდგენია და ჩემი ეს შეთავაზება მაშინვე იქნა უარყოფილი, ამავე დროს, მათ ნაწილს წარმოუდგენლად ეჩვენება კონკურენცია გაუწიოს თვითმართველობას, რომლის ბიუჯეტიც 550 000 ლარს შეადგენს. სწორედ ასეთი შიშების თავიდან აცილებისთვის ვთხოვე მათ გადაეხედათ “კმარას” გამოცდილებისთვის. თუ მოძრაობა “კმარა” ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, რატომ არის შეუძლებელი სტუდენტთა მოძრაობამ უნივერსიტეტის პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა? 

ალტერნატიული მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ის ღია უნდა იყოს ყველა სხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც დააკმაყოფილებს მის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს.

Advertisements

2 responses to this post.

  1. იმდენი მსმენია მაგ დაპირისპირებაზე რომ უკვე სასაცილო გახდა.. მანამდე უფრო ”მიუღებელი ფაქტის” ქვეშ ვაერთიანებდი. რა გახდა ეს თსუ თვითმმართველობა, მაგ უნივერსიტეტში “რეჟიმის” ხანაა თუ რა არის. რა დროს ცემა–ტყეპაა, ცოტა უფრო ცივილიზებული ფორმების შესახებ არავის სმენია? არ მოგწონთ? გადააყენეთ, ბოლოს და ბოლოს რაღაც გზა ხომ არსებობს არსებულის შესაცვლელად. ან უფრო ადეკვატური ოპონირება გაუკეთეთ, ან სადმე უჩივლეთ. რას ქვია მუშტების ქნევა, უნივერსიტეტია თუ ქუჩა….

    პასუხი

  2. […] ცივისელი’s Blog Posted by ადმინისტრატორი at 1:38 am Tagged with: არჩევანის, ზღვარზე, სტუდენტები […]

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: