Archive for the ‘რამანწიკა’ Category

სიყვარული და რეპროდუქცია

სიყვარულსა და ომში ყველაფერი გამართლებულიაო- ალბათ, უამრავჯერ გვითქვამს ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც რჩეულის გულის მოსაგებად ათასგვარ ტყუილს, ხრიკსა თუ ოინს მივმართავდით.

სიყვარული არის მთავარი თემა უამრავი ფილმისა, სერიალისა, ხელოვნების ნიმუშისა და რომანისა. ამ უკანასკნელთა აურაცხელი რაოდენობა საუკუნიდან საუკუნამდე ყოველწლიურად პურეულივით მოჰყავთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ყვალაფერი სხვა არაფერია თუ არა ვნებათა მოკლე ან ვრცელი აღწერა. მათ შორის საუკეთესოებმა, მაგალითად „რომეო და ჯულიეტამ“ „ტრისტანი და იზოლდამ,“ გნებავთ „ვეფხისტყაოსანმა“ საუკუნო დიდება დაიმკვიდრეს.

შეუძლებელია სიყვარულის ჭკუით ახსნა, რადგან ჭკუას იქ არაფერი ესაქმება რაც უჭკუობით აღმოცენდა. სიყვარული ინსტინქტია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას ადამიანის ცხოვრების სხვა მიზნებზე. ეს მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა. ყოველი წყვილის სასიყვარულო ისტორიები ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის. თაობისა, რომელიც თავის მხრივ აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.

სასიყვარულო თემატიკა და „თესლის გამრავლება“ უცხო არ არის არც ბიბლიისთვის. ყველაზე ძლიერი ალბათ დავითის ისტორიაა, არადა ეს ეწინააღმდეგება კანონიერ ცოლქმრობას. მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა ჰურია ქეტელის ლამაზი ცოლი. ბრძენმა და კეთილმა მეფამ სიყვარულისგან ჭკუა დაკარგა და ყველაფერი იღონა, რათა ჰურია ქეტელი ბრძოლის ველზე მომკვდარიყო. ასე ჩაიგდო ხელში მისი დაქვრივებული ცოლი. ამას ერთადერთი, მესიანისტური გამართლება აქვს. მეფეს ინსტინქტმა უკარნახა, რომ სოლომონი, რომელიც იდეათა სამყაროში უკვე არსებობდა, შეუძლებელი იყო დაბადებულიყო სხვა ქალისგან, თუ არა ბერსაბიასაგან.

ინსტინქტი ილუზიით ინიღბება. წყვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი რჩეულის ხვევნა-კოცნაში იპოვის მეტ ტკბობას, ამიტომ მას ეჩვენება რომ საკუთარი თავისთვის ირჯება, სინამდვილეშე კი ის გვარეობის დემონს ემორჩილება და ქმნის ინდივიდს, რომელიც მხოლოდ ამ წყვილისგან გაჩნდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი სრულდება, ისევე როგორც ჩიტი წყვეტს ჭიკჭიკს კვერცხების დადების შემდეგ.

ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და წამებაა, ამიტომ მე ვადანაშაულებ ყველა შეყვარებულ წყვილს შეთქმულებაში! თქვენ შეთქმულები ბრძანდებით კაცობრიობის წინაშე! თქვენ წელავთ ქვეყნიერების დღეებს! საკამრიასია, შეწყვიტეთ! მაგრამ ვიცი არ გაჩერდებით, ისევე, როგორც აქამდე არ გაჩერდნენ თქვენი წინაპრები, მსგავსი გრძნობებით შეპყრობილები!

 

Advertisements

ექსკლუზიური რეპორტაჟი,ლადო სადღობელაშვილი არ იკბინება

სოციალური მედიის ბევრი წარმომადგენელი ფიქრობს, ლადო სადღობელაშვილზე ლაპარაკი,ყოველგვარი შესავლის გარეშე,მისივე ლანძღვით უნდა დაიწყო,თუ იუმორიც გიჭრის ხომ მთლად კარგი,შენს პოსტს Facebook-ზე რამდენიმე მეგობარი გაიზიარებს და მთელი დღე გულიანად შეგეძლება “იკაიფო,” მთავარია ეგ პოსტი თვით ლადომ არ ნახოს თუ არა გინება იცის და ცუდია.

ლადო და ლიბერელები,ეს ორი სუბიექტი მთლიანობაში ზუსტად ასახავს ბოლო წლების თბილისური ცხოვრების მთავარ ტენდენციებს. საზოგადოების ერთი ნაწილი უკიდურესად კონსერვატიულია, ყოველგვარი სიახლისთვის და არჩევანისთვის ჩაკეტილი. მეორე ნაწილი კი უკიდურესად ლიბერალურია, იმდენად უკიდურესად, რომ სადღობელაშივი ერთგვარ სტიგმად იქცა,თუ რამე “გადაბრუნებული” თქვი მაშინვე მოგაკერებენ იარლიყს “სადღობელაშვილის მომხრე!” რაც ფაშისტსა და გოიმს ნიშნავს.

აბა რას მივაწერო ის რომ,ლადო სადღობელაშვილის არასამთავრობოს “მამული ენა სარწმუნოების” პრეზენტაციაზე არც ერთი სოციალური მედიის (რაც თავის თავში ლიბერალებს გულისხმობს) წარმომადგენელი არ ყოფილა?რატომ გაუშვეს უნიკალური შანსი პირისპირ შეხვედროდნენ,კითხვები დაესვათ და შეკამათებოდნენ მათ მთავარ “გუდიან კაცს” შაშკინის შემდეგ? სწორედ ეს არის სამოქალაქო ჟურნალისტიკის ერთერთი მთავარი ფუნქცია,ასახოს ის,რაც იმდენად მნიშვნელოვანი(?) არ არის,რომ ცენტრალური ტელე-არხების ეთერში მოხვდეს.

ლადო სადღობელაშვილის ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ერთერთი არასამთავრობოს წარმომადგენელის სტატუსით მივედი,თუმცა დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი რომ ეს ამბავი ჟურნალისტებისა და მათთან გათანაბრებული პირების მიერ უყურადღებოთ იქნებოდა დატოვებული,ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის,რისთვისაც ბლოგი და სამოქალაქო ჟურნალისტიკა არის მოგონილი,დარბაზში მყოფთს უკვე წყაროდ აღვიქვამდი.

სულ 16 ადამიანი იყო,მათ შორის მე,ჩემი მეგობარი,რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში და ეკა ბესელიას წარმომადგენელი,მან დარბაზი შეხვედრის დაწყებამდე დატოვა.

მთავარმა გმირმა,ჩემდა გასაოცრად,მაშინვე მიცნო,ხელი ჩამომართვა და დაიწყო…დაიწყო,მაგრამ რა დაიწყო…თუ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვის კონტენტ-ანალიზს ჩავატარებთ,მივიღებთ რომ ყველაზე ხშირად ნათქვამი სიტყვები იყო: მამაო,მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირი, ბუდას ქანდაკება და უწმინდესი და უნეტარესი.

თავი პოლიტთეოლოგთა ყრილობაზე მეგონა,ნუთუ ძნელი გასაგებია,რომ რელიგია პოლიტიკა არ არის! მითუმეტეს, ქრისტიანობა არ არის პოლიტიკა. სახარებაში არ არის არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი, სწორედ ამის გამო არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტე და მისი მოძღვრება, რადგან იესომ პოლიტიკაში ჩარევა არ ისურვა. ლადო კი მაინც ჯიუტად განაგრძობდა,24 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მამაოები შემოგვიერთდებიანო.

რა კარგი სანახავი იქნებოდა ბლოგერების კამათი ამ თემაზე სადღობელაშვილთან,თუმცა,ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, იქ მხოლოდ მე ვიყავი (თუმცა ესეც საკმარისი იყო ლადოს დისკომფორტი რომ ეგრძნო) ალბათ  სწორედ ასეთ სიტუაციას უწოდა ია ანთაძემ ქაჯოდევოკრატია.

ჩემთვის მიუღებელია მოწოდებები “მართ(ლ)მადიდებლური ძალადობის” შესახებ,რაც იქ არაერთხელ გაისმა, მიუღებელი ანტაგონიზმი უცხოური კულტურის მიმართ, მიუღებელია მოფაშისტო ორგანიზაცია მმკ(ლადო სადღობელაშვილი კი ღიად აფიქსირებდა სიმპატიებს მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირის მიმართ) ჩემთვის მიუღებელია! და სწორედ ამიტომ ვიყავი იქ,ამ თემებზე მესაუბრო და ჩემი აზრი ცივილიზებული გზით გამომეხატა,დამემტკიცებინა ლიბერალიზმის უპირატესობა,მაშინ როდესაც ლიბერალიზმის ქართველი მამებს facebook-ზე ლადო სადღობელაშვილის დაბლოკვით ჰგონიათ რომ პრობლემა მოიხსნა,არა და ლადო მაინც არსებობს,მის აზრს ბევრი იზიარებს და სირაქლემას პოზიციაში თავის ჩაყენება ყველაზე იოლი თუმცა გაუმართლებელი მდგომარეობაა. ვიკამათოთ Facebook-ის ფარგლებსგარეთ,იქნება და არ ვკლვათ ერთმანეთს

SEX-მარაზმი

კუჭის წვენით დაშუშხული სახე,

ფეხებს შორის მომწყვდეული ვნება,

ქალიშვილის მტკივნეული მახე…

და ღილები კაბებს ემიჯნება.

მუხლებს ზემოთ მოსრიალე ხელი

და შენს მკერდზე მოთარეშე ენა,

შემდეგ შერწყმა სასიამოთ მკვეთრი

და ტრუსიკი უსაშველოდ სველი.

სიმწრის ოხვრა და სიმწრის კვნესac

(ფანჯრიდან გადმოგვხედა ვიღაცის ღლაპმა)

ოფლი და ლორწი აერია სისხლსაც

და ამას მოჰყვა ორგაზმის ტალღა

………

ნუ შეწუხდებით იმის თქმით რომ მარაზმია 🙂 ისედაც ვიცი 🙂

ფიქრები მეგობრებთან #2

“ისე მომწყინდა პედანტური და მშრალი ტონი,
ლამისაა დავიბრუნო ეშმაკის როლი”

რა მშვენიერია ყველაფერი,მე ის მაქვს რასაც ადამიანთა უმრავლესობა ესწრაფვის მთელი ცხოვრების განმავლობაში,ყველას გქონიათ,ალბათ მომენტი,როდესაც მარტო ყოფნა გსურდათ და ვერ გაურბოდით ირგვლივ მყოფ ზომბებს და ვალდებულება მოითხოვა მაინც გაგეღიმათ. ან იქნებ რომელიმე თქვენგანს არ დაუფლებია მარტოობის საშინელი გრძნობა,რომელიც მთელ სულსა და სხეულს ჩაავლებს ბრჯღალს და შეუძლებელია მისგან თავის დაღწევა?

ჩემს ცხოვრებაში ეგ ორი პრობლემა არასდროს დადგება,რადგან,როცა სიბნელეში ვზივარ, მარტო ვარ,როცა სინათლეს ვანთებ ხოლმე, ორნი ვხდებით-მე და მე…

“-შენ რა სულ გაგიჟდი?”-მხიარულად მკითხა ჩემმა ორეულმა,რომელიც კარგად იყო შეპიწკინებული,ალბათ დიდ დროს ატარებს ცეცხლთან.

ისე კი,რა რიტორიკული შეკითხვა დამისვა,ვითომ არ იცის,რომ ზედმეტად დალაგებულები ზოგჯერ ასე გამოვიყურებით.

“-შენ მას არ უნდა უსმენდე,ხომ შემპირდი”-საოცრად ნაზი და სათნო ხმა ჩამესმა…ეს ის იყო,რისიც ყველაზე მეტად მეშინოდა,მესამე აშკარად ზედმეტია.. საკმარისია,ოღონდ შენ არა! დამიმარტოხელებ ამ ჩემს მეგობართან და აკვარახჭინებ,- ეს ასე უნდა იყოს, ან – ეს ასე არ უნდა იყოს, ის ისე არ უნდა იყოს, არამედ უნდა იყოს ასთე და ისთე, არ მომკლა ამდენმა “უნდა”-მ?, გამანებე, ვიღაცა ხარ, თავი!…

“-მე დავალებას ვასრ…”

დავალებას?კაცისას,რომელსაც ვერასოდეს ვუწოდე მამა და არ ვიცი სად არის!მან არასოდეს მოისურვა ჩემთან შეხვედრა,ვცოდავდი სასჯელში მაინც რომ დამენახა და ვერ დავინახე!

“-მან შენ სიყვარული გაჩუქა…”

სიჩუმე მოულოდნელად ჩამოწვა,რამდენჯერმა რაღაცის სათქმელად გავაღე პირი,შემდეგ ისევ დავკეტე,ისევ გავაღე…ვხვდებოდი,რომ ანგელოზთან მომიწევდა დათანხმება,თუმცა ამ დროს,საბედნიეროდ,ჩემმა მეორე თანმდებელმა გადამარჩინა:

“-სად მისწვდებოდა ცაში ვარსკვლავს?! გული წვდებოდა,გული…ხელი კი ვეღარ!”-პირიდან კუპრის საშინელი სუნი სდიოდა…თუმცა მომწონდა,მისი ყველაფერო მომწონდა,რადგან დებატებში დამარცხებას გადამარჩინა…

ეხლა რაღა ვქნა?შეურაცხოფილი ანგელოზი ხმას ვერ იღებდა,ეშმაკი კი მასთან მიწვევდა…ქვემოთ:

“-გინდა ისე წაიბილწო,რომ ბილწი აქეთ წაბილწო?”

კითხვის დასმაც არ მაცალა,თუ როგორ აპირებდა ამის გაკეთებას…ალბათ,ღრმად იყო შემოსული ჩემს გონებაში.

“ღმერთს,საუბედუროდ არ შეუძლია შენსავით მოიკლას თავი…აქ უნდა აჯობო მას…შენ ყოველთვის ცრუობ,სულ რაღაცას თხზავ”-მან კუდის ბოლო გამომწვევად მოუსვა ფრთებზე,ჩემს მარჯვნივ მყოფ არსებას და განაგრძო,”რადგან სინამდვილე ყოველთვის უიმედო და უდღეური იყო, და ჭეშმარიტი ცხოვრება შენთვის იყო მარტოოდენ ოცნებათა განცდა და მათი შორეული განსხივოსნება”

“ნუ უსმენ მას…წესებს შევცვლით”-დამარცხებული,მაგრამ იმედნარევი ხმით მითხრა უფლის დესპანმა ალექსანდრეში…

ბევრს არც არაფერს ვითხოვ…არაფერი ისე არ ამშვენებს ცხოვრებას როგორც სიკვდილთან თამაში!…

“ალექს!” ექსტაზიდან ლაშას ძახილმა გამომიყვანა…

ეჭვი მაქვს,რომ,იქ,ზევით ჩემს მოთხოვნას დაჩქარებული წესით განიხილავენ(…)

I MY Myself

ალბათ ნებისმიერ თქვენგანს გასჩენია დაუოკებელი სურვილი რამე დაეწერა,სულ ერთია რა,ოღონდ ეწერა,თუნდაც ვისიმე გავლენის ქვეშ(…)
სიტყვები წინასწარ არ მომიმზადებია,არც კი ვიცი ამას რა დავარქვა “წერილი საკუთარ თავს?” ან იქნებ “ფიქრები ალექსანდრეზე?” არა! არა! ესე სჯობს,იყო და არა იყო რა,ჩემზე უკეთესი რა იქნებოდა(?!) კიდევ ერთხელ არა! არაფერი არ გამომდის,იქნებ იმიტომ რომ იმ თემაზე საუბარი, რომელიც ყველაზე ძალიან გაწუხებს,ყოველთვის ყველაზე რთულია,ხეირიანად თითქმის ვერასდროს ვერ ლაპარაკობ.
ვცდილობ ჩემი ფიქრები კომპიუტერის ეკრანზე გადმოვიტანო,ამ დროს კი კიდევ უფრო ვიხლართები ჩემივე აზრებში.ხან აზრების მიმდევრობა დგება თავდაყირა,ხან მოსაზრებები დასკვნებს არ შეესაბამება,ან კიდევ სხვა რაღაც ამის გვარი.
ძალიან ბევრი ცუდი რამ გამიკეთებია,ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში,ეს იყო პასუხი იმ ხალხის ქცევაზე,რომელიც ჩემ ირგვლივ იმყოფებოდა ან იმის ბრალია რომ ნაკლი მაქვს,ყველას რაღაც ნაკლი აქვს,მაგრამ რა არის იცი?ჩემი ყველაზე დიდი ნაკლი ის არის რომ საკმარისია ჩემს სულში მივაგნო თუნდაც ერთ ციცქნა ნაკლს,რომ ის მაშინვე იწყებს ზრდას(…)
რა არის ჩემი ცხოვრება?სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი,ჩემი დროის დიდი ნაწილი იაფფასიან სასმელში,უხარისხო სექსსა და წიგნებში მიდის(ეს ის რაც შეიძლება დაგამახსოვრდეს და ჩემს ყბამოხეულ წიგნაკში ჩასაწერად ღირდეს,თორემ იმ დღეებს რა დათვლის არაფერი რომ არ შეუმატნიათ ჩემთვის) სწორედ ასეთ დროს გამოჩნდა “ის”, “ის”, რომელიც სხვა ალექსით აღფრთოვანდა.

ჩვენთვის სჯობდა ალბათ მე-19 საუკუნის რუსეთში დავბადებულიყავით,მე თავადად შენ კი გრაფის ქალიშვილად…ერთმანეთი იმ დროისთვის დამახასიათებელი სიყვარულით გვეყვარებოდა,მე შენს ოჯახთან ერთად ვინადირებდი,შენ გამო დუელებს გავმართავდი,სასიყვარულო ინტრიგებში შევეჯიბრებოდით რთმანეთს,სულიერი ტკივილით დავიტანჯავდით თავს და ლუდის წრუპვით შევხვდებოდით დაისს შავი ზღვის სანაპიროზე. შუახანს გადაცილებულები რაღაც შეთქმულებაში გავეხვეოდით,ციმბირის გზას გაგვიყენებდნენ და იქ დავლევდით სულს…როგორ ფიქრობ ხომ მშვენიერი იქნებოდა?მე-19 საუკუნეში რომ დავბადებულიყავი,ალბათ გაცილებით უკეთესად მეცოდინებოდა წერა,ისე არა როგორც დოსტოევსკის ალბათ,მთელი თავით დაბლა ვიქნებოდი,მაგრამ საზოგადოებას ჩემი აღიარება არ გაუჭირდებოდა…
კარგი მეყოს ოცნება,დავუბრუნდე 21-ე საუკუნეს.ახლა სტუდენტი ვარ,გადასაბარებელი გამოცდებისთვის უნდა ვემზადებოდე,ქსეროქსების მთელი კედელია ჩემ წინ აღმართული,სულ უნდა წავიკითხო,იცი რა მოსაწყენია?რომ შემეძლოს გავიქცეოდი,ჩემს ზურგჩანთას მოვიკიდებდი და პირველსავე მატარებელს შევახდებოდი,სულ ერთია რომელ ქალაქში ჩამომიყვანდა,ვიხეტიალებდი…
მიყვარს ზღვა,ზოგჯერ რომ იცოდე როგორ მშურს მათხოვრებისა და მაწანწალების,რა უშლით ხელს მეტრო-სადგურებს რომ ვერ სცილდებიან?გაექცნენ,მაინც არაფერი არ აკავებთ აქ…მაგრამ დაემთხვევა ასეთი ცხოვრება ჩემს შინაგან “მეს,” ჯერ ვერ გამირკვევია…სადღაც ამოვიკითხე,მაწანწალა ცხოვრებისთვის ადამიანს სამიდან ერთი რამ მაინც უნდა იზიდავდესო:მქადაგებლობა,ხელოვნება ან ფსიქოანალიზი,ნეტა ჩემი თავი რომელს მივაკუთვნო?
მომბეზრდა აქ, ამ ზომბებთან ყოფნა,ყველა ყველას ზემოდან დაჰყურებას და ამისთვის სულ მცირე მიზეზეიც კი საკმარისია,ზოგს კარგი მანქანა ყავს,ზოგი მძიმე როკს უსმენს,ზოგი წერს,ზოგიც “კაი სასტავის” წევრია-ეს პატარა მიზეზები კი სავსებით საკმარისია იმისთვის,რომ თავი ყველაზე მაგარი გეგონოს…არავინ არავისზე არ ლაპარაკობს კარგს და თუ შემთხვევით მოისმინე ვინმე ვინმეს აქებდეს,მხოლოდ იმიტომ,რომ ამ ქებით სხვას მიაყენოს შეურაცხყოფა.
დასასრულს…ანდაც ეს დასასრული არაა

ფიქრები მეგობრებთან

ამ ბოლო დროს შუადღისას ვიღვიძებ ხოლმე,როგორც ყველა ადამიანი ნამძინარები ტუალეტში შევდივარ…დღეს კი ტუალეტში შესვლისას კარი არ დამიკეტავს,შემდეგ კი მივხვდი რომ რამდენიმე დღეა ეგრე ვიქცევი,ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?იმას ხომ არა რომ მარტო ვარ!
იქნებ გამესერნა?”ო,გარეთ რა გინდა.გახვალ და უცბად არ დაგხვდეს პარიზი.ბროდსკი…” ისევ ეს იდუმალი ხმა,არა ისევ ჩემს მაგიდასთან ჯდომა,სუფთა ქაღალდების ყურება და ფიქრი მირჩევნია…ასეთ დროს გინდა თუ არა ის აზრები გაწუხებს,რომლებიც შემდგომ შენს ცხოვრებას კარდინალურად ცვლიან,ცხოვრებას?ცხოვრება ვახსენე?არადა ეს რა ცხოვრებაა,”ხოდა თავი მოიკალი…”მარცხენა ყურთან ჩაიხითხითა ვიღაცამ თუ რაღაცამ,დიდი ხნის წინ მოვიკლავდი ბატონო თავს, მაგრამ არ მინდა მკვლელი გავხდე, თანაც ისეთი უდანაშაულო ადამიანისა, როგორიც მე ვარ. ძნელია ჩემნაირი კაცის სისხლი და ცოდვა ედოს კაცს კისერზე. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, ასეთ ნაძირალაზე როგორ გავისვარო ხელი-მეთქი. “ამპარტავანო..” არ მნებდება რქიანი მეგობარი,მერე რა?მერე რა რომ არ ვიცი რა გავაკეთო,ნიჭით აღმატებულნი უსაქმობით იღუპებიან…აი კიდევ ერთხელ ვახსენე სიტყვა,რომელიც სიკვდილთან ასოცირდება…მინდა ვიყვირო,აი ვყვირი,მთელი ძალით ვყვირი,მაგრამ თქვენ არ გესმით…დედამიწავ გაჩერდი! განა როდემსე გიტარებია ჩემზე უფრო უდედესი ვინმეეეეე?!! “არა…ხედავ არ გისმენს,შენ მას მაშინაც კი უსმენდი როცა დუმდა ხოლმე…”
პასუხი არ მაქვს და კედელს ერთ წერტილში მივაშტერდი…მოდი სხვა რამეზე ვიფიქრებ,რამე მსუბუქზე, თუნდაც უაზრობაზე..მაშ ასე, რას ეუბნება ერთი კედელი მეორეს? “ერთმანეთს კუთხეში შევხდებითო…”არა! სრულიად უწყინარი კითხვა დავსვი და როგორი პასუხი მივიღე…ყველა გზა ჩემი გულისკენ მიდის! თუმცა ვინ იცის რა იმარხება ამ გულში! ვინ იცის! ვინ მეტყვის! ვერავინ, არავინ. ჩემი გზა სხვა გეზით რომ წასულიყო, ან მე თვითონ სხვა გზას რომ გავყოლოდი….
ეეჰ, ეშმაკსაც წაუღია ყველა გზები! ტყუილად ხარჯავთ მათთვის მეგობრებო დროს და რითმებს, აზრებსა და სიტყვებს, რადგან გზებს არც აზრი აქვთ, არც გეზი, არც სათავე და არც დასასრული. “ყველა გზები და ბილიკები იმედების ნანგრევებზე იყრის თავს!…” არ ჩერდება ჩემი ჩანგლიანი მეგობარი! ხო მერე რა რომ ყველა იმედი გამიცრუვდა?შენ ამით რა მოიგე…
“იქნებ შენ მიგიძღვის ამაში რამე წვლილი…” ეს უკვე სულ სხვა ხმა იყო,მარჯვნიდან,ხო მარჯვნიდან შემომესმა,ისეთი მშვიდი და სათნო…იქნებ სწორია..არა ნმადვილად სწორია უნდა ვაღიარო მაგრამ უკანაც ხომ არ დავიხევ…სხვანაირად მოვიქცევი,აწი იარებისგან დავიცავ ჩემს სხეულსაც და სულსაც! აღარც სხვებს დავჭრი ჩემი სიტყვებით – ბოლოს ხომ მაინც ბოდიშს ვუხდი ხოლმე. სულაც არ ვნანობ იმ წამებს, როცა ვიტანჯებოდი და ჩემს იარებსაც ისე ღირსეულად დავატარებ თითქოს მედლები იყოს!!! იდეალური პასუხია,გულში ჩემი თავით ვამაყობ!
მიყვარდა სხვების აბუჩად აგდება,ყოველთვის მიზანში ვარტყამდი რადგან საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცოდი რომ დაცინვა მომაკვდინებელ იარებს ტოვებს სულში, თუ მასში სიმართლის ნასახიცაა…
“იქნებ სიყვარული გეცადე…”ისევ მარჯვენა ყურში ჩამჩურჩულა ჩემმა ახალმა მეგობარმა
ვითომ არ იცის…ვითომ არ იცის რომ სიყვარული იქ თავდება სადაც ერთმანეთს შეიცნობენ ადამიანები!
“თანაც ვინ?18 წლის ქალიშვილს ისე ესმის ადამიანებისა და ცხოვრებისეული მოვლენების, როგორც ცხენს არითმეტიკის…” კვლავ გამარჯვების ყიჟინა დასცხო კუდიანმა არსებამ
“შენს გულის ხმას მისდიე..”ეს იკვე ჩემი მხსნელი იყო…რა შემიძლია ვუპასუხო?არც მასთან ცხოვრება შემიძლია და არც უიმისოდ,ღმერთო ნეტა ეს რას ნიშნავს?…სადღაც გამიგია ღმერთი არს სიყვარულიო,თუ მართლა ეგრეა მოდი სხვა კუტხით შევხედავ,ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა…არა!ეს არ შველის ჩემს განცდებს,მთავარ კითხვაზე პასუხი კვლავ გაუცემელია,შევძლებ დაუსრულებლად ვიმეორო ფრაზა, მიყვარხარ გუშინდელზე მეტად და ხვალინდელზე ნაკლებად?…
იქნებ დასაწყისში შევცდი,მაგრამ არა!მე მშვენივრად მესმოდა რომ ქალის და კაცის მეგობრობას ძლიერ აქვეითებს დაღამება!
განსასჯელად და რჩევებისთვის თქვენთვის მომინდია მკითხველო(თუ ოდესმე მეყოლა მკითხველი)ჩემი ფიქრები…მე კი ზღვისგან ვისწავლი ღელვის შემდეგ გულდამშვიდებას…ნუთუ მართლა ყველაფერი ვიცი?ყველაფერი ვნახე ამ ცხოვრებაში?თუმცა, ამბობენ, ყვავი სამას წელიწადს ცოცხლობსო, მაგრამ განიცდის კი იმდენს, რასაც პეპელა სამ დღეში?
…………………….
თქვენ მოგმართვთ დიდთვალება და მწვანე არსებებო წამიყვანეთ მე,აქ დედამიწაზსე ყველაფერი ვიხილე უკვე…