მცველის “დაცვა” ანუ რატომ ატყდა ისტერიკა?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიტიკოსები თუ მათთან გათანაბრებული პირები ეროვნულ-სარწმუნოებრივმა ისტერიკამ მოიცვა. ვიღაც ქუდზე კაცის გამოძახებას ითხოვდა,მავანი შურისძიებით იმუქრებოდა, ზოგი უკვე შეკრების ადგილს არჩევდა, ნაწილმა კი პარლამენტის წინ აქციის გამართვაც მოასწრო. ყველა გამომსვლელი ეკლესიის დაცვისა და სარწმუნოების ზრუნვისკენ მოუწოდებდა ხალხს.

მართლმადიდებლობაზე ზრუნვისათვის რაიმე აქციისა თუ ღონისძიების გამართვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც ეკლესია თავად არის უფალ იესოს მიერ დაარსებული კრებული, რომელიც აქეთ გვიცავს და მას სასუნთქ აპარატზე შეერთებული პოლიტიკოსების დაცვა არ ჭირდება. პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კამერების თანხლებით დადიან ეკლესიაში.

ეკლესიას დაცვა არ უნდა, ეკლესია უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მასში ყოფნით, საიდუმლოებებში მონაწილეობითა და ეკლესიის არაწევრი ადამიანებისთვის იმის ჩვენებით, რომ ეკლესიური ადამიანი არის, ან ცდილობს იყოს სიყვარულით და სიკეთით აღსავსე პიროვნება.

გარდა ამისა წმიდა მოციქულთა 39-ე კანონი – „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე“ ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი – „ასევე მღვდელმა არაფერი გააკეთოს თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“ გვასწავლის, რომ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არავითარი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმართვა არ შეიძლება. ნეტა იმ მომიტინგეებს, რომლებიც აქციებითა და ჯვაროსნული ომებით იმუქრებიან რომელი მეუფისგან აქვთ კურთხევა? და რადგან ჩვენ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ვიმყოფებით ასეთი კურთხევის გაცემა მხოლოდ პატრირქს შეუძლია, მის უწმიდესობას კი მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ „ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას.“

Advertisements

2 responses to this post.

  1. “პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კამერების თანხლებით დადიან ეკლესიაში.” – გაიხარე!
    ასევე, მე ამ ყველაფერში დიდ სულიერ კრიზისს ვხედავ…

    პასუხი

  2. “ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას.” – და გჯერა მერე ეს? მე არა 😦

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: