როგორ იწრთობოდა ფოლადი

საზოგადოდ დამკვიდრებული აზრია,რომ არ არის მიღებული,როდესაც ჟურნალისტი,ჟურნალისტობაზე პრეტენზიის მქონე ან თუნდაც მომავალი ჟურნალისტი საკუთარ თავზე წერს,მისივე სახელის პოპულარიზაციისთვის,თუმცა ეს ხომ ბლოგია,სამოქალაქო ჟურნალისტიკის პირმშო,ჟურნალისტიკისა,რომელიც ხშირად უარყოფს წმინდათაწმინდა ჟურნალისტიკურ პრინციპებს.თანაც განყოფილება ბლოგისა,რომელსაც “ალექსანდრე” ქვია.

დაინტერესება ბლოგის მიმართ დღითიდღე მატულობს,რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებ ყველას,ვინც თავის ძვირფას დროს უთმობს ცივისელის წერილების კითხვას,რაც კიდევ უფრო აძლიერებს პასუხისმგებლობას “wordpressელების”(და არა მარტო)მათ მიმართ.

უპირველეს ყოვლისა საჭიროდ ვთვლი მოგაწოდოთ სრული ინფორმაცია ჩემ შესახებ.
დავიბადე ქალაქ სამტრედიაში,(რომელსაც მე სამტრო-დიას ვუწოდებ) ამის გამო ჩემი მეგრულ-იმერული კილო ყოველთვის ღიმილს იწვევდა გარშემომყოფებში:)

ამავე ქალაქში,მე-10კლასში ყოფნისას,ადგილობრივმა გაზეთმა “აბრეშუმის გზამ” გამოაცხადა კონკურსი,რედაქციაში სკოლის მოსწავლის სრულუფლებიან თანაშრომლად აყვანის შესახებ,მას უნდა ეხელმძღვანელე რუბრიკისთვის “ახალი თაობა” და მათსავე პრობლემებზე ეწერა.
კონკურსში გამარჯვებისთანავე(რომელიც იმაზე ადვილი აღმოჩნდა ვიდრე წარმოვიდგენდი)სტატიის მოსამზადებლად გამგზავნეს, ქალაქიდან 20კმ დაშორებით მდებარე,უპატრონა ბავშვთა სახლში.ჩემი პირველი ნაშრომი,რომელიც რედაქციაში მისვლიდან ერთ კვირაში დაიბეჭდა,საკმაოდ რეზონანსული გამოდგა,რასაც მოყვა აუდიენცია,საკრებულოს მაშინდელ თავმჯდომარესთან.
რედაქციაში ყოფნისას დაიბეჭდა ჩემი შვიდი სტატია.პირველად ვეზიარე ჟურნალისტიკის შიგა სამზარეულოს და იქ გატარებულმა ექვსიოდე თვემ საბოლოოდ გადამაწყვეტინა,რომ ჩემი მიზანი საზოგადოებრივი საქმის კეთება იყო,საშუალება-ჟურნალისტიკა.

შემდეგ იყო გამოცდებისთვის მოსამზადებელი წლები,აბიტურიენტობა(…)ჩავაბარე თბილისის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის(რა კარგად ჟღერს)სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე,მთავარი პროფესია ჟურნალისტი,მეორადი-ისტორიკოსი.

ჩემი მეგობრისა და ჯგუფელის დაჟინებული თხოვნის შედეგად გადავწყვიტე შემექმნა ბლოგი(რომელსაც ეხლა კითხულობთ)
ბლოგის სახელწოდება შემთხვევით არ შემირჩევია,თბილისელის ერთგვარი შებრუნებული ვარიანტია,რომლითაც ჩემამდე ნიკო ნიკოლაძე აქვეყნებდა თავის პუბლიცისტურ ნაშრომებს 🙂

Advertisements

2 responses to this post.

  1. Posted by გიორგი on დეკემბერი 2, 2010 at 5:34 PM

    ვფიქრობდი, ცივისელი ცივილიზაციასთან კავშირში იქნებოდა, რას წარმოვიდგენდო რომ თბილისელის ანტნიმი იქნებოდა…

    პასუხი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: