Archive for the ‘დღიური’ Category

სქელო, ქალუსია და კიდევ რამდენიმე

მალე ერთი თვე გახდება, რაც ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში დავიწყე მუშაობა, სამუშაოს სპეციპიკიდან გამომდინარე კვირაში მინიმუმ ორჯერ მიწევს ბავშვებს ექსკურსიაზე გავყვე, ბავშვების ასაკი კი 6-დან 11 წლამდე მერყეობს.

მნიშვენელობა არა აქვს 10-ბავშვიანი კერძო, ელიტური სასწავლებელია თუ 30-ბავშვიანი საჯარო სკოლა, კლასელებს შორის დამოკიდებულება და სუბორდინაციაც კი მგავსია.

ყველა კლასში არის სიმპატიური, კოხტად თმებდავარცხნილი ქერათმიანი ბიჭი, რომელსაც მუდმივად კარგად გაუთოებული პიჯაკი აცვია, სწავლითაც სანიმუშოა და ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, ის ერთნაირად არის თანაკლასელების, მასწავლებლისა და თანკლასელების მშობლების ფავორიტიც კი. დედები ცდილობენ მათი შვილი მის გვერდით დაჯდეს.  ის კლასის ნამდვილი ლიდერია, თუმცა თავის სტატუსს ბოროტად არ იყენებს, არც არავის არ ჩაგრავს .

კლასების უმრავლესობაში არის სათვალიანი ბიჭიც, რომელსაც ლიდერის გარდა ყველა დასცინის, მას როგორც წესი სასაცილო მეტსახელით მოიხსენიებენ, სათვალიანს არც სპორტი უყვარს და არც სხვა ჯგუფური თამაშები.

კლასში გვხდება პუტკუნა გოგოც, რომელსაც ბიჭები სქელოს ეძახიან, იმავე კლასში არის პუტკუნა ბიჭიც, თუმცა მას სიმსუქნის გამო არავინ დასცინის. გოგო  სათვალიანისგან განსხვავებით თამაშებში ატიურად ებმება ხოლმე.

შემდეგი ჩვენი გმირია ქალუსია ბიჭი, ყოველშემთხვევაში  მისი კლასელები ასე მოიხსენიებენ. ბავშვი ძალიან აქტიური და ამავე დროს დამჯერია, ცდილობს არც ერთ თამაშს არ გამორჩეს, თუმცა მასთან ერთ ჯგუფში ყოფნა არავის არ სურს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც კლასში შავგვრემანი ბიჭია, მას ყველა ზანგს ეძახის, ბიჭი ამაზე ბრაზდება და ჩხუბობს, ჩხუბები კი მასწავლებელთან საქმის გარჩევით მთავრდება.

ეს პირობითათ 402-ე კლასის ბავშვების სიაა, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა, თუმცა ვფიქრობ, პრობლემა ისედაც ნათელია, ბევრი ტრენინგია საჭირო, თუმცა ვინ ვის უნდა ჩაუტაროს ჯერ არ ვიცი.

არადოგმატური საკითხი

ჩემს კრიტიკულ დამოკიდებულებას რიგი სასულიერო პირების ქმედების მიმართ, საკითხში ჩაუხედავი ადამიანები სამწუხაროდ პატრიარქზე აიგივებენ რაც პირად (და არა საჯარო!) სივრცეში გაურკვევლობას ქმნის. გადავწყვიტე ღიად დავაფიქსირო ჩემი პოზიცია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია II-ის მიმართ.

ბავშვობიდან მისი სიყვარულით ვიზრდებოდი. ჯერ კიდევ ბავშვი, როდესაც მის მღვდელთმთავრულ ღირსებასა და დიდებულებას ვხედავდი, მისი ხილვით ვტკბებოდი. როცა იმ ასაკის გავხდი, რომ განსჯის უნარი მქონდა შევაფასე მისი მაღალი სულიერი ღირსება, მადლიანი უბრალოება, გულღიაობა, სიკეთე, სიმშვიდე, სულიერება. მე დავინახე, ყველაფერი ეს როგორ ჰქონდა შეხამებული მას მამისეულ ლმობიერებასა და თავდაჭერილობასთან. მე ყოველთვის მსიამოვნებს მასთან ყოფნა და მას ყველაზე პატივსაცემ და სათნო ადამიანების რიგში ვაყენებ.

შევჩუკი და ბუღაძე

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხელოვნების ისტორიის კურსს, სამხატვრო აკადემიის რექტორი, გია ბუღაძე გვიკითხავს, სწორედ მის ლექციაზე შედგა ჩვენს შორის ეს დიალოგი:

“-ვაღიარებ, მე შევხვედრილვარ  ბენედიქტ XVI-ს და მანამდე ივანე პავლე  II-ს”

“-აღიარებთ? რა დანაშაულია?”

“-დანაშაული არ არის,მაგრამ ბევრს არ სიამოვნებს ეს,ამიტომ არ ვამბობ”

არ ვიცი ახლა რას ასწავლიან,მაგრამ ჩემს დროს პირველი კლასის “დედა ენის” წიგნში ერთი საინტერესო ლექსი ეწერა, რომელიც, თუ სწორად მახსოვს, შემდეგნაირად ჟღერდა:

ონკანიდან წყალი მოდის
ატალახდა ჩვენი ეზო,
სუყველაფერს ხედავს კესო
სუყველაფერს ხედავს რეზო.

ორივენი ღია ონკანს
აუვლიან, ჩაუვლიან,
ხომ არაფერს აშავებენ,
მაინც დანაშაულია.

კარგი იქნებოდა ამ პატარა ლექსის მორალი ქართველ ხელოვანებს კარგად გაეთავისებინათ. ნეტა გამოჩნდება ვინმე, ვინც ღიად იტყვის, ქართველი ერი ცხვრებს დაგვამსგავსეს, იტყვის ვინმე რომ ბელადებს არ უნდა ვაღმერთებდეთ,რა მნიშვნელობა აქვს ის ჩვენი იქნება თუ სხვისი, წვერი ექნება მოშვებული თუ გაპარსული?

თქვენ უნდა თქვათ ის, რასაც არ ამბობენ “კა-გე-ბეს” გამოზრდილი ღიპიანი პოლიტიკოსები თუ ღიპზე ჯვარდასვენებული ყოფილი “კა-გე-ბე-შნიკები.”

როდესაც ქართველ ახალგაზრდებში ყველა პოპულარული ის ჯგუფია,რომელიც პოლიციას უმღერის, თქვენ უნდა გამოხვიდეთ და ჯონ ლენონის მსგავსად სიყვარულით თქვათ:

ჩვენ გვიყვარს !
ჩვენ გვიყვარს კათოლიკეები!
ჩვენ გვიყვარს  ბაფტისტები!
ჩვენ გვიყვარს რუსის ვანიებიც!
ჩვენ არ დავჭრით ბელადის მხილებისთვის!

გააკეთეთ ის,რასაც შევჩუკი აკეთებს რუსეთში.

 

სოციალური საწარმო და ჟურნალისტთა ყოველწლიური დაჯილდოება

სოციალური მეწარმეობა,ეს არის თემა,რომლის ირგვლივაც გაერთიანდა საქართველოში მომუშავე ოთხი ორგანიზაცია,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,ბრიტანეთის საბჭო,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

სოციალური საწარმოს ზუსტი განმარტება არ არსებობს,თუმცა ყველაზე ხშირად დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის მიერ შემოღებულ დეფინიციას ხმარობენ:

სოციალური საწარმო არის ბიზნესი,რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და რომელიც ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში სოციალური მიზნების მისაღწევად. ბიზნესისგან განსხვავებით,მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისთვის.

სოციალური საწარმოების საქმიანობის წახალისებას ემსახურებოდა, 15 დეკემბერს თბილისის ივენთჰოლში,ოთხი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება “ერთად ვიზრუნოთ მომავალზე”

უკვე მეოთხე წელია,ღონისძიების ფარგლებში ტარდება იმ ჟურნალისტთა დაჯილდოვება,რომლებიც სოციალურ საკითხებს აშუქებენ. წელს გამოკვეთილი ლიდერი ჟურნალი “ლიბერალი” იყო,მისმა რამდენიმე თანამშრომელმე პირველი რანგის პრიზი,ათასი ლარი დაიმსახურა. მეორე ადგილი ერგო “ლიბერალის” კონკურენტ “ტაბულას” ჟურნალისტს. ამ ორი ჟურნალის დომინირება აშკარა იყო,თუმცა ჯილდოს გარეშე არც “ნეტგაზეთი” დარჩენილა.

გამოვლინდა საუკეთესო რადიო სიუჟეტიც. გამარჯვებულის დასახელებისას წამყვანმა დავით პაიჭაძემ აღნიშნა:”საქართველოში ორი რადიო სადგურია,”თავისუფლება” და დანარჩენები” ამ სიტყვების შემდეგ არავის გაკვირვებია რომ გამარჯვებულად რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი დაასახელეს.

საუკეთესო ტელე-რეპორტაჟის სტატუსი კი აჭარის რეგიონალურ სამაუწყებლოს “25 არხს”  ხვდა წილად.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი საუკეთესო ფილმისთვის დაიმსახურა “ჯიპას” კურსდამთავრებულმა ცირა გვასალიამ ნაშრომისთვის “რომ მოვკვდები მერე ვიტყვი.” როგორც მან განაცხადა,  აღნიშნული ფილმი მის სადიპლომო ნაშრომს წარმოადგენდა.

ღონისძიებიებამ სულ რამდენიმე საათი გასტანა და ჯაზ კონცერტით დასრულდა.

 

 

ექსკლუზიური რეპორტაჟი,ლადო სადღობელაშვილი არ იკბინება

სოციალური მედიის ბევრი წარმომადგენელი ფიქრობს, ლადო სადღობელაშვილზე ლაპარაკი,ყოველგვარი შესავლის გარეშე,მისივე ლანძღვით უნდა დაიწყო,თუ იუმორიც გიჭრის ხომ მთლად კარგი,შენს პოსტს Facebook-ზე რამდენიმე მეგობარი გაიზიარებს და მთელი დღე გულიანად შეგეძლება “იკაიფო,” მთავარია ეგ პოსტი თვით ლადომ არ ნახოს თუ არა გინება იცის და ცუდია.

ლადო და ლიბერელები,ეს ორი სუბიექტი მთლიანობაში ზუსტად ასახავს ბოლო წლების თბილისური ცხოვრების მთავარ ტენდენციებს. საზოგადოების ერთი ნაწილი უკიდურესად კონსერვატიულია, ყოველგვარი სიახლისთვის და არჩევანისთვის ჩაკეტილი. მეორე ნაწილი კი უკიდურესად ლიბერალურია, იმდენად უკიდურესად, რომ სადღობელაშივი ერთგვარ სტიგმად იქცა,თუ რამე “გადაბრუნებული” თქვი მაშინვე მოგაკერებენ იარლიყს “სადღობელაშვილის მომხრე!” რაც ფაშისტსა და გოიმს ნიშნავს.

აბა რას მივაწერო ის რომ,ლადო სადღობელაშვილის არასამთავრობოს “მამული ენა სარწმუნოების” პრეზენტაციაზე არც ერთი სოციალური მედიის (რაც თავის თავში ლიბერალებს გულისხმობს) წარმომადგენელი არ ყოფილა?რატომ გაუშვეს უნიკალური შანსი პირისპირ შეხვედროდნენ,კითხვები დაესვათ და შეკამათებოდნენ მათ მთავარ “გუდიან კაცს” შაშკინის შემდეგ? სწორედ ეს არის სამოქალაქო ჟურნალისტიკის ერთერთი მთავარი ფუნქცია,ასახოს ის,რაც იმდენად მნიშვნელოვანი(?) არ არის,რომ ცენტრალური ტელე-არხების ეთერში მოხვდეს.

ლადო სადღობელაშვილის ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ერთერთი არასამთავრობოს წარმომადგენელის სტატუსით მივედი,თუმცა დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი რომ ეს ამბავი ჟურნალისტებისა და მათთან გათანაბრებული პირების მიერ უყურადღებოთ იქნებოდა დატოვებული,ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის,რისთვისაც ბლოგი და სამოქალაქო ჟურნალისტიკა არის მოგონილი,დარბაზში მყოფთს უკვე წყაროდ აღვიქვამდი.

სულ 16 ადამიანი იყო,მათ შორის მე,ჩემი მეგობარი,რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში და ეკა ბესელიას წარმომადგენელი,მან დარბაზი შეხვედრის დაწყებამდე დატოვა.

მთავარმა გმირმა,ჩემდა გასაოცრად,მაშინვე მიცნო,ხელი ჩამომართვა და დაიწყო…დაიწყო,მაგრამ რა დაიწყო…თუ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვის კონტენტ-ანალიზს ჩავატარებთ,მივიღებთ რომ ყველაზე ხშირად ნათქვამი სიტყვები იყო: მამაო,მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირი, ბუდას ქანდაკება და უწმინდესი და უნეტარესი.

თავი პოლიტთეოლოგთა ყრილობაზე მეგონა,ნუთუ ძნელი გასაგებია,რომ რელიგია პოლიტიკა არ არის! მითუმეტეს, ქრისტიანობა არ არის პოლიტიკა. სახარებაში არ არის არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი, სწორედ ამის გამო არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტე და მისი მოძღვრება, რადგან იესომ პოლიტიკაში ჩარევა არ ისურვა. ლადო კი მაინც ჯიუტად განაგრძობდა,24 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მამაოები შემოგვიერთდებიანო.

რა კარგი სანახავი იქნებოდა ბლოგერების კამათი ამ თემაზე სადღობელაშვილთან,თუმცა,ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, იქ მხოლოდ მე ვიყავი (თუმცა ესეც საკმარისი იყო ლადოს დისკომფორტი რომ ეგრძნო) ალბათ  სწორედ ასეთ სიტუაციას უწოდა ია ანთაძემ ქაჯოდევოკრატია.

ჩემთვის მიუღებელია მოწოდებები “მართ(ლ)მადიდებლური ძალადობის” შესახებ,რაც იქ არაერთხელ გაისმა, მიუღებელი ანტაგონიზმი უცხოური კულტურის მიმართ, მიუღებელია მოფაშისტო ორგანიზაცია მმკ(ლადო სადღობელაშვილი კი ღიად აფიქსირებდა სიმპატიებს მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირის მიმართ) ჩემთვის მიუღებელია! და სწორედ ამიტომ ვიყავი იქ,ამ თემებზე მესაუბრო და ჩემი აზრი ცივილიზებული გზით გამომეხატა,დამემტკიცებინა ლიბერალიზმის უპირატესობა,მაშინ როდესაც ლიბერალიზმის ქართველი მამებს facebook-ზე ლადო სადღობელაშვილის დაბლოკვით ჰგონიათ რომ პრობლემა მოიხსნა,არა და ლადო მაინც არსებობს,მის აზრს ბევრი იზიარებს და სირაქლემას პოზიციაში თავის ჩაყენება ყველაზე იოლი თუმცა გაუმართლებელი მდგომარეობაა. ვიკამათოთ Facebook-ის ფარგლებსგარეთ,იქნება და არ ვკლვათ ერთმანეთს

სიკვდილი ვენეციაში

დღეს (და სერთოდაც არასდროს) ეს ასოციაცია არ გამიჩნდებოდა რომ არა ერთი პატარა ინციდენტი.”პატარაო” ვამბობ თუ არა ისე  ქართული, ნაკითხ-განათლებული სტუდენტობა-საზოგადოების დიდი ნაწილის,რეალურ სახეს გვიჩვენებს

ვინც მიცნობს ეცოდინება,წარმოშობით სამტრედიიდან ვარ და თბილისში მყოფ თითქმის ყველა სამტრედიელს ვიცნობ (ფუ რა სოფლელია (c) ვიღაც ვინც ახლა ჩემს ბლოგს კითხულობს) ერთმანეთს იშვიათად,მაგრამ მაინც ვხვდებით,ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი დღესაც მოხდა.

სულ ათნი ვიყავით,სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები,4 ბიჭი და 6 გოგო,პირველ,მეორე და მესამე კურსელები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო,ვიტყვი რომ საუბარი ფილმებზე ჩამოვარდა,ვთქვი რომ არ მომწონდა ვისკონტის ყველაზე გაპიარებული ფილმი “სიკვდილი ვენეციაში,რადგან…ვაპირებდი მეთქვა “ცდუნება” სჯობს,მაგრამ ვინ მაცადა?! ჩემს წინ 3 ბიჭი და 4 გოგო ერთბაშად წამოიშალა (დანარჩენი ორი ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდი) ტაში დამიკრეს,აქაოდა პიდარასტებს აგინებსო,იქ რომ დეფი ყოფილიყო ალბათ იტყოდა: “მე მიყვარს პიდარასტები” თუმცა ეს ახლა არაფერ შუაშია.

როდესაც გავარკვიე რომ მათ ჩემი სათქმელი არასწორად გაიგეს ახსნა დავუწყე (ეჭვი მაქვს აწი არასდროს არასად არ დამპატიჟებენ)

ქართულ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ,ასეთები დღეს “პიდარასტები” არიან და რადგანაც ჩვენში აგრესიის დიდი დოზაა, ყველაფერი “პიდარასტულად” უნდა შევრაცხოდ,რათა ჩხუბისა და ლაპარაკის საბაბი მოგვეცეს

მგონი უადგილოა ამ ფილმთან მიმართებაში ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი. “სიკვდილი ვენეციაში” ამ საკითხს კი არ ეხება, არამედ იმას რაც, როგორც ჩანს, ბევრისთვის ძნელად დასანახი და გაუგებარია,ტაძიო ქიმერაა, სილამაზის სიმბოლოა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც ხელოვნება

