Posts Tagged ‘სექსი’

გასეირნება მოუსვლელში

და წარვსდეგით საშინელი სამსჯავროს წინაშე უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსელთა დელეგაცია,

იმ დღეს გვასამართლებდნენ: მე, ლაშა ქავთარაძეს, თინი ყიფშიძეს, ანი ჭანკოტაძეს, გიორგი გოგუასა და ბექა გაბადაძეს.

 სრულიად ქერუბიმთა და სერაფიმთა დასი ტიროდა ჩვენი ცოდვების გამო!

 სარკმლებიდან უზარმაზარი ქვაბები მოჩანდა, როგორც ლუციფერმა გვითხრა, პირადად ჩვენთვის მოუმზადებია. მსგავსი პატივი კი მანამდე მხოლოდ ტუტსის ტომის ბელადებს რგებიათ რუანდის გენოციდისა და ჰუტუს ტომელების გაწყვეტისთვის.

 ჭანკოტაძეს შიშისგან ტუჩები სულ გალურჯებოდა, მარქსი და დარვინი ქვევიდან ეძახდნენ, ახლა მოხვალ ჩვენთან, შენც და შენი დაქალი ყიფშიძეც და ნახეთ რაც მოგივათო!

 ყიფშიძე კი მთელი ხმით გაჰკიოდა: თვითების მოგონილი პროვოკაციაა ეს! I Hate You all!

 ლაშა ქავთარაძე  შიშით იდგა, მან ყველაზე კარგად უწყოდა თავისი ცოდვების ამბები, თავისუფალი სექსის, მინეტ-კუნინგულუსის, კარალევსკი მინეტისა და ორალის ქადაგებისთვის!

 პირველად გოგუა მოხვდათ თვალში, აქაოდა მისი წვერი ეშმაკის ფეხის ჩლიქებზე ამოსულ ბალანსა ჰგავსო, პირველადაც ის მიათრიეს საშინელ სამსჯავროზე:

 ”-შენ აშეარებდი შენივე უგემვნო პოსტებს ყველგან როცა კი აგიდგებოდა? ახლავე წაათრიეთ და წვერით დაკიდეთ ლურსმანზე!”

 წათრევის ჟამს გაიგო თუ როგორ ყვიროდა გაბადაძე ”მიშველეეე ალეექს!” 

ვერაფრით ვერ ვუშველიდი, რა ჩემი ბრალი იყო თუ ლავის ცეცხლოვანი წვიმაც ისევა ჩასდიოდა პირში, როგორც ჩვეულებრივი ჟუჟუნა წვიმა აპრილის თბილ საღამოს. თავის დროზე უნდა მიემართა პლასტიკური ქირურგიისთვის!

 მართალია სასამართლომ ყოველგავრი განსჯისა და პროცედურების გარეშე უბრალოდ მცნო, თუმცა ცოტნე დადიანის მაგალითზე გაზრდილი ვერ ვისვენებდი, გული მტკიოდა ჩემი მეგობრების გაჭირვებას რომ ვხედავდი.

 მივუბრუნდი ქერუბიმყოფილს და ვუთხარი: ”დააბრუნეთ ეს ხალხი უკან და ჩემს თავზე ავიღებ მათ გამოსწორებას”

 ქერუბიმყოფილმა გოგუას გადახედა: 

”-გჯერა ალექსის რომ ჟურნალისტად არ ვარგიხარ?”

”-კი, კი მჯერა, ოღონდ  დროზე მომაცილეთ ტრაკზე მიმაგრებული ორი დენის შნური!”

”-შენ თინი, შეხვდები ხოლმე ალექსს და მას ”ყლიბერალს” არ ანაცვალებ?”

”-კი, ოღონდ ახლა ეს ცოცხი და აქანდაზი მომაშორეთ!”

 ქერუბიმყოფილი შემომიბრუნდა და მითხრა: ”დაე, იყოს ნება შენი”

 გახარებული ყიფშიძე სულ მალე უკან დასაბრუნებელ გვირაბში მირბოდა, მას მიყვებოდა ჭანკოტაძე,გოგუა,ქავთარაძე და გაბადაძე…

 მე კი ბედნიერი ვიყავი, თითქმის შეუძლებელი შევძელი, მთელი ამდენი თვის შემდეგ ეს ხალხი ჩემს ბლოგზე შემოვიტყუე

 

Advertisements

სიყვარული და რეპროდუქცია

სიყვარულსა და ომში ყველაფერი გამართლებულიაო- ალბათ, უამრავჯერ გვითქვამს ეს ფრაზა საკუთარი თავისთვის, როდესაც რჩეულის გულის მოსაგებად ათასგვარ ტყუილს, ხრიკსა თუ ოინს მივმართავდით.

სიყვარული არის მთავარი თემა უამრავი ფილმისა, სერიალისა, ხელოვნების ნიმუშისა და რომანისა. ამ უკანასკნელთა აურაცხელი რაოდენობა საუკუნიდან საუკუნამდე ყოველწლიურად პურეულივით მოჰყავთ ხოლმე მსოფლიოს ყველა ქვეყანაში. ეს ყვალაფერი სხვა არაფერია თუ არა ვნებათა მოკლე ან ვრცელი აღწერა. მათ შორის საუკეთესოებმა, მაგალითად „რომეო და ჯულიეტამ“ „ტრისტანი და იზოლდამ,“ გნებავთ „ვეფხისტყაოსანმა“ საუკუნო დიდება დაიმკვიდრეს.

შეუძლებელია სიყვარულის ჭკუით ახსნა, რადგან ჭკუას იქ არაფერი ესაქმება რაც უჭკუობით აღმოცენდა. სიყვარული ინსტინქტია, რომელსაც ერთი მიზანი ამოძრავებს, რომელიც ბევრად უფრო მაღლა დგას ადამიანის ცხოვრების სხვა მიზნებზე. ეს მიზანი მომდევნო თაობის შექმნაა. ყოველი წყვილის სასიყვარულო ისტორიები ზრუნვაა მომავალი თაობის შექმნისთვის. თაობისა, რომელიც თავის მხრივ აურაცხელ ახალ თაობათა სათავედ იქცევა.

სასიყვარულო თემატიკა და „თესლის გამრავლება“ უცხო არ არის არც ბიბლიისთვის. ყველაზე ძლიერი ალბათ დავითის ისტორიაა, არადა ეს ეწინააღმდეგება კანონიერ ცოლქმრობას. მეფეს ერთი ნახვით შეუყვარდა ჰურია ქეტელის ლამაზი ცოლი. ბრძენმა და კეთილმა მეფამ სიყვარულისგან ჭკუა დაკარგა და ყველაფერი იღონა, რათა ჰურია ქეტელი ბრძოლის ველზე მომკვდარიყო. ასე ჩაიგდო ხელში მისი დაქვრივებული ცოლი. ამას ერთადერთი, მესიანისტური გამართლება აქვს. მეფეს ინსტინქტმა უკარნახა, რომ სოლომონი, რომელიც იდეათა სამყაროში უკვე არსებობდა, შეუძლებელი იყო დაბადებულიყო სხვა ქალისგან, თუ არა ბერსაბიასაგან.

ინსტინქტი ილუზიით ინიღბება. წყვილს ჰგონია, რომ მხოლოდ მისი რჩეულის ხვევნა-კოცნაში იპოვის მეტ ტკბობას, ამიტომ მას ეჩვენება რომ საკუთარი თავისთვის ირჯება, სინამდვილეშე კი ის გვარეობის დემონს ემორჩილება და ქმნის ინდივიდს, რომელიც მხოლოდ ამ წყვილისგან გაჩნდება. ამის შემდეგ კი ყველაფერი სრულდება, ისევე როგორც ჩიტი წყვეტს ჭიკჭიკს კვერცხების დადების შემდეგ.

ადამიანის ცხოვრება ტანჯვა და წამებაა, ამიტომ მე ვადანაშაულებ ყველა შეყვარებულ წყვილს შეთქმულებაში! თქვენ შეთქმულები ბრძანდებით კაცობრიობის წინაშე! თქვენ წელავთ ქვეყნიერების დღეებს! საკამრიასია, შეწყვიტეთ! მაგრამ ვიცი არ გაჩერდებით, ისევე, როგორც აქამდე არ გაჩერდნენ თქვენი წინაპრები, მსგავსი გრძნობებით შეპყრობილები!

 

SUCKართველო on my mind

მრავალგზის წაგებულ და უამრავი ცოდვით დამძიმებულ სახელმწიფოს არა აქვს ნება და არც უნარი მოახდინოს საზოგადოების მოდერნიზაცია.

კოვბოის თავხედობით აღშფოთებული ულაყივით ხტუნავს ქართული საზოგადოება, თუმცა გასარკვევია ვინ ვის წვრთნის, მემარცხენეები მემარჯვენეებს თუ მემარჯვენეები მემარცხენეებს, მორწმუნეები ათეისტებს თუ ათეისტები მორწმუნეებს, ახლები ძველებს თუ ძველები ახლებს, ჰომოფოფები გეებს თუ გეები ჰომოფობებს…

თუმცა  SUCKართველოში, როგორც ყველაფერი იდეოლოგიებიც დამახინჯებულია, ქართულ ლიბერალიზმს თვით მშობელი მამა ვერ იცნობს. არ მინდა ისეთი ქვეყანა სადაც ნეოლიბერალიზმი “ილია II კაგებეშნიკის” ძახილს ნიშნავს, მემარცხენეები კი ეკლესიების ნგრევით გვემუქრებიან.

არ მინდა ვიყო ისეთი ქვეყნის მოქალაქე, რომელშიც “მამაოს შეუცდომლობის დოქტრინა” სუფევს, ცხოვრებაზა გაბრაზებულები კი თავს ათეიზმის ქოლგას აფარებენ,რომელიც ესე ფართოდ არის გაშლილი ვირტუალურ სივრცეში ( რეალურში გაშლი და ისაკაძე უკანვე გაგთხრის )

არ მინდა ისეთ ქვეყანაში, სადაც ჟურნალისტები უცხო სახელმწიფოს მოქალაქეზე ვარაუდებს გამოთქვამენ,თუ რამდენ სანტიმეტრიანი ფალოიმიტატორი ედო პირში და ამის გამო მის კომპეტენციას პედაგოგიკაში ეჭვქვეშ აყენებენ. SUCKართველო არის ქვეყანა სადაც არ არსებობს გეი კულტურა,თუმცა მძვინვარებს ჰომოფობია.

მთელი ერი ერთხმად აღშფოთდა, როდესაც შეერთებულმა შტატებმა უარი თქვა სიტყვებზე “დედა” და “მამა” ეს საკითხი კვლავ დაბა ჩხოროწყუს ბირჟის დონეზე განიხილეს და აქცენტები იმაზე კი არ გაკეთდა რამდენად უაზროა მშობლების დანომვრა (თუნდაც იმიტომ რომ ძნელი გასარკვევია ვინ არის #1 და ვინ #2) არამედ ვიხილეთ გურჯული წიაღსვლები, თუ როგორი “არასრულფასოვანი’ იქნება არაჰეტეროთა ოჯახში გაზრდილი ბავშვი, საქართველოში ხომ სრულფასოვნების ეტალონები გვყავს, მხოლოდ ახალგაზრდა ბიჭი რად ღირს, რომელიც დღეში რამდენიმეჯერ ჟიმავს საკუთარ დედას ვერბალურად, აღარაფერს ვამბობ ქართველ გოგონებზე,რომლებიც სექსის გამო თხოვდებიან და ქმრისგან მათ ცემას სიყვარულის გამოვლინებად თვლიან. მე არ მინდა ასეთ ქვეყანაში.

კიდევ რამდენი კუნტრუშ-შლიგინი დასჭირდდბა ულაყს დასამშვიდებლად, ჩორთზე გადასასვლელად და შედეგად სასარგებლო ძალად გადასაქცევად,არავინ იცის.

მანამდე კი, ღმერთო დალოცე ამერიკა!

ჩვენ ვაუპატიურებთ ანგელოზებს

ცხოვრება გაცილებით რთულია ვიდრე ნებისმიერი ლამაზი და აღიარებული ფილოსოფიური დოქტრინა, ასე რომ ყველანი ეგზისტენციალისტებიც, იდეალისტებიც, გეები და ლესბებიც, პრეზიდენტებიცა და რომის პაპებიც, სელაპებიცა და დურგლებიც და აგრეთვე დანარჩენი უბრალო მოკვდავნიც ნერვების, ცხოველური ინსტინქტებისა და ამათ ზემოდან შოკოლადივით მოსხმული ინტელექტის ბასტარდი (სხვადასხვა სახეობის ან გვარის ორგანიზმების შეჯვარების შედეგად მიღებული შთამომავალი) გახლავართ, რომელთაც დაბადებიდანვე გვახვევენ საზოგადოებრივი მორალის ქურქში და გვაკომპლექსებენ რომ თუ ამ საცვალს გავიხდით შიშვლები დავრჩებით, ყველა ჩვენზე მოიშვერს თითს და დაგვცინებს. ალბათ ბევრს დასიზმრებია ასეთი სიზმარი. ამიტომაც ვიგონებთ ათასნაირ თეორიას თუ რატომ უნდა გვეცვას საცვალი, თუნდაც ის საკმაოდ ბინძური იყოს და შესამჩნევადაც ყარდეს.

არის შემთხვევები როდესაც ადამიანს მოუნდება გაიხადოს და გაშიშვლდეს საზოგადოების წინაშე,მისი ეს ნაბიჯი თუ სწორად აღიქვეს მას გენიოსად შერაცხავენ ან კიდევ გიჟად,გარყვნილად.

სწორედ ასეთი გაორებაა საზოგადოებაში ბალთუსის მიმართ.მის შემოქმედებას ბევრი პორნოგრაფიულს და პედოფილიურს უწოდებს, თავის დროზე, “ზნეობრივმა” პარიზულმა ელიტამ სწორედ ამორალურობისთვის გარიყა ბალთუსი. ჩემი აზრით კი ამორალური თვით ეს პარიზული ელიტა იყო, ადვილად დავრწმუნდებით ამაში თუ ბალთუსის ნახატებს,მის გოგოებს კარგად დავაკვირდებით.

დაუცველი და განწირული სილამაზე ეს არის ბალთუსის შემოქმედების არსი. აქ ლაპარაკია სილამაზის შეგრძნებისა და სექსუალური ლტოლვის დიქოტომიაზე. გოგოებს ის, რა თქმა აუნდა განზრახ ხატავს ეროტიკულად თუმცა, მხოლოდ იმისთვის რომ მან პარადოქსული ეფექტი მოახდინოს, რადგან იგი ამავე დროს ხაზს უსვამს მათ უმანკოებას. პარადოქსს ქმნის ის რომ გარყვნილება კი არ გამოედინება სურათიდან არამედ შეედინება სურათში. გოგოები თვითონ რომ ვერ აღიქვამენ, ვერ გრძნობენ თავიანთ ეროტიკულობას, ისინი აბსოლუტურად უმანკონი და გულუბრყვილონი არიან როგორც ასეთი (და ის რაც ეროტიკულად აღიქმება მხოლოდ და მხოლოდ მათი სხეულია) და მათი სილამაზე და იდეალურობა მათი მარტოობის და სევდის მიზეზია. მაგრამ ბალთუსი განზრახ აშიშვლებს თავის გოგოებს (რომლებიც მას იდეალურ არსებებად მიაჩნია და უყვარს ყოველგვარი ეროტიული ქვეტექსტის გარეშე) ავხორცი მზერის წინაშე. ეროტიული და პორნოგრაფიული კი სწორედ მათი მაყურებელის მზერაა და ეს არის მიზეზი მისი სურათების სევდიანი პათოსისა რადგან აქ იგრძნობა ამ გოგოების ტრაგედია, რადგანაც ის ეროტიულად დამუხტული მზერა მუდმივი წყევლისავით დაუწყებს დევნას ამ ანგელოზებს (როგორც მათ თვითონ ბალთუსი უწოდებს) და მის წინაშე ეს გოგონები ისეთივე დაუცველები იქნებიან როგორც ამ სურათებში – მნახველების მზერის წინაშე. სხვისი ავხორცი სურვილები მათ გარყვნის და მსხვერპლად შეიწირავს მათ ანგელოზურ არსს, ხოლო მათში როგორც ანგელოზებში ჩადებულ ზეციურ არქეტიპს არ შეუძლია შეეგუოს მათ ახალ სტატუსს ამიტომაც ისინი განწირულები არიან. ამიტომ ბალთუსის სურათები არამარტო სილამაზის გადმოცემის მცდელობაა, არამედ თანამედროვეობის კრიტიკაც, რადგან იმ საზოგადოებაში სადაც ეს სურათები პორნოგრაფიად აღიქმება თვითონ საზოგადოებაა გარყვნილი.

1908 წელს დაბადებული Balthazar Klossowski de Rola 2001 წელს გარდაიცვალა

სიკვდილი ვენეციაში

დღეს (და სერთოდაც არასდროს) ეს ასოციაცია არ გამიჩნდებოდა რომ არა ერთი პატარა ინციდენტი.”პატარაო” ვამბობ თუ არა ისე  ქართული, ნაკითხ-განათლებული სტუდენტობა-საზოგადოების დიდი ნაწილის,რეალურ სახეს გვიჩვენებს

ვინც მიცნობს ეცოდინება,წარმოშობით სამტრედიიდან ვარ და თბილისში მყოფ თითქმის ყველა სამტრედიელს ვიცნობ (ფუ რა სოფლელია (c) ვიღაც ვინც ახლა ჩემს ბლოგს კითხულობს) ერთმანეთს იშვიათად,მაგრამ მაინც ვხვდებით,ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისი დღესაც მოხდა.

სულ ათნი ვიყავით,სხვადასხვა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები,4 ბიჭი და 6 გოგო,პირველ,მეორე და მესამე კურსელები.

ბევრი რომ არ გავაგრძელო,ვიტყვი რომ საუბარი ფილმებზე ჩამოვარდა,ვთქვი რომ არ მომწონდა ვისკონტის ყველაზე გაპიარებული ფილმი “სიკვდილი ვენეციაში,რადგან…ვაპირებდი მეთქვა “ცდუნება” სჯობს,მაგრამ ვინ მაცადა?! ჩემს წინ 3 ბიჭი და 4 გოგო ერთბაშად წამოიშალა (დანარჩენი ორი ვერ მიხვდა რაზე ვსაუბრობდი) ტაში დამიკრეს,აქაოდა პიდარასტებს აგინებსო,იქ რომ დეფი ყოფილიყო ალბათ იტყოდა: “მე მიყვარს პიდარასტები” თუმცა ეს ახლა არაფერ შუაშია.

როდესაც გავარკვიე რომ მათ ჩემი სათქმელი არასწორად გაიგეს ახსნა დავუწყე (ეჭვი მაქვს აწი არასდროს არასად არ დამპატიჟებენ)

ქართულ საზოგადოებაში არსებობს მოთხოვნილება ვინმეზე, ვისიც შეგვეშინდება, ვისკენაც აგრესიას მივმართავთ,ასეთები დღეს “პიდარასტები” არიან და რადგანაც ჩვენში აგრესიის დიდი დოზაა, ყველაფერი “პიდარასტულად” უნდა შევრაცხოდ,რათა ჩხუბისა და ლაპარაკის საბაბი მოგვეცეს

მგონი უადგილოა ამ ფილმთან მიმართებაში ჰომოსექსუალობაზე ლაპარაკი. “სიკვდილი ვენეციაში” ამ საკითხს კი არ ეხება, არამედ იმას რაც, როგორც ჩანს, ბევრისთვის ძნელად დასანახი და გაუგებარია,ტაძიო ქიმერაა, სილამაზის სიმბოლოა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს, ისევე როგორც ხელოვნება

ჩემი აზრით მოთხრობაზე (და აქედან გამომდინარე, ფილმზე) დიდი გავლენა აქვს ანტიკურ ფილოსოფიას. მოთხრობაში

ტაძიო

საკმარისად ბევრგან არის ნახსენები ბერძნული მითები ტაძიოს და მისი სილამაზის ხაზგასასმელად. თვითონ სილამაზის და სიყვარულის გაგებაც ახლოსაა პლატონის (და არა მარტო) იდეებთან…

მოკლედ, თუ ანტიკური ფილოსოფია გვესმის, როგორც ჰომოსელქსუალობის  ქება-დიდება, მაშინ ეს მოთხრობაც/ფილმიც შეგვიძლია ესე გავიგოთ. კი ბატონო, მე ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც მეპარება ეჭვი “სიკვდილი ვენეციაში” ესეთი მარტივი იყოს…

ერთადერთი მიზეზი რის გამოც ჩემმა ოპონენტებმა ეს ფილმი დაიწუნეს,მოვიყვან ციტატას: “მისი პიდარასტული ბუნებაა”

ამავე ლოგიკით ჩვენ სოკრატეზე,არისტოტელეზე და კარავაჯოზე უარი უნდა ვთქვათ (დაიწვას!)

მაპატიეთ მეგობრებო,მაგრამ მე ჩემს თავს ამ ფუფუნებას ვერ მოვაკლებ

სერიიდან: მაღლიველი

ჩემი სტუდენტური ცხოვრების განუყოფელ ნაწილებად იქცნენ ჩემი მაღლიველი roommate-ები,ლაშა და გიორგი 🙂

წარმომიდგინეთ, დღეს დილიდან სახლიდან გადავარდნილი,ლექციები,გაწელილი შუალედები,შოთის პურით მოკლული შიმშილი(მოკლული თუ არა კომაში ჩავარდნილი 🙂 ) უამრავი მატერიალური თუ პირადული პრობლემა,დღის ბოლო კიდევ უფრო დატვირთული, როგორც შემოქმედებითად ისე ფიზიკურადაც…ბინაში საშინლად დაღლილი ვბრუნდები,კიბეებზე უკვე ბალიში მელანდება,კარს ვაღებ და ორი გაბადრული სახე 🙂 ეტყობა გიორგი დიდი ხანი მელოდებოდა,რათა ჩემთვის მისი დღევანდელი შედევრი წაეკითხებინა,რომელიც ავტობუსში გაცნობილ გოგოს მიუძღვნა 🙂

როდესაც გიმზერ ჩემი გული ჩიტივით ფეთქავს

რადგან მგონია ეგ შენი ტრაკი ბომბივით ბეთქავს

ჰოდა მინდება სადმე გავიქცე როგორც კურდღელი

არც ტრაკი მინდა შენი, კაი ბიჭის დაიკოვ, და არც მუტელი

შენ საშიში ხარ,როგორც ბოროტი დედინაცვალი

გარეთ რომ გახვალ თავზე წამოიფარე დიდი საცვალი

ჰოდა ძვირფასო მე შენ გულს მირევ ბნელა თუ დღეა

ვინც შენ გაგჟიმავს,ცვეტში ბრმაა ან სუფთა ყლეა 🙂

ამის წაკითხვის შემდეგ,როგორი დაღლილიც არ უნდა ვიყო,ვახშმის(მათვის კი ალბათ საუზმის 🙂 ) მომზადებაზე უარს როგორ ვიტყვი? 🙂

მაწონზე გაზრდილი მომავალი ლიდერები

ქართველი ერი (ალექსას ლექსიკონი) > – უტრაკო ამპარტავნები, სნობები,მიმბაძველები.
სრული დეფინიცია – მრავალ სოციალურ ფენად დაყოფილი მასა:

1/ნეო თბილისელები – იო საბურთა”ლ” ოოო, მოკრიასFალტისფერი ჯიპები,სოლარიუმა გოგოები,აღებ-მიცემობა,კორპორატიული მოღიპო ელემენტები 20წლის ასაკიდან ზევით,;

2/ ძირძველი თბილისელები (ანუ ელიტური წრე ..მუაჰაჰა)-ვერელი კალმახა, პლეხანოველი მოგელა და ბანტიაინი გიტარა;

3/ კვაზიხელოვანები-ჯაზი,ჯეილი,ბანჰარდტ-ბეილი, ცხელი შოკოლადი და აწ უკვე სალვე;

4/ ახალგაზრდა ალტერნატივშიკები- გრუნჟი და კობეინი,ლირიკა და კოფეინი, ათეიზმი, პაციფიზმი, წითელი მალბორო და ჯარმუში.

5/ ახალი ჯიში „ილიაუნის კატაკომბა“-წარმოდგენილი ექსპონატები :ჩვენ ლონდონში ვსწავლობდით!  მაწონზე გაზრდილი მომავალი ლიდერები lol,ფულმოტეხილი რემონტი, უღმრთოობის პროპაგანდა და ახალი სორტის ზომბები, შეზღუდულპროფილიანი კვაზილექტორები და მათი უტვინო (ლექტორი) შვილები,უნიჭო გადაცემები და დიპლომი სადაც წერია: ….. დაამთავრა მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტის ფილოსოფიისა და სოციალური მეცნიერებების მიმართულება სპეციალიზაცია საერთაშორისო ურთიერთობები მეორადი პროფესია მასობრივი კომუნიკაციების მიმართულება (ერთი ამოსუნთქვით!) WTF ?

6/გარეუბნელები- ყველაფერი ნათელია.

7/ ჩამოსულები – ასევე.

8/ აპლიკანტები – მივიღე მონაწი“ლ“ეობა პროექტში, ავიღე სერთიფიკატი, გავემგზავრე “EUROPA”-ში 2კვირით, გავხდი ნამდვი“ლ“ი „ლ“იდერი =)))))))

9/ გამოთხოვილები, გათხოვებაზე ორიენტირებულები, წინასწარ შეცდენილები და გადაგდებულები -„ ეს ჩემი ახალი ლინზებია. ესეც სილიკონიანი ლიფი, ჩემს წინა ქმარს „ევასებოდა“. ეს ო-ქ-რ-ო-ს სამაჯური გუჯამ მაჩუქა. გუჯა მაგარი სოფლელია,სამაგიეროდ საჩუქრებს არიგებს, მაგარ ზავიძენიებში დავყავარ და თან მერიოტში ცხოვრობს! =))) საქმე ს-ა-ქ-მ-ე-ზ-ე რომ მიდგა ავტირდი, ისტერიკები რაღაცები ხო აზზე ხარ? ნუ როგორც ხდება ხოლმე, ჰიჰი, ვუთხარი მე არ მინდოდა გამომიყენა და მიმაგდოთქო, შემაცდინათქო და დაიჯერა =))) დეგენერატი! (დაქალების კისკისი).

10/ სრული ანტიპოდი „ზოგადად ქალიშვილები“ – გასათხოვარი ქართველი ასულის ასაკობრივი გრადაცია (18, 25, 35 წლის ასაკში) : 18- მე არ ვ-კ-ო-ც-ნ-ა-ო-ბ! 25- როგორ მაკადრა?! 35 – ვინმემ მაკადრეთ ღმერთი არა გწამთ?!

ერესია,დამწვით!

11 / დაობებული უბნის გოგო-ბიჭობა : იოსებიძეზე ისვრიან! =))) =))) მდედრებს რუჟი წოუსვამთ და სემიჩკას კვნეტილაობენ ბესეტკაში. სადარბაზოდან გამოდის იაშკა, მას უკან მოჰყვებიან სანდრექსა და წერტილა.სამივეს დუტის ჟილეტი რამე ბაბულიკ, აკეცილი ჯინსი და შავები. 12/ ცალკე გამოვყოფ რელიგიის შეურაცხმყოფლებსა და პატრიარქის გამშარჟებლებს.

ჩემდა სამწუხაროდ, გვერდს ვერ ავუვლი ღიპიან და თანამედროვე ტექნიკის მოტრფიალე მამაოებსაც.
საქართველო ის სახელმწიფოა,სადაც მხოლოდ ერთი ქალაქია (თბილისი) დანარჩენი ქვეყანა კი, მთელი თავისი შემადგენლობით, ერთ დიდ სოფლად მიიჩნევა : )

ავტორი: უსახლკარო ბევრი თავის თავს იფოვის, ამიტომ სიმართლე მწარეა ხალხო …