Archive for the ‘სოციუმი’ Category

ვინ მოგვპარა შობა?

“ბეჭდურ მედიაში” ლექტორმა პოსტის დაწერა გვთხოვა და აი ისიც, თუმცა სანამ ლექტორი წაიკითხვადეს, ჩემივე ბლოგის მეშვეობით ჩემს მკითხველს გავაცნობ

 

7 იანვარს საქართველოს  ქალაქების ცენტრალურ უბნებში ნაკლებად ან სულაც არ იგრძნობა საშობაო განწყობა. თითქოს მთელ ქვეყანას გრინჩების ლაშქარმა გადაუარა და მოსახლეობას სადღესასწაულო განწყობა წაართვა. შობა თანდათან ისე შეერწყა ახალ წელს, რომ ამ უკანასკნელმა ის სულ ბოლომდე შთანთქა. თუ ამერიკასა და ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა საშობაო ფასდაკლებებს, საშობაო არდადეგებს, საშობაოდ ე.წ. მეცამეტე ხელფასს ელოდება, ჩვენთან ეს ყველაფერი ახალ წელს უკავშირდება. ახალ წელთან არის დაკავშირებული საშობაო ნაძვის ხის მორთვაც და ერთმანეთისთვის საშობაო საჩუქრების გაკეთებაც. ქართველი ბავშვიც, დასავლელი თანატოლის მსგავსად 25 დეკემბერს ან თუნდაც 7 იანვარს კი არ ელის სანტა კლაუსს, არამედ ახალი წლის ღამეს.

დასავლეთში საუკუნეზე მეტია შობამ რელიგიური რიდე აიხადა და ევროპული კულტურის განუყოფელ ნაწილად იქცა. საკრალური მომენტი აქ ნაკლებად არის მნიშვნელოვანი, კულტურის მკვლევრები დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ თვით თოვლის პაპაც კი ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთი უდიდესი წმიდანი-ნიკოლოზ საკვირველმოქმედია, ოღონდ ერთგვარი სახეცვლილი და გახალხურებული. სანტა კლაუსი ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორ აქცია მოდერნისტულმა თეოლოგიამ საკრალური პროფანულად.

ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე საქართველოში შობის გაუფასურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კალენდარულ საკითხს ასახელებს.

”ადრე შობა ძალიან დიდი დღესასწაული იყო და მისი უკანა პლანზე გადაწევა იულიუსის კალენდარმაც გამოიწვია. მოსახლეობა კი ნაკლებად ინტერესდება აღნიშნული საკითხით, რაც შობის მივიწყებულ მდგომარეობაში ყოფნას კიდევ უფრო ახანგრძლივებს”

იმავე მოსაზრებას იზიარებს კულტუროლოგი ია უძილაურიც, მისი თქმით ახალი წლისთვის უპირატესობის მინიჭება იმან გამოიწვია რომ შობას ძველი სტილით ვზეიმობთ.

ცოტა განსხვავებული აზრი აქვს დეკანოზ ლევან მათეშვილს. მამა ლევანის თქმით შობის გაუფასურება ყოფით დონეზე საბჭოთა მმართველობის შედეგია.

”ნაძალადევი სოციალისტური ზეიმების პარალელურად ახალი წელი იყო ერთადერთი მოვლენა, რომელიც არ იკრძალებოდა, განსხვავებით რელიგიური დღესასწაულებისგან. სწორედ ამან განაპირობა რომ მოსახლეობამ შობასთან დაკავშირებული ტრადიციების ტრანსორმაცია ახალ წლის აღნიშვნაში მოახდინა”

მართლაც, საბჭოთა პერიოდში, აზრისა და წარმოდგენების შეზღუდული თავისუფლების პირობებში აღნიშნული საკითხი პრესაში ვერ პოულბდა ობიექტურ გაშუქებას, რადგან მკვლევარები იძულებულნი იყვნენ შობის აღმნიშვნელებში დაენახათ დასავლეთის სახელმწიფოს აგენტები და თვით შობაში კი ბურჟუების რეაქციული ძალა.

საბჭოთა სივრცეში შობის გაუფასურების პარალელურად სულ უფრო და უფრო მკვიდრდებოდა ის დასავლურ ცივილიზაციაში, ამას მოწმობს უამრავი ჰოლივუდური ფილმი შობაზე თუ მთელ მსოფლიოში ჰიტად გცეული საშობაო სიმღერები.

არადა თუ ისტორია დინამიკურად განვითარდებოდა შობას აღმოსავლეთ კულტურაში უნდა დაეკავებინა ის ადგილი, რაც დღეს მას აქვს დასავლურ ცივილიზაციაში. ბერძენი ღვთისმეტყველებისგან განსხვავებით, დასავლეთის თეოლოგებისათვის დამახასიათებელი იყო დიდი ემოციური დაძაბულობა. ლათინებისათვის ქრისტეს ცხოვრებაში უმთავრესი ეპიზოდი იყო მისი ჯვარცმა. აღმოსავლეთ ქრისტიანები კი პირიქით, წინა პლანზე სწევდნენ ქრისტეს ხორცშესხმას ანუ შობას, ღმერთის მიერ ადამიანური სხეულის მიღებას. სწორედ შობა მიაჩნდა ბიზანტიურ ღვთისმეტყველებას კაცობრიობის ხსნის საწინდრად. თუმცა აღმოსავლეთში წითელმა რევოლუციამ და დასავლეთში პროტესტანტების მიერ სოციალურ მსახურებაზე გადატანილმა აქცენტებმა ყველაფერი შეცვალა.  წითელმა ხელისუფლებამ მოახდინა შობის გამიწიერება აგრესიული და ძალდატანებითი მეთოდით, დასავლეთში კი პროტესტანტული და კათოლიკე ეკლესიის კონკურენციის შედეგად მივიღეთ მხიარული შობა, რომელიც ადვილად იპყრობს პოტენციური მრევლის ყურადღეაბას. სწორედ ამიტომ საშობაო ნაძვის ხეს გერმანიაში მცხოვრები თურქებიც დგამენ. შობას ყველა ზეიმობს, ღრმად მორწმუნე კათოლიკე, პროტესთანტი და ათეისტიც, ადგილობრივი ევროპელი თუ ჩასული აფრიკელი ან აზიელი ემიგრანტი. ის იქცა საყოველთაო დღესასწაულად.

მიუხედავად რადიკალური განსხვავებებისა ევროპულ და ქართულ შობას ერთი მთავარი რამ აერთიანებთ, ორივემ სეკულარული სახე მიიღო, მართალია ეს სახეები ძალიან განსხვავებულია, თუმცა ორივე სცილდება რელიგიურ ჩარჩოებს. თუ ჩვენთან შობა მარხვის დასასრულს, ღორის დაკვლასა და ხინკლაობის დასაწყისს უდრის, დასავლეთში ეს ოჯახის ერთად შეკრების მიზეზია. ქრისტე ორივე შემთხვევაში ნაკლებად ახსოვთ, თუმცა შობის აღნიშვნის დასავლური ტრადიცია ბევრად უფრო ახლოს დგას ქრისტიანობასთან, ვიდრე ქართული, ბოლოს და ბოლოს იესოს  შობაც ხომ მარიამისა და იოსების ოჯახური ბედნიერება იყო, როგორც ჩვენ დროში  25 დეკემბერი იქცა საშუალო სტატისტიკური ევროპული ოჯახის ბედნიერ დღედ.

სქელო, ქალუსია და კიდევ რამდენიმე

მალე ერთი თვე გახდება, რაც ერთ-ერთ ტურისტულ სააგენტოში დავიწყე მუშაობა, სამუშაოს სპეციპიკიდან გამომდინარე კვირაში მინიმუმ ორჯერ მიწევს ბავშვებს ექსკურსიაზე გავყვე, ბავშვების ასაკი კი 6-დან 11 წლამდე მერყეობს.

მნიშვენელობა არა აქვს 10-ბავშვიანი კერძო, ელიტური სასწავლებელია თუ 30-ბავშვიანი საჯარო სკოლა, კლასელებს შორის დამოკიდებულება და სუბორდინაციაც კი მგავსია.

ყველა კლასში არის სიმპატიური, კოხტად თმებდავარცხნილი ქერათმიანი ბიჭი, რომელსაც მუდმივად კარგად გაუთოებული პიჯაკი აცვია, სწავლითაც სანიმუშოა და ფეხბურთსაც კარგად თამაშობს, ის ერთნაირად არის თანაკლასელების, მასწავლებლისა და თანკლასელების მშობლების ფავორიტიც კი. დედები ცდილობენ მათი შვილი მის გვერდით დაჯდეს.  ის კლასის ნამდვილი ლიდერია, თუმცა თავის სტატუსს ბოროტად არ იყენებს, არც არავის არ ჩაგრავს .

კლასების უმრავლესობაში არის სათვალიანი ბიჭიც, რომელსაც ლიდერის გარდა ყველა დასცინის, მას როგორც წესი სასაცილო მეტსახელით მოიხსენიებენ, სათვალიანს არც სპორტი უყვარს და არც სხვა ჯგუფური თამაშები.

კლასში გვხდება პუტკუნა გოგოც, რომელსაც ბიჭები სქელოს ეძახიან, იმავე კლასში არის პუტკუნა ბიჭიც, თუმცა მას სიმსუქნის გამო არავინ დასცინის. გოგო  სათვალიანისგან განსხვავებით თამაშებში ატიურად ებმება ხოლმე.

შემდეგი ჩვენი გმირია ქალუსია ბიჭი, ყოველშემთხვევაში  მისი კლასელები ასე მოიხსენიებენ. ბავშვი ძალიან აქტიური და ამავე დროს დამჯერია, ცდილობს არც ერთ თამაშს არ გამორჩეს, თუმცა მასთან ერთ ჯგუფში ყოფნა არავის არ სურს.

ხშირია შემთხვევა, როდესაც კლასში შავგვრემანი ბიჭია, მას ყველა ზანგს ეძახის, ბიჭი ამაზე ბრაზდება და ჩხუბობს, ჩხუბები კი მასწავლებელთან საქმის გარჩევით მთავრდება.

ეს პირობითათ 402-ე კლასის ბავშვების სიაა, რა თქმა უნდა, კიდევ შეიძლება რამდენიმე კატეგორიის გამოყოფა, თუმცა ვფიქრობ, პრობლემა ისედაც ნათელია, ბევრი ტრენინგია საჭირო, თუმცა ვინ ვის უნდა ჩაუტაროს ჯერ არ ვიცი.

სამართლიანი საზოგადოება

ბუნების ფილოსოფოსები, დემოკრიტე, სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, შუა საუკუნეები, რენესასნი, ბაროკო, დეკარტი, სპინოზა, ლოკი, ჰიუმი, ბერკლი, ბიერკელი, განმანათლებლობა, კანტი, რომანტიზმი, ჰეგელი, კირკეგორი, მარქსი, დარვინი, ფროიდი… ესენი არიან ყველა დროის ყველაზე დიდი მოაზოვნეები  (თუ რა თქმა უნდა ქრისტეს არ ჩავთვლით) და ეპოქები, რომლებიც კაცობრიობამ განვლო, თუმცა სამართლიანი საზოგადოების ზუსტ მოდელს ვერავინ გვთავაზობდა და ვერც ერთი ეპოქა ვერ უზრუნველყოფდა იდეალურ ან თუნდაც სამართლიან საზოგადოებას

მაშ როგორი უნდა იყოს ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შემდეგი მაგალითით ვცადოთ, წარმოვიდგინოთ, რომ განსაკუთრებული საბჭოს წევრები ვართ, რომელსაც მომავალი საზოგადოების ყველა კანონის შექმნა ევალება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა დეტალი, ვინაიდან როგორც კი შეთანხმებას მივაღწევთ და ხელს მოვაწერთ მაშინვე მოვკვდებით…თუმცა იმ საზოგადოებაში გავცოცხლდებით, რომელშიც ჩვენი შექმნილი კანონები ამოქმედდება. მთავარი კი ისაა, რომ არც ერთს არ გვეცოდინება, რა ადგილს დავიკავებთ ამ ახალ საზოგადოებში ან რა სქესისა ვიქნებით…

დაფიქრდით? ე.ი. უკვე კომუნისტები ხართ? 😀 

მცველის “დაცვა” ანუ რატომ ატყდა ისტერიკა?

უკვე რამდენიმე დღეა, რაც პოლიტიკოსები თუ მათთან გათანაბრებული პირები ეროვნულ-სარწმუნოებრივმა ისტერიკამ მოიცვა. ვიღაც ქუდზე კაცის გამოძახებას ითხოვდა,მავანი შურისძიებით იმუქრებოდა, ზოგი უკვე შეკრების ადგილს არჩევდა, ნაწილმა კი პარლამენტის წინ აქციის გამართვაც მოასწრო. ყველა გამომსვლელი ეკლესიის დაცვისა და სარწმუნოების ზრუნვისკენ მოუწოდებდა ხალხს.

მართლმადიდებლობაზე ზრუნვისათვის რაიმე აქციისა თუ ღონისძიების გამართვა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს, რადგანაც ეკლესია თავად არის უფალ იესოს მიერ დაარსებული კრებული, რომელიც აქეთ გვიცავს და მას სასუნთქ აპარატზე შეერთებული პოლიტიკოსების დაცვა არ ჭირდება. პოლიტიკოსებისა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მხოლოდ კამერების თანხლებით დადიან ეკლესიაში.

ეკლესიას დაცვა არ უნდა, ეკლესია უნდა გავაძლიეროთ ჩვენი მასში ყოფნით, საიდუმლოებებში მონაწილეობითა და ეკლესიის არაწევრი ადამიანებისთვის იმის ჩვენებით, რომ ეკლესიური ადამიანი არის, ან ცდილობს იყოს სიყვარულით და სიკეთით აღსავსე პიროვნება.

გარდა ამისა წმიდა მოციქულთა 39-ე კანონი – „მღვდლები და დიაკვნები ნურაფერს გააკეთებენ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე“ ლაოდიკიის კრების 57-ე კანონი – „ასევე მღვდელმა არაფერი გააკეთოს თუ ეპისკოპოსს არ აცნობებს“ გვასწავლის, რომ ეპისკოპოსის ნებართვის გარეშე არავითარი მნიშვნელოვანი ღონისძიების წარმართვა არ შეიძლება. ნეტა იმ მომიტინგეებს, რომლებიც აქციებითა და ჯვაროსნული ომებით იმუქრებიან რომელი მეუფისგან აქვთ კურთხევა? და რადგან ჩვენ მცხეთა-თბილისის ეპარქიაში ვიმყოფებით ასეთი კურთხევის გაცემა მხოლოდ პატრირქს შეუძლია, მის უწმიდესობას კი მსგავსი არაფერი უთქვამს. პირიქით, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ „ეკლესია არასოდეს წასულა წინააღმდეგი და ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოში არსებული სხვა რელიგიებისადმი სტატუსის მინიჭებას.“

აჩვენე ბიძიებს პასპორტი

როგორც წესი ქართულ ტრადიციებზე საუბრისას,პირველი რაც ახსენდებათ თამადის ინსტიტუტია,გრძელი და დაუსრულებელი სადღგრძელოები, ქელეხებსა თუ ქორწილებში ფულის ჩაწერა,მემთვრალეობა და ე.წ. ქეიფის ბოლოს- ჩხუბი. ზემოთ ჩამოთვლილი ტრადიციები ქართული სუფრის განუყოფელი ნაწილია.

დღეს,საბედნიეროდ მასში არ შედის ის კომპონენტი,რაც 30-40 წლის წინ ჩვეული მოვლენა იყო. საბჭოთა კავშირმა,ჩვენს ტრადიციულ ქეიფს თავისი დაღი დაასვა. ჩემს უფროს ძმას,რომელსაც ადრეული ბავშვობის გატარება „პერესტროიკამდელ“ საქართველოშო მოუწია,მონაყოლი აქვს თუ რა გახდა მისი და მშობლების პირველი უთანხმოების მიზეზი. ყოველთვის როდესაც ჩვენს ოჯახში სტუმრები მოდიოდნენ და ქართული ტრადიციული სუფრა იშლებოდა,მეხუთე ან მეექვსე სადღეგრძელოს თქმისას,ჩემს ძმას უძახდნენ და ღიმილით ეუბნებოდნენ,ანახე ბიძიებს „პასპორტიო.“ ჩემი ძმაც მორჩილად ასრულებდა ამ თხოვნას,სანამ შვიდი წლისა არ გახდა და დემონსტრაციულად განაცხადა უარი შარვლის ჩაწევაზე.

აქამდე წინა თაობის ამ საქციელით არასდროს დავინტერესებულვარ,თუმცა რამდენიმე დღის წინ დათო ტურაშვილმა,მისსავე საღამოზე,როდესაც ის თავის მეგობარ ლაშა ბუღაძეზე საუბრობდა,მსგავსი ისტორია გაიხსენა,თურმე ლაშასაც პირველი კონფლიქტი მამამისთან მაშინ მოსვლია,როდესაც გიამ შარვლის ჩაწევა და სუფრაზე მსხდომი ბიძიებისთვის „პასპორტის“ ჩვენება სთხოვა.

გაირკვა,რომ მხოლოდ ჩემი და ბუღაძის ოჯახი არ ყოფილა გამონაკლისი, „პასპორტის“ ჩვენების ფენომენი საბჭოთა საქართველოში ჩვეული მოვლენა გახლდათ.

მას არაფერი ჰქონდა საერთო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში არსებულ ფალოსის კულტთან (იაპონიაში დღემდე ეთაყვანებიან ფალოსს,მიაჩნიათ რომ იაპონიის კუნძულებს ფალოსის ფორმა აქვს, ამით ხსნიან მოსახლეობის მრავალრიცხოვნებასაც) არც ბადაგონის,ქართველთა ღვინის ღმერთის (რომლის სიმბოლოც ერეგირებული ასოა) სიყვარულით არ ჩადიოდნენ ამ საქციელს,რადგან შეუძლებელია ბადაგონის მიმართ სიყვარულს თავი მხოლოდ საბჭოთა კავშირში ეჩინა და მის დაშლასთან ერთად გამქრალიყო (ფაქტია 90-იანებში დაბადებულთათვის არასდროს მოუთხოვიათ სუფრაზე „პასპორტის“ ჩვენება და არც 21-ე საუკუნის საქართველოში შეიმჩნევა მსგავსი ტენდენცია)

ჩემი აზრით,საქმე სახელმწიფოებრიობის ან უფრო ქართველობის მიმართ ქართველთა ფარულ და ზოგჯერ დამახინჯებულ სიყვარულთან გვაქვს. მაშინ როდესაც არ გაგვაჩნდა საკუთარი დროშა,გერბი,ჰიმნი,ეროვნული პასპორტი, ქართველები ჯგუფთან მიკუთვნებულობას ამ საქციელით გამოხატავდნენ.

ფაშისტურ მისალმებაზე საუბრისას,წარმოშობით ავსტრიელი ფსიქოლოგი,ბრუნო ბეტელჰეიმი წერდა: „ჰიტლერის მრავალრიცხოვანი მომხრეებისათვის ყოველდღიური და მრავალჯერადად განმეორებული ნაცისტური მისალმება წარმოადგენდა საკუთარ თავში დარწმუნებულობის გამოხატულებას და სხვებზე უპირატესობის ნიშანს. ყოველთვის, როდესაც კანონმორჩილი სუბიექტი იმეორებდა მისალმებას, ხდებოდა მისი ეგოს განმტკიცება“

პარალელის გავლება არც თუ ისე რთულია, ნაცისტებისთვის წინ გასროლილი მარჯვენა ხელი და ჩვენთვის პატარა ბავშვის „პასპორტი,“ იმ დროინდელ საქართველოში, წარმოადგენდა სხვა პასპორტს, რომელიც ქართველთა ეგოს კიდევ უფრო ამყარებდა.

 

SUCKართველო on my mind

მრავალგზის წაგებულ და უამრავი ცოდვით დამძიმებულ სახელმწიფოს არა აქვს ნება და არც უნარი მოახდინოს საზოგადოების მოდერნიზაცია.

კოვბოის თავხედობით აღშფოთებული ულაყივით ხტუნავს ქართული საზოგადოება, თუმცა გასარკვევია ვინ ვის წვრთნის, მემარცხენეები მემარჯვენეებს თუ მემარჯვენეები მემარცხენეებს, მორწმუნეები ათეისტებს თუ ათეისტები მორწმუნეებს, ახლები ძველებს თუ ძველები ახლებს, ჰომოფოფები გეებს თუ გეები ჰომოფობებს…

თუმცა  SUCKართველოში, როგორც ყველაფერი იდეოლოგიებიც დამახინჯებულია, ქართულ ლიბერალიზმს თვით მშობელი მამა ვერ იცნობს. არ მინდა ისეთი ქვეყანა სადაც ნეოლიბერალიზმი “ილია II კაგებეშნიკის” ძახილს ნიშნავს, მემარცხენეები კი ეკლესიების ნგრევით გვემუქრებიან.

არ მინდა ვიყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელშიც “მამაოს შეუცდომლობის დოქტრინა” სუფევს, ცხოვრებაზა გაბრაზებულები კი თავს ათეიზმის ქოლგას აფარებენ,რომელიც ესე ფართოდ არის გაშლილი ვირტუალურ სივრცეში ( რეალურში გაშლი და ისაკაძე უკანვე გაგთხრის )

არ მინდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეზე ვარაუდებს გამოთქვამენ,თუ რამდენ სანტიმეტრიანი ფალოიმიტატორი ედო პირში და ამის გამო მის კომპეტენციას პედაგოგიკაში ეჭვქვეშ აყენებენ. SUCKართველო არის ქვეყანა სადაც არ არსებობს გეი კულტურა,თუმცა მძვინვარებს ჰომოფობია.

მთელი ერი ერთხმად აღშფოთდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა სიტყვებზე “დედა” და “მამა” ეს საკითხი კვლავ დაბა ჩხოროწყუს ბირჟის დონეზე განიხილეს და აქცენტები იმაზე კი არ გაკეთდა რამდენად უაზროა მშობლების დანომვრა (თუნდაც იმიტომ რომ ძნელი გასარკვევია ვინ არის #1 და ვინ #2) არამედ ვიხილეთ გურჯული წიაღსვლები, თუ როგორი “არასრულფასოვანი’ იქნება არაჰეტეროთა ოჯახში გაზრდილი ბავშვი, საქართველოში ხომ სრულფასოვნების ეტალონები გვყავს, მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი რად ღირს, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ ჟიმავს საკუთარ დედას ვერბალურად, აღარაფერს ვამბობ ქართველ გოგონებზე,რომლებიც სექსის გამო თხოვდებიან და ქმრისგან მათ ცემას სიყვარულის გამოვლინებად თვლიან. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში.

კიდევ რამდენი კუნტრუშ-შლიგინი დასჭირდდბა ულაყს დასამშვიდებლად, ჩორთზე გადასასვლელად და შედეგად სასარგებლო ძალად გადასაქცევად,არავინ იცის.

მანამდე კი, ღმერთო დალოცე ამერიკა!

არაფერი გესმით, არაფერს ამბობთ, არაფერს აკეთებთ?

აკეთებთ რამეს თუ ისევ თავზე ქვაბი გახურავთ, ხელები ჩანგლის ფორმისა გაქვთ, ფეხები ღრმა თეფშებში გაქვთ ჩაწყობილნი და ღამის ქოთანზე სხედხართ? ეიძლება მე ვცდები და აღარ ხართ ღორმუცელა კონფორმისტები, იქნებ არასწორად მახსოვს და თქვენს 90იანი წლების შემოქმედებაში ”ძაღლებს” არ აგინებდით დღეს კი პატრულს უმღერით, შეიძლება მეხსიერება მღალატობს და გაუხედნავი თეთრი რაში ჩვენმა ვაჟკაცმა გახედნა, ვაი თუ ბავშვობის წლები ცუდად მახსენდება, ნუთუ ”გიხაროდენ” არ გიმღერიათ და შემდგომ არ მდგარხართ ნოემბრის ყინვასა და ქარში?

აკეთებთ რამეს?

იქნებ მე მავიწყდება და 9 აპრილს ვერ მოიცალეთ, სამაგიეროდ თავზესაყრელი დრო გქონდათ ახლა და მშვენიერი ლექსები მიუძღვენით ყველაზე დიდ ავტორიტეტს ბატონო ჯანსუღ, ბატონო რევაზ? ნუთუ მართლა ვცდები და კონფორმიზმი დანაშაული არ არის და უბრალოდ თქვენში გაიღვიძა 70იანწლიანმა სწავლებამ იმის შესახებ რომ ბელადებს ლექსები უნდა მიუძღვნათ?

აკეთებთ რამეს?

ალბათ მერაბ მამარდაშვილის სიტყვები მე გავიგე არასწორად და სამშობლო, უფრო სწორად სახელმწიფო ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას? შეიძლება ჩემი მშობლები მართლაც რუსეთის აგენტები და საქართველოს დაშლა-დაქუცმაცების მომხრენი არიან, რადგან მეგრულად საუბრობენ? რას გვეტყვით პროფესორო ფუტკარაძე? რას გვეტყვის მამაო?

აკეთებთ რამეს?

სანამ ამ კითხვას გასცემდეთ პასუხს პატარა ისტორიულ ექსკურსს შემოგთავაზებთ

ურათზე თქვენი შუა საუკუნეების კოლეგის, ხელოვანისა და საზოგადო მოღვაწის, ღრმადმორწმუნე ბოსხის ნამუშევარია,რომელზეც ცოდვათა მთელი კატალოგია მოცემული,მერე რა რომ მისი სახლის წინ ინკვიზიციის ცეცხლი გიზგიზებდა? ჭეშმარიტება მისთვის ყველაფერზე მაღლა იდგა.

მედროვეები, ეგოისტი ადამიანები, ინკვიზიტორები ეჯავრებოდა ისინი და მათ წინააღმდეგ ბნელ შუა საუკუნეებში იბრძოდა. საშინლად ვერ იტანდა უღირს სასულიერო პირებს, სურათზე გამოსახული გრძელ ნისკარტა ფრინველები მოძღვრებს განასახიერებენ, რომლებიც საკენკს უყრიდნენ მრევლს.

თქვენ აკეთებთ რამეს?

ნეტავ კიდე რამდენი უკანალი უნდა ალოკოთ?