Posts Tagged ‘ისტორია’

ჩვენ ვაუპატიურებთ ანგელოზებს

ცხოვრება გაცილებით რთულია ვიდრე ნებისმიერი ლამაზი და აღიარებული ფილოსოფიური დოქტრინა, ასე რომ ყველანი ეგზისტენციალისტებიც, იდეალისტებიც, გეები და ლესბებიც, პრეზიდენტებიცა და რომის პაპებიც, სელაპებიცა და დურგლებიც და აგრეთვე დანარჩენი უბრალო მოკვდავნიც ნერვების, ცხოველური ინსტინქტებისა და ამათ ზემოდან შოკოლადივით მოსხმული ინტელექტის ბასტარდი (სხვადასხვა სახეობის ან გვარის ორგანიზმების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავალი) გახლავართ, რომელთაც დაბადებიდანვე გვახვევენ საზოგადოებრივი მორალის ქურქში და გვაკომპლექსებენ რომ თუ ამ საცვალს გავიხდით შიშვლები დავრჩებით, ყველა ჩვენზე მოიშვერს თითს და დაგვცინებს. ალბათ ბევრს დასიზმრებია ასეთი სიზმარი. ამიტომაც ვიგონებთ ათასნაირ თეორიას თუ რატომ უნდა გვეცვას საცვალი, თუნდაც ის საკმაოდ ბინძური იყოს და შესამჩნევადაც ყარდეს.

არის შემთხვევები როდესაც ადამიანს მოუნდება გაიხადოს და გაშიშვლდეს საზოგადოების წინაშე,მისი ეს ნაბიჯი თუ სწორად აღიქვეს მას გენიოსად შერაცხავენ ან კიდევ გიჟად,გარყვნილად.

სწორედ ასეთი გაორებაა საზოგადოებაში ბალთუსის მიმართ.მის შემოქმედებას ბევრი პორნოგრაფიულს და პედოფილიურს უწოდებს, თავის დროზე, “ზნეობრივმა” პარიზულმა ელიტამ სწორედ ამორალურობისთვის გარიყა ბალთუსი. ჩემი აზრით კი ამორალური თვით ეს პარიზული ელიტა იყო, ადვილად დავრწმუნდებით ამაში თუ ბალთუსის ნახატებს,მის გოგოებს კარგად დავაკვირდებით.

დაუცველი და განწირული სილამაზე ეს არის ბალთუსის შემოქმედების არსი. აქ ლაპარაკია სილამაზის შეგრძნებისა და სექსუალური ლტოლვის დიქოტომიაზე. გოგოებს ის, რა თქმა აუნდა განზრახ ხატავს ეროტიკულად თუმცა, მხოლოდ იმისთვის რომ მან პარადოქსული ეფექტი მოახდინოს, რადგან იგი ამავე დროს ხაზს უსვამს მათ უმანკოებას. პარადოქსს ქმნის ის რომ გარყვნილება კი არ გამოედინება სურათიდან არამედ შეედინება სურათში. გოგოები თვითონ რომ ვერ აღიქვამენ, ვერ გრძნობენ თავიანთ ეროტიკულობას, ისინი აბსოლუტურად უმანკონი და გულუბრყვილონი არიან როგორც ასეთი (და ის რაც ეროტიკულად აღიქმება მხოლოდ და მხოლოდ მათი სხეულია) და მათი სილამაზე და იდეალურობა მათი მარტოობის და სევდის მიზეზია. მაგრამ ბალთუსი განზრახ აშიშვლებს თავის გოგოებს (რომლებიც მას იდეალურ არსებებად მიაჩნია და უყვარს ყოველგვარი ეროტიული ქვეტექსტის გარეშე) ავხორცი მზერის წინაშე. ეროტიული და პორნოგრაფიული კი სწორედ მათი მაყურებელის მზერაა და ეს არის მიზეზი მისი სურათების სევდიანი პათოსისა რადგან აქ იგრძნობა ამ გოგოების ტრაგედია, რადგანაც ის ეროტიულად დამუხტული მზერა მუდმივი წყევლისავით დაუწყებს დევნას ამ ანგელოზებს (როგორც მათ თვითონ ბალთუსი უწოდებს) და მის წინაშე ეს გოგონები ისეთივე დაუცველები იქნებიან როგორც ამ სურათებში – მნახველების მზერის წინაშე. სხვისი ავხორცი სურვილები მათ გარყვნის და მსხვერპლად შეიწირავს მათ ანგელოზურ არსს, ხოლო მათში როგორც ანგელოზებში ჩადებულ ზეციურ არქეტიპს არ შეუძლია შეეგუოს მათ ახალ სტატუსს ამიტომაც ისინი განწირულები არიან. ამიტომ ბალთუსის სურათები არამარტო სილამაზის გადმოცემის მცდელობაა, არამედ თანამედროვეობის კრიტიკაც, რადგან იმ საზოგადოებაში სადაც ეს სურათები პორნოგრაფიად აღიქმება თვითონ საზოგადოებაა გარყვნილი.

1908 წელს დაბადებული Balthazar Klossowski de Rola 2001 წელს გარდაიცვალა

Advertisements

ქალაქ-სახელმწიფო ალექსანდრია

მიწისძვრებმა ჩაიარა,ამდენი წლის ნაშენები ხუხულასავით დაინგრა, I lose,but I don’t lose the lesson

ცუნამის საფრთხემაც გადაიარა და ეს-ესაა ქალაქ-სახელმწიფოში ЧП (чрезвычайное происшествие) დასრულებულად გამოვაცხადე

ალექსანდრია ძალიან უცნაური წარმონაქმნია,სახელმწიფოც კი არ ერქმის,რადგან სხვა სახელმწიფოში ცხოვრობს,უფრო სწორად ევროკავშირის ტიპის კონფედერაციაში,რომლის შტაბ-ბინაც ქავთარაძეზე,”მაღლივის” მიმდებარე ტერიტორიასთან ახლოს არის განთავსებული…”ბენილუქსის”(ბელგია,ჰოლანდია,ლუქსემბურგი) დარად ამ გაერთიანებას “ალგალაქსი” ვუწოდე (ალექსანდრე,ლაშა,გიორგი)*

ალექსანდრია საპარლამენტო ტიპის რესპუბლიკაა,ტერიტორიის ფედერაციული მოწყობით.

ფართობი: 188 სმ.

ნეტო: 78კგ

ხელისუფლების უმაღლეს ორგანოს წარმოადგენს მინისტრთა საბჭო (ტვინი)

საბჭოს უცვლელი წევრები არიან,საგარეო საქმეთა მინისტრი,რომელიც არეგულირებს ურთიერთობას გარშემომყოფებთან(ლაშა,გიორგი,მეგობრები,სასიყვარულო ინტრიგები,ჯგუფელები) დავდაცვის მინისტრი,რომლის დაქვემდებარებაშიცაა სახელმწიფო არქივი,რომელიც საჭიროების შემთხვევაში გაიხსნმება და სხვა “რესპუბლიკებს” ზიანს მიაყენებს 😛

განსხვავავებით გაეროს წევრი სახელმწიფოებისგან,შინაგან საქმეთა სამინისტრო ალექსანდრიაში ძალოვან სტრუქტურას არ წარმოადგენს და სახელმწიფოში მხოლოდდამხოლოდ ინფრასტრუქტურის განვითარებით (ტანსაცმელი,ბლა-ბლა-ბლა…) არის დაკავებული,შემოსავლების სამინისტროს ევალება ბიუჯეტის ანუ ჩემი ძმის მიერ გამოგზავნილი ფულის სწორად განკარგვა(ალბათ მინისტრს მალე შევცვლი,რადგან სახელმწიფო ხაზინაში გარღვევაა :S ) ასევე არსებობს განათლებისა და ზესაიდუმლო საგანგებო სიტუაციათა სამინისტო 🙂

სამინისტროების კოორდინირებულ მუშაობაზე პასუხისმგებელია,ავტონომიური სტრუქტურა, დაგეგმარების დეპარტამენტი

პარლამენტარებად იწოდებიან ისინი,ვისთანაც ალექსანდრია ემოციურ კავშირს ამყარებს,სამწუხაროდ,პერიოდულად გადახალისდებიან ხოლმე :user:

ამ ეტაპზე სახელმწიფოს პრიორიტეტებს წარმოადგენს,გულის სეპარატისტული რესპუბლიკის ინტეგრირება და მის ტერიტორიაზე სასაფლაოს მოწყობა,სადაც უსიამოვნო მოგონებებს დამარხავს,თუ არა დავემსგავსე ნაგვით მოფენილ ნეაპოლის ქუჩებს 🙂

კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება ახალი სახე(ები),მათ შემოსვლას ჩემს თანამეგობრობაში გარე ძალებიც უშლიან ხელს,აქაოდა საკავშირო კანონები დაირღვევაო :user:

 

 

*-ჩემი roommate-ები 🙂

ალქიმია მითი და რეალობა

ალქიმია-ქიმიის მიმართულება,რომელსაც საფუძვლად დაედო,ბუნებაში ფილოსოფიური ქვისა და სიცოცხლის ელექსირის მიღების ალბათობის შესაძლებლობები.განსაკუთრებით მოიკიდე ფეხი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.ალქიმიკოსთა შორის იყო,მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე,რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში(ბეკონი,ბონავენტურა)

ალქიმიკოსთა უმთავრესი მიზანი ფილოსოფიური ქვის შექმნა იყო,ითვლება, რომ პირველი ალქიმიკოსი, რომელმაც ფილოსოფიური ქვა მიიღო და მსოფლიოს ამცნო ამის შესახებ იყო ეგვიპტელი ჰერმეს ტრისმეგისტი (Hermes Trismegistus) – ”ჰერმეს სამმაგად უდიდებულესი”. იგი ნახევრად მითიური, ნახევრად ლეგენდარული ფიგურაა. ჰერმესის წიგნების უმრავლესობა განადგურდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრისას და ის მცირე რაოდენობაც, რომელიც ხანძარს გადაურჩა, საიდუმლოდ ჩამარხეს უდაბნოში. დღემდე მოღწეულია მათი ძალზე დამახინჯებული თარგმანები.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე რაიმე ფუნდამენტალური ნაშრომი ალქიმიაში არ არის,ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ წერილის გამოქვეყნებისა,იქნებ ოდნავ მაინც შეიქმნას წარმოდგენა მოცემული მეცნიერების შესახებ.

ხალხის გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები იმ აზრმა,რომ თითქოს ალქიმიკოსები ფილოსოფიური ქვის შექმნით ცდილობდნენ გამდიდრებას,რა თქმა უნდა,თუ გექნებოდა სასწაულებრივი ქვა,რომელიც ნებისმიერ მეტალს ოქროდ გადააქცევდა,ამის შესაძლებლობას ხელიდან არავინ არ გაუშვებდა,მაგრამ ალქიმიკოსები იმაზე საინტერესონი იყვნენ,ვიდრე განათლებული მატერიალისტები.
ალქიმიაში დევს ცოტა განსხვავებული აზრი.ეს ხელოვნება არ არის მხოლოდ იმისთვის რომ ოქრო მიეღოთ.ალქიმია პირველ რიგში გულისხმობს სულიერ ტრანსფორმაციას ანუ არაკეთილშობილი მდგომარეობიდან,ოქროს მდგომარეობაში გადასვლას.რაც სულიერების უმაღლეს საფეხურზე გადასვლას ნიშნავს.
თვით სიტყვათშეთანხმება ”ფილოსოფიური ქვა” (lapis philosophorum) თავის თვში უკვე შეიცავს მატერიალურისა (ქვა) და არამატერიალურის (ფილოსოფია) გაერთიანების იდეას. ფილოსოფიური ქვის შექმნის შესაძლებლობას საფუძვლად უდევს იდეა, რომ სამყარო ერთ მლიანობას წარმოადგენს, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია,”ის, რაც ქვემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ზემოთაა და ის, რაც ზემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ქვემოთაა, რათა განხორციელდეს საგანთა ერთიანობის სასწაული”-ამბობს ჰერმეს ტრისმეგისტი(ალბათ სკოლში ნასწავლი ფარდობითობის თეორია გაგახსენდათ)
ფილოსოფიური ქვა არის ის სუბსტანცია, რასაც აქვს უნარი, მოახდინოს ნებისმიერი სხვა რამის ტრანსმუტაცია, გასრულყოფილება. თუ მეტალს წარმოვიდგენთ,მეტალის სრულყოფილი მდგომარეობა ოქროდ ქცევა იქნება.ჩნდება რიტორიკული და ამავე დროს მკრეხელური კითხვა:ნეტავ ადამიანი როდის აღწევს სრულყოფილებას?

მხოლოდ ღმერთია სრულყოფილი და მხოლოდ ის არის უკვდავი ანუ გამოდის რომ “სიცოცხლის ელექსირი” და “ფილოსოფიური ქვა” თავიანთ თავში მკრეხელურ სულისკვეტებას შეიცავენ,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ეგრე,ვინაიდან მართლმადიდებლური მოძღვრება გვასწავლის: “ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს” ანუ საღვთო ბაძვის წადილი ცოდვად ვერ ჩაითვლება და რელიგიური ბრალდებები,რომლებიც მე შეიძლება წამომიყენონ,მისტიკური პოსტების წერისთვის,უსაფუძვლო იქნება.

P.S.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ნიკოლა ფლამელის ნაშრომებს 🙂

მაქცია მითი და რეალობა

მალე სავსემთვარობა იქნება…გეშინოდეთ…მან უკვე იგრძნო თქვენი სუნი
ნუ გექნებათ სწრაფი სიკვდილის იმედი…

მაქციები,არსებები,რომელთა შესახებაც უამრავ ცნობასა თუ ინფორმაციას გვაწვდის იურისპუდენციის ისტორია,არქივებში ასობით საქმე მოიპოვება,თუ როგორ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა მაქციობაში ბრალდებულ პირებს მოსამართლემ.ყველა პირდაპირი სამხილი იმათგან მოდის, ვინც საკუთარი თვალით იხილა ეს საოცარი ტრანსფორმაცია(თუმცა ისინი ბნელი შუა საუკუნეების მკვიდრნი იყვნენ და დღეს შეუძლებელია მსჯელობა,იმაზე თუ რით იყვნენ ისისნი მოტივირებულნი)
თქმულებებმა მაქციების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვები ევროპელთა აზროვნებაში,გერმანელები და ბრიტები მათ ვერევულფს უწოდებენ,სლავები-მგელკაცთ,ჩვენი მეზობელი სომხები,რომლებიც თვლიან,რომ მაქცია აუცილებლად ქალი უნდა იყოს,მარდაგაილებად მოიხსენიებენ.
მაინც “ვინ” არიან ისინი?შუა საუკუნეებში აღტკინბული ბრბოსა და რელიგიის მსახურთა მიერ “კუდიანებზე” გამოცხადებულნი ნადირობის მსხვერპლნი თუ მითებიდან და ლეგენდებიდან ტელე-ეკრანზე გადმოსული ურჩხულები?
თუმცა ეს ორი კითხვა-ვარაუდი არ არის სრულყოფილი,რადგან შეუძლებელია ლეგენდა ცარიელ ადგილას გაჩნდეს,მაქციებზე კამათი უძველესი დროიდან არ წყდება. ზოგი ამ ფენომენს ნარკოტიკული საშუალების, მაგიური რიტუალისა თუ განდიდების მანიის ეფექტად თვლის.თუკი ბალახებისგან დამზადებულ შინაურ წამალს შეუძლია ადამიანის უკვდავი სული და გონება მართოს, განა გასაკვირია, რომ მის ხორცზედაც იმოქმედონ?
არსებობს დაავადება,რომელსაც პროფესიულ წრეებში ლიკანტროფიად მოიხსენიებენ,მისი მსხვერპლნი თავს მგლებად წარმოიდგენენ და შესბამისად იქცევიან. სხვა საქმეა, რითი აიხსნება თვითონ ლიკანთროპია, იწვევს თუ არა მას მელანქოლიის განსაკუთრებული სახეობა?ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ექიმებისთვისა და ფსიქოლოგებისთვის მიმინდია,მე კი ისევ ისტორიას დავუბრუნდები და ვეცდები მასში მისტიკურისა და ამოუცნობის პოვნას.
1521 წ. დეკემბერში პოლინში ორი ფრანგი გლეხი – ბურგო და ვერდენი – გაასამართლეს კანიბალური მკვლელობის გამო, მგლებად გადაქცეულები რომ ჩადიოდნენ. ორივე გამოტყდა. ბურგომ განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ეშმაკს ემსახურება.
რამ გამოიწვია მათი აღიარებითი ჩვენება?მით უმეტეს მათ იცოდნენ,მსგავსი განცხადები გამო,მზის ჩასვლამდე,კოცონზე დაწვავდნენ.იქნებ “ეშმაკმა” ჩასაძირად განწირული გემის დატოვება გადაწყვიტა,”უკონტროლოდ” დარჩენი გლეხები კი ადვილად ალაპარაკდნენ.

ერთადერთი საშუალება,მაქციის მოკვლისა ვერცლის იარაღია,ერთადერთი არსება კი,რომელსაც შეუძლია “შიშველი ხელებით” წინააღმდეგობა გაუწიოს მხეცს-ვამპირია!ნუ გაგიხარდებათ და ნუ იმსჯელებთ ძველი ქართული ანდაზის მიხედვით “ჩემი მტრის მტერი,ჩემი მეგობარია,”რადგან თუ ნიანგმა(ამ შემთხვევაში ვამპირმა)თქვენი მტერი შეჭამა,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნიანგი თქვენი მეგობარია

ვამპირები-მითი და რეალობა

გამოდით … გამოდით … გამოდით …
ღამის შვილებო, სისხლის კულტის თაყვანისმცემელნო … უკვდავნო !
მჯერა რომ არსებობთ … აბა საიდან ამდენი მითი თუ ლეგენდა თქვენ შესახებ …
გამოდით!

……………..
ვამპირებით პირველად 11წლის ასაკში დავინტერესდი,როდესაც როულინგის ბესტსელერი წავიკითხე,შემდეგ იყო უამრავი ფილმი,მითი და ლეგენდა,რაც სტეფანი მეიერის “ბინდის საგამ” დააგვირგვინა.
მაინც ვინ არიან ვამპირები?ბნელი შუა საუკუნეებიდან ადამიანების გონებაში დალექილი ზღაპრული არსებები,რომლებიც ჰოლივუდმა და მწერლებმა კომერციული მოგების მისაღებად გამოიყენეს თუ ჩვენ ირგვლივ მცხოვრები რეალური არსებები?
ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა სახის სენსაციის მოყვარულთ ამასათან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება და ვერსია აქვთ. ამ ფენომენის თავისებურ განმარტებას მეცნიერებიც გვთავაზობენ. ვამპირიზმს, როგორც ყველაფერ სხვა ზებუნებრივს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წარსულში ვამპირებად მიჩნეული ადამიანები, უბრალოდ პორფირიით იყვნენ დაავადებულნი.
ფინელი პროფესორი ტიკანენი აცხადებს, რომ ვამპირების ბუნების ამოცნობა შეძლო.

პროფესორის აზრით, ვამპირებისა და მაქციების შესახებ ევროპულ მითებს საფუძვლად რეალური მოვლენები უდევს. ტიკანენის თქმით, გადმოცემებში, რომლებიც გაზვიადებული დეტალებითაა სავსე, იმ ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც ე.წ. პორფირიის ძალზე მძიმე ფორმით არიან დაავადებულნი.
უზარმაზარ ძალას, რომელსაც გადმოცემით ვამპირებს მიაწერენ, ავადმყოფებს არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, არამედ ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ანიჭებს. საშინელი ტკივილისგან გამხეცებულნი, ხშირად ადამიანებსაც ესხმოდნენ თავს და ამ ბრძოლაში მათ ბადალი არ ჰყავდათ,მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს-პორფირია გადამდები დაავადება არ არის,შეუძლებელია ადამიანი კბენის შემდეგ ამ საშინელი სენით დაავადდეს,ეს ის არგუმენტია რომელსაც მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ აქარწყლებენ და მხოლოდ ჰიპოტეზების დონეზე გამოთქვამენ აზრებს
მსჯელობები ვამირებისა და ვამპირიზმის შესახებ ყოველგვარ ზღვარს სცდება,უბრალოდ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას სურს სჯეროდეს სასწაულების,ღამით, ალბათ ბერვ თქვენგანს წარმოუდგენია თავი ედუარდ კელენის ადგილას,თუმცა მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვა:

რატომ არ შეიძლება ვამპირები არსებობდნენ?

:მინდავიყოვამპირისმაილი:

ცაში თუ ამდენი ვარსკვლავი არსებობს და ყველა ვარსკვლავს თავისი ორბიტა და პლანეტა ჰყავს წარმოიდგინეთ რამხელაა იმის შანსი რომ სხვადასხვაგვარი არასებები და განზომილებები არსებობდნენ?ან იქნებ ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია ცოდნა ვამპირთა შესახებ, მითზე უხსოვარი დროიდან არსებობს თქმულებები, მაქციების არსებობა ქართულ-ხალხურ ზღაპრებშიც არის ფიქსირებული.საყოველთაოდ ცნობილ გრაფ დრაკულაზე ან სხვა ოდიოზურ ფიგურებზე ისტორიიდან არაფერს ვამბობ.
ნებისმიერი მითი თუ ლეგენდა ემყარება რეალურ მოვლენებს, მხოლოდ ადამიანები დროთა გნმავლობაში მიაწებებენ ხოლმე “რაღაცას.”
ვამპირები არსებობენ, და დღეს მათი არსებობის შესახებ არა ვუწყით რა, თუნდაც იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ შენიღბვა და ძველი ხერხებით აღარ მოქმედებენ
აბა გაიაზრეთ : რამდენი სისხლი ბარდება ჩვენს პატარა ქვეყანაში?დ ა სად მიდის ეს სისიხლი ? მე არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ვამპირებთან მიდის, მაგრამ, წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენი სისხლი ბარდება ყოველწლიურად,იქნებ არსებობს სპციალური საიდუმლო დეპარტამენტები,რომელბიც არეგულირებენ ურთიერთობას “მაგიურ” არსებებთან?რომელიმე თქვენგანს შეუძლია ახადოს ფარდა ვატიკანის არქივებს,რომლებთაც აწერიათ:”გრიფიტ საიდუმლო?”

სექსი შუა საუკუნეების საქართველოში

ქართულ ენაზე სექსუალური აქტის პირველი განმარტება გვხვდება სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონში: „ტყუნა – კაცთაგან ქალის დამდაბლება“. თუ სექსს „დამდაბლებად“ გავიგებთ, მაშინ მისი განხოციელება, რა საკვირველია, ამორალური ქმედება უნდა ყოფილიყო,მაგრამ აქ ყველაფერი ნათელი არ არის,შეიძლება სიტყვა “ტყუნას” გაუპატიურების მნიშვნელობა ჰქონოდა,ამ შემთხვევაში კი ავტორი სრულიად სამართლიანად ხმარობს “დამდაბლებას.”

დღეს,ხანში შესული ადამიანები, ზასაობას ბებერი ბოზი ევროპიდან შემოსულ სენს უწოდებენ,თუმცა ელემენტარული ისტორიის ან ქართული ლიტერატურის ცოდნაც კი საკმარისია ამ ფაქტის გასაქარწყლებად.ფხოვში ოდიდგანვე არსებობდა წაწლობის ინსტიტუტი,წაწლები სხვას არაფერს აკეთებდნენ ზასაობის გარდა და რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს,ტრადიციების მიმდევარ მთიელებში ეს სულაც არ ითვლებოდა ამორალურ საქციელად(იმიტომ ხომ არა,რომ ზასაობა ერთ-რთო ქართული ტრადიციაა?) წაწლობის ანალოგი მხოლოდ კარპატებსა და შვეიცარიაში მოიპოვება,ორივეგან,ფშავ-ხევსურეთის მსგავსად ეს ქმედება დასაშვები და მისაღები იყო. ბევრი ქართველის აზროვნებაში, დასავლეთი გარყვნილების გამავრცელებელ-ექსპორტიულ ადგილად ითვლება,თუმცა,მაშინ როდესაც ევროპელები სექსით მხოლოდ და მხოლოდ რეპრუდუქციისთვის კავდებოდნენ(სპეციალური ტანსაცმელიც კი არსბობდა,რომელიც მხოლოდ “იმ” ადგილებზე იყო გამოხვრეტილი:))ქართველი სამღვდელოება “ძეგლისდებაში,”რომელიც რუის-ურბნის კრების შემდეგ მიიღეს,შეშფოთებით აღნიშნავდნენ,რომ ქვეყანაში სექსუალური ცოდვები მომრავლდნენ,თუმცა ეს კანონი მაღალი თანამდებობების პირებზე არ მოქმედებდა,რუსუდანს მთელ რეგიონში ყველაზე დიდი ეროტიკული ბიბლიოთეკა ჰქონია(აბა იმ დროს DVD არ არსებობდა)…

ასე რომ,სანამ ევროპელებს გარყვნილებს ვუწოდებდეთ კარგად შევისწავლოთ ჩვენი სექსულალური სტორია

P.S.ტრადიციული დასასრული-წაით ბოშო იდღნაურეთ,გაგანია სეზონია:)

