რელიგიური საკითხების გაშუქება თსუ-ში

ივანე ჯავახიშვილი სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის მიმართულებაზე ისწავლება საგანთა მთელი წყება, რომელიც პრაქტიკაში იშვიათად ან სულაც არასდროს არ გამოგადგება. ასეთ საგნებს მიეკუთვნება “ბავშვთა საკითხების გაშუქებაც,” პარალელურად იმავე ფაკულტეტზე ისწავლება “განვითარების ფსიქოლოგიაც,” სადაც ბავშვებთან მიდგომის სპეციფიკა დეტალურად არის განხილული.

იშვიათად თუ მოიძებნება ჟურნალისტის პრაქტიკაში რეპორტაჟი, რომელიც მან ბავშვთა პრობლემებს მიუძღვნა, დიდი-დიდი საბავშვო ბაღის გარემონტებაზე და ახალი სასწავლო წლის დაწყებაზე მოამზადოს მასალა.

კონკრეტული საკითხის გაშუქება უცხო არ არის თსუ-ში, ბავშვთა საკითხების პარალელურად გვხვდება კულტურის და ხელოვნების და სოციალური საკითხების გაშუქებაც. ამ საგნების მსგავსად უნდა ისწავლებოდეს რელიგიურ საკითხთა გაშუქებაც.

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საზოგადოებაში ერთერთ ყველაზე ცხოველ ინტერესს რელიგიური მოვლენები იწვევს: ახალი კანონი რელიგიურ კონფესიებთან დაკავშირებით, პატრიარქის ვიზიტი სხვა ქვეყანაში, საკვირაო ქადაგება, რელიგიური დღესასწაულები და ა.შ. უამრავჯერ მინახვას ეკლესიაში დაბნეული სახით მოსიარულე ჟურნალისტი, რომელმაც არ იცის რომ ამბიონზე ასვლა არ შეიძლება, კვერექსის სათქმელად გამოსულ დიაკონს უკან არ უნდა გაეკიდოს ინტერვიუს ჩამოსართმევად, ყველა სასულიერო პირი მხოლოდ მამაოთი არ უნდა მოიხსენიოს, გვარი როდის უნდა ჩაწეროს ფრჩხილებში და როდის არა…

საქმე მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის დღესასწაულებს არ შეეხება, მესაზე მისულმა ჟურნალისტებმა არ იციან კათოლიკე მოძღვარს როგორ მიმართონ, რა სტატუსით მოიხსენიონ და ა.შ. რაც საბოლოოდ მათვე უქმნის უხერხულობასა და ბადებს არასასურველ დაძაბულობას.

უამრავი მაგალითის გახსენება შეიძლება, როდესაც “რუსთავი2”-ის ჟურნალისტმა დიაკონი არქიმანდრირტად მოიხსენია, არადა ინტერვიუს მიცემისას მას გინგილა ეკეთა (დიაკვნის შესამოსელი) ეს იგივეა ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს კავკასიისა და შუა აზიის საკითხებში,შეერთებული შტატების საგარეო უწყების მეთაური უწოდო და სინდისმაც არ შეგაწუხოს.  7 იანვარს კი “ქრონიკამ” გვახარა რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო შობას აღნიშავდა, არადა 15 მართლმადიდებელი ეკლესიიდან შობას მხოლოდ 4 აღნიშნავს 7 იანვარს. ამას მარტივად მაყურებლის შეცდომაში შეყვანა ქვია, მერე რა რომ გაუაზრებლად.

საქართველოში არ არსებობს არც ერთი კომერციული, რელიგიური პორტალი, მაშინ როდესაც ჩვენს მეზობელ რუსეთს ამის დიდი გამოცდილება აქვს. სურვილი არის, თუმცა არ არის კადრები. კადრებზე და ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილებაზე კი უნივერსიტეტმაც უნდა იზრუნოს.

P.S. თუ იდეა მოგეწონათ იცოდეთ სასემინარო საათებს მე მაძლევთ! 😀

Advertisements

5 responses to this post.

  1. ერთადერთი , ვერ დაგეთანხმებით, რომ ბავშვთა საკითხების გაშუქება არ უნდა ისწავლებოდეს. არ ვიცი როგორ ისწავლება (სავარაუდოდ ცუდად), მაგრამ ბავშვის უფლებების და ინტერესების დარღვევა რომ დღეში ერთხელ მაინც ხდება, ფაქტია.

    ასევე, ვფიქრობ, რელიგიურ თემებზე წერა-ლაპარაკი არა მხოლოდ იმ კუთხით უნდა ისწავლებოდეს, რომ სტატუსები და რეგალიები არ შეეშალოთ (ეგ არ არის დიდი ტრაგედია), არამედ უფრო იმ თვალსაზრისით, რომ არ შეეხონ მტკივნეულ თემებს უხეშად და ამით გარკვეული ჯგუფების ინტერესები არ შელახონ. რწმენა და აღმსარებლობა ძალიან ფაქიზი თემაა და მაგალითად თოქშოუებისა და დისკუსიების წარმართვა ამ თემაზე ნებისმიერ რამეფაკულტეტდამთავრებულს არ უნდა შეეძლოს და თუ ხელს ჰკიდებს, გააზრებული უნდა ჰქონდეს, რომ მისმა ერთმა სიტყვამ შეიძლება დიდი ამბავი გამოიწვიოს.

    პასუხი

  2. ალექს, ძვირფასო, შევეცადე საკმაოდ იუმორს ნაზიარები თვალით წამეკითხე შენი პსოსტი : )) კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ცალკე საგნის დაწესებას მგონი ჯობს ბაზისური ცოდნის ქონისა და მეტი კომპეტენრობისკენ მოუწოდებდე ჩვენს კოლეგებს : ))

    პასუხი

  3. […]  ცივისელი – ანონიმი ბლოგერია ფაქტიურად, განა იმიტომ რომ მას არ იცნობენ. უბრალოდ ის ჯერ კიდევ ელოდება თუ როდის დადგება მისი გაბრწყინების ხანა, რასაც მოთმინებით ელოდება. (ცივისელ, შეცვალე რა სურათი) […]

    პასუხი

  4. დამისახელე საგანი თსუ-ში რომ კარგად ისწავლებოდეს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე… :))

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: