Posts Tagged ‘ჰარი პოტერი’

ძველები V.S. ახლები,კონფლიქტი ინტერნეტ-სივრცეში

უკვე რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში, ჩემი მისამართით, გაისმის ბრალდებები.

ახალგაზრდული წესრიგი

ბევრმა უკვე ორი აგური დაიკავა ხელში ჩემსავით მოაზროვნე ახალგაზრდების გამო,ზოგმაც ყბადაღებული კომენტარი დამადევნა “გვეშველება რამე?” და რეცეპტად ლოცვის გაძლიერება და ეკლესაიში სიარული გამომიწერა,ნაწილმა ჩემი “გარყვნილი” და “ანტიეროვნული” აზროვნება გიგი თევზაძეს დააბრალა(მერე რა,რომ ილიას უნივერსიტეტის რექტორს ხშირად ვაკრიტიკებ და თ.ს.უ-ში ვსწავლობ?საქმე და მათი დამყაყებული აზროვნების “გაპრავება” ჩემს “ილიაუნელობას” მოითხოვდა) იყვნენ ისეთებიც,რომელთა მთავარი არგუმენტი ჩემ წინააღმდეგ ჩემი წარმომავლობა იყო და სულ “პროვინციელოს” ძახილით გააცალენ ჩემს Fრენდ ლისტს 🙂

ჩემ მიერ გატანჯულმა იუზერებმა არაფორმალური საზოგადოებაც კი ჩამოაყალიბეს,აწ უკვე ყოფილი Fრენდის გვერძე და საბოლოოდ განიზრახეს “ქვებით” ჩაქოლვა…

თვალში საცემი იყო მათი ასაკი, Рожденный в СССР(…)

ვიხილე გესლი,ბალღამი და სისინი ამას Facebook-სა შინა,რაც საბოლოდ იმით დასრულდა,რომ ბევრმა ხელიდან მახათი გააგდო და ჩემს კრიტიკას მოჰყვა(“თავისუფლების კანტორისა და “ილიაუნის” კატაკომბის მიერ მოწამლული ახალგაზრდა”)
უხაროდათ,ისევე როგორც 90წელს გადაცილებულ ჩემს მეზობელ ვენერა ბებოს უხარია სამტრედიის რაიონული ტელევიზიის პროგრამა,რომელიც მიცვალებულებს აცხადებს,სიამოვნებს ბებიას იმის გაგება,რომ მას ვიღაც სხვამ გაასწრო და ჯერჯერობით არც ერთი გადაცემა არ გამოუტოვებია(…)

თქვენც უსაქმოდ დარჩენილები FB-ზე ცდილობთ სილუვრის სარკე შექმნათ,რომელიც სასურველ რეალობას დაგანახებთ,თუ როგორ მარცხდებიან თქვენ მტრები,თქვენს აზრსა და შეხედულებებს კი ისევ ისე ითვალისწინებენ,როგორც ძია ლენინის დროს

თ.ს.უ. ანუ ჰოგვორთსი

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა,36ათასამდე ნააბიტურიენტალი მოუთმენლად ელოდა თავის ბუს,ბუს,რომელიც naec.ge-ს მეშვეობით ახარებდა:”თქვენ ჩაირიცხეთ თბილისის, ივანე დამბლდორის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში,ჯადოქრობისა და მაგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე”

სტუდენტებს,რომლებიც პირველად მიდიან უნივერსიტეტში ყოველთვის სჭირდებათ გამოცდილი მრჩეველი,მითუმეტეს საქმე თუ ისეთ მაგიურ სასწავლებელს ეხაბა,როგორიც თ.ს.უ. არის.

რჩევა #1.სასურველია ყველა სტუდენტს გააჩნდეს მფრინავი ცოცხი “ნიმბუს 2010”(ხალიჩებს არ გირჩევთ,ჩრჩილი შეჭამს)წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენ აუცილებლად გაეკვეხებით გმირთა მოედანზე არსებულ საცობში და ლექტორის საყვედურსაც მიიღებთ,სამინარზე დაგვიანების გამო.

ონავართა რუკა

რჩევა #2.თან იქონიეთ “ონავართა რუკა,”თუ არ გინდათ აუდიტორიების ძიებაში ესოდენ ძვირფასი დრო დაკარგოთ.

რჩევა #3.ნურასოდეს შეხვალთ ჟურნალისტების კორპუსში არსებულ ტOOალეტში,რადგან იქ აუცილებლად დაგხვდებათ მტირალა მირტლზე საშინელი და ჯუჯღუნა დამლაგებელი,რომელიც საჭირო ოთახიდან კივილ-წივილით გამოგაბუნძულებთ.

რჩევა #4.აუცილებლად დაგჭირდებათ “დროის მდევარი,”რადგან დიდია იმის ალბათობა,რომ ერთდროულად ორი ლექცია გქონდეთ.

რჩევა #5.თუ არ გინდათ საზარელი სიკვდილით აღესრულოთ, აღარასოდეს ჩახვიდეთ მე-2 და მე-3 კორპუსების ჯურღმულებში,რადგან იქ უამრავი მაგიური მწერი თუ ქვემძრომი ბუდობს.

უნივერსიტეტის პირველი კორპუსი

რჩევა #6. კარგად დაიზუთხეთ “აგუამენტას” შელოცვა,ის თქვენ აუცილებლად გამოგადგებათ მაღლივის ავტონომიურ რესპუბლიკაში ყოფნისას(თუ რა თქმა უნდა, თქვენთის ტOOალეტის წყლის დალევა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს)

ზემოთ ჩამოთვლილი რეკომენდაციების შესრულებას თუ არ/ვერ აპირებთ,მაშინ მოემზადეთ მაგლური სტუდენტობისთვის

ალქიმია მითი და რეალობა

ალქიმია-ქიმიის მიმართულება,რომელსაც საფუძვლად დაედო,ბუნებაში ფილოსოფიური ქვისა და სიცოცხლის ელექსირის მიღების ალბათობის შესაძლებლობები.განსაკუთრებით მოიკიდე ფეხი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში.ალქიმიკოსთა შორის იყო,მრავალი გამოჩენილი მოაზროვნე,რომლებმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვეს შუა საუკუნეების კულტურის ისტორიაში(ბეკონი,ბონავენტურა)

ალქიმიკოსთა უმთავრესი მიზანი ფილოსოფიური ქვის შექმნა იყო,ითვლება, რომ პირველი ალქიმიკოსი, რომელმაც ფილოსოფიური ქვა მიიღო და მსოფლიოს ამცნო ამის შესახებ იყო ეგვიპტელი ჰერმეს ტრისმეგისტი (Hermes Trismegistus) – ”ჰერმეს სამმაგად უდიდებულესი”. იგი ნახევრად მითიური, ნახევრად ლეგენდარული ფიგურაა. ჰერმესის წიგნების უმრავლესობა განადგურდა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის ხანძრისას და ის მცირე რაოდენობაც, რომელიც ხანძარს გადაურჩა, საიდუმლოდ ჩამარხეს უდაბნოში. დღემდე მოღწეულია მათი ძალზე დამახინჯებული თარგმანები.

სამწუხაროდ, ქართულ ენაზე რაიმე ფუნდამენტალური ნაშრომი ალქიმიაში არ არის,ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი ამ წერილის გამოქვეყნებისა,იქნებ ოდნავ მაინც შეიქმნას წარმოდგენა მოცემული მეცნიერების შესახებ.

ხალხის გონებაში ღრმად გაიდგა ფესვები იმ აზრმა,რომ თითქოს ალქიმიკოსები ფილოსოფიური ქვის შექმნით ცდილობდნენ გამდიდრებას,რა თქმა უნდა,თუ გექნებოდა სასწაულებრივი ქვა,რომელიც ნებისმიერ მეტალს ოქროდ გადააქცევდა,ამის შესაძლებლობას ხელიდან არავინ არ გაუშვებდა,მაგრამ ალქიმიკოსები იმაზე საინტერესონი იყვნენ,ვიდრე განათლებული მატერიალისტები.
ალქიმიაში დევს ცოტა განსხვავებული აზრი.ეს ხელოვნება არ არის მხოლოდ იმისთვის რომ ოქრო მიეღოთ.ალქიმია პირველ რიგში გულისხმობს სულიერ ტრანსფორმაციას ანუ არაკეთილშობილი მდგომარეობიდან,ოქროს მდგომარეობაში გადასვლას.რაც სულიერების უმაღლეს საფეხურზე გადასვლას ნიშნავს.
თვით სიტყვათშეთანხმება ”ფილოსოფიური ქვა” (lapis philosophorum) თავის თვში უკვე შეიცავს მატერიალურისა (ქვა) და არამატერიალურის (ფილოსოფია) გაერთიანების იდეას. ფილოსოფიური ქვის შექმნის შესაძლებლობას საფუძვლად უდევს იდეა, რომ სამყარო ერთ მლიანობას წარმოადგენს, სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია,”ის, რაც ქვემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ზემოთაა და ის, რაც ზემოთაა, შეესაბამება იმას, რაც ქვემოთაა, რათა განხორციელდეს საგანთა ერთიანობის სასწაული”-ამბობს ჰერმეს ტრისმეგისტი(ალბათ სკოლში ნასწავლი ფარდობითობის თეორია გაგახსენდათ)
ფილოსოფიური ქვა არის ის სუბსტანცია, რასაც აქვს უნარი, მოახდინოს ნებისმიერი სხვა რამის ტრანსმუტაცია, გასრულყოფილება. თუ მეტალს წარმოვიდგენთ,მეტალის სრულყოფილი მდგომარეობა ოქროდ ქცევა იქნება.ჩნდება რიტორიკული და ამავე დროს მკრეხელური კითხვა:ნეტავ ადამიანი როდის აღწევს სრულყოფილებას?

მხოლოდ ღმერთია სრულყოფილი და მხოლოდ ის არის უკვდავი ანუ გამოდის რომ “სიცოცხლის ელექსირი” და “ფილოსოფიური ქვა” თავიანთ თავში მკრეხელურ სულისკვეტებას შეიცავენ,მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს ეგრე,ვინაიდან მართლმადიდებლური მოძღვრება გვასწავლის: “ღმერთი განკაცდა, რათა კაცნი განაღმრთოს” ანუ საღვთო ბაძვის წადილი ცოდვად ვერ ჩაითვლება და რელიგიური ბრალდებები,რომლებიც მე შეიძლება წამომიყენონ,მისტიკური პოსტების წერისთვის,უსაფუძვლო იქნება.

P.S.დაწვრილებითი ინფორმაციისთვის გაეცანით ნიკოლა ფლამელის ნაშრომებს 🙂

ვამპირები-მითი და რეალობა

გამოდით … გამოდით … გამოდით …
ღამის შვილებო, სისხლის კულტის თაყვანისმცემელნო … უკვდავნო !
მჯერა რომ არსებობთ … აბა საიდან ამდენი მითი თუ ლეგენდა თქვენ შესახებ …
გამოდით!

……………..
ვამპირებით პირველად 11წლის ასაკში დავინტერესდი,როდესაც როულინგის ბესტსელერი წავიკითხე,შემდეგ იყო უამრავი ფილმი,მითი და ლეგენდა,რაც სტეფანი მეიერის “ბინდის საგამ” დააგვირგვინა.
მაინც ვინ არიან ვამპირები?ბნელი შუა საუკუნეებიდან ადამიანების გონებაში დალექილი ზღაპრული არსებები,რომლებიც ჰოლივუდმა და მწერლებმა კომერციული მოგების მისაღებად გამოიყენეს თუ ჩვენ ირგვლივ მცხოვრები რეალური არსებები?
ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. სხვადასხვა სახის სენსაციის მოყვარულთ ამასათან დაკავშირებით თავიანთი მოსაზრება და ვერსია აქვთ. ამ ფენომენის თავისებურ განმარტებას მეცნიერებიც გვთავაზობენ. ვამპირიზმს, როგორც ყველაფერ სხვა ზებუნებრივს, ისინი სკეპტიკურად უყურებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წარსულში ვამპირებად მიჩნეული ადამიანები, უბრალოდ პორფირიით იყვნენ დაავადებულნი.
ფინელი პროფესორი ტიკანენი აცხადებს, რომ ვამპირების ბუნების ამოცნობა შეძლო.

პროფესორის აზრით, ვამპირებისა და მაქციების შესახებ ევროპულ მითებს საფუძვლად რეალური მოვლენები უდევს. ტიკანენის თქმით, გადმოცემებში, რომლებიც გაზვიადებული დეტალებითაა სავსე, იმ ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც ე.წ. პორფირიის ძალზე მძიმე ფორმით არიან დაავადებულნი.
უზარმაზარ ძალას, რომელსაც გადმოცემით ვამპირებს მიაწერენ, ავადმყოფებს არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, არამედ ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ანიჭებს. საშინელი ტკივილისგან გამხეცებულნი, ხშირად ადამიანებსაც ესხმოდნენ თავს და ამ ბრძოლაში მათ ბადალი არ ჰყავდათ,მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს-პორფირია გადამდები დაავადება არ არის,შეუძლებელია ადამიანი კბენის შემდეგ ამ საშინელი სენით დაავადდეს,ეს ის არგუმენტია რომელსაც მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ აქარწყლებენ და მხოლოდ ჰიპოტეზების დონეზე გამოთქვამენ აზრებს
მსჯელობები ვამირებისა და ვამპირიზმის შესახებ ყოველგვარ ზღვარს სცდება,უბრალოდ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას სურს სჯეროდეს სასწაულების,ღამით, ალბათ ბერვ თქვენგანს წარმოუდგენია თავი ედუარდ კელენის ადგილას,თუმცა მაინც რჩება პასუხგაუცემელი კითხვა:

რატომ არ შეიძლება ვამპირები არსებობდნენ?

:მინდავიყოვამპირისმაილი:

ცაში თუ ამდენი ვარსკვლავი არსებობს და ყველა ვარსკვლავს თავისი ორბიტა და პლანეტა ჰყავს წარმოიდგინეთ რამხელაა იმის შანსი რომ სხვადასხვაგვარი არასებები და განზომილებები არსებობდნენ?ან იქნებ ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის მიუწვდომელია ცოდნა ვამპირთა შესახებ, მითზე უხსოვარი დროიდან არსებობს თქმულებები, მაქციების არსებობა ქართულ-ხალხურ ზღაპრებშიც არის ფიქსირებული.საყოველთაოდ ცნობილ გრაფ დრაკულაზე ან სხვა ოდიოზურ ფიგურებზე ისტორიიდან არაფერს ვამბობ.
ნებისმიერი მითი თუ ლეგენდა ემყარება რეალურ მოვლენებს, მხოლოდ ადამიანები დროთა გნმავლობაში მიაწებებენ ხოლმე “რაღაცას.”
ვამპირები არსებობენ, და დღეს მათი არსებობის შესახებ არა ვუწყით რა, თუნდაც იმის გამო, რომ მათ შეუძლიათ შენიღბვა და ძველი ხერხებით აღარ მოქმედებენ
აბა გაიაზრეთ : რამდენი სისხლი ბარდება ჩვენს პატარა ქვეყანაში?დ ა სად მიდის ეს სისიხლი ? მე არ ვამტკიცებ, რომ აუცილებლად ვამპირებთან მიდის, მაგრამ, წარმოიდგინეთ, მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენი სისხლი ბარდება ყოველწლიურად,იქნებ არსებობს სპციალური საიდუმლო დეპარტამენტები,რომელბიც არეგულირებენ ურთიერთობას “მაგიურ” არსებებთან?რომელიმე თქვენგანს შეუძლია ახადოს ფარდა ვატიკანის არქივებს,რომლებთაც აწერიათ:”გრიფიტ საიდუმლო?”

ალოჰომორა

ბევრი თქვენგანი ალბათ სათაურიდანვე მიხვდა თუ რა საკითხზე მსურს ყურადღების გამახვილება,მაგრამ მოცემული ჩანაწერი თქვენთვის არაა,იმ უბრალო მიზეზის გამო რომ ახალს ვერაფერს გაიგებთ,მხოლოდ და მხოლოდ დათანხმებით თუ შემოიფარგლებით
წაიკითხოს მან ვინც გონებისა და ლიტერატურული გემოვნების “უმანკოებას” ბოლომდე ინახავს,მათვის ვისაც ჯერ კიდევ არ წაუბილწავს თავისი აზრები და არ აპირებს გადაუხვიოს ჭეშმარიტი მართლმადიდებლის გზას იმ წიგნის წაკითხით რომელსაც მთელი მსოფლიო “ჰარი პოტერის” სახელით იცნობს.
ჯერ კიდევ 12წლის ბავშვი ვიყავი,როდესაც სკოლის ბრაზიანმა მასწავლებელმა გამკიცხა იმის გამო რომ ვკითხულობ ისტორიას “ბიჭისა, რომელიც გადარჩა”
“ძაან მორწმუნეების” ერთადერთი არგუმენტი წიგნის ვითომდა სატანური შინაარსია.საინტერესოა რატომ გგონიათ ასე,როდესაც როულინგის ბესტსელერის არც-ერთი ნაწილი,არა თუ წაკითხული,ხელში დანაკავებიც კი არ გავთ?
წიგნის არცერთი გვერდი არ ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მოძღვრებას,პირიქით,ეხმიანება კიდევაც მას. ჯადოქრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგივა თუ შენი შესაძლებლობების გწამს,სახარებაში ზუსტად იმავეს ვკითხულობთ “თუ ადამიანს მუხუდოს მარცვლის ოდენი რწმენა მაინც აქვს, მთებს გადადგამს”
ეს წიგნი არაფერია, გარდა თანხმობისა ბიბლიის იმ მთავარ დებულებასთან, რომლის თანახმადაც რაც კი არსებობს, ყველაფერი სიყვარულით შეიქმნა და რომ უსიყვარულოდ მზეც კი არ სუფევს, ეს არის წიგნი სიყვარულის უზენაესობის შესახებ, იმის შესახებ, რომ სიყვარულის ნებისმიერი ფორმა – იქნება ეს დედობრივი, გოგოსა და ბიჭის თუ მეგობრებისა, ნებისმიერ შემთხვევაში დაამარცხებს ყველაზე ძლიერ ბოროტებასაც კი. შვიდტომეულის რომელი თავი ან გვერდი,თუნდაც აბზაცი ეწინააღმდეგება ბიბლიას? ეს არის წიგნი,რომელსაც მთელი კითხვის განმავლობაში გასდევს ერთ-ერთი მთავარი გმირის სიტყვები-“კარგად მოწყობილი ტვინისთვის სიკვდილი მორიგ თავგადასავალს ნიშნავს”-სიტყვები,რომლებმაც 11წლის ბავშვზე უდიდდესი გავლენა მოახდინა.
იქნებ ქართველ დედებს ურჩევინათ მანველიძის “მგლების” კითხვა,მანდედან ხომ მათი შვილები რომანტიზირებულ მძიმე რეალობას გაეცნობიან(!) აქ კი ჩემი კალამი უძლურია…მხოლოდ გირჩევთ წაუკითხავად ნუ განსჯით და დღესვე დაიწყეთ შუბლზე ნაიარევი ბიჭის ისტორიის გაცნობა,სიტყვა შვიდტომეული ნუ შეგაშინებთ,წიგნი ერთი სულის ამოსუნთვით იკითხება