ჩემი წინაპარი მკვლელი იყო,სულიერი მამა ფულზე გაყიდული

ჰამბურგის ქუჩებში, თითქმის ყველა სახლის წინ ტროტუარზე, პატარა ოქროსფერი ფილებია დაგებული. ფილებზე სახელები, გვარები, დაბადების და გარდაცვალების თარიღები და საკონცენტრაციო ბანაკების სახელებია ამოტვიფრული. ისინი ჰოლოკოსტის მსხვერპლი ჰამბურგელი ებრაელები არიან. თითო ფილის დაგება 5 ევრო ჯდება და ამ თანხას ჰამბურგელი მოქალაქეები საკუთარი ჯიბიდან იხდიან.
პროექტის ერთერთი ხელმძღვანელი, ქუჩების დათვალიერებისას ტურისტებისთვის ისტორიის მოყოლას ასე იწყებს:
“ჩემი მშობლები ნაცისტები იყვნენ”.© ცხელი შოკოლადი.

არის კი ჩვენი საზოგადოება მზად იმის ასაღიარებლად,რომ სრულიად უდანშაულო პიროვნების სისხლში აქვთ ხელები გასვრილი მათ წინაპრებს,რადგან “დანოსების” შედგენა საერთო სახალხო ჰობი იყო(?!)

რამდენად მზად არის პიროვნება რომ საჯარო გახდეს ინფორმაცია მისი ოჯახის წევრების “საამაყო” წარსულის შესახებ?

შვიდი წელია ქვეყანა ლუსტრაციის კანონის მიღებას ცდილობს,მაგრამ ამაოდ(…)
ხელის შემშლელი ფაქტორი კი არ უნდა იყოს,დღესდღეობით ხელისუფლებაში ახალგაზრდები არიან,რომლებიც სუსურუკუს დროს ალბათ ძუძუს წოვდნენ,ძველი ჩინოვნიკები კი პატივაყარილნი არიან და ყოველგვარ ბერკეტს ჩამოცილებულნი,ბიზნესმენები “მატუშკა რასიაში” გაქცეულნი,ცხოვრების უკანასკნელ წლებს ოჯახთან ერთად ძველი,კარგი დროის გახსენებაში ატარებენ(…)
მაშ რა აუშლის ხელს გავარკვიოთ ვინ მოითბო ხელი K.G.B.თან თანამშრომლობით?პასუხის გასაგებედ მცირე ისტორიული ექსკურსია საჭირო:

მე-20საუკუნის 20იანი წლებიდან,მოსახლეობის ტეროროს ახორციელბდნენ “უღმერთოთა კავშირები,” ეკლსია-მონასტრების ბაზაზე კი კოლმეორნობები იქმნებოდა:

“იქ სადაც წინათ დაფრიალებდნენ
ბერ-მონაზვნები ანაფორებით
დღეს გალავანი მოფენილია
კომბაინებით და ტრაქტორებით,
სადაც სუფებდა მატყუარობა
ბერ-მონაზვნების ცხოვრება ზანტი,
დღეს ფეხს იკიდებს და ვითარდება
მეღორეობის მძლავრი გიგანტი.”

1937წელს კი სტალინის ბრძანებით მთელ სუსურუკუს ტრიტორიაზე ნადგურდება სასულიერო პირები,მეორე მსოფლიო ომის დაწყებისთანავე კი საბჭოთა პროპაგანდა ითხოვს რელიგიურ სულისკვეთებასაც,საბჭოთა კავშირში აღდგა სასულიერო თანამდებობები(…)

სტალინი,კაცი კოსმოპოლიტი,რომელიც უფრთხოდა ყოველივე ეროვნულს,რატომ დაუშვებდა კომუნიზმისთვის საშიში ელემენტის-რელიგიის მსახურთა პატრიოტიზმს?K.G.B.ს მოერიდებოდა საეკლესიო ცხოვრებაში ჩარევა?არსებობს კი ყოფილი “კაგებეშნიკი?”
ეს ის რეალობაა,რომელსაც თვალი უნდა გავუსწოროთ,მაგრამ არსებობს მეორე შემაფერხებელი ფაქტორიც,როდესაც იგებ რომ მაგალითად. ბაბუაშენი, მხოლოდ კარგი ექიმი, გამოჩენილი თამადა ან ინჟინერი კი არა, არამედ კაგებეს აგენტიც იყო – როგორი იქნება შენი რეაქცია?
მგონი დროა ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ საბჭოთა წარსულისგან,თუნდაც ამისთვის ანაფორიანების მხილება და იმის აღიარება დაგჭირდეს,რომ შენს წინაპარს მეზობლის შეშურდა და დააბეზღა