უშედეგო შედეგი

25–31 ივლისს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის კირილეს მიწვევით შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირველი ოფიცილური ვიზიტი უკრაინაში.

საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული მძიმე პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე საინტერესოა, რამდენად მნიშვნელოვანია ორი ეკლესიის მეთაურის პირისპირ შეხვედრა და რა დადებით თუ უარყოფით შედეგებს უნდა ველოდოთ ამ ვიზიტისაგან. აღნიშნული ვიზიტის შეფასებისას მნიშვნელოვანია საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ დელეგაციაში ბიზნესმენ ლევან ვასაძის გამოჩენა. რა პრინციპით იქნა შერჩეული ზემოაღნიშნული პიროვნება რთული მისახვედრი არაა. როგორც ცნობილია, თავისი ქონება ლევან ვასაძემ დააგროვა რუსეთში „წარმატებული“ საქმიანობით და დღესაც სარგებლობს კავშირებით რუსეთის ბიზნეს თუ პოლიტიკურ ელიტაში. არც მისი პოლიტიკური ორიენტაცია და გეგმებია დამალული საქართველოში. აქაც შემოვიფარგლოთ ადამიანური გულუბრყვილობით და განვაცხადოთ, რომ მისი ოფიციალურ დელეგაციაში მოხვედრა განპირობებულია მხოლოდ მადლიერების ნიშნად, აღნიშნული ვიზიტის ფინანსური უზრუნველყოფისათვის (სპონსორობისათვის).

25 ივლისს კიევში ჩაფრენილ საქარველოს ეკლეისიის დელეგაციას დახვდა არა რუსეთის პატრიარქი კირილე, არამედ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ვლადიმერი, თავად კირილე კი კიევში მეორე დღეს ჩაფრინდა. ერთი შეხედვით თავად ეს ფაქტი არაფრის მთქმელია, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. როგორც ცნობილია, ორი პატირარქის შეხვედრა დიდი ხნის მანძილზე იგეგმებოდა და საეკელსიო წრეებშიც დიდი მოლოდინიც იყო (ზოგი აფხაზეთში პატრიარქის ჩასვლის ნებართვას ელოდა, ზოგიც პატრიარქის სრული ტიტულის აღიარებას რუსეთის ეკლესიის მხრივ). თუმცა მოვლენები სხვანაირად განვითარდა. აღმოჩნდა რომ, რუსეთის პატრიარქს სხვა გეგემბი ჰქონდა და საქართველოს კათოლოკოს- პატრიარქის დახვედრაც მხოლოდ მიტროპოლიტ ვლადიმერს ანდო, ხოლო რუსეთის ეკლესიის საგარეა საქმეთა განყოფილებას კი წარმოადგენდა დეკანოზი იგორი (იაკიმჩუკი), სამწუხაროდ არც რუსეთის ეკლესიის საგარეო საქმეთა განყოფილების უფროსს ვოლოკოლომის მიტროპოლიტ ილარიონს (ალფეევი) ეცალა; ეს ის ილარიონ ალფეევია, რომელმაც 2010 წელს საქართველოს ეკლესიის 1500 წლისთავისადმი მიძღვნილ ბანკეტზე ქართულად წარმოთქვა მისასალმებელი სიტყვა და იქ მყოფი საზოგადოების ოვაცია (რაც ამ საზოგადოების სულისკვეთებაზე მიუთითებს) და მხურვალე ტაში დაიმსახურა. მართლაც საოცარი ფაქტია, დამპყრობელი სახელმწიფოს წარმომამდგენელი ქართულად გვესაუბრება და ჩვენ უზომოდ გვიხარია. თავად რუსეთის პატრიარქი კირილე კი, როგორც ავღნიშნეთ მეორე დღეს ჩაფრინდა კიევში, დახვედრაც შესაბამისი მოუწყვეს, უკან გამგზავრებითაც ჩვენ დელეგაციაზე 2 დღით ადრე გაფრინდა.

26 ივლის შედგა ორი პატრიარქის შეხვედრა; როგორც საუბრისას პატრიარქმა კირილემ აღნიშნა, ისეთი ღრმა ურთიერთობა, როგორიც აქვს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან, მას არც ერთ სხვა ეკლესიასთან არა აქვს. ის ფაქტი, რომ რუსეთის ეკლესია ემსახურება რუსეთის სახელმწიფოს ინტერესებს და რუსეთის პოლიტიკის პირდაპირი გამტარებელია ამაზე დღეს არავინ კამათობს, არც ისაა დასამალი, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაკარგა საქართველოზე ზემოქმედების პირდაპირი ბერკეტი, იგი მხოლოდ ანექსირებული ტერიტორიებით ახერხებს შანტაჟს, ამის ფონზე აქტიურდება რუსეთის ხელისუფლების ინტერესების გამტარებელი რუსეთის ეკლესია და „ღრმა ურთიერთობებით“ თავის გავლენის ქვეშ აქცევს (ან ცდილობს მოაქციოს) საქართველოს ეკლესიას. ამ შეხვედრაზე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მადლობა გადაუხადა რუსეთის პატრიარქს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციის აღიარებისათვის ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. აქაც თავის მოტყუებას აქვს ადგილი; ის რომ რუსეთის პატრიარქი კულუალურ საუბრებში „აღიარებს“ საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ამ ტერიტორიებზე, არაფრის მომცემია. რეალობა კი სულ სხვაა, რეალურად რუსეთის საპატრიარქო მთლიანად აკონტროლებს სიტუაციას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. რუსეთის ეკლესია ამ ანექსირებულ ტერიტორიებზე ახორციელებს სასულიერო პირების ხელდასხმას, მათ დანიშვნას და სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე საპატიო სტუმრის რანგში იწვევს აფხაზ სასულიერო პირებს პატრიარქ კირილეს მსახურებებზეც. თავად ის ფაქტი, რომ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მოწადინებულია ჩავიდეს აფხაზეთში და ამის გამო ცდილობს მოიპოვოს რუსეთის ეკლესიის მხარდაჭერა, პირდაპირ თუ ირიბად მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენი ეკლესიაც აღიარებს და ეგუება ამ რეალობას. საქართველოში ბევრს ეშინია, რომ რუსეთის ეკლესია აფხაზეთის ავტოკეფალიას სცნობს და ილია მეორის ვიზიტს აფხაზეთის არ აღიარების საკითში წინ გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. რუსეთის ეკლესია ემზადება ამ აღიარებისათვის, სანდო წყაროები ამის დროსაც მიუთითებენ, და ეს დრო არ არის შორეული პერსპექტივა. აზრი იმის შესახებ, რომ აღიარება არ მოხდება იმის გამო, რომ თავად მას შეექმნება პრობლემები იგივე უკრაინაში (თუმცა ერთი კონტექსტით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ეკლესიების სტატუსის მოხსენიება გაუმართლებელია), არ უნდა იყოს სწორი, ვინაიდან რუსეთის ეკლესია აქტიურად მუშაობს ამ თემაზე სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან. ამ დროს ჩვენი ეკლესია დუმს. როგორც სანდო წყაროებიდან ირკვევა, რუსეთის ეკლესია აპირებს აფხაზეთში მყოფ რუს სამხედრო მოსამსახურეებს დაუნიშნოს ეპისკოპოსი, რომელიც რეალურად გააკონტროლებს აფხაზეთის ეკლესიას. აქვე დავსძენთ, რომ რუსეთის ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.patriarchia.ru) საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტიტული ესე არის მოხსენიებული : „Святейший и Блаженнейший Католикос-Патриарх всея Грузии, Архиепископ Мцхетский и Тбилисский.“ (http://www..ru/db/text/73195.html) .

როგორც საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური საიტი (www.patriarchate.ge) იუწყება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა ამ შეხვედრისას განაცხადა : „პოლიტიკური მოღვაწეები მიდიან და მოდიან, ჩვენი ერები და ეკლესია კი რჩება“ , ალბათ მისი უწმიდესობის აღნიშნული სიტყვები ცოტა დამაფიქრებელია და პოლიტიკურ ელფერს იძენს, იმედს ვიქონიებთ, რომ აღნიშნული სიტყვები მიმართული იყო რუსეთის ხელისუფლების მისამართით და არა ჩვენი ქვეყნის ხელისუფლებისადმი. მით უმეტეს, რომ არა მხოლოდ პოლიტიკური მოღვაწეები, არამედ საერო და საეკლესიო მოღვაწეებიც მიდიან და მოდიან.

პირისპირ შეხვედრაზე ორი ეკლესიის მეთაური შეთანხმდა იმაზე, რომ მოლაპარაკებები აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში „გარკვეული კანონიკური უწესრუგობის~ აღმოსაფხვრელად გაგრძელდება. რუსეთის ეკლეისიის მიერ 18 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ამ ტერიტორიების ეტაბობრივი ანექსია და ეხლა 18 წლის შემდეგ მოლაპარაკებების დაწყება დაგვიანებულად შეიძლება ჩაითვალოს.

28 ივლისს ორმა პატრიარქმა წირვა აღავლინეს კიევო–პეჩორის ლავრის ტერიტორიაზე, აქაც არსად არ იქნა მოხსენიებული საქართველოს კათოლოკის- პატრიარქის ტიტული სრულად, მთელი წირვის განმავლობაში ყველა ქმედება რუსეთის ეკლესიის წარმოამდგენლების მხრივ იყო მიმართული იმისკენ, რომ დაფიქსირებულიყო რუსეთის ეკლესიისა და მისი პატრიარქის უპირატესობა „მოძმე“ და „ერთმორწმუნე“ საქართველოს ეკლესიასა და მის კათოლიკოს-პატრიარქთან მიმართებაში.

ვიზიტი დასრულდა უშედეგოდ. საქართველოს პატრიარქი, როგორც ჩანს ამ ეტაპზე. ვერ ჩაბრძანდება აფხაზეთში, ხოლო მისი ტიტული და საქართველოს ეკლესიის იურისდიქცია ანექსირებულ ტერიტორიებზე მხოლოდ ფორმალურად აღიარა რუსეთის პატრიარქმა; ანუ, სცენარი ზუსტად ისე ვითარდება, როგორც ეს ხდებოდა პოლიტიკურ სიბრტყეში და შესაბამისად რთული არ არის იმის გამოცნობა თუ რა განვითარება მოჰყვება იმ ე.წ. „კანონიკურ უწესრიგობას“, რომლის შესახებაც ასე მოურიდებლად და საუბრობს რუსეთის ეკლესიის მეთაური.

იმ ფონზე, როცა საქართველოს ეკლესიის დელეგაციები გასაოცარი სიხშირით სტუმრობენ მოსკოვს, აბსოლუტურად გაუგებარია რატომ არ იყო ჩატარებული სათანადო მოსამზადებელი სამუშაო ეკლესიის მეთაურთა ამ შეხვედრის წინ?, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ლიტურგიულ შეუსაბამობაზე, რაც ახლდა ერთობლივ წირვას, სადაც თვალნათლივ წარმოჩინდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისადმი უკიდურესად შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება? …და საერთოდ ვის ინტერესებს ემსახურებოდა ეს ვიზიტი(ისევე როგორც სხვა ვიზიტები)?

ყოველი ზემოთქმულის შემდეგ ბუნებრივად იბადება კითხვა:

– 18 წლის განმავლობაში ერთხელ მაინც რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის მიერ რუსეთის ეკლესიის ანტიკანონიკური ქმედებების სათანადო შეფასება?

– დღემდე რატომ არ დასმულა ეს საკითხი საერთო მართლმადიდელურ შეხვედრაზე?

– რატომ ვერ მოხაერხდა ამ საკითხების მოგვარებაში მსოფლიო საპატრიარქოს ჩართვა?

– რატომ არ ცდილობს საქართველოს საპატრიარქო დაიწყოს დიალოგი თავად აფხაზებთან და ოსებთან?

– 2008 წლის ომის დროს რატომ მოითხოვა ეკლესიამ დერეფანი პატრიარქისთვის, ნაცვლად იმისა რომ მოეთხოვა საოკუპაციო ჯარების გაყვანა საქართველოდან?

ამ და სხვა მრავალ კითხვაზე პასუხის გაცემის გარეშე ამ პრობლემის გადაწყვეტა შეუძლებელია.

(c) Levan Chelidze

Advertisements

3 responses to this post.

  1. მე მაქვს კონტრკითხვა: 1. რატომ ითვლება ლევან ვასაძის დაგროვილი კაპიტალი ფსბ-ს საჩუქრად, მაშინ როცა კახა ბენდუქიძე დემოკრატიიის მამააა? 2. ლევან ჭელჳძევ რა გაქვს საკუთარი ქვეყნისთვის გაკეთებული, რომ თავს ღირსად თვლი უწმინდესის მოქმედებებში ეჭვი შეიტანო ამ კითხვებზე პასუხის არგაცემის შემთხვევაში, შენი სტატია შეკვეთილ სტატიათა რიგს უნდა მივაკუთვნოთ

    პასუხი

    • Posted by ლელა on ივლისი 31, 2011 at 1:39 AM

      ოოოოოოო, მიშას დასმული კითხვებისგან პროვოკაციის სუნი მოდის. განსაკუთრებით მეორე კითხვისგან. მე გავცემ მაგ კითხვას ასეთ პასუხს: პირადად მე, სამწუხაროდ, არაფერი მაქვს ჩემი ქვეყნისათვის გაკეთებული, მაგრამ “უწმინდესის” უაზრო მოქმედებებში ეჭვი შემქონდა, შემაქვს და შევიტან. ვისთვის უწმინდესია და ვისთვის – რუსეთის დამქაში და ბრბოსთვის გამოწერილი ოპიუმის გულუხვად ჩამომრიგებელი მამა. აი ასე!

      პასუხი

  2. მიშა , გიპასუხებთ თქვენს შეკითხვებზე ,იმიტომ რომ შეკვეთილ სტატიად არ მიიღო 🙂 რამ გაგაღიზიანათ ესე თუ საღვთო მოშურნეობით ხართ შებყრობილი და მზად ხართ ქვა მესროლოთ იმის გამო რომ გავბედე და საკმაოდ კორექტულად დავსვი შეკითხვები იმ საკითხებზე ,რაც გულწრფელად მაღელვებს და თქვენგან განსხვავებით საკმაოდ ვერკვევი ამ სფეროში. მე რა გამიკეთებია საკუთრი ქვეყნისათვის ამაზე არც ვაპირებ გესაუბროთ,რაც შეეხება პატრიარქის თემას ,საქართველოს პატრიარქი არის ისეთივე მოკვდავი და ისეთივე ადამიანი როგორც მე და თქვენ და ხშირადაც შემაქვს მის ქმედებებში ეჭვი,ისიც შესაძლებელია ხშირად შეცდეს ,შეუმცდარი ადამიანები არ არსებობენ,ხოლო წმიდანები ზეცაში არიან და აქ ამ ცოდვილ დედამიწაზე არ დააბიჯებენ. თუ რაიმე სახის არგუმენტი გაქვთ ,ან ამ ცემს სტატიაში დასმუკ შეკითხვებზე შეგიძლიან გამცეთ კომპეტეტური პასუხი გელოდებით,აქ დემაგოგია და რიტორიკული პასუხები არ მინდა. რაც შეეხება ბენდუქიძეს და ვასაძეს 🙂 ,არც ერთი ჩემტვის არ წარმოადგენს ავტორიტეტს და მისაბაძ პიროვებას.

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: