ამერიკის მომავალ პრეზიდენტზე

12 რესპუბლიკელი და 3 დემოკრატი კამათობენ აბორტების აკრძალვაზე, გეი ქორწინებასა და არალეგალების ქვეყნიდან გაძევებაზე. კამათში გამარჯვებული, შემოდგომას თეთრი სახლის მასპინძელი გახდება.

დემოკრატებს ორი რეალური კანდიდატი ჰყავთ:

Hillary-Clintonჰილარი კლინტონი- პირველი ლედი, სენატორი, სახელმწიფო მდივანი. უდაოდ დემოკრატების ყველაზე ცნობადი კანდიდატია და დიდი შანსი აქვს შეერთებული შტატების პირველი ქალი პრეზიდენტი გახდეს, თუმცა მას გამარჯვებას 2008 წელსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ნაკლებად ცნობილ ბარაკ ობამასთან დამარცხდა.
კლინტონი ძლიერი პოლიტიკოსია, საშუალო ფენის მოსახლეობაში პოპულარობით სარგებლობს. მხარს უჭერს მდიდრებისთვის მაღალ გადასახებსა და იბრძვის ქალთა უფლებებისთვის. მომხრეა გეი ქორწინების, თუმცა რამდენიმე წლის წინ მას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. საგარეო ასპარესზე ობამაზე მკაცრ პოლიტიკას გაატარებს, თუმცა დემოკრატებს მაინც ადანაშაულებენ რომ სირიელ მეამბოხეებს სათანადოდ არ ეხმარებიან.
ჰილარი კლინტონი ქალების გარდა მილიონერებშიც დიდი სიმპატიებით სარგებლობს. წლის ბოლოსთვის შემოწირულობების სახით ას მილიონ დოლარზე მეტი მოაგროვა.

o-bernie-sanders-facebook.jpgბერნი სანდერსი- პოლონეთიდან ემიგრირებული ებრაელების ოჯახში გაჩენილი ბერნი სანდერსი, საკუთარ თავს სოციალ-დემოკრატს უწოდებს. ადრე ამ განცხადებისთანავე თამაშ გარეთ დარჩებოდა, დღეს კი პოპულარულია. სანდერსი აპირებს ფინანსური სფეროს რეგულაციას, სწავლის გადასახადის გაუქმებას, უთანასწორო შემოსავალთან ბრძოლას. ასევე ემხრობა მინიმალური ხელფასის გაზრდას და მოსწონს ევროპული ტიპის საყოველთაო დაზღვევა.
სანდერსი მაშინაც ემხრობოდა გეი ქორწინებას, როდესაც ყველა ამის წინააღმდეგი იყო. მკაცრად აკრიტიკებდა ერაყის ორივე ომს.
სანდერსის კამპანიას დიდი კორპორაციები არ აფინანსებენ, მხოლოდ კერძო შემოწირულობების იმედზე არის. აქამდე 2,5 მილიონი დოლარი შეაგროვა, საშუალო შემოწირულობა კი 3 000 დოლარის ფარგლებშია.
სანდერსის იდეები რევოლუციურია, ამიტომ დემოკრატიულ პარტიაში შიშობენ რომ ბერნის პრაიმერიში გამარჯვებამ შეიძლება რესპუბლიკელებს თეთრი სახლისკენ მიმავალი გზა გაუადვილოს.

რესპუბლიკელების რეალური კანდიდატები არიან:

tedტედ კრუზი- დაიბადა კანადაში, გაიზარდა კუბელი მამისა და ამერიკელი დედის ოჯახში. სწავლობდა ჰარვარდში და აქვს იურისტის ხარისხი.
როგორც კონსერვატორი ეწინააღმდეგება აბორტებსა და გეი ქორწინებას. ემხრობა საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას.
საერთაშორისო ასპარესზე ისრაელის უპირობა დამცველია და არ მოსწონს ირანთან მოლაპარაკებები.
კრუზი იმედს ევანგელისტების ხმებზე ამყარებს. რესპუბლიკელთა ელიტაში ის არ უყვართ, რადგან კრუზი მათ ბრალს ელიტარულ კორუფციაში სდებს.
შემომწირველებისა და შესაბამისად ფულის ნაკლებობას არ უჩივის.

trumpდონალდ ტრამპი- მიუხედავად იმისა რომ არანაირი პოლიტიკური გამოცდილება არა აქვს, პრეზიდენტობა სურს. მილიარდებმა და ექსცენტრიულმა ცხოვრების წესმა მედია ვარსკვლავად აქცია.
ტრამპის პროგრამა, თუ შეიძლება პროგრამა ეწოდოს, არის სხვადასხვა პოლიტიკური ხედვების ნარევი. ქვეყნიდან მილიონობით ემიგრანტის გაძევება და მექსიკასთან გამყოფი კედლის მშენებლობა სურს… თანაც მექსიკელების ფულით.
ტრამპი პოპულისტია, მის პოლიტიკას გონებაზე მეტად რიგითი ამერიკელის ემოციები განსაზღვრავს.
კრუზის მსგავსად რესპუბლიკეთა ელიტას არც ტრამპი მოსწონს, თუმცა მისი მხარდამჭერი ალასკის ყოფილი გუბერნატორი და 2008 წელს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი სარა პეილინი არის.

marcoმარკო რუბიო- მისი მშობლები 50იან წლებში კუბიდან ამერიკაში გადასახლდნენ. ამის გამო ლათინური წარმოშობის ამერიკელთა ხმების იმედი აქვს. რუბიო მოსწონთ რესპუბიკელთა ელიტაშიც.

რუბიო შეეცდება აბორტების აკრძალვას და მხარს არ დაუჭერს იარაღის ტარების შეზღუდვას. რუბიო ობამასგან განსხვავებულ საგარეო პოლიტიკას გაატარებს. ის ობამას სირიის დიკტატორის წინააღმდეგ არასაკმარის მოქმედებებში ადანაშაულებდა. კუბასთან ურთიერთობები ისევ გაფუჭდება.

jebჯებ ბუში- თავისმა ცნობილმა ოჯახმა ბევრი კარი გაუღო. მიუხედავას იმისა რომ რესპუბლიკელთა ელიტაში მიღებულია, დიდი ორატორული ნიჭით არ გამოირჩევა. აქვს ამბიციური გეგმები. სურს 19 მილიონი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ეკონომიკის 4%-იანი ზრდა და პენტაგონის მეტი დაფინანსება.
ბუში რუბიოს ლათინური წარმოშობის ამერიკელთა ხმებს შეეცილება, რადგან ჰყავს მექსიკელი ცოლი და საუბრობს ესპანურად.
დიდი ხნის განმავლობაში ფლორიდის ყოფილი გუბერნატორი ჯებ ბუში, რესპუბლიკელების ძლიერ კანდიდატად მოიაზრებოდა, თუმცა დღეს უკვე გაუჭირდება მამისა და ძმის წარმატების გამეორება.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: