Posts Tagged ‘Facebook’

გამოFეისბუქებული

“მაჩვენე შენი სტატუსი და გეტყვი ვინ ხარ შენ

სოციალური ქსელები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა,სულ უფრო და უფრო ხშირად გაიგონებ,ნებისმიერი ასაკის მომხმარებელში,-Fეისბუქის ლომკა მაქვს.
მეც თავი :spy: სმაილის ამპლუაში ჩავიყენე და ჩემი Fეისბუქელი მეგობრების სტატუსებს ვკითხულობ(…)
პირველი თვალში ქალბატონი ქეთი ტორაძის სტატუსი მომხვდა:-“მხარი დავუჭიროთ ურუგვაის გერმანიის წინააღმდეგ. მინდა, რომ გერმანიამ კიდევ წააგოს :)))
Let us support Uruguay against Germany. I want Germany to lose again :)))”-არ გეგონოთ ქალბატონი ქეთი ურუგვაის ნაკრების დიდი მოყვარული გახლდეთ,უბრალოდ შარშანწინდელიც კი ახსოვს მერკელისგან ბრიყვული წყენაო,რა ეგონა ანგელას ბუქარესტის სამიტზე M.A.P.-ზე უკეთესს რომ გვაძლევდა ჩვენი სპორტის მოყვარულები გერმანიის ნაკრებს უგულშემატკივრებდნენ?
ლაშა ქავთარაძის სტატუსიც მსოფლიო ჩემპიონატის თემას ეხმაურება:“gaedo tqvens germanias? ar shegrcheba inglisis gamwareba 😀 sikvtiliiiiiiiiiiis matraxiiiiii :D” არ გეგონოთ ლაშანდრეც მსოფლიო ჩემპიონატიდან ჩემპიონატამდე ცხოვრობდეს,უბრალოდ ნისლიან ალბიონზეა შეყვარებული.
სტატუსების დიდი ნაწილი გამოცდებთანაა დაკავშირებული,ლიკა ლეჟავა მისივე სტატუსით,კოსწასთან ერთად, ცდილობს გაარკვიოს ეღირსებათ თუ არა ოდესმე იდეოლოგიის ქულა.
ნიკა ინაურმა კი ამჯერადაც ვერ შეიკავა თავი და შეგვახსენა რომ მომავალი არაბებს ეკუთვნით(“iala ialaaaaaaaaaaaaaaaaaaaa 😀 :):D”) და მისი არჩევანი არაბისტიკაზე ჩაებარებინა ღვთის საჩუქარი იყო.
სამწუხაროდ ჩეჩნური არ ვიცი და თუმი დიშნის სტატუსიც ვერ გავიგე,პირველივე შესაძლებლობაძე ვთხოვ ქართულად მითარგმნოს.
კობერიძის სტატუსის მიზანს კი,რაღა თქმა უნდა, ვერ ჩაწვდები თუ მასთან ბოლო რამდენიმე კვირა არ გაქვს გატარებული,ისღა დაგვრჩენია დავტკბეთ“ისე მომწყინდა პედანტური და მშრალი ტონი, ლამისაა დავიბრუნო ეშმაკის როლი” -(…)
ჩვენ გვყვარს Fეისბუქი,რადგან ის იქცა ჩვენი აზრებისა და იდეების პოპულარიზაციის ერთ-ერთ ძირითად არხად


Advertisements