Posts Tagged ‘მაგია’

ბლოგზე გამოქვეყნებული ინფორმაციისთვის სასამართლოთი მემუქრებიან

ბატონო ცივისელო ცილისწამებას და ქილიკს მოეშვით, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს ბლოგზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას ოფიციალურ სახეს მივცემ და სტატია ძალიან ძვირი დაგიჯდებათ! – ამ საკითხების არაფერი გაგეგებათ და თუ ამ სტატიას არ მოხსნით მაშინ ყველაფერს იურიდიული სახე მიეცემა!

ეს განცხადება შეიქნა მიზეზი იმისა,რომ ბლოგიდან ამოვიღე ბოლო დღეების ყველაზე პოპულარული სტატია wordpress-ის მზარდი ქსელიდან.

ბატონი ოლმეკის ცოდნას იურისპუდენციაში ნამდვილად ვერ შევაფასებ, თუმცა აქვე ვეტყვი,რომ მოცემულ სტატიაში ცილისმწამებლური არაფერი იყო,(აღარაფერს ვამბობ ქილიკაზე)სტატიის ბოლოში ისიც კი მქონდა აღნიშნული,რომ მე,ცივისელი,მზად ვიყავი მისთვის ბოდიში მომეხადა თუ მის მისტიკურობასა და სიმართლეში დამარწმუნებდა,ამის მაგივრად კი სასამრთლოთი დამემუქრა(…)

ჩემს იურისტ მეგობრებს მოველაპარაკე,რჩევისთვის მივმართე ჟურნალისტიკის პროფესორ-მასწავლებლებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ყველამ ერთხმად დაადასტურა,რომ სტატიაში ცილისმწამებლური და კანონის ნორმებიდან ამოვარდნილი არაფერ იყო.სტატია შედგებოდა კითხვებისგან,რომლებზეც პასუხს მოვითხოვდი თუმცა სამწუხაროდ ვერ მივიღე.

ალბათ გაგიჩნდათ კითხვა,თუ ცამდე მართალი იყავი ვიღაც ოლმეკის მოთხოვნას რატომ დაემორჩილე და ბლოგიდან სტატია რისთვის აიღეო?

ჟურნალიტებიც,უფრო სწორედ მომავალი ჟურნალისტებიც, ადამიანები ვართ, ჩვენი ადამიანური სისუსტეებით,ერთ-ერთი ეგეთი სისუსტე ის არის,რომ აგვისტოში სასამართლოში სირბილი არ გვსიამოვნებს…თანაც ვაპირებ ბატონ ოლმეკს პირადად შევხვდე,როდესაც დასავლეთ საქართველოდან კვლავ თბილისში დავბრუნდები,თუ რა თქმა უნდა,ის ჩემთან აუდიენციას დათანხმდება

Advertisements

თ.ს.უ. ანუ ჰოგვორთსი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა,36ათასამდე ნააბიტურიენტალი მოუთმენლად ელოდა თავის ბუს,ბუს,რომელიც naec.ge-ს მეშვეობით ახარებდა:”თქვენ ჩაირიცხეთ თბილისის, ივანე დამბლდორის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ჯადოქრობისა და მაგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე”

სტუდენტებს,რომლებიც პირველად მიდიან უნივერსიტეტში ყოველთვის სჭირდებათ გამოცდილი მრჩეველი,მითუმეტეს საქმე თუ ისეთ მაგიურ სასწავლებელს ეხაბა,როგორიც თ.ს.უ. არის.

რჩევა #1.სასურველია ყველა სტუდენტს გააჩნდეს მფრინავი ცოცხი “ნიმბუს 2010”(ხალიჩებს არ გირჩევთ,ჩრჩილი შეჭამს)წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გაეკვეხებით გმირთა მოედანზე არსებულ საცობში და ლექტორის საყვედურსაც მიიღებთ,სამინარზე დაგვიანების გამო.

ონავართა რუკა

რჩევა #2.თან იქონიეთ “ონავართა რუკა,”თუ არ გინდათ აუდიტორიების ძიებაში ესოდენ ძვირფასი დრო დაკარგოთ.

რჩევა #3.ნურასოდეს შეხვალთ ჟურნალისტების კორპუსში არსებულ ტOOალეტში,რადგან იქ აუცილებლად დაგხვდებათ მტირალა მირტლზე საშინელი და ჯუჯღუნა დამლაგებელი,რომელიც საჭირო ოთახიდან კივილ-წივილით გამოგაბუნძულებთ.

რჩევა #4.აუცილებლად დაგჭირდებათ “დროის მდევარი,”რადგან დიდია იმის ალბათობა,რომ ერთდროულად ორი ლექცია გქონდეთ.

რჩევა #5.თუ არ გინდათ საზარელი სიკვდილით აღესრულოთ, აღარასოდეს ჩახვიდეთ მე-2 და მე-3 კორპუსების ჯურღმულებში,რადგან იქ უამრავი მაგიური მწერი თუ ქვემძრომი ბუდობს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

რჩევა #6. კარგად დაიზუთხეთ “აგუამენტას” შელოცვა,ის თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ მაღლივის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყოფნისას(თუ რა თქმა უნდა, თქვენთის ტOOალეტის წყლის დალევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს)

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებას თუ არ/ვერ აპირებთ,მაშინ მოემზადეთ მაგლური სტუდენტობისთვის

ალქიმია მითი და რეალობა

ალქიმია-ქიმიის მიმართულება,რომელსაც საფუძვლად დაედო,ბუნებაში ფილოსოფიური ქვისა და სიცოცხლის ელექსირის მიღების ალბათობის შესაძლებლობები.განსაკუთრებით მოიკიდე ფეხი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.ალქიმიკოსთა შორის იყო,მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე,რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში(ბეკონი,ბონავენტურა)

ალქიმიკოსთა უმთავრესი მიზანი ფილოსოფიური ქვის შექმნა იყო,ითვლება, რომ პირველი ალქიმიკოსი, რომელმაც ფილოსოფიური ქვა მიიღო და მსოფლიოს ამცნო ამის შესახებ იყო ეგვიპტელი ჰერმეს ტრისმეგისტი (Hermes Trismegistus) – ”ჰერმეს სამმაგად უდიდებულესი”. იგი ნახევრად მითიური, ნახევრად ლეგენდარული ფიგურაა. ჰერმესის წიგნების უმრავლესობა განადგურდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრისას და ის მცირე რაოდენობაც, რომელიც ხანძარს გადაურჩა, საიდუმლოდ ჩამარხეს უდაბნოში. დღემდე მოღწეულია მათი ძალზე დამახინჯებული თარგმანები.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე რაიმე ფუნდამენტალური ნაშრომი ალქიმიაში არ არის,ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ წერილის გამოქვეყნებისა,იქნებ ოდნავ მაინც შეიქმნას წარმოდგენა მოცემული მეცნიერების შესახებ.

ხალხის გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები იმ აზრმა,რომ თითქოს ალქიმიკოსები ფილოსოფიური ქვის შექმნით ცდილობდნენ გამდიდრებას,რა თქმა უნდა,თუ გექნებოდა სასწაულებრივი ქვა,რომელიც ნებისმიერ მეტალს ოქროდ გადააქცევდა,ამის შესაძლებლობას ხელიდან არავინ არ გაუშვებდა,მაგრამ ალქიმიკოსები იმაზე საინტერესონი იყვნენ,ვიდრე განათლებული მატერიალისტები.
ალქიმიაში დევს ცოტა განსხვავებული აზრი.ეს ხელოვნება არ არის მხოლოდ იმისთვის რომ ოქრო მიეღოთ.ალქიმია პირველ რიგში გულისხმობს სულიერ ტრანსფორმაციას ანუ არაკეთილშობილი მდგომარეობიდან,ოქროს მდგომარეობაში გადასვლას.რაც სულიერების უმაღლეს საფეხურზე გადასვლას ნიშნავს.
თვით სიტყვათშეთანხმება ”ფილოსოფიური ქვა” (lapis philosophorum) თავის თვში უკვე შეიცავს მატერიალურისა (ქვა) და არამატერიალურის (ფილოსოფია) გაერთიანების იდეას. ფილოსოფიური ქვის შექმნის შესაძლებლობას საფუძვლად უდევს იდეა, რომ სამყარო ერთ მლიანობას წარმოადგენს, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია,”ის, რაც ქვემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ზემოთაა და ის, რაც ზემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ქვემოთაა, რათა განხორციელდეს საგანთა ერთიანობის სასწაული”-ამბობს ჰერმეს ტრისმეგისტი(ალბათ სკოლში ნასწავლი ფარდობითობის თეორია გაგახსენდათ)
ფილოსოფიური ქვა არის ის სუბსტანცია, რასაც აქვს უნარი, მოახდინოს ნებისმიერი სხვა რამის ტრანსმუტაცია, გასრულყოფილება. თუ მეტალს წარმოვიდგენთ,მეტალის სრულყოფილი მდგომარეობა ოქროდ ქცევა იქნება.ჩნდება რიტორიკული და ამავე დროს მკრეხელური კითხვა:ნეტავ ადამიანი როდის აღწევს სრულყოფილებას?

მხოლოდ ღმერთია სრულყოფილი და მხოლოდ ის არის უკვდავი ანუ გამოდის რომ “სიცოცხლის ელექსირი” და “ფილოსოფიური ქვა” თავიანთ თავში მკრეხელურ სულისკვეტებას შეიცავენ,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ეგრე,ვინაიდან მართლმადიდებლური მოძღვრება გვასწავლის: “ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს” ანუ საღვთო ბაძვის წადილი ცოდვად ვერ ჩაითვლება და რელიგიური ბრალდებები,რომლებიც მე შეიძლება წამომიყენონ,მისტიკური პოსტების წერისთვის,უსაფუძვლო იქნება.

P.S.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ნიკოლა ფლამელის ნაშრომებს 🙂

მაქცია მითი და რეალობა

მალე სავსემთვარობა იქნება…გეშინოდეთ…მან უკვე იგრძნო თქვენი სუნი
ნუ გექნებათ სწრაფი სიკვდილის იმედი…

მაქციები,არსებები,რომელთა შესახებაც უამრავ ცნობასა თუ ინფორმაციას გვაწვდის იურისპუდენციის ისტორია,არქივებში ასობით საქმე მოიპოვება,თუ როგორ მიუსაჯა სიკვდილით დასჯა მაქციობაში ბრალდებულ პირებს მოსამართლემ.ყველა პირდაპირი სამხილი იმათგან მოდის, ვინც საკუთარი თვალით იხილა ეს საოცარი ტრანსფორმაცია(თუმცა ისინი ბნელი შუა საუკუნეების მკვიდრნი იყვნენ და დღეს შეუძლებელია მსჯელობა,იმაზე თუ რით იყვნენ ისისნი მოტივირებულნი)
თქმულებებმა მაქციების შესახებ ღრმად გაიდგა ფესვები ევროპელთა აზროვნებაში,გერმანელები და ბრიტები მათ ვერევულფს უწოდებენ,სლავები-მგელკაცთ,ჩვენი მეზობელი სომხები,რომლებიც თვლიან,რომ მაქცია აუცილებლად ქალი უნდა იყოს,მარდაგაილებად მოიხსენიებენ.
მაინც “ვინ” არიან ისინი?შუა საუკუნეებში აღტკინბული ბრბოსა და რელიგიის მსახურთა მიერ “კუდიანებზე” გამოცხადებულნი ნადირობის მსხვერპლნი თუ მითებიდან და ლეგენდებიდან ტელე-ეკრანზე გადმოსული ურჩხულები?
თუმცა ეს ორი კითხვა-ვარაუდი არ არის სრულყოფილი,რადგან შეუძლებელია ლეგენდა ცარიელ ადგილას გაჩნდეს,მაქციებზე კამათი უძველესი დროიდან არ წყდება. ზოგი ამ ფენომენს ნარკოტიკული საშუალების, მაგიური რიტუალისა თუ განდიდების მანიის ეფექტად თვლის.თუკი ბალახებისგან დამზადებულ შინაურ წამალს შეუძლია ადამიანის უკვდავი სული და გონება მართოს, განა გასაკვირია, რომ მის ხორცზედაც იმოქმედონ?
არსებობს დაავადება,რომელსაც პროფესიულ წრეებში ლიკანტროფიად მოიხსენიებენ,მისი მსხვერპლნი თავს მგლებად წარმოიდგენენ და შესბამისად იქცევიან. სხვა საქმეა, რითი აიხსნება თვითონ ლიკანთროპია, იწვევს თუ არა მას მელანქოლიის განსაკუთრებული სახეობა?ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ექიმებისთვისა და ფსიქოლოგებისთვის მიმინდია,მე კი ისევ ისტორიას დავუბრუნდები და ვეცდები მასში მისტიკურისა და ამოუცნობის პოვნას.
1521 წ. დეკემბერში პოლინში ორი ფრანგი გლეხი – ბურგო და ვერდენი – გაასამართლეს კანიბალური მკვლელობის გამო, მგლებად გადაქცეულები რომ ჩადიოდნენ. ორივე გამოტყდა. ბურგომ განაცხადა, რომ უკვე დიდი ხანია ეშმაკს ემსახურება.
რამ გამოიწვია მათი აღიარებითი ჩვენება?მით უმეტეს მათ იცოდნენ,მსგავსი განცხადები გამო,მზის ჩასვლამდე,კოცონზე დაწვავდნენ.იქნებ “ეშმაკმა” ჩასაძირად განწირული გემის დატოვება გადაწყვიტა,”უკონტროლოდ” დარჩენი გლეხები კი ადვილად ალაპარაკდნენ.

ერთადერთი საშუალება,მაქციის მოკვლისა ვერცლის იარაღია,ერთადერთი არსება კი,რომელსაც შეუძლია “შიშველი ხელებით” წინააღმდეგობა გაუწიოს მხეცს-ვამპირია!ნუ გაგიხარდებათ და ნუ იმსჯელებთ ძველი ქართული ანდაზის მიხედვით “ჩემი მტრის მტერი,ჩემი მეგობარია,”რადგან თუ ნიანგმა(ამ შემთხვევაში ვამპირმა)თქვენი მტერი შეჭამა,ეს იმას არ ნიშნავს,რომ ნიანგი თქვენი მეგობარია

“დედა ენაცვალოს” და ინდიგო ბავშვი

თითქმის ყველა ქართველ (ალბათ არაქართველ) დედასაც საკუთარი შვილი განსაკუთრებული და სხვებისგან გამორჩეული ნიჭით დაჯილდოვებული ჰგონია,თუმცა ფაქტია რომ ახლანდელი თაობა წინა თაობებისგან მკვეთრად განსხვავდება,რასაც შეიძლება მსგავსი დამოკიდებულება გამოეწვია. ამის პარალელურად გვხვდება სრულიად ახალი ტერმინი “ინდიგო ბავშვი.”

ინტერნეტში ძალიან დიდი ინფორმაცია მოიპოვება “ინდიგოებზე”, მაგრამ მოდით მშობლიურ და ყველასთვის გასაგებ ენაზე მოვუყვეთ ერთმანეთს რაც ვიცით.

ტერმინი “ინდიგო” ახალი თაობის ბავშვებზე იხმარება, რომლებსაც პარანორმალური შესაძლებლობები აქვთ. ვარაუდობენ, რომ ასეთ ბავშვებს იასამნისფერი (ინდიგოსფერი) აურა გააჩნიათ (და სახელიც აქედან მოდის)

ბავშვებს აქვთ მბრძანებლური ხასიათი და მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა; ვერ იტანენ, როდესაც მათ მბრძანებლობენ და მითითებებს აძლევენ; გამოუვლად ეჩვენებათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავიანთ შემოქმედებით უნარს ვერ იყენებენ; თანატოლებზე ბევრად განვითარებულები არიან; ვერ ასიმილირდებიან ისეთ გარემოში, სადაც თავიანთ მსგავსებს ვერ პოულობენ; არიან უდისციპლინოები და თავმოყვარეები; არიან კრეატიულები და აქვთ მკვეთრად განვითარებული ინტუიცია; მეტისმეტად თანაუგრძნობენ გარშემომყოფებს, ან პირიქით – საერთოდ გულგრილნი არიან; უვითარდებათ აბსტრაქტული აზროვნება; არიან ნიჭიერები, განსაკუთრებული უნარით დაჯილდოვებულნი ან ძალიან ჭკვიანები; არიან მეოცნებენი; აქვთ ღრმა და ჭკვიანი თვალები. ასევე მიიჩნევენ, რომ ინდიგო ბავშვებს ე. წ. ADHD (Attention-Deficit/Hyperactivity Disorder) აქვთ, რაც განვითარებად მოშლილობას გულისხმობს, რომელსაც ახასიათებს ყურადღების გაფანტვა, ჰიპერაქტიურობა, იმპულსური ქცევა, სხვადასხვა დავალებასა თუ მოქმედებაზე ყურადღების შეჩერების უუნარობა.

მეცნიერები ვარუდობენ,რომ მსგავსი სიმფტომების ბავშვები დედამიწაზე 1998წლიდან გაჩნდნენ მასიურად,მათი პირველი ნაკადი კი ალბათ,მეორე მსოფლიო ომის შემდგომ მოევლინნენ სამყაროს ან სულაც შეიძლება ყოველ ეპოქას თავისი “ინდიგო” ჰყავდა?

ალბათ მიხვდით,რომ “ინდიგო” სულ ბავშვი ვეღარ იქნება და გაგიჩნდათ კითხვა,რა მოსდით მათ ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევენ?
სამწუხაროდ კარგი არაფერი! ანუ, ეს ადამიანები ასაკის და გამოცდილების მიხევით იზრდებიან და იცვლებიან, ესენი თავის გერემოში და თავის მსგავსთთან/სორტტან რომ ვერ მოხვდებიან, და იმას ვერ ასრულებენ, რისთვისაც მოსულები არიან, შეიძლება ძალიან პასიურები გახდნენ და ჩაჭკნენ ყვავილებივით!
ჩემის აზრით კარგი იქნება ამ ადამიანების დაჯგუფება/კავშირი და მსგავსი შეიქმნას, რომ მათ თავის სორტტან ურთიერთობა შეეძლოთ,რამეთუ მარტოსული ადამიანი დედამიწაზე ძალიან ძნელია, მით უმეტეს ესენი! ამათი ბოლო კარგი და სახარბიელო არ არის! ესენი რაც უფრო ‘იზრდებიან’, ანუ ასაკში შედიან მით უფრო ვითარდებიან სულიერად და გონებრივად! მათ უდიდესი სურვილი აქვთ ინფორმაცია ჩანთქან,რადგან განსხვავებულები რომ არიან იციან და ვერც კი მიმხვადარან რა სჭირთ, რატომ, საიდან მოვიდნენ, სად მიდიან…გარემოც ხომ ნეგატურად რეაგირებს მათზე და ეს მეტად უწყობს ხელს მათ ‘გაქრობას’ , თუმც ეს ინდივიდზეა დამოკიდებული, ზოგი პოულობს თავის ელემენტს, გარემოს, და მოქმედებს და წარმატებითაც, რამეთუ ესენი ბუნებით და სულით დიდი მებრძოლები არიან| ვართ.

P.S. შვილს ინდიგო უნდა დავარქვა 🙂

ვამპირები-მითი და რეალობა

გამოდით … გამოდით … გამოდით …
ღამის შვილებო, სისხლის კულტის თაყვანისმცემელნო … უკვდავნო !
მჯერა რომ არსებობთ … აბა საიდან ამდენი მითი თუ ლეგენდა თქვენ შესახებ …
გამოდით!

……………..
ვამპირებით პირველად 11წლის ასაკში დავინტერესდი,როდესაც როულინგის ბესტსელერი წავიკითხე,შემდეგ იყო უამრავი ფილმი,მითი და ლეგენდა,რაც სტეფანი მეიერის “ბინდის საგამ” დააგვირგვინა.
მაინც ვინ არიან ვამპირები?ბნელი შუა საუკუნეებიდან ადამიანების გონებაში დალექილი ზღაპრული არსებები,რომლებიც ჰოლივუდმა და მწერლებმა კომერციული მოგების მისაღებად გამოიყენეს თუ ჩვენ ირგვლივ მცხოვრები რეალური არსებები?
ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა სახის სენსაციის მოყვარულთ ამასათან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება და ვერსია აქვთ. ამ ფენომენის თავისებურ განმარტებას მეცნიერებიც გვთავაზობენ. ვამპირიზმს, როგორც ყველაფერ სხვა ზებუნებრივს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წარსულში ვამპირებად მიჩნეული ადამიანები, უბრალოდ პორფირიით იყვნენ დაავადებულნი.
ფინელი პროფესორი ტიკანენი აცხადებს, რომ ვამპირების ბუნების ამოცნობა შეძლო.

პროფესორის აზრით, ვამპირებისა და მაქციების შესახებ ევროპულ მითებს საფუძვლად რეალური მოვლენები უდევს. ტიკანენის თქმით, გადმოცემებში, რომლებიც გაზვიადებული დეტალებითაა სავსე, იმ ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც ე.წ. პორფირიის ძალზე მძიმე ფორმით არიან დაავადებულნი.
უზარმაზარ ძალას, რომელსაც გადმოცემით ვამპირებს მიაწერენ, ავადმყოფებს არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, არამედ ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ანიჭებს. საშინელი ტკივილისგან გამხეცებულნი, ხშირად ადამიანებსაც ესხმოდნენ თავს და ამ ბრძოლაში მათ ბადალი არ ჰყავდათ,მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს-პორფირია გადამდები დაავადება არ არის,შეუძლებელია ადამიანი კბენის შემდეგ ამ საშინელი სენით დაავადდეს,ეს ის არგუმენტია რომელსაც მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ აქარწყლებენ და მხოლოდ ჰიპოტეზების დონეზე გამოთქვამენ აზრებს
მსჯელობები ვამირებისა და ვამპირიზმის შესახებ ყოველგვარ ზღვარს სცდება,უბრალოდ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას სურს სჯეროდეს სასწაულების,ღამით, ალბათ ბერვ თქვენგანს წარმოუდგენია თავი ედუარდ კელენის ადგილას,თუმცა მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვა:

რატომ არ შეიძლება ვამპირები არსებობდნენ?

:მინდავიყოვამპირისმაილი:

ცაში თუ ამდენი ვარსკვლავი არსებობს და ყველა ვარსკვლავს თავისი ორბიტა და პლანეტა ჰყავს წარმოიდგინეთ რამხელაა იმის შანსი რომ სხვადასხვაგვარი არასებები და განზომილებები არსებობდნენ?ან იქნებ ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია ცოდნა ვამპირთა შესახებ, მითზე უხსოვარი დროიდან არსებობს თქმულებები, მაქციების არსებობა ქართულ-ხალხურ ზღაპრებშიც არის ფიქსირებული.საყოველთაოდ ცნობილ გრაფ დრაკულაზე ან სხვა ოდიოზურ ფიგურებზე ისტორიიდან არაფერს ვამბობ.
ნებისმიერი მითი თუ ლეგენდა ემყარება რეალურ მოვლენებს, მხოლოდ ადამიანები დროთა გნმავლობაში მიაწებებენ ხოლმე “რაღაცას.”
ვამპირები არსებობენ, და დღეს მათი არსებობის შესახებ არა ვუწყით რა, თუნდაც იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ შენიღბვა და ძველი ხერხებით აღარ მოქმედებენ
აბა გაიაზრეთ : რამდენი სისხლი ბარდება ჩვენს პატარა ქვეყანაში?დ ა სად მიდის ეს სისიხლი ? მე არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ვამპირებთან მიდის, მაგრამ, წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენი სისხლი ბარდება ყოველწლიურად,იქნებ არსებობს სპციალური საიდუმლო დეპარტამენტები,რომელბიც არეგულირებენ ურთიერთობას “მაგიურ” არსებებთან?რომელიმე თქვენგანს შეუძლია ახადოს ფარდა ვატიკანის არქივებს,რომლებთაც აწერიათ:”გრიფიტ საიდუმლო?”

ალოჰომორა

ბევრი თქვენგანი ალბათ სათაურიდანვე მიხვდა თუ რა საკითხზე მსურს ყურადღების გამახვილება,მაგრამ მოცემული ჩანაწერი თქვენთვის არაა,იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ახალს ვერაფერს გაიგებთ,მხოლოდ და მხოლოდ დათანხმებით თუ შემოიფარგლებით
წაიკითხოს მან ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების “უმანკოებას” ბოლომდე ინახავს,მათვის ვისაც ჯერ კიდევ არ წაუბილწავს თავისი აზრები და არ აპირებს გადაუხვიოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლის გზას იმ წიგნის წაკითხით რომელსაც მთელი მსოფლიო “ჰარი პოტერის” სახელით იცნობს.
ჯერ კიდევ 12წლის ბავშვი ვიყავი,როდესაც სკოლის ბრაზიანმა მასწავლებელმა გამკიცხა იმის გამო რომ ვკითხულობ ისტორიას “ბიჭისა, რომელიც გადარჩა”
“ძაან მორწმუნეების” ერთადერთი არგუმენტი წიგნის ვითომდა სატანური შინაარსია.საინტერესოა რატომ გგონიათ ასე,როდესაც როულინგის ბესტსელერის არც-ერთი ნაწილი,არა თუ წაკითხული,ხელში დანაკავებიც კი არ გავთ?
წიგნის არცერთი გვერდი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას,პირიქით,ეხმიანება კიდევაც მას. ჯადოქრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივა თუ შენი შესაძლებლობების გწამს,სახარებაში ზუსტად იმავეს ვკითხულობთ “თუ ადამიანს მუხუდოს მარცვლის ოდენი რწმენა მაინც აქვს, მთებს გადადგამს”
ეს წიგნი არაფერია, გარდა თანხმობისა ბიბლიის იმ მთავარ დებულებასთან, რომლის თანახმადაც რაც კი არსებობს, ყველაფერი სიყვარულით შეიქმნა და რომ უსიყვარულოდ მზეც კი არ სუფევს, ეს არის წიგნი სიყვარულის უზენაესობის შესახებ, იმის შესახებ, რომ სიყვარულის ნებისმიერი ფორმა – იქნება ეს დედობრივი, გოგოსა და ბიჭის თუ მეგობრებისა, ნებისმიერ შემთხვევაში დაამარცხებს ყველაზე ძლიერ ბოროტებასაც კი. შვიდტომეულის რომელი თავი ან გვერდი,თუნდაც აბზაცი ეწინააღმდეგება ბიბლიას? ეს არის წიგნი,რომელსაც მთელი კითხვის განმავლობაში გასდევს ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვები-“კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგ თავგადასავალს ნიშნავს”-სიტყვები,რომლებმაც 11წლის ბავშვზე უდიდდესი გავლენა მოახდინა.
იქნებ ქართველ დედებს ურჩევინათ მანველიძის “მგლების” კითხვა,მანდედან ხომ მათი შვილები რომანტიზირებულ მძიმე რეალობას გაეცნობიან(!) აქ კი ჩემი კალამი უძლურია…მხოლოდ გირჩევთ წაუკითხავად ნუ განსჯით და დღესვე დაიწყეთ შუბლზე ნაიარევი ბიჭის ისტორიის გაცნობა,სიტყვა შვიდტომეული ნუ შეგაშინებთ,წიგნი ერთი სულის ამოსუნთვით იკითხება