ჩემი აზრით მოთხრობაზე (და აქედან გამომდინარე, ფილმზე) დიდი გავლენა აქვს ანტიკურ ფილოსოფიას. მოთხრობაში

ტაძიო

საკმარისად ბევრგან არის ნახსენები ბერძნული მითები ტაძიოს და მისი სილამაზის ხაზგასასმელად. თვითონ სილამაზის და სიყვარულის გაგებაც ახლოსაა პლატონის (და არა მარტო) იდეებთან…

მოკლედ, თუ ანტიკური ფილოსოფია გვესმის, როგორც ჰომოსელქსუალობის  ქება-დიდება, მაშინ ეს მოთხრობაც/ფილმიც შეგვიძლია ესე გავიგოთ. კი ბატონო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც მეპარება ეჭვი “სიკვდილი ვენეციაში” ესეთი მარტივი იყოს…

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩემმა ოპონენტებმა ეს ფილმი დაიწუნეს,მოვიყვან ციტატას: “მისი პიდარასტული ბუნებაა”

ამავე ლოგიკით ჩვენ სოკრატეზე,არისტოტელეზე და კარავაჯოზე უარი უნდა ვთქვათ (დაიწვას!)

მაპატიეთ მეგობრებო,მაგრამ მე ჩემს თავს ამ ფუფუნებას ვერ მოვაკლებ

ქალაქ-სახელმწიფო ალექსანდრია

მიწისძვრებმა ჩაიარა,ამდენი წლის ნაშენები ხუხულასავით დაინგრა, I lose,but I don’t lose the lesson

ცუნამის საფრთხემაც გადაიარა და ეს-ესაა ქალაქ-სახელმწიფოში ЧП (чрезвычайное происшествие) დასრულებულად გამოვაცხადე

ალექსანდრია ძალიან უცნაური წარმონაქმნია,სახელმწიფოც კი არ ერქმის,რადგან სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს,უფრო სწორად ევროკავშირის ტიპის კონფედერაციაში,რომლის შტაბ-ბინაც ქავთარაძეზე,”მაღლივის” მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული…”ბენილუქსის”(ბელგია,ჰოლანდია,ლუქსემბურგი) დარად ამ გაერთიანებას “ალგალაქსი” ვუწოდე (ალექსანდრე,ლაშა,გიორგი)*

ალექსანდრია საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაა,ტერიტორიის ფედერაციული მოწყობით.

ფართობი: 188 სმ.

ნეტო: 78კგ

ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მინისტრთა საბჭო (ტვინი)

საბჭოს უცვლელი წევრები არიან,საგარეო საქმეთა მინისტრი,რომელიც არეგულირებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან(ლაშა,გიორგი,მეგობრები,სასიყვარულო ინტრიგები,ჯგუფელები) დავდაცვის მინისტრი,რომლის დაქვემდებარებაშიცაა სახელმწიფო არქივი,რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიხსნმება და სხვა “რესპუბლიკებს” ზიანს მიაყენებს 😛

განსხვავავებით გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან,შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსანდრიაში ძალოვან სტრუქტურას არ წარმოადგენს და სახელმწიფოში მხოლოდდამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებით (ტანსაცმელი,ბლა-ბლა-ბლა…) არის დაკავებული,შემოსავლების სამინისტროს ევალება ბიუჯეტის ანუ ჩემი ძმის მიერ გამოგზავნილი ფულის სწორად განკარგვა(ალბათ მინისტრს მალე შევცვლი,რადგან სახელმწიფო ხაზინაში გარღვევაა :S ) ასევე არსებობს განათლებისა და ზესაიდუმლო საგანგებო სიტუაციათა სამინისტო 🙂

სამინისტროების კოორდინირებულ მუშაობაზე პასუხისმგებელია,ავტონომიური სტრუქტურა, დაგეგმარების დეპარტამენტი

პარლამენტარებად იწოდებიან ისინი,ვისთანაც ალექსანდრია ემოციურ კავშირს ამყარებს,სამწუხაროდ,პერიოდულად გადახალისდებიან ხოლმე :user:

ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტებს წარმოადგენს,გულის სეპარატისტული რესპუბლიკის ინტეგრირება და მის ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობა,სადაც უსიამოვნო მოგონებებს დამარხავს,თუ არა დავემსგავსე ნაგვით მოფენილ ნეაპოლის ქუჩებს 🙂

კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ახალი სახე(ები),მათ შემოსვლას ჩემს თანამეგობრობაში გარე ძალებიც უშლიან ხელს,აქაოდა საკავშირო კანონები დაირღვევაო :user:

 

 

*-ჩემი roommate-ები 🙂