ახალი ჟურნალი უფლის ციხე

კათალიკოსის ლოცვა-კურთხევით, სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართა საპატრიარქოს ახალი ჟურნალის “უფლის ციხის” პრეზენტაცია.

საპატრიარქოს ქოლგის ქვეშ სულ მცირე 50 ჟურნალ-გაზეთი გამოიცემა, თუმცა უმრავლესობა არ გამოხატავს მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციას,  საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს მწვალებლურ, ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურისადმი სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაზეთ ,,ერი და ბერის“ ფურცლებიდან ანტიქრისტეს ვინაობა შევიტყეთ, აღარაფერს ვამბობ რუსული არმიის მხსნელად და ღვთის საჩუქრად გამომცხადებელ, ყველასთვის კარგად ნაცნობ პუბლიკაციაზე, რომელიც ჟურნალ “ქვაკუთხედში” დაიბეჭდა.

ასეთ ფონზე, ყოველთვის ვგავდი ჯამბაზს, როდესაც ჩემს მეგობრებს, ახლობლებს, ჯგუფელებს თუ უბრალოდ ნაცნობებს მოვუწოდებდი სასულიერო ლიტერატურის კითხვისკენ. ვგავდი სიორენ კირკეგორის (დანიელი ფილოსოფოსი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი) ცნობილ არაკში გადმოცემულ ისტორიას ჯამბაზისა და ცეცხლმოკიდებული სოფლის შესახებ, რომელიც ჰარვეი კოქსმა გამოიყენა თავის წიგნში  “უღმრთო ქალაქი.” ისტორია კი ასეთია, მოხეტიალე ცირკში გაჩნდება ხანძარი, დირექტორმა მშველელთა დასაძახებლად მეზობელ სოფელში ჯამბაზი გაგზავნა. ჯამბაზი სოფელში მივიდა და მცხოვრებთ ცეცხლის ჩასაქრობად დახმარება სთხოვა, მაგრამ სოფლელებმა ჯამბაზის ეს მოწოდება მხოლოდ კარგ ოინად ჩათვალეს, რათა მას ცირკის წარმოდგენის სანახავად რაც შეიძლება მეტი მაყურებელი მიეზიდა. ისინი ჯამბაზს ტაშს უკრავდნენ და სიცილით ცრემლი სდიოდათ, საწყალი ჯამბაზი კი უშედეგოდ ცდილობდა დაერმწუნებინა ადამიანები რომ ეს არ იყო წარმოდგენა. მის ვედრებაზე კი უფრო გულიანად ხარხარებდნენ. დახმარება დაგვიანდა და სოფელიცა და ცირკიც ერთად დაიწვა.

მეც არავინ მიჯერებდა, როდესაც ვამბობდი რომ მართლმადიდებელი ეკლესია თავისი არსით იყო შემწყნარებელი და მას შეეძლო ლიბერალური ენით ესაუბრა ეკლესიის გარეთ მყოფ ადამიანებთან. სტერეოტიპები, რომელსაც ადრე არსებული ჟურნალ-გაზეთები ამყარებდნე ხომ საწინააღმდეგოს ამტკიცებდა, თითქოს და ყველა მართლმადიდებელი აგრესორი, პასპორტების  შიშით შეპყრობილი ადამიანი იყო, ისევე როგორც ყველა ჯამბაზი ხუმარა და მატყუარა.

ახალი ჟურალი “უფლის ციხე,” რომელიც, როგორც ხარისხობრივად ისე თვისობრივადაც წარმოადგენს ევოლუციის ახალ საფეხურს მსგავს გამოცემათა შორის, ნამდვილად შესძლებს ამ სტერეოტიპების დამსხვრევას თუ კი ის მკითხველამდე მივა. როგორც ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი წერს, ჟურნალი განკუთვნილია ფართო საზოგადოებისთვის და მიზნად აქვს დასახული დახმარება გაუწიოს მკითხველს სულიერ, ეროვნულ, კულტურულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა უკეთ გაცნობიერებაში, რათა ადამიანი შედგეს როგორც პიროვნება და როგორც  მოქალაქე.

ჟურნალში გამოქვეყნებული ანალიტიკური სტატიების კონტენტ-ანალიზს თუ მოვახდენთ, ყველაზე ხშირად გამოყენებული სიტყვები იქნება: ლიბერალიზმი, ლიბერალური დემოკრატია და კანონიკური სამართალი. არაფერია ნახსენები ე.წ. 666-ზე, მხეცის ნიშანსა და აპოკალიფსიზე, რომელიც სხვა დანარჩენი ჟურნალების ფოკუსშია მოქცეული.

აქამდე სალანძღავ სიტყვად ქცეული ლიბერალიზმის შესახებ, ზურაბ აბაშიძის სტატიაში წერია, რომ “ის (ლიბერალური დემოკრატია) ქართველი ხალხის არჩევანია!”

ასევე არის საუბარი გარკვეულ კანონიკურ გაუგებრობაზე რუსულ და ბერძნულ ეკლესიებს შორის, მაგალითად ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი. მოსკოვი თვლის, რომ ავტოკეფალიას ანიჭებს დედაეკლესია, კონსტანტინოპოლის აზრით კი ეს მისი პრეროგატივაა. აქამდე ეს საკითხები ქართველი მკითხველისთვის კარგად არ იყო ცნობილი და შეიძლება ამასაც დაბრალდეს მერვე მსოფლიო კრების მიმართ შიში, რადგან რეალურად მრევლმა არ იცის ეკლესიის წინაშე არსებული პრობლემები და ვერ ხედავს კრების აუცილებლობას.

ბოლოს, სარედაქციო საბჭოს ერთ პატარა რჩევას მივცემ, კარგი იქნება თუ იარსებებს ჟურნალის ინტერნეტ ვერსიაც, რათა ის ხელმისაწვდომი იქნეს ინტერნეტის, განსაკუთრებით კი სოციალური ქსელების მომხმარებელთათვის.

ინტერნეტ რესურსებში მისი არ არსებობის გამო "უფლის ციხის" ემბლემას ვერ მივაგენი 🙂

Advertisements

6 responses to this post.

  1. რამდენი ხანია შენთან რელიგიურ თემაზე აღარ მისაუბრია, თუმცა ახლა უფრო თვითდაჯერებული გავხდი ამ საკითხში და ზეგავლენას ადვილად ვერ მოახდენ :)))

    პასუხი

    • აქამდე ვახდენდი? ეგ ზეგავლენა კი არა შენი სინდისის ხმა იყო და მე მისიონერულ საქმიანობას ვეწეოდი :დ

      პასუხი

      • ლოლ :დდდდდდდდდდდ კარგი იყო ეს 2 კომენტი :დ

        ეშმაკის მოცქულო ადამიანებს რწმენას ურყევ ხო? :დ

        ვახ მსგავსი ბრალდებები რამდენჯერ წამოსულა ჩემს მიმართ :)) ისინი მყარები არ იყვნენ და არგუმენტები არ გააჩნდეთ, რა ჩემი ბრალია :))

        კარგი პოსტია .

  2. “საეკლესიო პრესის უდიდესი უმრავლესობა, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ავრცელებს მწვალებლურ, ანტიქრისტიანულ, ანტიეროვნულ იდეებს, ასევე სამყაროს, ადამიანისა და კულტურისადმი სიძულვილის პათოსით გაჟღენთილ პუბლიკაციებს.”

    გეთანხმები.

    პასუხი

  3. “უფლის ციხე” – რა ორაზროვანი სახელია 🙂

    პასუხი

  4. me ver vecnobi presas, iqneb moiyvano magaliti an citata!!!

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: