Archive for the ‘T.S.U.’ Category

სტუდენტები არჩევანის ზღვარზე

რამდენიმე დღეა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტები პროტესტს უცხადებენ, თავადაც არ იციან რას. ლიტერატურის ქართულ ენაზე თარგმნა, ის რამაც პროტეტესტს დაუდო სათავე აღარავის ახსოვს და მოვლენები სულ სხვა მიმართულებით განვითარდა.  უნივერსიტეტის II კორპუსის წინ შეკრებილი სტუდენტები მოითხოვდნენ შემწყდარიყო განსხვავებული აზრის გამო თვითმმართველობის წევრების მიერ სტუდენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება. მოითხოვდნენ, მაგრამ ვისგან თავადაც არ იცოდნენ ან იცოდნენ და განზრახ ჩადიოდნენ პოპულისტურ ქმედებებს, რომლებსაც არანაირი შედეგი არ მოჰყოლია და ალბათ არც მოჰყვება.

მოძალადეების დასჯა სამართალდამცავების პრეროგატივაა და ის არ შედის თვითმმართველობის კომპეტენციაში. თუ გცემეს ან შენს ფიზიკურ არსებობას რაიმე სახის საფრთხე ემუქრება პოლიციაში უნდა დარეკო და მათგან მოითხოვო საჭირო ზომების მიღება, თუ სამართალდამცავები განცხადებას წარმოებაში არ მიიღებენ მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება ქუჩაში გამოსვლას აზრი. მთელი ამ დროის განმავლობაში, ვერც ერთმა ნაცემმა სტუდენტმა ვერ ახსნა თუ რატომ არ გამოიძახეს საპატრულო პოლიცია, “ფეისბუქზე” მათი პოსტების კითხვისას კი აღმოვაჩინე, რომ ერთ-ერთი დაზარელებული არ ენდობოდა სამართალდამცველებს, რადგან მათ არ დაიცვეს დევნილები, არ დაიცვეს ვეტერანები და მასაც არავინ დაიცავდა “ნაც-მოძრაობის” ახალგაზრდა   წევრებსგან.

მსგავსი განცხადებები საფრთხეს უქმნის პროტესტანტთა მოძრაობას და თვითმართველობის წისქვილზე ასხამს წყალს. თავიდან, რომ ავიცილო ჩემი მიკუთვნებულობა გამცხადებლთან (და ამის შესაძლებლობა არის, რადგან პირველივე დღიდან ერთ ძალიან დიდ და ძალიან ჭრელ ბანაკში ვართ) ვახდენ ჩემი ხედვის დეკლარირებას.

1) თუ თვითმმართველობის წევრები ახდენენ სტუდენტებზე ანგარიშსწორებას მათ წინააღმდეგ სარჩელი უნდა შეიტანო, თვითმართველობა არ არის ვალდებული დასაჯოს კრიმინალები. თუ “რესპუბლიკური” საავადმყოფოს ექიმი ქუჩაში გამვლელს სცემს, გამვლელმა აქციები “რესპუბლიკური” საავადმყოფოს წინ, ექიმის გათავისუფლების მოთხოვნით არ უნდა ჩაატაროს.

2) უნდა მოხდეს სტუდენტთა მოთხოვნებისა და მიზნების დეკლარირება, რათა თავიდან იქმნას აცილებული გარკვეული ჯგუფების მიერ სტუდენტებით მანიპულირების მცდელობა. ჩემთვისაც კი, რომელიც ამ მოვლენების დაწყების დღიდან ყველა გადაწყვეტილების საქმის კურსში ვარ, უცნობი რჩება მოძრაობის მიზნებიც და საშუალებებიც. ადვილი წარმოსადგენია თუ რაოდენ ძნელი მისატანია ჩვენი სათქმელი საზოგადოების ყურამდე.

3) სტუდენტური თვითმმართველობა წარმოადგენს კარგად ორგანიზებულ სტრუქტურას, განსხვავებით იმათგან ვინც მათ ვუპირიპირდებით. საჭიროდ მიმაჩნია, შეიქმნას სტუდენტთა წარმომადგენლობითი ორგანო ან ალტერნატიული თვითმართველობა, რომელსაც ეყოლება არჩეული ლიდერი. ამით ნეიტრალურ სტუდენტს მიეცემა არჩევანის გაკეთების საშუალება და დასრულდება თვითმართველობის მონოპოლისტობის ეპოქა.

4) დაპირისპირების დაწყების პირველივე დღეს სტუდენტებს ვთხოვე შეგვესწავლა “კმარას” გამოცდილება, სამწუხაროდ სტუდენტთა რაღაც ნაწილს თეა თუთბერიძე კვლავ ბუად წარმოუდგენია და ჩემი ეს შეთავაზება მაშინვე იქნა უარყოფილი, ამავე დროს, მათ ნაწილს წარმოუდგენლად ეჩვენება კონკურენცია გაუწიოს თვითმართველობას, რომლის ბიუჯეტიც 550 000 ლარს შეადგენს. სწორედ ასეთი შიშების თავიდან აცილებისთვის ვთხოვე მათ გადაეხედათ “კმარას” გამოცდილებისთვის. თუ მოძრაობა “კმარა” ქვეყნის პოლიტიკაზე ახდენდა გავლენას, ყოველგვარი სახელმწიფო დაფინანსების გარეშე, რატომ არის შეუძლებელი სტუდენტთა მოძრაობამ უნივერსიტეტის პოლიტიკაზე მოახდინოს გავლენა? 

ალტერნატიული მმართველობის ჩამოყალიბების შემთხვევაში ის ღია უნდა იყოს ყველა სხვა ინსტიტუტის მიმართ, რომელიც დააკმაყოფილებს მის მიერ დეკლარირებულ ღირებულებებს.

“კილკებივით” ჩაწყობილნი ანუ სამი ერთში :D

“ვინც სტუდენტი არ ყოფილა,ვერასოდეს გაიგებს პურზე წასმული ნიორისგან მიღებულ სიამოვნებას”

დარწმუნებულ ვარ,ბატონი ჯვებე,როდესაც ამ სიტყვებს წერდა ჩემ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტებზეც ფიქრობდა. 🙂

დროის ათვლა დაიწყო 🙂

სემესტრის დაწყებამდე 3 კვირაზე ნაკლები რჩება, მე კი მთლიანად მომიცვა საუნივერსიტეტო სამზადისმა 🙂
ნეტა ვიცოდე რა მიხარია, ლაშასთან და გიორგისთან გაყოფილი ბინა по-Немецки?(რომელშიც ისე ვართ ჩალაგებულნი,როგორც პატიმრები ყვარყვარისეულ ციხეში,თუმცა კარი იკეტება,ესე იგი ვეტევით) 🙂 თვალსაჩინო ადგილას გამოკრული გრაფიკი,რომელზეც აღნიშნულია მორიგეობის სია?ორშაბათი და ხუთშაბათი დღეების სიძულვილი,რადგან მე მიწევს სახლის დალაგება და სადილის მომზადება :), შეწუხებული ქვედა მეზობელი და ერთმანეთზე გადაბრალებული ცუდი ქულები? 🙂

არ ვიცი ჩამოთვლილთაგან რომელი განიჭებთ სიამოვნებას,მაგრამ მე მიხარია,მიხარია,ჩემი საცხოვრებელი ბინაც,რომელიც,რეგიონიდან ჩამოსული ახალგაზრდისთვის,სტუდენტური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია ან როგორ შეიძლება არ გიყვარდეს,როდესაც მის საქირავებლად მისულებმა, ქალბატონ ციცოს( ბინის ბრაზიანი მეპატრონე) 50 ლარი დავაკლებინეთ 🙂

ბიუროკრატია თ.ს.უ-ში

პროგრამანებისმიერი დავალება,რომლის შესრულებაც შეუძლებელია სატელეფონო ზარით
ინფორმაციის წყაროქაღალდების კორიანტელი
საქმიანობის სრულყოფააც შეიძლება მეტი ქაღალდების ბეჭდვა და გვარის მითითება
განსახილველიროდესაც ამის შესახებ საერთოდ არც გაგიგონიათ
დეპარტამენტში მომუშავეის,ვინც პირველი ავრცელებს ჭორებს
ადმოგეგზავნებათ განსახილველადქაღალდების ეს დასტა ეწყოს თქვენთან

კაბინეტის კართან ლოდინი…არ ცალია…ისევ ლოდინი…ყავას სვამს…ტელეფონზე საუბრობს…ისევ ყავას სვამს…

მე-6 კორპუსში გამოიკრა ცხრილი,ოღონდ ქვემოთ ოდნავ შესამჩნევად მიწერილი აქვს,“არ არის საბოლოო ვერსია,დაზუსტდება უახლოეს დღეებში”

მხოლოდ და მხოლოდ გამოცდის წინ გებულობ რომ ტესტი 40ქულიანი კი არა 30იანია…

ვრეკავ მითითებულ ნომერზე,მაგრამ არავინ პასუხობს…

კომპედენტური პირი სხვა უფრო კომპედენტურთან გაგზავნის,ის თავის მხრივ ვინმე ლამარასთან,ლამარა კი ლაურასთან…

რესურს ცენტრში:
“-ბოდიში რომ ვარსებობ”
ეგ,რომ გაუთხოვარია რა ჩემი ბრალია

თ.ს.უ-ს ბიუროკრატიასთან ბრძოლამ შეიწირა ჩემი ახალგაზრდობა…

ეხლაც ვრეკავ იმ ნომერზე,რომელიც Facebook-ზე,უნივერსიტეტის გვერდის ადმინმა მომცა,ვიმედოვნებ რომ ჩემს პრობლემებს ამ ერთი ზარით მოვაგვარებ,თუმცა არავინ მპასუხობს…ღმერთო ამ სიცხეშიც ისევ ყავას სვამენ?

ხუბუა გადადგა!

ვავა ხუბუა ვავა, ონჯღორე შენი

არაფერი გასაოცარი არ იყო იმაში,რომ ჩემი წინასწარმეტყველება ახდა, ხუბუას გაERR-2ება ლოგიკურ დასკვნამდე მივიდა და დღეიდან ის თბილისის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (როგორ მიყვარს ეს სიტყვები) რექტორი აღარ არის.

ვფიქრობდი, მასაც,საზღვარგარეთ გაუშვებდნენ სასწავლებლად,მაგრამ რექტორყოფილმა განაცხადა,რომ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

ალბათ ცოტა ხანში,გაღიმებული სახით გვაცნობს განათლების მინისტრი ან თავისუფლების კანტორა:(გააჩნია ხუბუას გადაყენება,რომელს აწყობდა)

“ხუბუა გაიქცა,თსუ თავისუფალია”

მე კი,უნივერსიტეტის რიგითი სტუდენტი ვიმედოვნებ,მომავალი რექტორი ბევრად დამოუკიდებელი და უკეთესი იქნება,თუნდაც საორგანიზაციო საკითხებში,ვიდრე “თვითგამოცხადებული” პროფესორი გიორგი ხუბუა!

თ.ს.უ. ანუ ჰოგვორთსი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა,36ათასამდე ნააბიტურიენტალი მოუთმენლად ელოდა თავის ბუს,ბუს,რომელიც naec.ge-ს მეშვეობით ახარებდა:”თქვენ ჩაირიცხეთ თბილისის, ივანე დამბლდორის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ჯადოქრობისა და მაგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე”

სტუდენტებს,რომლებიც პირველად მიდიან უნივერსიტეტში ყოველთვის სჭირდებათ გამოცდილი მრჩეველი,მითუმეტეს საქმე თუ ისეთ მაგიურ სასწავლებელს ეხაბა,როგორიც თ.ს.უ. არის.

რჩევა #1.სასურველია ყველა სტუდენტს გააჩნდეს მფრინავი ცოცხი “ნიმბუს 2010”(ხალიჩებს არ გირჩევთ,ჩრჩილი შეჭამს)წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გაეკვეხებით გმირთა მოედანზე არსებულ საცობში და ლექტორის საყვედურსაც მიიღებთ,სამინარზე დაგვიანების გამო.

ონავართა რუკა

რჩევა #2.თან იქონიეთ “ონავართა რუკა,”თუ არ გინდათ აუდიტორიების ძიებაში ესოდენ ძვირფასი დრო დაკარგოთ.

რჩევა #3.ნურასოდეს შეხვალთ ჟურნალისტების კორპუსში არსებულ ტOOალეტში,რადგან იქ აუცილებლად დაგხვდებათ მტირალა მირტლზე საშინელი და ჯუჯღუნა დამლაგებელი,რომელიც საჭირო ოთახიდან კივილ-წივილით გამოგაბუნძულებთ.

რჩევა #4.აუცილებლად დაგჭირდებათ “დროის მდევარი,”რადგან დიდია იმის ალბათობა,რომ ერთდროულად ორი ლექცია გქონდეთ.

რჩევა #5.თუ არ გინდათ საზარელი სიკვდილით აღესრულოთ, აღარასოდეს ჩახვიდეთ მე-2 და მე-3 კორპუსების ჯურღმულებში,რადგან იქ უამრავი მაგიური მწერი თუ ქვემძრომი ბუდობს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

რჩევა #6. კარგად დაიზუთხეთ “აგუამენტას” შელოცვა,ის თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ მაღლივის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყოფნისას(თუ რა თქმა უნდა, თქვენთის ტOOალეტის წყლის დალევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს)

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებას თუ არ/ვერ აპირებთ,მაშინ მოემზადეთ მაგლური სტუდენტობისთვის

მარტო ცივისში

რამდენიმე საათით შევწყვიტე ჩემი “რომაული არდადეგები,”რომელსაც სამტროდიაში ვატარებ,რადგან ცივისში დაუმთავრებელი საქმეების დასრულება მიწევს. მატარებელი სადგურში,რომ შემოვიდა,შვიდი საათიც კი არ იყო,რა უნდა მექნა?რომ არ ვიცი სად წავიდე და რა ვაკეთო,წიგნის მაღაზიებს ვეწვევი ხოლმე,საუკეთესო თავშესაფარია,მაგრამ დედაქალაქი 10საათამდე არ იღვიძებს(!)

იპოდრუმი,ჩემი მუდმივი ნავსაყუდელიცოტაც იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ვიხეტიალე(sweet memories),ცოტაც წავიმესიჯე,დრო ბარის მდინარესავით მიიზლაზნებოდა,10 საათი გახდა თუ არა,ვაკეში მდებარე “პარნასისკენ” გავწიე,რამდენიმე წიგნის ყიდვა მინდოდა,თანაც ჩემი ამბავი რომ ვიცი იქ მინიმუმ,საათ-ნახევარს დავყობდი,ამასობაში კი ჩემი ცივისში ჩამოსვლის მიზეზის მოსაგვარებლად დანიშნული შეხვედრის დროც მოვიდოდა.

უნივერსიტეტის მე-2 კორპუსთან ჩამოვედი და სწრაფი ნაბიჯით ” პარნასის” მაგივრად,მეექვსესკენ გავწიე,მიწის ქვეშა გადასასვლელში ნაცნობ მათხოვარს ხურდაც ჩავუჩხრიალე,რამდენიმე წამში კი ჩემ წინ ჟურნალისტების კორპუსი წამოიმართა,კორპუსი რომლის მშენებლობისას მაღალი და ჭარბწონიანი ადამიანების არსებობა არ გაუთვალისწინებიათ,კორპუსი,რომლის დამლაგებელიც ტOOალეტში არ გიშვებს,კორპუსი,რომელიც ყველაზე კარგი “საბირჟავო” ადგილია მთელ თ.ს.უ.ში და სადაც ის საგნები გვიტარდება,რომელიც ჩვენ,მომავალ ჟურნალისტებს,ყველაზე მეტად გვაინტერესებს(…) რესურს ცენტრში ავედი(საიდანაც ახლა ვწერ)იმედი აღარ მქონდა რომ იქ ვინმე დამხვდებოდა,მაგრამ ჩემდა გასაოცრად,კომპიუტერთან სამშენებლო ნაგავში ამოთხვრილი(რომელიც კორპუსის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები გამო მრავლადაა) ჩემი კურსელი და მეგობარი დამხვდა(…)გამოცდები მიმოვიხილეთ,ერთხმად გამოვლანძღეთ ლეკტორები,რომელთა “სინაგლის” გამო რამდენიმე ასეული კილომეტრის გამოვლა მოგვიწია(…)

სულ ცოტაც და 71 ნომერს მაღლივის ავტონომიური რესპუბლიკისკენ გავყვებით

საერთაშორისოს “ელიტაშკებს”

  • [ქართველები] მშვენიერს, “უცხოს” უწოდებდნენ, კარგ ქართულ თხილს – “ბერძნულს” ხოლო საუკეთესო ცერცვსაც – “ბერძნულს”.

შეიძლება ბევრმა თქვენგანმა გაიკვირვოს,სად გიორგი მეფის ანდერძი და სად საერთაშორისო ურთიერთობებიო,მაგრამ ისე არ არის როგორც ერთი შეხედვით ჩანს.
სიტყვა “საერთაშორისო” არაქართულად მოიაზრება,ამ შემთხვევაში ამერიკულად,რადგან გიორგი მეფის დროს არსებული ჰეგემონი საბარძნეთი,აშუშუმ ჩაანაცვლა,ყველაფერი არაქართული კი-იდეალურია.
ჩვენს ფაკულტეტზე არსებული სხვა დისციპლინებიც ბებერ ბოზ ევროპასა და “ძია სემის” ქვეყანაში ჩაისახნენ და განვითარდნენ,მაგრამ მათ სახელებში “საერთაშორისო” არ ურევია,აქ ხომ ყველაფერი ნათელია,ესე იგი “ს.უ.ელებს” ყველანაირი ულება აქვთ სხვა სპეციალობების სტუდენტებს ზემოდან უყურონ,მათი სპეციალობის დასახელებაში ხომ არაქართულის გამომხატველი სიტყვა ურევია.
სოციოლოგიის დეპარტამენტსაც რომ წინ “საერთაშორისო” ეწოდოს იქაც იგივე სიტუაცია იქნებოდა,აბა რისი ბრალია facebook-ზე მომრავლებული მსგავსი შინარსისი სტატუსები “საერთაშორისოს ხალხი-ყველაზე ელიტარული” ან კიდევ მთელი წლის განმავლობაში ენაზე რომ ეკერეთ:”ვაიმე იდეოლოგიები იმდენს გვაძლევს სამეცადინოს,თქვენ რაღა გიჭირთ,საერთაშორისოზე აღარ ხართ და სასწავლიც არ გაქვთ,” “ყველას საერთაშორისო უნდა,მაგრამ ვერ ქაჩავენ”(…)
არადა სიტუაცია ისე არ არის რგორც თქვენ გგონიათ,საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ღრმა კრიზისშია,არ იციან სტუდენტებს რა ასწავლონ და ინგლისურ ენას,ნაცვლად ერთი წლისა,ორი კურსის განმავლობაში ასწავლიან(არა და ყველამ ვიცით უნივერსიტეტში უცხო ენას შესწავის ძალიან დაბალი დონეა)ასევე რამდენიმე ათ კრედიტიანი საგანი,როგორმე ხომ უნდა შეივსოს 240კრედიტი? “ს.უ.ელები,”რომ “ქართული ჟურნალისტიკის ისტორიის” მსგავსი მოცულობის მასალას სწავლობდეთ ალბათ 15 კრედიტს მოგცემდნენ,ჩვენ კი წესიერი აუდიტორიაც ვერ გამოგვიყვეს,აქაოდა “საერთაშორისო” არ გქვიათო(…)

ყველას წარმატებას გისურვებთ,მაგრამ ნუ გგონიათ ვახოს ლექციების მოსმენაზე ვოცნებობდეთ,ჩვენიც საკმარისად გვყავს,უფრო კომპედენტურები და თანაც შეხვედრისას მოსალმებაც იციან:P
არ მინდა ცუდად გამიგოთ,ჩემი პოსტი მხოლოდ სტუდენტთა რაღაც კატეგორიას ეძღვნება,მათთან ბევრჯერ მიკამათნია და საკუთარ თავსაც ადვილად ამოიცნობენ…

რაც შეეხება გესლს,ბალღამსა და სისინსა,(რომელიც მოცემული წერილის შემდეგ არ მომაკლდება)არ მანღვლებს,უკვე იმუნიტეტი მაქვს(…)