Posts Tagged ‘მას-მედია’

პასუხის პასუხი “ლიბერალის” ჟურნალისტის ცილისწამებაზე

სიმართლე გითხრათ ძალიან მიჭირდა ამ თემაზე სერიოზულად საუბარი, რადგან საკითხი იმდენად ნათელი და ყველასთვის გასაგებია არ მეგონა თუ დამატებითი განმარტებების გაკეთება მომიწევდა, თუმცა დღეს დილით  “ლიბერალის” საიტზე, რომელიც პრეტენზიას გამოთქვამს მაღალ ჟურნალისტურ სტანდარტებზე, გამოქვეყნდა გიორგი კიკონიშვილის პოსტი, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ჟურნალისტური ცილისწამებისა და სიცრუის ეტალონად.

პოსტის დასაწყისშივე მოყვანილია ციტატა,რომლის ინტელექტუალურ საკუთრებასაც ავტორი მე მაბრალებს. უნდა აღინიშნოს რომ მსგავსი რამ მართლაც დავწერე, Facebook-ზე, გიორგი კიკონიშვილის კედელზე, თუმცა იქვე მეწერა რომ ეს ფრაზა ეკუთვნოდა ცხონებულ ბაბუაჩემს. კარგი კაცი იყო ბაბუაჩემი თუმცა კომუნისტური იდეოლოგიით აღზრდილი და მასების ნება უზენაესად მიაჩნდა, მე კი არსად მითქვამს რომ კარლ მარქსის შეხედულებებს ვიზიარებ და კიკონიშვილმაც მშვენივრად იცოდა რომ მე და ბაბუაჩემი ერთი და იგივე პიროვნება არ ვართ, თუმცა ალბათ ჩათვალა, რომ ჩვენს ოჯახში სუბორდინაცია მკაცრად არის დაცული და მე უფროსების აზრებს უაპელაციოდ ვიღებ. “ლიბერალის” ჟურნალისტის საქციელი შეიძლება შევადაროთ იმ ადამიანების ქმედებას, რომლებმაც გიგა ზედანიას მარქსისტობა დასწამეს, დავით პაიჭაძის გადაცემაში გამოთქმული აზრის გამო (რაღა დროს მარქსია (c) ილია II) თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ბევრად უფრო მძიმეა, რადგან სტატიის ავტორი, სრულიად შეგნებულად, სხვის სიტყვებს მე მაბრალებს (ის სხვა თუნდაც ბაბუაჩემი იყოს).

სწორედ ამ ფაქტს მოყვა ჩემი კომენტარი, რომ ქართული ჟურნალისტიკა ტრაკშია, აქამდე არც “რუსთავი2” და არც “იმედი” არ ცვლიდნენ ფაქტებს, მხოლოდ  მათ ინტერპრეტაციას ახდენდნენ მათვის სასურველ კონტექსტში, ჟურნალმა “ლიბერალმა” კი ფაქტის დამახინჯება მოახდინა, რაც პირდაპირი დარღვევაა ჟურნალისტიკის პრინციპებისა და წარმოადგენს ცილისწამებლურ ქმედებას.

გავყვეტ სტატიის ტექსტს.

მეორე ხაზზე მოყვანილი აქვს ჩემი მეგობრის ციტატა, რომელიც ამბობს, რომ გიორგი კიკონიშვილის განმარტება სიტყვა “ქსენოფობიაზე” არ არის ადექვატური მასაში მის აღქმასთან.  ამის გამო სტატიის ავტორს გაკრიტიკებული ჰყავს ამ სიტყვების მთქმელი, რადგან საზოგადოება ასე არ აღიქვამს სიტყვა “ქსენოფობიას” ეს იმას არ ნიშნავს რომ მეც ასე უნდა გავიგოო.

ამას ყურადღებას არ მივაქცევდი რომ არა, ღრმადპატივცემული კიკონიშვილის, ტოტენჰოტური ლოგიკა. (ტოტენჰოტი არის აფრიკის ტომის სახელწოდება, რომელთა კრედოსაც წარმოადგენს “თუ მე წავართვი სხვას ცოლი კარგია,თუ მე წამართვეს-ცუდი”) სტატიის დასაწყისში ავტორი გამოდის მასობრივი აღქმის წინააღმდეგ, ბოლოს კი საზოგადოებაში არსებული სტეორეოტიპისა და ამავე მასობრივი აღქმის გამო აკრიტიკებს კონფორმისტებს. საქმე ან შინაგან წინააღმდეგობასთან ან უცოდინრობასთან ან კიდევ გააზრებულ დემაგოგიასთან გვაქ, ალბათ დამეთანხმებით,რომ პირველიც, მეორე და მესამეც დასაგმობია.

რადგან გიორგი კიკონიშვილი არ იზიარებს და არ ეთანხმება ხალხში მიღებულ დეფინიციას და მოითხოვს მის უფრო ღრმა ანალიზს,  ვთხოვ ნუ გამოიჩენს ორმაგ სტანდარტებს და სიტყვა “კონფრომისტიც” გამოიყენოს დადებით კონტექსტში (მის სტატიასა და კომენტარებში კი ამ სიტყვას უარყოფითი დატვირთვა აქვს). მხოლოდ ხალხში მიღებული შეხედულებით არის “კონფორმისტი” უარყოფითი შინაარსის მატარებელი, მისი ზუსტი, სოციალოგიური დეფინიცია კი,რომელიც მელტონმა მოგვცა,გულისხმობს ჯანსაღ საზოგადოებას,რომელიც ვერ იარსებებს კონფორმიზმის გარეშე, რადგან კონფორმიზმი მხოლოდ და მხოლოდ ნიშნავს  კანონებისა და კონსტიტუციის ერთგულებას (თუმცა გიორგი კიკონიშვილმა თავადვე თქვა რომ არ უყვარდა სოციოლოგიის ლექციები,სადაც მსგავსი რამ უნდა ესწავლა, არ იყო საჭირო რომ ეს აღენიშნა, ისედაც ეტყობა)

შემდეგი ბრალდება იყო, თითქოს მე ავარიდე თავი დებატებს-ეს არის ტყუილი, რადგან თითქმის მთელი დღის კამათის შემდეგ მე ვერ მივიღე პასუხი ელემენტარულ კითხვაზე, არის თუ არა თბილისის “დინამოს” დონეზე ითამაშა ფეხბურთი, ქსენოფობიური სამტრედიის “ლოკომოტივის” მიმართ? არის თუ არა გამოთქმა ევროსტანდარტებს გაუთანაბრდა ქსენოფობიური არაევროპული სახელმწიფოების მიმართ? ცოტა ხანში კი Facebook-ზე დამბლოკა, საზოგადოებამ გადაწვიტოს ვინ გაურბის დებატებს ის, ვისაც ბლოკავენ თუ ის, ვინც დაბლოკეს?

ადამიანი,რომელიც მე მაკრიტიკებდა “ბირჟის” ინსტიტუტის დისკრედიტაციაში (თუნდაც დაბა ჩხოროწყუს ბირჟის ან ელიავას, რა მნივნელობა აქვს) თვითონ უწევს დისკრედიტაციას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ამის ერთადერთი გასასამართლებელი არგუმენტი მისი პირადი დაკვირვებაა.

ბოლოს რაც გიორგი კიკონიშვილმა დამაბრალა ის იყო,რომ მე მიხაროდა ჩემს ბლოგზე ვიზიტორთა დიდი რაოდენობა,რაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში აღინიშნება. მაპატიე ბატონო გიორგი რომ ვიჩენ ადამიანურ სისუსტეს და მიხარია 🙂

პოსტის ბოლოს კვლავ ვიმეორებ, ერთადერთი რის გამოც კიკონიშვილის სტატიას ყურადღება მივაქცია, იყო ის რომ გამოქვეყნდა ჟურნალ “ლიბერალის” საიტზე. “ლიბერალს” ვურჩევ გადაამოწმოს მასალები მანამ სანამ გამოაქვეყნებდეს.

Advertisements

სოციალური საწარმო და ჟურნალისტთა ყოველწლიური დაჯილდოება

სოციალური მეწარმეობა,ეს არის თემა,რომლის ირგვლივაც გაერთიანდა საქართველოში მომუშავე ოთხი ორგანიზაცია,ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი,ბრიტანეთის საბჭო,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

სოციალური საწარმოს ზუსტი განმარტება არ არსებობს,თუმცა ყველაზე ხშირად დიდი ბრიტანეთის ვაჭრობისა და მრეწველობის დეპარტამენტის მიერ შემოღებულ დეფინიციას ხმარობენ:

სოციალური საწარმო არის ბიზნესი,რომლის უპირველესი მიზანიც სოციალური ხასიათისაა და რომელიც ახდენს მოგების რეინვესტირებას თემში ან ბიზნესში სოციალური მიზნების მისაღწევად. ბიზნესისგან განსხვავებით,მისი მამოძრავებელი არ არის მოგების ზრდა მეწილეებისა და მფლობელებისთვის.

სოციალური საწარმოების საქმიანობის წახალისებას ემსახურებოდა, 15 დეკემბერს თბილისის ივენთჰოლში,ოთხი არასამთავრობოს მიერ ორგანიზებული ღონისძიება “ერთად ვიზრუნოთ მომავალზე”

უკვე მეოთხე წელია,ღონისძიების ფარგლებში ტარდება იმ ჟურნალისტთა დაჯილდოვება,რომლებიც სოციალურ საკითხებს აშუქებენ. წელს გამოკვეთილი ლიდერი ჟურნალი “ლიბერალი” იყო,მისმა რამდენიმე თანამშრომელმე პირველი რანგის პრიზი,ათასი ლარი დაიმსახურა. მეორე ადგილი ერგო “ლიბერალის” კონკურენტ “ტაბულას” ჟურნალისტს. ამ ორი ჟურნალის დომინირება აშკარა იყო,თუმცა ჯილდოს გარეშე არც “ნეტგაზეთი” დარჩენილა.

გამოვლინდა საუკეთესო რადიო სიუჟეტიც. გამარჯვებულის დასახელებისას წამყვანმა დავით პაიჭაძემ აღნიშნა:”საქართველოში ორი რადიო სადგურია,”თავისუფლება” და დანარჩენები” ამ სიტყვების შემდეგ არავის გაკვირვებია რომ გამარჯვებულად რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტი დაასახელეს.

საუკეთესო ტელე-რეპორტაჟის სტატუსი კი აჭარის რეგიონალურ სამაუწყებლოს “25 არხს”  ხვდა წილად.

სამოქალაქო საზოგადოების მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი საუკეთესო ფილმისთვის დაიმსახურა “ჯიპას” კურსდამთავრებულმა ცირა გვასალიამ ნაშრომისთვის “რომ მოვკვდები მერე ვიტყვი.” როგორც მან განაცხადა,  აღნიშნული ფილმი მის სადიპლომო ნაშრომს წარმოადგენდა.

ღონისძიებიებამ სულ რამდენიმე საათი გასტანა და ჯაზ კონცერტით დასრულდა.

 

 

ექსკლუზიური რეპორტაჟი,ლადო სადღობელაშვილი არ იკბინება

სოციალური მედიის ბევრი წარმომადგენელი ფიქრობს, ლადო სადღობელაშვილზე ლაპარაკი,ყოველგვარი შესავლის გარეშე,მისივე ლანძღვით უნდა დაიწყო,თუ იუმორიც გიჭრის ხომ მთლად კარგი,შენს პოსტს Facebook-ზე რამდენიმე მეგობარი გაიზიარებს და მთელი დღე გულიანად შეგეძლება “იკაიფო,” მთავარია ეგ პოსტი თვით ლადომ არ ნახოს თუ არა გინება იცის და ცუდია.

ლადო და ლიბერელები,ეს ორი სუბიექტი მთლიანობაში ზუსტად ასახავს ბოლო წლების თბილისური ცხოვრების მთავარ ტენდენციებს. საზოგადოების ერთი ნაწილი უკიდურესად კონსერვატიულია, ყოველგვარი სიახლისთვის და არჩევანისთვის ჩაკეტილი. მეორე ნაწილი კი უკიდურესად ლიბერალურია, იმდენად უკიდურესად, რომ სადღობელაშივი ერთგვარ სტიგმად იქცა,თუ რამე “გადაბრუნებული” თქვი მაშინვე მოგაკერებენ იარლიყს “სადღობელაშვილის მომხრე!” რაც ფაშისტსა და გოიმს ნიშნავს.

აბა რას მივაწერო ის რომ,ლადო სადღობელაშვილის არასამთავრობოს “მამული ენა სარწმუნოების” პრეზენტაციაზე არც ერთი სოციალური მედიის (რაც თავის თავში ლიბერალებს გულისხმობს) წარმომადგენელი არ ყოფილა?რატომ გაუშვეს უნიკალური შანსი პირისპირ შეხვედროდნენ,კითხვები დაესვათ და შეკამათებოდნენ მათ მთავარ “გუდიან კაცს” შაშკინის შემდეგ? სწორედ ეს არის სამოქალაქო ჟურნალისტიკის ერთერთი მთავარი ფუნქცია,ასახოს ის,რაც იმდენად მნიშვნელოვანი(?) არ არის,რომ ცენტრალური ტელე-არხების ეთერში მოხვდეს.

ლადო სადღობელაშვილის ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ერთერთი არასამთავრობოს წარმომადგენელის სტატუსით მივედი,თუმცა დარბაზში შესვლისთანავე მივხვდი რომ ეს ამბავი ჟურნალისტებისა და მათთან გათანაბრებული პირების მიერ უყურადღებოთ იქნებოდა დატოვებული,ამიტომაც გადავწყვიტე გამეკეთებინა ის,რისთვისაც ბლოგი და სამოქალაქო ჟურნალისტიკა არის მოგონილი,დარბაზში მყოფთს უკვე წყაროდ აღვიქვამდი.

სულ 16 ადამიანი იყო,მათ შორის მე,ჩემი მეგობარი,რომელიც სრულიად შემთხვევით მოხვდა ამ გაუგებრობაში და ეკა ბესელიას წარმომადგენელი,მან დარბაზი შეხვედრის დაწყებამდე დატოვა.

მთავარმა გმირმა,ჩემდა გასაოცრად,მაშინვე მიცნო,ხელი ჩამომართვა და დაიწყო…დაიწყო,მაგრამ რა დაიწყო…თუ შეხვედრაზე წარმოთქმული სიტყვის კონტენტ-ანალიზს ჩავატარებთ,მივიღებთ რომ ყველაზე ხშირად ნათქვამი სიტყვები იყო: მამაო,მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირი, ბუდას ქანდაკება და უწმინდესი და უნეტარესი.

თავი პოლიტთეოლოგთა ყრილობაზე მეგონა,ნუთუ ძნელი გასაგებია,რომ რელიგია პოლიტიკა არ არის! მითუმეტეს, ქრისტიანობა არ არის პოლიტიკა. სახარებაში არ არის არც ერთი პოლიტიკური ლოზუნგი, სწორედ ამის გამო არ მიიღეს ებრაელებმა ქრისტე და მისი მოძღვრება, რადგან იესომ პოლიტიკაში ჩარევა არ ისურვა. ლადო კი მაინც ჯიუტად განაგრძობდა,24 დეკემბერს დაგეგმილ აქციაზე მამაოები შემოგვიერთდებიანო.

რა კარგი სანახავი იქნებოდა ბლოგერების კამათი ამ თემაზე სადღობელაშვილთან,თუმცა,ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო, იქ მხოლოდ მე ვიყავი (თუმცა ესეც საკმარისი იყო ლადოს დისკომფორტი რომ ეგრძნო) ალბათ  სწორედ ასეთ სიტუაციას უწოდა ია ანთაძემ ქაჯოდევოკრატია.

ჩემთვის მიუღებელია მოწოდებები “მართ(ლ)მადიდებლური ძალადობის” შესახებ,რაც იქ არაერთხელ გაისმა, მიუღებელი ანტაგონიზმი უცხოური კულტურის მიმართ, მიუღებელია მოფაშისტო ორგანიზაცია მმკ(ლადო სადღობელაშვილი კი ღიად აფიქსირებდა სიმპატიებს მართ(ლ)მადიდებელ მშობელთა კავშირის მიმართ) ჩემთვის მიუღებელია! და სწორედ ამიტომ ვიყავი იქ,ამ თემებზე მესაუბრო და ჩემი აზრი ცივილიზებული გზით გამომეხატა,დამემტკიცებინა ლიბერალიზმის უპირატესობა,მაშინ როდესაც ლიბერალიზმის ქართველი მამებს facebook-ზე ლადო სადღობელაშვილის დაბლოკვით ჰგონიათ რომ პრობლემა მოიხსნა,არა და ლადო მაინც არსებობს,მის აზრს ბევრი იზიარებს და სირაქლემას პოზიციაში თავის ჩაყენება ყველაზე იოლი თუმცა გაუმართლებელი მდგომარეობაა. ვიკამათოთ Facebook-ის ფარგლებსგარეთ,იქნება და არ ვკლვათ ერთმანეთს

სერიიდან: ფიქრები სასირეთზე

იყო და არა იყო რა,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა? (წარმოდგენა არა მაქვს)

იყო ერთი ქვეყანა, პირობითად დავარქვათ სასირეთი

სასირეთში იმდენი პრობლემა იყო, იმდენი პრობლემა რომ ზემოთ დაწერილ “ღვთის უკეთესი რა იქნებოდაზე” პასუხიც კი მომივიდა, რა იქნებოდა და რამდენიმე ასეული ღირსეული ერის კაცი…

ხოდა მოკლედ ამ სასირეთში იყვნენ ადამიანები, ერთნი იბრალებდნენ პოლიტიკოსები ვართო, მეორენი ჟურნალისტებიო და მესამე ჯგუფი გაკიოდა და დაფაცურობდა, ჩვენ ფეხბურთელები გვქვიაო (ამ უკანასკნელებს თავი დავანებოთ, მგონი ენამ უყივლათ, თან ქეცბაიამ შეულოცა და მართლა ფეხბურთელობა დაიწყეს)

რა თქმა უნდა ამ პოლიტიკოსებშიც და ჟურნალისტებშიც იყვნენ ქვეჯგუფები, კარგიანები, ცუდიანები, გუდიანები და ასე შემდეგ…

აი დღეს ვიზეც მინდა ვისაუბრო, ეგ უფრო გუდიანია მგონი… ბავშვობაში რომ გვაშინებდნენ… მაგრამ მაშინ გუდიანი კაცები იყვნენ და ეს გუდიანი ქალია (პირველად გავიგე)

ქალბატონი იზა შაქარაშვილი, ჟურნალისტი (თავი დავანებოთ მის გუდიანობა-კუდ-იანობას) ამბობს მეო ჟურნალისტი ვარო, თავისუფალი ვარ ჩიტი-ჩიორასავითო, არავინ ერევა ჩემს საქმიანობაშიო და ასეო და ისეო… მოკლედ ტვინი წაიღო.

მივიდა ერთ დღეს ასევე თვითმარქვია პოლიტიკოსთან (საბრალო) ბატონ გუგავასთან (ეგ გუდიანი კაცი არაა, უბრალოდ ლეიბორისტია) და უქნააააა…. უქნა მარა რა უქნა…. მოასარსალა და მოანაგავა….

შენო პრეზიდენტი არ გიყვარსოოოო? ბიჭო შენ მიშას პატივს არ სცემო?… და კინაღამ აღიღო ასტამი კი არადა მიკროფონი და უხეთქნა მას თავსა, და ჩაჰფლა, და თუალი ერთი დაუბუშტა. (c)

საბრალო მშრომელს ბალღობა გაახსენდა და სახაზავით მოძველბიჭე ფრიცულის მასწავლებელი, ლამის ჩააკვდა ხელში ქალბატონ იზას…

იზამ ესეც არ იკმარა და ახლა კოლეგა თვითმარქვიებს მიადგა, თქვენ აქ რას მიკეთებთო, აბა ახლა ყველამ მწყობრად ააყოლეთ აქედანო…

მოკლედ ქალბატონი იზა ჟურნალისტი იყო თუ ჰამასის აქტივისტი რთული გასარჩევი გამოდგა ჩემთვის….

ქალბატონო იზა, ბანოვანო ჟურნალისტო არ ვაპირებდი ამ სახით ჩემი აზრის დაწერას, რაღაც უფრო ღია წერილივით მინდოდა მომეწერა, მარა მომკალით და ტქვენ სერიოზულ წერილს ვერ მოგწერთ (დიდი ჰუმორით არც ეს უკანასკნელი გამოირჩევა მაგრამ მაინც)

აი თქვენ ხართ ნამეტნავი სასაცილო, რესპოდენტს ეკაჩავებიტ (დიაღ, დიაღ, ეკაჩავებით), კოლეგა თვითმარქვიებს სულ სახეში აწუწებთ (ჟარგონებისათვის თქვენი ნატიფი ჟურნალისტური ყური იმედია მომიტევებს) და ამ ყველაფრის მერე კიდე გიკვირთ რამე? ანუ ეს წერილი? არა მგონია…

განაგრძეთ ქალბატონო იზა, განაგრძეთ.. კაი საქმეს აკეთებთ თქვენ… გვაჩვენებთ სხვაობას ჟურნალისტიკასა და გუდიანობა-კუდ-იანობას შორის… ეგეც დიდი საქმეა, ყველა რომ კარგიანი იყოს, ცუდიანი როგორღა გავიგოთ (თუ პირიქით)

ასეა დამთავრდა ეს ზღაპარი, მარა რეალობას რა ვუყოთ?

მიშა აქაა, გრიშა აქაა, იზაც აქ ყოფილა, გადავრჩენილვართ მეგობრებო….

ქატოც აქა, ჭირიც აქა, რეალური ჰორორიც აქა… ეეეხ თეთრი პურის გემო მომენატრა…

ესეც ბოცმანის პოსტი

ხუბუა გადადგა!

ვავა ხუბუა ვავა, ონჯღორე შენი

არაფერი გასაოცარი არ იყო იმაში,რომ ჩემი წინასწარმეტყველება ახდა, ხუბუას გაERR-2ება ლოგიკურ დასკვნამდე მივიდა და დღეიდან ის თბილისის,ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის (როგორ მიყვარს ეს სიტყვები) რექტორი აღარ არის.

ვფიქრობდი, მასაც,საზღვარგარეთ გაუშვებდნენ სასწავლებლად,მაგრამ რექტორყოფილმა განაცხადა,რომ სამეცნიერო საქმიანობის გაგრძელებას აპირებს.

ალბათ ცოტა ხანში,გაღიმებული სახით გვაცნობს განათლების მინისტრი ან თავისუფლების კანტორა:(გააჩნია ხუბუას გადაყენება,რომელს აწყობდა)

“ხუბუა გაიქცა,თსუ თავისუფალია”

მე კი,უნივერსიტეტის რიგითი სტუდენტი ვიმედოვნებ,მომავალი რექტორი ბევრად დამოუკიდებელი და უკეთესი იქნება,თუნდაც საორგანიზაციო საკითხებში,ვიდრე “თვითგამოცხადებული” პროფესორი გიორგი ხუბუა!

“ძაღლებს” არ აბლატავებს ბიჭოოო :D

ვიდეო,რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ სცდება ზნეობის ყოველგვარ ჩარჩოს,ყველაზე სამწუხარო კი ის არის,რომ სწორედ ეგეთი ხალხი ამხელს “ცოდვებში” ვერა ქობალიასა და მის დას,რომლებამაც თურმე გაბედეს და სტუდენტობის დროს მაგიდაზე იცეკვეს,ცეკვა კი ქართულ მენტალიტეტში არ ჯდება(…)
ხალხი ამ ქალის სტატიების წაკითხვისთვის “ასავალ-დასავალსა” და “ალიაში” ფულს იხდის,ზნეობის თერმომეტრად წოდებული გამოცემის ჟურნალისტი ქალი ეგრე არ უნდა იქცეოდეს:

ბლოგერები მოვდივაართ!

ღამის თემა #3

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ შუა ღამე იწვის დნება

ღამის თემაც მშვენიერი,ბლოგო-სფეროს ეფინება(…)

ჩემს ბლოგზე ღამის თემა ტრადიციად და “აბეზალოვკათ” იქცა,ვინც წინა წერილები იხილა,ალბათ უკვე ჩაწვდა ღამის თემის არსს:

თემა,რომელიც არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება,დაუგეგმავად იწერება,წერის კულტურას უგულებელყოფს,ადვილად იკითხება და მისი ერთადერთი ღირებულება კი ის იქნება თუ იდიოტიზმთან მიახლოებულ იმპროვიზაციაში მკითხველი სიმართლის მარცვალს იპოვის.

პოსტი #3 “ერიდე ბუჩქებს,არაფერი გამოგიხტეს”

აჭარაში მყოფმა სააკაშვილმა განაცხადა,რომ კვარიათამდე უნდა გაიზარდოს ბულვარის სიგრძეო,ანუ რა გამოდის?12 კმ-ით დაგრძელდება ბულვარში ბუჩქების მწკრივი და კიდევ 12კმ-ით დამძიმდება ჩვენი (სომხებისაც) ისედაც ცოდვილი სულები.

ჯერჯერობით ამ ანტი-მართლმადიდებლურ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საპატრიარქოსა და მ.მ.კ-ს პოზიცია უცნობია,”ასავალ-დასავალის” რედაქციაში კი უკვე აშალაშინებენ სტატის:“ვერა და ნინა ქობალიები ბუჩქებამდე დაეცნენ”